საბაჟო ფორმალობის განხორციელებისთვის საჭირო სხვა ადგილების საბაჟო კონტროლის ზონად განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 12.02.2020
გამომცემი ორგანო შემოსავლების სამსახური
ნომერი №3386
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016551
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/02/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.02.2020 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ ,,საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების და სხვა ავიასაწარმოების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების განსაზღვრისა და ამ ზონებში დაშვების წესის“ დამტკიცების თაობაზე GIG-ის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ საგარეჯოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ ,,საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების განსაზღვრისა და ამ ზონებში დაშვების წესის“ დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საბაჟო ფორმალობის განხორციელებისთვის საჭირო სხვა ადგილების საბაჟო კონტროლის ზონად განსაზღვრის შესახებ
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №3386
2020 წლის 12 თებერვალი
ქ. თბილისი
საბაჟო ფორმალობის განხორციელებისთვის საჭირო სხვა ადგილების საბაჟო კონტროლის ზონად განსაზღვრის შესახებ
საქართველოს საბაჟო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) 11 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. საბაჟო კონტროლის ზონად განისაზღვროს საბაჟო ფორმალობების განხორციელებისთვის საჭირო შემდეგი სხვა ადგილები:
ა) ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიიდან გამომავალი სარკინიგზო ხაზის მონაკვეთი სს „საქართველოს რკინიგზის“ სადგურ „ბათუმის“ ტერიტორიამდე;
ბ) საქართველოს საბაჟო საზღვრიდან ქ. თბილისის რკინიგზის სამგზავრო სადგურის ტერიტორიის ჩათვლით და უკუმიმართულებით მოძრავი ერევანი-ბათუმი-ერევანი, ბათუმი-ერევანი-ბათუმის საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლის ძირითადი მარშრუტის სწრაფი სამგზავრო მატარებელი;
გ) ტერიტორია, სადაც ხორციელდება საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების სკანირება.
2. საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის განხორციელების მიზნით საბაჟო კონტროლის ზონები მოიცავს:
ა) საერთაშორისო აეროპორტში – მოფრენისა და გაფრენის ზონას და სექტორს;
ბ) საზღვაო ნავსადგურსა და პორტში – სამგზავრო დარბაზს;
გ) რკინიგზისა და საავტომობილო ვაგზალში – მგზავრების კომპლექტაციის ადგილს და საბაჟო კონტროლის ქვეშ არსებული საქონლის სათავსს.
21. „სასაზღვრო ზოლში ზოგიერთი სამეურნეო საქმიანობის დაშვების შესახებ“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2020 წლის 4 მაისის №94 ბრძანებით და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ტრანზიტ ინდასტრი დეველოპმენტისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის გაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის №754 განკარგულებით გათვალისწინებული, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დაბა სტეფანწმინდაში, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ მომიჯნავედ არსებული, სასაწყობე მეურნეობის/სავაჭრო ობიექტ(ებ)ისა და ავტოსაგასამართი სადგურის აშენებისათვის ან/და მოწყობისათვის განკუთვნილი ტერიტორია (საკადასტრო კოდი: №74.01.15.054) განისაზღვროს საბაჟო კონტროლის ზონად.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 12 ნოემბრის ბრძანება №33670 - ვებგვერდი, 13.11.2020წ.
22. „სასაზღვრო ზოლში ზოგიერთი სამეურნეო საქმიანობის დაშვების შესახებ“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2022 წლის 14 აპრილის №100 ბრძანებით და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ტრანზიტ ინდასტრი დეველოპმენტისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის გაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 აპრილის №674 განკარგულებით გათვალისწინებული, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ მომიჯნავედ არსებული, სავაჭრო ობიექტის მოწყობისათვის განკუთვნილი ტერიტორია (საკადასტრო კოდი: №22.30.02.800) განისაზღვროს საბაჟო კონტროლის ზონად.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №26810 - ვებგვერდი, 26.10.2022წ.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
სამსახურის უფროსი ლევან კაკავა