„სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან სამინისტროსა და ტერიტორიული ორგანოების ანგარიშზე შემოსული თანხების გადარიცხვის ვადების შესახებ“

მიღების თარიღი 25.02.1998
გამომცემი ორგანო სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო
ნომერი №1-3/122
სარეგისტრაციო კოდი 020.012.003.189
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 25/02/1998
matsne.gov.ge 257 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

„სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან სამინისტროსა და ტერიტორიული ორგანოების ანგარიშზე შემოსული თანხების გადარიცხვის ვადების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის  მინისტრის ბრძანება № 1-3/122 1998 წლის 25 თებერვალი ქ. თბილისი სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან სამინისტროსა და ტერიტორიული ორგანოების ანგარიშზე შემოსული თანხების გადარიცხვის ვადების შესახებ თანახმად საქართველოს კანონისა „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ და საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 სექტემბრის №487 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დებულების შესახებ მოთხოვნებიდან გამომდინარე, ვბრძანებ: 1. სახელმწიფო ქონების პრივატიზებით მიღებული თანხების გადარიცხვა დადგენილი წესით განსაზღვრული პროცენტული განაკვეთების შესაბამისად განხორციელდეს საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 სექტემბრის № 487 ბრძანებულებით დამტკიცებული სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დებულების თანახმად ამონაგები თანხის 5%-ის გამოკლების შემდეგ ერთი თვის ვადაში. იმ შემთხვევაში, როდესაც დასაზუსტებელია და გასარკვევია: - ეროვნულ ბანკში სამინისტროს პრივატიზებით შემოსული სახსრების № 141144212 ანგარიშზე ჩარიცხული თანხების დამადასტურებელ დოკუმენტებში ჩარიცხული თანხების მიზნობრივი დანიშნულება (გამოსასყიდი ქონების ნაწილის ღირებულება „ბეს“ სახით შეტანილი თანხა, შეძენილი აქციების ღირებულება და სხვა). - პრივატიზებული ობიექტების ქონებრივი დაქვემდებარება (მუნიციპალურია თუ რესპუბლიკური), რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს ცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტში თანხების გადარიცხვას პროცენტული განაკვეთით; - პრივატიზებით მიღებული თანხების ჩარიცხვის დამადასტურებელ საგადასახადო დავალებაში საბანკო რეკვიზიტები (გადამხდელი და მიმღები, ბანკის კოდი და ანგარიშები). მინისტრის გადაწყვეტილების შესაბამისად ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს ორი თვისა. 2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს სამინისტროს 1996 წლის 17 სექტემბრის № 1-3/604 ბრძანება პრივატიზაციიდან სამინისტროსა და ტერიტორიული ორგანოების ანგარიშებზე შემოსული თანხების გადარიცხვის წესის შესახებ. 3. დაევალოს სამინისტროს იურიდიულ სამმართველოს უზრუნველყოს ბრძანების სამართლებრივ ექსპერტიზაზე და სარეგისტრაციო კოდის მინიჭებისათვის იუსტიციის სამინისტროში წარდგენა არსებული წესის შესაბამისად. 4. დაევალოს საორგანიზაციო-საინფორმაციო სამმართველოს ბრძანების გაზეთ „მესკუთრეში“ გამოქვეყნება და ტერიტორიული ორგანოებისათვის დაგზავნა. 5. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეებს ბატონებს ზ. ბახტაძესა და მ. გაბუნიას.   მინისტრი                                                                                         ა. სილაგაძე