სს ,,ელექტროავტომატის“ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
2020 წლის 12 თებერვალს ჩატარდა სს „ელექტროავტომატის“ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა.
სხდომას ესწრებოდნენ: სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე – გიორგი სვანიძე, წევრები: პაატა დუშუაშვილი, დავით ქვათაძე.
სხდომაზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები:
1. დღის წესრიგის დადგენა.
2. კრების მოწვევის თარიღი, დრო და ადგილი.
3. განცხადების გამოქვეყნება საკანონმდებლო მაცნეში, კრების ჩატარების შესახებ.
სხდომამ დაადგინა:
1. დღის წესრიგში განხილულ იქნეს 3 საკითხი.
2. კრების მოწვევის თარიღად დაინიშნოს 2020 წლის 13 მარტი დღის 3 საათი, გორგასლის ქ.№115, ადმინისტრაციულ შენობაში, საერთო კრების სააღრიცხვო თარიღად დადგინდეს 2020 წლის 18 თებერვალი.
3. 2020 წლის 12 თებერვლიდან 25 თებერვლამდე განცხადება გაკეთებულ იქნეს საკანონმდებლო მაცნეში, კრების ჩატარების შესახებ.
სხდომამ დაადგინა დღის წესრიგი შემდეგი სახით:
1. 2019 წლის 12 თვის სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის განხილვა-შეფასება.
2. დივიდენდების განაწილების საკითხი.
3. სხვადასხვა.
კრების თავმჯდომარე გ. სვანიძე.