„ყულევის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 სექტემბრის №376 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №121 |
|
2020 წლის 20 თებერვალი ქ. თბილისი |
1. მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ყულევის თიზის ფუნქციონირების დაწყების ვადად განისაზღვროს არაუგვიანეს 2021 წლის 31 დეკემბრისა.
4. ყულევის თიზის ფუნქციონირების დაწყების მიზნით, ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, არაუგვიანეს 2021 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს:
ა) ყულევის თიზისათვის განკუთვნილ 599 970 კვ.მ ტერიტორიაზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №45.15.22.020) საქონლის, სატრანსპორტო საშუალებებისა და ფიზიკურ პირთა შესვლა-გამოსვლა სიტუაციური გეგმით გათვალისწინებული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით;
ბ) საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე ფეხით მოსიარულეთა და საავტომობილო, სარკინიგზო ან/და სხვა ტიპის ტრანსპორტის გადაადგილება;
გ) საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელებისათვის საჭირო შენობა-ნაგებობასთან, ინფრასტრუქტურის ელემენტებთან, ტექნიკა-დანადგარების სახეობასა და რაოდენობასთან, უსაფრთხოების მოთხოვნებთან დაკავშირებული პარამეტრების შესრულება;
დ) შენობა-ნაგებობების აღჭურვა სსიპ – შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებული საოფისე ტექნიკა-აღჭურვილობით, კომპიუტერული ტექნიკით, მონაცემების ელექტრონული გადაცემის ქსელური კავშირით.“.
2. მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) არაუგვიანეს 2020 წლის 1 თებერვლისა შეიმუშაოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგინოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განაშენიანების რეგულირების გეგმა, „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის №131 დადგენილებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად;“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ყულევის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 სექტემბრის №376 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 20.02.2020.
- როდის იქნა მიღებული „ყულევის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 სექტემბრის №376 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ყულევის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 სექტემბრის №376 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 20.02.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №121. სარეგისტრაციო კოდი — 300010000.10.003.021831.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ყულევის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 სექტემბრის №376 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ყულევის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 სექტემბრის №376 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ყულევის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 სექტემბრის №376 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.02.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ყულევის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 სექტემბრის №376 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №121, 20.02.2020, სარეგისტრაციო კოდი 300010000.10.003.021831 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.02.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4803155/