„ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №47 |
|
2020 წლის 20 თებერვალი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანებით (სსმ, №186, 28/12/2007, სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.011.315) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და:
1. მე-13 მუხლის: ა) მე -19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „19. ანგარიში „სხვა მოკლევადიანი ფინანსური აქტივები“ (1300) მოიცავს: ფასიან ქაღალდებს, გარდა აქციებისა (1310), მოკლევადიან სესხებს (1320), აქციებს და სხვა კაპიტალს (1330), სხვა მოკლევადიან დებიტორულ დავალიანებებს (1350), საგადასახადო აქტივებს (1360) და სხვა დანარჩენ მოკლევადიან ფინანსურ აქტივებს (1370).“; ბ) 25-ე, 251 და 252 პუნქტები ამოღებულ იქნეს. 2. მე-14 მუხლის მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „16. მიწოდებიდან და მომსახურებიდან მოთხოვნების წარმოშობისას დებეტდება 1355/1410 შესაბამისი ანგარიშები და კრედიტდება სხვა შემოსავლების ან არაფინანსური აქტივების (გარდა სხვა მატერიალური მარაგებისა და გრძელავადიანი მცირეფასიანი აქტივებისა) შესაბამისი ანგარიშები. მოთხოვნების დაფარვა აისახება ფულადი სახსრების (1100-1200), სხვა მოკლევადიანი ფინანსური აქტივების (1310-1330) ან არაფინანსური აქტივების (1600/2000) შესაბამისი ანგარიშების დებეტსა და 1355/1410 ანგარიშების კრედიტში.“. 3. მე-19 მუხლის 11 პუნქტი, მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. 4. 29-ე მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ანგარიში „მოკლევადიანი ფინანსური ვალდებულებები“ (3100) მოიცავს: ვალდებულებებს დეპოზიტებით (3110), ვალდებულებებს ფასიანი ქაღალდებით, გარდა აქციებისა (3120), ვალდებულებულებებს მოკლევადიანი სესხებით (3130), ვალდებულებებს აქციებით და სხვა კაპიტალით (3140).“; ბ) მე-10, 101 და 102 პუნქტები ამოღებულ იქნეს; გ) 24-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „24. ანგარიში „მომუშავეებთან და სტიპენდიანტებთან დაკავშირებული ვალდებულებები“ (3250) მოიცავს: შტატით მომუშავეთათვის დარიცხულ ხელფასებს (3251), შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა დარიცხული ხელფასებს (3252), ვალდებულებებს მივლინებით ქვეყნის შიგნით (3253), ვალდებულებებს მივლინებით ქვეყნის გარეთ (3254),დამქირავებლის მიერ ფულადი ფორმით გაწეულ სოციალური დახმარებით დარიცხულ ვალდებულებებს (3255), დამქირავებლის მიერ სასაქონლო ფორმით გაწეულ სოციალური დახმარებით დარიცხულ ვალდებულებებს (3256), ვალდებულებებს ორგანიზაციის მომუშავეების ხელფასებიდან დაკავებული თანხებით (3257) და გადასახდელ სტიპენდიებს (3258)“; დ) 33-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს. 5. 36-ე მუხლის: ა) მე-4- პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) „ძირითადი აქტივების ფიზიკური/მორალური ცვეთა და შემთხვევითი დაზიანება“ (ანგარიში 7310) აღირიცხება იმ ძირითადი აქტივების ფიზიკური ცვეთის წინასწარ განსაზღვრული საამორტიზაციო ანარიცხები, რომელთა ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით (ნორმატიული), ხოლო არამატერიალურ ძირითად აქტივებს ცვეთა ერიცხება სასარგებლო მომსახურების ვადის პროპორციულად, თუ ეს შესაძლებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, წლიურად 10 პროცენტის ოდენობით. ასევე ამ ანგარიშზე აღირიცხება ალტერნატიული საშუალებების გამოჩენისა და მიღწეული ტექნიკური პროგრესის შედეგად გამოწვეული ძირითადი აქტივების მორალური ცვეთა. ამასთან, აღნიშნული ანგარიში ძირითადი აქტივების შემთხვევითი დაზიანებით გამოწვეულ დანაკარგებსაც მოიცავს (სადაზღვევო და სხვა შემთხვევებს);“; ბ) მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 6. 39-ე მუხლის: ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ანგარიში „საკუთარი კაპიტალი“ (5200) მოიცავს: საანგარიშგებო პერიოდის მოგება/ზარალს (5210) და გაუნაწილებელ მოგება/დაუფარავ ზარალს (5220).“; ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. საანგარიშო წლის ბოლოს მოგება/ზარალის (5210) ანგარიშის ნაშთი გადაიტანება შესაბამისად, გაუნაწილებელი მოგება/დაუფარავი ზარალის (5220) ანგარიშზე.“; გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ანგარიშზე „გაუნაწილებელი მოგება/დაუფარავი ზარალი“(5220) აღირიცხება გასულ წლებში მიღებული მოგების გაუნაწილებელი თანხები და ზარალის თანხები, აგრეთვე საანგარიშო წლის მოგების თანხა, რომელიც დარჩა გაუნაწილებელი. ამ ანგარიშის კრედიტში აისახება გაუნაწილებელი მოგების თანხა საანგარიშგებო პერიოდის მოგება/ზარალის ანგარიშის (5210) დებეტთან კორესპონდენციით. დაუფარავი ზარალის თანხა აისახება ამ ანგარიშის დებეტში საანგარიშგებო პერიოდის მოგება/ზარალის ანგარიშის (5210) კრედიტთან კორესპონდენციით.“; დ) მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 7. ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმა ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმა
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 20.02.2020.
- როდის იქნა მიღებული „ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 20.02.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №47. სარეგისტრაციო კოდი — 190040000.22.033.017289.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.02.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №47, 20.02.2020, სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.017289 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.02.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4801674/