⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (25.02.2021)
გაუქმებულია:

სახელმწიფო და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის და ტერიტორიის ზონირების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 21.02.2020
ძალის დაკარგვა 25.02.2021
გამომცემი ორგანო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №177
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.160.016613
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/02/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 466 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.02.2020 მიღება
25.02.2021 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (5)
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევანი ონიანი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ზონის დასახელება 1 კვ.მ-ზე გადასახადის საბაზისო განაკვეთი საგადასახადო კოდექსით (ლარი) C
I ქვეზონა 0,24
II ქვეზონა 0,24
შუალედური ზონა 0,24
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის და ტერიტორიის ზონირების დამტკიცების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №177 2020 წლის 21 თებერვალი ქ. რუსთავი სახელმწიფო და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის და ტერიტორიის ზონირების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 სახელმწიფო და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი განისაზღვროს 100-ის ოდენობით. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1 კვ/მ ფართობისათვის ტერიტორიის ზონირების მიხედვით (დანართი №1). მუხლი 3🔗 დამტკიცდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ზონირება (დანართი №2). მუხლი 4🔗 ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრული საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი 1 კვ/მ ფართობისათვის განისაზღვროს ქალაქ რუსთავის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 100%-ის (16.8 ლარი) ოდენობით. მუხლი 5🔗 ძალადაკარგულად გამოცხადეს „სახელმწიფო და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის, ტერიტორიის ზონირების დამტკიცების და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 თებერვლის №101 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 200140030.35.160.016537; 21.02.2019). მუხლი 6🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევანი ონიანი დანართი №1 ზონის დასახელება 1 კვ.მ-ზე გადასახადის საბაზისო განაკვეთი საგადასახადო კოდექსით (ლარი) C მაკრომდებარეობის ინდექსი Img ლოკალური ტერიტორიული ინდექსი ITL მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი K 1 კვ.მ მიწის ნორმატიული ფასი Cn ცენტრალური ზონა I ქვეზონა 0,24 0,7 1,50 100 25.2 II ქვეზონა 0,24 0,7 1,45 100 24.36 შუალედური ზონა 0,24 0,7 1,00 100 16.8 პერიფერიული ზონა I ქვეზონა 0,24 0,7 0,95 100 15.96 II ქვეზონა 0,24 0,7 0,90 100 15.12 დანართი №2 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზონირება ცენტრალური ზონა I  ქვეზონა –  „თვითმმართველი ქალაქ რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 14 თებერვლის №5685 დადგენილების შესაბამისად, რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში დამატებული ტერიტორია: –  თბილისი-წითელი ხიდის გზატკეცილი (რუსთავის შემოსასვლელი); ავტობაზრობა და მის მიმდებარედ განლაგებული მიწის ნაკვეთები; –  მტკვრის მარჯვენა სანაპირო (სრულად). II  ქვეზონა –  მტკვრის მარცხენა სანაპირო (სრულად); –  ჭყონდიდელის დასახლება (სრულად); –   საწარმოო ზონა (სრულად – ლუდის კომბინატი, ფოლადკონსტრუქციების ქარხანა, სავენტილაციო ნაკეთობების ქარხანა, მეტალურგიული კომბინატი, ცემენტის ქარხანა, ქიმბოჭკოს და აზოტის   ქარხნები). შუალედური ზონა – კულტურისა და დასვენების პარკი (სრულად) პერიფერიული ზონა I ქვეზონა –  ტყე-ჭალა (სრულად); – მდინარე მტკვრის მომიჯნავედ განლაგებული ტერიტორიები და ტყე-ჭალები (სრულად).  II ქვეზონა –    სასაფლაოს ტერიტორია (სრულად) და მის გარშემო დარჩენილი ტერიტორიები.