ახორციელებს ერის ხელმწიფება
საქართველოს კონსტიტუცია (მიღებული საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს) · რედაქცია 21.02.1921
მუხლი 52. ხელმწიფება ეკუთვნის მთელს ერს, პარლამენტი ამ კონსტიტუციის ფარგლებში
თავი 4 — პარლამენტი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 44. დიდი ეპიდემიის დროს მთავრობას უფლება აქვს შეაჩეროს დროებით მე-22, 25, 26 და 30 მუხლებში აღნიშნულ უფლებათა გარანტია, რამდენადაც ამას ეპიდემიასთან ბრძოლა მოითხოვს
- მუხლი 45. კონსტიტუციაში ჩამოთვლილი გარანტია და უფლება არ უარყოფს სხვა გარანტიასა და უფლებას, რომელიც იქ არ არის მოხსენებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის მიერ აღიარებული პრინციპებისაგან
- მუხლი 46. საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენლობითი ორგანო არის „საქართველოს პარლამენტი“, რომელიც შესდგება საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი, ფარული და პროპორციული წესისაებრ არჩეულ დეპუტატებისაგან. არჩევნებში მო
- მუხლი 48. პარლამენტის წევრი პასუხისგებაში არ მიეცემა იმ აზრისა და შეხედულებისათვის, რომელსაც გამოსთქვამს თავის მოვალეობის ასრულების დროს
- მუხლი 49. პარლამენტის წევრს უფლება აქვს ჩვენება არ მისცეს იმ ფაქტების გამო, რომელიც მას გაანდვეს, როგორც დეპუტატს. ეს უფლება არ ეკარგება მაშინაც, როცა დეპუტატად აღარ ითვლება
- მუხლი 51. პარლამენტის წევრობისა, მოხელეობისა და პროფესიის შეუთავსებლობის საკითხს განსაზღვრავს კანონი
- მუხლი 53. პარლამენტი გამოსცემს კანონსა, დეკრეტსა და დადგენილებას; მათი გამოქვეყნების წესი ცალკე კანონით იქნება განსაზღვრული
- მუხლი 54. პარლამენტის უფლებაა:
- მუხლი 55. პარლამენტის სხდომა საჯაროა; მაგრამ პარლამენტს შეუძლია განსაკუთრებული დადგენილებით თავის სხდომა, ან ნაწილი სხდომისა ფარულად გამოაცხადოს
- მუხლი 56. პარლამენტი თვითონ გაარჩევს თავის წევრთა არჩევნების კანონიერებას და გადასწყვეტს ყოველსავე დავას ამ საგანზე
- მუხლი 57. პარლამენტი ყოველ საკითხს სწყვეტს ხმის მარტივი უმრავლესობით, თუ რეგლამენტით ან კანონით სხვა წესი არ არის მიღებული
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს კონსტიტუცია (მიღებული საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს), კონსოლიდირებული რედაქცია 21.02.1921. გამოქვეყნება: გაურკვეველი, -, 21/02/1921.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კონსტიტუცია „საქართველოს კონსტიტუცია (მიღებული საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს)“, მუხლი 52, №-, 21.02.1921, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.02.1921). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4801430/muxli-52/