„დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№53-32
სარეგისტრაციო კოდი
330090020.35.101.016706
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/02/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №53-32

2020 წლის 18 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019  წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 20/03/2019, სარეგისტრაციო კოდი: 330090020.35.101.016587) და დადგენილების:

ა) პირველი მუხლის „ა“ პუნქტით დამტკიცებული „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის  გრაფიკული  ნაწილი  – რუკა (დანართი №1)“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით (თან ერთვის ცვლილების საინფორმაციო მასალა);

ბ) პირველი მუხლის „ა“ პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „თბილისის გამწვანებული ტერიტორიების რუკა (დანართი №1.8)“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

გ)  პირველი მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ტექსტური ნაწილის“ (დანართი №2):

1. 72-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დანართი 1.11-ით  (შემდეგი რიგის ქალაქგეგმარებითი არეალების რუკა) განსაზღვრულია შემდეგი ტერიტორიები:  

  • „A“– ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ურბანული პოლიტიკის  განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანოს    მიერ განსაზღვრული არეალის ფარგლებში დასამუშავებელი განაშენიანების რეგულირების გეგმა“;
  • „A1“– ერთიანი განაშენიანების რეგულირების  გეგმა“ ;
  • „B“ – დროებით სამშენებლოდ შეზღუდული არეალი“;
  • „M“ – მუნიციპალიტეტის მიერ დასამუშავებელი განაშენიანების  რეგულირების გეგმის არეალი“;
  • „MB“ – მუნიციპალიტეტის მიერ დასამუშავებელი განაშენიანების  რეგულირების გეგმის დამუშავებამდე სამშენებლოდ შეზღუდული არეალი.“.
  • 2. 73-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

    „9. ამ მუხლით გათვალისწინებული ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების რევიზიას ახორციელებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ურბანული პოლიტიკის  განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო. რევიზიის შედეგად დგინდება საკორექციო მოთხოვნები და განვითარებისათვის შეუსაბამო ობიექტების ნუსხა, ასეთის არსებობის შემთხვევაში. რევიზიის შედეგების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას შესაბამის დასკვნას წარუდგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ურბანული პოლიტიკის  განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო.“.

    მუხლი 2
    დადგენილების მუხლი 1-ის „ა“ და „ბ“ პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. დადგენილების მუხლი 1-ის  „გ“  პუნქტი ამოქმედდეს 2020 წლის პირველი მარტიდან.

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე
    📎 დანართები (3)
    ნორმატიული-აქტი-2 PDF ⬇

    PDF ჩვენება მიუწვდომელია. გახსნა ახალ ჩანართში ↗

    ნორმატიული-აქტი-3 PDF ⬇

    PDF ჩვენება მიუწვდომელია. გახსნა ახალ ჩანართში ↗

    ნორმატიული-აქტი-4 PDF ⬇

    PDF ჩვენება მიუწვდომელია. გახსნა ახალ ჩანართში ↗

    ხშირად დასმული კითხვები

    მოქმედებს თუ არა „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
    დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.02.2020.
    როდის იქნა მიღებული „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
    „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 18.02.2020. მიმღები ორგანო — ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №53-32. სარეგისტრაციო კოდი — 330090020.35.101.016706.
    რამდენი მუხლისგან შედგება „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
    დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
    სად არის „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
    ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.02.2020 მდგომარეობით.

    როგორ დავიმოწმოთ

    მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №53-32, 18.02.2020, სარეგისტრაციო კოდი 330090020.35.101.016706 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.02.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4801948/