📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

„საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის დეპარტამენტის დებულების შესახებ“

მიღების თარიღი 11.02.1998
ძალის დაკარგვა 07.09.2001
გამომცემი ორგანო სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო
ნომერი №2-75
სარეგისტრაციო კოდი 150.012.003.184
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 11/02/1998
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,930 სიტყვა · ~15 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.02.1998 მიღება
07.09.2001 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
1 2
ორგანიზაციების დასახელება
1. სახაზინო გაწყობა-გაშვების სამმართველო
2. სარემონტო-სამშენებლო სახაზინო საწარმო „მტკვარი“
3. სარემონტო-სამშენებლო სახაზინო საწარმო მოძრავ-მექანიზირებული კოლონა №13
4. სარემონტო-სამშენებლო სახაზინო საწარმო მოძრავ-მექანიზირებული კოლონა № 15
5. თბილისის სამშენებლო-სარემონტო სახაზინო საწარმო
6. გორის სამშენებლო-სარემონტო სახაზინო საწარმო
7. სარემონტო-სამშენებლო სახაზინო საწარმო „მშენებელი"96"
8. შულავერის სამრეწველო საწარმო
9. საპროექტო-ტექნოლოგიური ბიურო
10. მშენებარე ობიექტების დირექცია
11. სპეციალური პროექტების მართვის ბიურო
12. სიღნაღის სამმართველო
13. ქობულეთის სამმართველო
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის დეპარტამენტის დებულების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანება №2-75 1998 წლის 11 თებერვალი ქ. თბილისი საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის დეპარტამენტის დებულების შესახებ 1. დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის დეპარტამენტის დებულება (დანართი №1). 2. იურიდიული და პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველომ (ი. ლომთათიძე) მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის დეპარტამენტის თავმჯდომარესთან (თ. ჩიკვაიძე) ერთად უზრუნველყოს: - სახელმწიფო კანცელარიის სპეციალურ რეესტრში რეგისტრაცია კანონით დადგენილი წესით; - აღნიშნული დებულების სახელმწიფო რეგისტრაცია იუსტიციის სამინისტროში და სარეგისტრაციო კოდის მინიჭება. 3. ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა უზრუნველყოს ბრძანებისა და დებულების პრესაში გამოქვეყნება. 4. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის დეპარტამენტის დებულების შესახებ"  საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს 1996 წლის 23 აპრილის №2-67 ბრძანება. 5. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს ბატონ გ. დიდბარიძეს. მინისტრი                                                            ბ. გულუა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის დეპარტამენტის დებულება I. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის დეპარტამენტი (შემდგომში - დეპარტამენტი) შექმნილია საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს დებულების შესაბამისად. დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი  380005;  მაჩაბლის ქ. №8. 2. დეპარტამენტი არის საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სისტემაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც, მიწების მელიორაციის სფეროში ახორციელებს სახელმწიფო მართვას და კონტროლს „მიწების მელიორაციის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული კომპეტენციის და ამ დებულების ფარგლებში. 3. დეპარტამენტი მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს წინაშე. 4. დეპარტამენტს უფლება არა აქვს გადასცეს სხვა სახელმწიფო ან არასახელმწიფო დაწესებულებას უფლებები და მოვალეობები, რომლებიც მის კომპეტენციას განეკუთვნება, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა არ არის დადგენილი. 5. დეპარტამენტი გამოსცემს აქტებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კონსტიტუციის, „მიწების მელიორაციის შესახებ“ და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის, სხვა კანონების, საქართველოს პარლამენტის დადგენილებების, საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად. დეპარტამენტის მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიღებული ნორმატიული აქტები სავალდებულოა შესასრულებლად იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის. 6. დეპარტამენტს აქვს დებულება, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიში ხაზინაში, ხარჯთა ნუსხა და ბეჭედი საქართველოს გერბის გამოსახულებით. 7. დეპარტამენტის დაფინანსების წყაროა: ა) სახელმწიფო ბიუჯეტი; ბ) დეპარტამენტის მიერ კანონმდებლობით ან სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული და მიღებული არასაბიუჯეტო შემოსავლები შეიტანება საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში. 8. დეპარტამენტის ქონება შედგება „მიწების მელიორაციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო საკუთრების საერთო სარგებლობის (დანიშნულების) სამელიორაციო სისტემებისა და დამოუკიდებელი რთული ჰიდროტექნიკური ნაგებობების ძირითადი ფონდებისაგან, სხვა უძრავი და მოძრავი ქონებისაგან, რომელიც მფლობელობისა და სარგებლობის უფლებით დელეგირებულია დეპარტამენტისათვის კანონმდებლობის შესაბამისად. 9. დეპარტამენტი ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. დეპარტამენტის თანამდებობის პირს უფლება არა აქვს იმავდროულად ეკავოს სხვა თანამდებობა საჯარო სამსახურში. 10. დეპარტამენტი იყოფა სტრუქტურულ ქვედანაყოფებად. დეპარტამენტის დაქვემდებარებაში იმყოფება ცენტრალური ბიუჯეტიდან და სხვა არასაბიუჯეტო შემოსავლებიდან დაფინანსებული სახელმწიფო დაწესებულებები დეპარტამენტის შესახებ დებულების შესაბამისად. 11. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები  და დაქვემდებარებული სახელმწიფო დაწესებულებები იქმნება, გარდაიქმნება და საქმიანობას წყვეტს დეპარტამენტის მიერ. 12. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების და დაქვემდებარებული დაწესებულების დებულებას ამტკიცებს დეპარტამენტის თავმჯდომარე. 13. დეპარტამენტი და მის დაქვემდებარებაში მყოფი სახელმწიფო დაწესებულება უფლებამოსილია გასწიოს სახელმწიფო წარმომადგენლობა იმ მოვალეობათა შესრულებისას, რომელიც მას ეკისრება დებულებით. 14. დეპარტამენტის წარმომადგენელი არის თავმჯდომარე, ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. 15. თავისი მმართველობის სფეროში პოლიტიკის შემუშავების და სტრატეგიულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების მიზნით დეპარტამენტის თავმჯდომარე ქმნის სათათბირო კოლეგიალურ ორგანოს - საბჭოს, რომლის შემადგენლობას საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს დეპარტამენტის თავმჯდომარე. გარდა დეპარტამენტის სისტემის თანამდებობის პირებისა კოლეგიალური ორგანოს შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ დაინტერესებულ უწყებათა ხელმძღვანელები. 16. დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს და დაქვემდებარებაში მყოფ სახელმწიფო დაწესებულებებს არ გააჩნიათ აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილებანი იმ პირების მიმართ, რომლებიც არ არიან საჯარო მოსამსახურეები დეპარტამენტში. II. დეპარტამენტის საქმიანობის მიზანი, ამოცანები, სფერო და ფუნქციები 17. დეპარტამენტის საქმიანობის მიზანი და ამოცანებია: ა) „მიწების მელიორაციის შესახებ“ და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის, სხვა კანონების, საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს აქტების შესაბამისი ქვეკანონური აქტების შემუშავება; მიწების მელიორაციის სფეროში სამართლებრივ ურთიერთობათა პრინციპების და ნორმების დანერგვა; ბ) „მიწების მელიორაციის შესახებ“ საქართველოს კანონის, „მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის დარგში განსახორციელებელი რეფორმის პირველი ეტაპის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 13 იანვრის №20 ბრძანებულების, „საქართველოს აგრარული პოლიტიკის კონცეფციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 აპრილის №191 ბრძანებულების, და საქართველოს სოფლის მეურნეობის და სურსათის სამინისტროს შესაბამისი აქტების საფუძველზე დარგში რეფორმების განხორციელება. ფასიანი წყალმომსახურების დანერგვა. მიწათმოსარგებლეებთან და სხვა წყალმომხმარებლებთან სამეურნეო ურთიერთობების დამკვიდრება საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე დაყრდნობით; გ) „სურსათის უზრუნველყოფისათვის წყლის მართვის (მიწის მელიორაციის კომპლექსური განვითარების) სახელმწიფო პროგრამის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 სექტემბრის №527 დადგენილების სარეალიზაციოდ საინვესტიციო პროექტების დამუშავება, სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციის პრიორიტეტულად განხორციელება, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დონორ ქვეყნებთან მჭიდრო კავშირების დამყარება; დ) სახელმწიფო საკუთრების საერთო სარგებლობის (დანიშნულების) სამელიორაციო, საძოვრების გაწყლოვანების სისტემების დამოუკიდებელი ჰიდროტექნიკური ნაგებობების ტექნიკურად გამართვა, მოვლა-შენახვა და ექსპლოატაცია, მათი ნორმალური ფუნქციონირება, მიწათმოსარგებლეებისათვის სარწყავი წყლის გარანტირებულად მიწოდება და ჭარბი წყლების დროულად მოცილება; ე) ჰიდრომელიორაციული, კულტურ-ტექნიკური, რეკულტივაციის, ქიმიური, ნიადაგდაცვითი და სხვა სახის კომპლექსური ღონისძიებების განხორციელებით გამოუსადეგარი მიწების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით ათვისება, ნიადაგის ფიზიკურ-მექანიკური, ქიმიური, წყალჰაეროვანი თვისებების გაუმჯობესება და მცენარის ზრდა-განვითარებისათვის ოპტიმალური პირობების შექმნა; ვ) სოფლის დასახლებული პუნქტების, მეცხოველეობის ფერმების, სარწყულებლების და სამრეწველო ობიექტების სასმელ-სამეურნეო წყლით მომარაგება. 18. დეპარტამენტის მოქმედების სფეროში შედის: ა) ჰიდრომელიორაცია; ბ) კულტურ-ტექნიკა და რეკულტივაცია; გ) ქიმიური მელიორაცია; დ) სოფლის წყალმომარაგება და საძოვრების გაწყლოვანება; ე) ნიადაგდაცვითი, ეროზიის, მეწყერის, ღვარცოფის, წყალმოვარდნისა და წყალდიდობების საწინააღმდეგო ღონისძიებები; ვ) ჰიდროგეოლოგიურ-მელიორაციული მომსახურება. 19. „მიწების მელიორაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) მიწების მელიორაციის სფეროში ნორმატიული აქტების შესრულების კონტროლი; ბ) მიწების მელიორაციის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა, სახელმწიფო პროგრამების დამუშავება, ერთიანი ტექნიკური პოლიტიკის განხორციელება, მეცნიერულ-ტექნიკური უზრუნველყოფა, ნორმების, წესების დამუშავება, დამტკიცება, მათი რეალიზაცია და კონტროლი; გ) სამელიორაციო, საძოვრების გაწყლოვანების სისტემების, ჰიდროტექნიკური ნაგებობების, კულტურ-ტექნიკური, რეკულტივაციის, ნიადაგდაცვითი, ქიმიური მელიორაციის, ეროზიის, მეწყერის, ღვარცოფის, წყალმოვარდნის და წყალდიდობის საწინააღმდეგო ღონისძიებების დაპროექტების, მშენებლობის, რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის ექსპლოატაციის სახელმწიფო მართვა, რეგულირება და საწარმოო-ტექნიკური უზრუნველყოფა; დ) სარწყავი, ორმხრივი რეგულირების და საძოვრების გაწყლოვანების სისტემებით წყლის მოხმარების ლიმიტების განსაზღვრა, განაწილება და მართვა-რეგულირება (წყლის მართვა და კონტროლი); ე) სახელმწიფო დანიშნულების საირიგაციო წყალსაცავების ექსპლუატაცია, მათი ტექნიკური მდგომარეობის და კეთილმოწყობის უზრუნველსაყოფ ღონისძიებათა ორგანიზაცია, კოორდინაცია და მართვა-რეგულირება; 3) ეროზიის, მეწყერის, ღვარცოფის, წყალმოვარდნის, წყალდიდობის, კულტურ-ტექნიკური, რეკულტივაციის, ნიადაგდაცვითი, და ქიმიური მელიორაციის ღონისძიებების ჩატარება და ნაგებობების ექსპლოატაცია; ზ) მიწის კადასტრის ერთიან სისტემაში მელიორირებული მიწების კადასტრის მონაცემთა შემუშავება, ჰიდროგეოლოგიურ-მელიორაციული მომსახურება; თ) მელიორირებული მიწების დამლაშებაზე, ბიცობიანობაზე, მჟავიანობაზე, დაჭაობებაზე, გრუნტის წყლების დინამიკაზე და სხვა ჰიდროგეოლოგიურ-სამელიორაციო მახასიათებლებზე რეჟიმული დაკვირვებების ჩატარება და მიწის კადასტრის ერთიან სისტემაში მელიორირებული მიწის კადასტრის მონაცემთა შემუშავება საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად; ი) სამელიორაციო, საძოვრების გაწყლოვანების სისტემებისა და დამოუკიდებელი ჰიდროტექნიკური ნაგებობების ძირითადი ფონდის პასპორტიზაცია, ინვენტარიზაცია და მონიტორინგის განხორციელება; კ) „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსთვის მინიჭებული უფლებების ფარგლებში სარწყავი, საძოვრების გაწყლოვანებისა და სოფლის წყალმომარაგებისათვის წყლის დაცვისა და გამოყენების სახელმწიფო მართვა; ლ) სოფლის წყალსადენების ექსპლუატაცია და ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება, მათი სანიტარიულ-ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა კომპლექსის შემუშავება და საწარმოო ტექნიკური უზრუნველყოფა. სასმელი წყლის ხარისხზე კონტროლის დაწესება, დაბინძურების კერების აღკვეთა და დეზინფექციის სისტემატურად განხორციელება. III. დეპარტამენტის უფლებამოსილებანი 20. დეპარტამენტს უფლება აქვს: ა) მონაწილეობა მიიღოს მიწების მელიორაციის და წყლის მართვის სფეროში კანონპროექტების, ქვეკანონური აქტების, სახელმწიფო პროგრამებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის შემუშავებაში თავისი კომპეტენციის ფარგლებში; ბ) მიწების მელიორაციის სფეროში მოამზადოს დასკვნები და შენიშვნები კანონპროექტებზე, საქართველოს პრეზიდენტის აქტების პროექტებზე, წყლის გამოყენებისა და დაცვის გენერალურ სააუზო და ტერიტორიალურ კომპლექსურ სქემებზე და სხვა დოკუმენტებზე; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონით დადგენილი წესით შეიმუშაოს და მიიღოს ქვენორმატიული აქტები და ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივი აქტები, ინსტრუქციები და მოითხოვოს მათი შესრულება; დ) დადგენილი წესით მოითხოვოს და მიიღოს ხელისუფლების ორგანოების, იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან თავისი საქმიანობისათვის აუცილებელი ნებადართული ინფორმაცია და განახორციელოს შესრულების კონტროლი თავისი კომპეტენციის ფარგლებში. კანონმდებლობით განსაზღვრული წესით უზრუნველყოს არამართლზომიური ქმედების აღკვეთა, მიაღწიოს ზიანის და ზარალის ანაზღაურებას; ე) წარუდგინოს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრს წინადადებები მიწების მელიორაციის სფეროში პოლიტიკის კორექტირების, გადაწყვეტილებებში ცვლილებათა შეტანის ან მათი გაუქმების შესახებ; ვ) დეპარტამენტის კომპეტენციის საკითხებში სახელმწიფო ორგანოების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების ჩარევის შემთხვევაში მოითხოვოს მისი შეწყვეტა და შევიდეს შესაბამისი წინადადებით საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრთან; ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში არსებული წესის მიხედვით დაამყაროს ურთიერთობა სხვა ქვეყნების შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აგრეთვე იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან. უფლებამოსილების არსებული წესით მიღების შემთხვევაში დადოს მათთან ხელშეკრულებები; თ) საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენელთა, მეცნიერებისა და  სპეციალისტების მონაწილეობით შექმნას საკონსულტაციო და პრობლემური კომისიები, საბჭოები; ი) მიწების მელიორაციის და წყლის მართვის სფეროში მოაწყოს აუქციონები, კონკურსები, ტენდერები, სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეთა და სახელმწიფო შეკვეთების (საჭიროების შემთხვევაში) შემსრულებელთა გამოსავლენად, დადგენილი წესით გააფორმოს მათთან ხელშეკრულებები; კ) ჩაატაროს სამელიორაციო პროექტების ექსპერტიზა დადგენილი წესით. ორგანიზაცია გაუწიოს მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიმღები მუშა კომისიების დანიშვნას და მუშაობას; ლ) მოამზადოს მასალები და ჩამოწეროს მის გამგებლობაში და სარგებლობაში არსებული ქონება კანონმდებლობის შესაბამისად; მ) უშუალოდ წარმართოს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების და დაქვემდებარებაში მყოფი სამსახურებისა და ორგანიზაციების საქმიანობა, არსებული წესით მოახდინოს მათი რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია, შექმნას ახალი სტრუქტურები; ნ) განახორციელოს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი უფლებამოსილებანი დეპარტამენტისათვის მართვის უფლებით გადაცემული სახაზინო საწარმოების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებათა მიმართ; ო) წარმართოს საკადრო პოლიტიკა, შექმნას კადრების მომზადების, გადამზადების, პროფესიული ცოდნისა და უფლების სამეცნიერო-საკონსულტაციო მომსახურებისა კვალიფიკაციის ამაღლების სისტემა; პ) განიხილოს მოქალაქეთა განცხადებები დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები; ჟ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს სოფლის მეურნეობის და სურსათის სამინისტროს აქტებითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი. 21. დეპარტამენტი ვალდებულია: ა) „მიწების მელიორაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ერთობლივი გამოყენების სახელმწიფო საირიგაციო წყალსაცავები, სარწყავი და საძოვრების გაწყლოვანების სისტემები პრიორიტეტულად გამოიყენოს საირიგაციო დანიშნულებით. განახორციელოს საჭირო ღონისძიებები მათი უსაფრთხო ფუნქციონირებისათვის; ბ) „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უზრუნველყოს სარწყავად, საძოვრების გაწყლოვანებისათვის და სოფლის წყალმომარაგებისათვის წყლის ობიექტებით და  რესურსებით სარგებლობაზე ლიცენზიის აღება, წყლის მართვა, რაციონალურად გამოყენება, წყალდაცვითი და სანიტარიული ზოლების დაცვა და წყლის მავნე ზემოქმედების თავიდან აცილების ღონისძიებების განხორციელება; გ) კულტურ-ტექნიკური, რეკულტივაციის, ქიმიური, ნიადაგდაცვითი, ეროზიის, მეწყერის, ღვარცოფის, წყალმოვარდნისა და წყალდიდობის საწინააღმდეგო ღონისძიებების, სამელიორაციო და საძოვრების გაწყლოვანების სისტემების დაპროექტება, მშენებლობა, რეკონსტრუქცია და ექსპლოატაცია განახორციელოს კანონმდებლობის შესაბამისად; ე) უზრუნველყოს დაკისრებული ამოცანების, ფუნქციების, დავალებების და მითითებების დროულად და ხარისხიანად შესრულება; ვ) დადგენილ ვადებში და მოთხოვნების შესაბამისად წარადგინოს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროში პროექტები და წინადადებები კანონპროექტების, ინდიკატური გეგმის, სახელმწიფო ბიუჯეტის, სახელმწიფო პროგრამების და სხვათა შესამუშავებლად. დადგენილ ვადებში და ფორმით წარუდგინოს ანგარიშები საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს და შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს; ზ) მჭიდროდ ითანამშრომლოს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლების ცენტრალურ, ავტონომიური რესპუბლიკებისა და სხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებთან, სამხარეო, რაიონულ (საქალაქო) ორგანოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან. უშუალოდ და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით უზრუნველყოს სისტემატური ურთიერთობა საზოგადოებასთან; თ) არ დაუშვას სხვა ორგანოების კომპეტენციაში ჩარევა; ი) საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს და კომპეტენტური ორგანოების გაფრთხილებისთანავე შეაჩეროს საკუთარი გადაწყვეტილებებისა და აქტების ამოქმედება, ხოლო მათი არამართალზომიერების დადგენის შემთხვევაში გააუქმოს ან შეცვალოს ისინი; კ) პასუხი აგოს მიღებულ გადაწყვეტილებებზე, მათ შორის ამ გადაწყვეტილებებით მიყენებულ ზიანზე ან ზარალზე კანონმდებლობით დადგენილი წესით; ლ) პერიოდულად მოახსენოს საქართველოს სოფლის მეურნეობისა სურსათის მინისტრს დეპარტამენტისათვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა გამოყენებისა და განხორციელების შესახებ; მ) შეასრულოს კანონმდებლობით და  ამ დებულებით განსაზღვრული სხვა მოვალეობანი. IV. დეპარტამენტის საქმიანობის ორგანიზაცია და სტრუქტურა 22. დეპარტამენტი შედგება თანამდებობების პირების, სტრუქტურული ქვედანაყოფების, მის დაქვემდებარებაში მყოფი სოფლის წყალსადენების, სარწყავი, დამშრობი და საძოვრების გაწყლოვანების სისტემური და რაიონული სამმართველოების, სახაზინო საწარმოებისა და ორგანიზაციებისაგან. მათი საქმიანობის ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია განისაზღვრება დებულებით, რომლებსაც ამტკიცებს დეპარტამენტის თავმჯდომარე. დეპარტამენტი ახორციელებს დაქვემდებარებული ორგანიზაციების სამეურნეო, ფინანსურ, ორგანიზაციულ და მეთოდურ ხელმძღვანელობას. 23. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც ამ თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი. 24. თავმჯდომარე, როგორც დეპარტამენტის ხელმძღვანელი: ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტს და აწესრიგებს დეპარტამენტის გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, პარლამენტის დადგენილებების, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის დავალებების, მითითებების და სამინისტროს ბრძანებების შესრულებაზე ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობების ფარგლებში; გ) იღებს გადაწყვეტილებებს დეპარტამენტის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე, თუ მათზე გადაწყვეტილებების მიღება კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ან საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის აქტით არ ევალება სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს ან თანამდებობის პირებს; დ) უშუალო, აგრეთვე მოადგილეების, სტრუქტურული ქვედანაყოფების და დაქვემდებარებული ორგანიზაციების ხელმძღვანელების მეშვეობით წყვეტს დეპარტამენტის მიზნებით, ამოცანებით, ფუნქციებითა და უფლებამოსილებებით განსაზღვრულ საკითხებს; ე) თვალყურს ადევნებს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და დაქვემდებარებული ორგანიზაციების მიერ თავიანთი მოვალეობის შესრულებას. ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურის გადაწყვეტილებებზე და საქმიანობაზე კანონით დადგენილი წესით; ვ) საქართველოს სოფლის მეურნეობის და სურსათის მინისტრთან შეაქვს წინადადებები თავმჯდომარის პირველი მოადგილის და თავმჯდომარის მოადგილეების კანდიდატურების თაობაზე; ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს: - დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებს და დეპარტამენტის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ სხვა საჯარო მოსამსახურეებს; - მმართველობის რაიონული (საქალაქო) ორგანოების წარდგინებით დეპარტამენტის დაქვემდებარებული სახელმწიფო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს; - ითანხმებს დეპარტამენტის დაქვემდებარებაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების მთავარი ინჟინრის, მოადგილის და მთავარი ბუღალტრის კანდიდატურებს; თ) ადგენს დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის და მმართველობის სფეროში არსებული სახელმწიფო დაწესებულებების სტრუქტურას, საქმის წარმოების წესს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი დადგენილია ზემდგომი სამართლებრივი აქტებით; ი) ამტკიცებს სტრუქტურული ქვედანაყოფების, მმართველობის სფეროში არსებული სახელმწიფო დაწესებულებების, სამსახურებისა და ორგანიზაციების დებულებებს, კანონით დადგენილი წესით დეპარტამენტის მიერ დაფუძნებული სახაზინო საწარმოების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების წესდებებს; კ) განსაზღვრავს მოადგილეებისა და სხვა თანამდებობის პირების ფუნქციებსა და პასუხისმგებლობას; ლ) საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრთან შეაქვს წინადადებები დეპარტამენტის წლიური საბიუჯეტო დაფინანსების ხარჯვის საკითხებზე. იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების და სხვა შემოსავლების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხს აგებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ ხარჯვაზე; მ) ამტკიცებს დეპარტამენტის მმართველობის სფეროში არსებული სახელმწიფო დაწესებულებების და ორგანიზაციების ხარჯთა ნუსხას, ახორციელებს მათთვის საჭირო ფულადი და სხვა სახსრების გაცემის უზრუნველყოფას, მათი შესრულების კონტროლს და საჭიროების შემთხვევაში იძლევა მითითებებს საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ; ნ) პასუხს აგებს სახელმწიფო ქონების დაცვასა და გამოყენებაზე და ორგანიზაციას უწევს ამ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით; ო) დადგენილი წესით შეაქვს წინადადებები ზემდგომ ორგანოებში გადაწყვეტილების მისაღებად ამ საკითხებზე, რომლებიც დეპარტამენტის გამგებლობის სფეროს განეკუთვნება ამ დებულებით; პ) შესაბამის სამინისტროსთან ან სამთავრობო დაწესებულებასთან ათანხმებს გადაწყვეტილებას დეპარტამენტის გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ ისეთ საკითხებზე, რომლებიც ეხება აგრეთვე სხვა სამინისტროებს ან სამთავრობო დაწესებულების გამგებლობის სფეროს, თანხმობის მიუღებლობის შემთხვევაში საკითხს განიხილავს მინისტრთან; ჟ) საქართველოს პარლამენტს ან საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის მეშვეობით; რ) დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ან სხვა სამინისტროს და სამთავრობო დაწესებულებას მიმართავენ დეპარტამენტის თავმჯდომარის მეშვეობით; ს) ანგარიშს აბარებს საქართველოს სოფლის მეურნეობის და სურსათის მინისტრს დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ; ტ) ასრულებს კანონმდებლობით, საქართველოს პრეზიდენტის აქტებით და ამ დებულებით მინიჭებულ სხვა ამოცანებს; უ) დეპარტამენტის თავმჯდომარეს უფლება არა აქვს შედიოდეს სამეწარმეო საზოგადოებების ხელმძღვანელ, საკონტროლო ან სარევიზიო ორგანოებში, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას. V. თავმჯდომარის სამართლებრივი აქტები 25. დეპარტამენტის თავმჯდომარე კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოსცემს ბრძანებებს სამსახურებრივ საკითხებზე. 26. დეპარტამენტის თავმჯდომარე, რომელიც ხელს აწერს ბრძანებას, პასუხისმგებელია ბრძანების კანონიერებისა და მიზანშეწონილობისათვის. VI. დეპარტამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა 27. დეპარტამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი რეგულირდება საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №670 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს დებულებით. VII. დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები, სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები 28. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს პირველი მოადგილე და სამი მოადგილე, რომელთა უფლებამოსილება განისაზღვრება თავმჯდომარის ბრძანებით. 29. დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე. 30. დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს უფლება არა აქვთ შედიოდნენ სამეწარმეო საზოგადოებების ხელმძღვანელ, საკონტროლო ან სარევიზიო ორგანოებში, ეწეოდნენ სამეწარმეო საქმიანობას. 31. დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულებია სამმართველოები. 32. სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები წარმართავენ ამ ქვედანაყოფების საქმიანობას დეპარტამენტის მიერ დამტკიცებული დებულებით განსაზღვრული მიმართულებებისა და უფლებამოსილების შესაბამისად. VIII. დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის სტრუქტურა 33. ცენტრალური აპარატი შეიცავს შემდეგ ქვედანაყოფებს: - სამელიორაციო სისტემების ექსპლოატაციის სამმართველო. - მექანიზაციის, სატუმბი სადგურებისა და წყალსადენების სამმართველო. - მშენებლობისა და ნაპირსამაგრი სამუშაოების სამმართველო. - ეკონომიკისა და ფინანსების სამმართველო. - ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველო. - სააუდიტო საქმიანობის სამმართველო. - საქმეთა მმართველობის სამმართველო. IX. დეპარტამენტის სისტემაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ნუსხა (მოცემულია №1 დანართში) X. დასკვნითი დებულებანი 34. დეპარტამენტის დებულებას და ხარჯთა ნუსხას ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი. 35. დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით. დანართი № 1 დეპარტამენტის სისტემაში არსებული სახელმწიფო დაწესებულებათა ნუსხა № ორგანიზაციების დასახელება ადგილმდებარეობა 1 2 3 ირიგაციის, დრენაჟის და საძოვრების გაწყლოვანების სისტემების სახელმწიფო ორგანიზაციების დასახელება 1. აფხაზეთის მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამმართველო სოხუმი 2. აჭარის მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამმართველო ბათუმი 3. აბაშის მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამმართველო აბაშა 4. ადიგენის მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამმართველო ადიგენი 5. ალგეთის წყალსაცავის საექსპლუატაციო საწარმო თეთრიწყაროს რ-ნი ტბისი 6. ახალქალაქის მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამმართველო ახალქალაქი 7. ბოლნისის მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამმართველო ბოლნისი 8. ბაღდადის მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის საექსპლუატაციო საწარმო ბაღდათი 9. გარდაბნის სარწყავი სისტემის სამმართველო გარდაბანი 10. დედოფლისწყაროს მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამმართველო დედოფლისწყარო 11. დუშეთის მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამმართველო დუშეთი 12. ზუგდიდის მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამმართველო ზუგდიდი 13. ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის სამმართველო თელავი 14. ზემო სამგორის სარწყავი სისტემის სამმართველო თბილისი 15. ზესტაფონის მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამმართველო ზესტაფონი 16. თბილისის სარწყავი სისტემების სამმართველო თბილისი 17. კასპის მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამმართველო კასპი 18. კოლხეთის ნაპირდამცავი ნაგებობათა ექსპლუატაციის სამმართველო ფოთი 19. ლაგოდეხის მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამმართველო ლაგოდეხი 20. ლანჩხუთის მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამმართველო ლანჩხუთი 21. მესხეთის სარწყავი სისტემის სამმართველო ახალციხე 22. მარნეულის სარწყავი სისტემის სამმართველო მარნეული 23. მარტვილის მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის საექსპლუატაციო საწარმო მარტვილი 24. მესტიის მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის საწარმო მესტია 25. ნინოწმინდის მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის საექსპლუატაციო საწარმო ნინოწმინდა 26. ნაურდლის სარწყავი სისტემის საექსპლუატაციო საწარმო თელავი 27. ოზურგეთის მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის საექსპლუატაციო საწარმო ოზურგეთი 28. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის წყალთა მეურნეობის სამმართველო ამბროლაური 29. საგურამოს და მუხიანის სარწყავი სისტემის სამმ. მცხეთა 30. კეხვი-ვანათის სარწყავი სისტემების სამმართველო გორის რ-ნი ტირძნისი 31. საძოვრების გაწყლოვანების სისტემების სარაიონთაშორისო სამმართველო რუსთავი 32. სამტრედიის მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამმართველო სამტრედია 33. სიონი-თბილისის წყალსაცავების საექსპლუატაციო სამმართველო თბილისი 34. სენაკის მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის საექსპლუატაციო საწარმო სენაკი 35. ტბისი-კუმისის სარწყავი სისტემების სამმართველო თეთრიწყარო 36. ტირიფონისა და სალთვისის სარწყავი სისტემების სამმართველო გორი 37. ტაშისკარის სარწყავი სისტემის სამმართველო ხაშური 38. უდაბნოს სარწყავი სისტემის სამმართველო უდაბნო 39. ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის სამმართველო გურჯაანი 40. ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის სამმართველო საგარეჯო 41. ქარელის მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამმართველო ქარელი 42. ქობულეთის მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის საექსპლუატაციო საწარმო ქობულეთი 43. ყვარელის მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამმართველო ყვარელი 44. ჩხოროწყუს საექსპლუატაციო საწარმო ჩხოროწყუ 45. წყალტუბოს სარწყავი სისტემის სამმართველო ქუთაისი 46. ხონის მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამმართველო ხონი 47. ხობის მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამმართველო ხობი 48. ჰიდროგეოლოგიურ-მელიორაციული ექსპედიცია თბილისი სოფლის წყალსადენების საექსპლუატაციო სამმართველოები 1. ახალქალაქის სამმართველო ახალქალაქი 2. ახალციხის სამმართველო ახალციხე 3. გორის სამმართველო გორი 4. გარდაბნის სამმართველო გარდაბანი 5. დედოფლისწყაროს სამმართველო დედოფლისწყარო 6. თეთრიწყაროს სამმართველო კოდა 7. კასპის სამმართველო კასპი 8. ლაგოდეხის სამმართველო ლაგოდეხი 9. მცხეთის სამმართველო ზაჰესი 10. ნინოწმინდის სამმართველო ნინოწმინდა 11. ოზურგეთის სამმართველო ოზურგეთი 12. სიღნაღის სამმართველო სიღნაღი 13. ქობულეთის სამმართველო ქობულეთი 14. ხობის სამმართველო ხობი 15. ყვარელის სამმართველო ყვარელი 16. ახმეტის სამმართველო ახმეტა სამეურნეო ანგარიშზე მყოფი სახაზინო ორგანიზაციები 1. სახაზინო გაწყობა-გაშვების სამმართველო თბილისი 2. სარემონტო-სამშენებლო სახაზინო საწარმო „მტკვარი“ თბილისი 3. სარემონტო-სამშენებლო სახაზინო საწარმო მოძრავ-მექანიზირებული კოლონა №13 სამტრედია 4. სარემონტო-სამშენებლო სახაზინო საწარმო მოძრავ-მექანიზირებული კოლონა № 15 ლანჩხუთი 5. თბილისის სამშენებლო-სარემონტო სახაზინო საწარმო თბილისი 6. გორის სამშენებლო-სარემონტო სახაზინო საწარმო გორი 7. სარემონტო-სამშენებლო სახაზინო საწარმო „მშენებელი"96" თბილისი 8. შულავერის სამრეწველო საწარმო შულავერი 9. საპროექტო-ტექნოლოგიური ბიურო თბილისი 10. მშენებარე ობიექტების დირექცია თბილისი 11. სპეციალური პროექტების მართვის ბიურო თბილისი