„საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №262 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№47
სარეგისტრაციო კოდი
310150000.54.066.016176
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/03/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №47

2020 წლის 25 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №262 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის  №262 ბრძანებით დამტკიცებულ „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესში“ (www.matsne.gov.ge, 30.12.2013 წ., 310150000.54.066.016059) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ექსპლუატაციის პროცესში, საწარმოს ტექნიკურ მომსახურებასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებენ „სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 31 აგვისტოს №166 ბრძანების შესაბამისად, სააგენტოს საინსპექტორო უფლებამოსილებით აღჭურვილი წარმომადგენლები, რომლის დროსაც დგინდება საწარმოს მიერ, საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების განხორციელების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან“.

2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს და ცნებებს გააჩნიათ საქართველოს საჰაერო კოდექსით და „ტექნიკური რეგლამენტის „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №53 ბრძანებით განსაზღვრული მნიშვნელობა“.

3. მე-4 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ა“, „ე“, „ვ“, „ზ“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) განმცხადებლის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;

ე)  ტმ-ის განმახორციელებელი საინჟინრო-ტექნიკური პერსონალის (ამ წესის დანართი №5-ის შესაბამისად), აგრეთვე ამ პერსონალით საწარმოს (სტრუქტურული ერთეულის) დაკომპლექტების მონაცემები (ამ წესის დანართი №4-ის შესაბამისად), რაც უნდა შეესაბამებოდეს „ტექნიკური რეგლამენტის „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №53 დადგენილების და „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ _ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანების მოთხოვნებს;

ვ) საწარმოს (სტრუქტურული ერთეულის) საწარმოო ბაზის საერთო მონაცემები (ამ წესის დანართი №6-ის შესაბამისად), რომელიც უნდა შეესაბამებოდეს „ტექნიკური რეგლამენტის „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №53 დადგენილების და ICAO-ს ოფიციალური დოკუმენტის – DOC 9760/AN967 („საფრენად ვარგისობის სახელმძღვანელო“) მოთხოვნებს“;

ზ) სახელმძღვანელო დოკუმენტების ჩამონათვალი (ამ წესის დანართი №8-ის შესაბამისად);

კ) საავიაციო ტექნიკის ტმ-სთვის გამოყენებული ტექნიკური მომსახურების საშუალებების ჩამონათვალი (ამ წესის დანართი №11-ის შესაბამისად), რომელიც უნდა შეესაბამებოდეს „ტექნიკური რეგლამენტის „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №53 დადგენილების მოთხოვნებს;

ლ) საწარმოს (სტრუქტურული ერთეულის) ხარისხის კონტროლის სახელმძღვანელო, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ICAO-ს ოფიციალური დოკუმენტის – DOC 9760/AN967 („საფრენად ვარგისობის სახელმძღვანელო“) და „ტექნიკური რეგლამენტის „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №53 დადგენილების მოთხოვნებს“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. განცხადების, თანდართული საბუთების და შემცველი ინფორმაციის ამ მუხლის პირველი და  მე-2 პუნქტების მოთხოვნებთან შესაბამისობას ადგენს სააგენტო“.

4. მე-5 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სააგენტო, ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული განმცხადებლის წერილობითი შეტყობინების მიღებისთანავე, ამოწმებს ნაკლოვანებების გამოსწორების ფაქტობრივ მდგომარეობას“.

ბ) მე-7 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შედგენილ აქტში“;

გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. პროგრამა წარმოადგენს ამ მუხლით გათვალისწინებული აქტების განუყოფელ ნაწილს“.

5. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. საწარმოს საქმიანობის სფეროს გაფართოება

საწარმოს საქმიანობის სფეროს გაფართოება ხორციელდება ამ საწარმოს მიერ, სერტიფიკატით და/ან სერტიფიკატის დანართით გათვალისწინებული ტმ-ის სახეობების და/ან დასაშვებ სამუშაოთა ნუსხის გარდა სხვა სახეობების/სამუშაოთა ათვისებისას, ამ წესის მე-4, მე-5 და მე-6 მუხლებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად“.

6. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სერტიფიკატის მფლობელი არღვევს ამ წესით, „ტექნიკური რეგლამენტის „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №53 დადგენილებით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, რამაც გამოიწვია (შეიძლება გამოწვიოს) საავიაციო მოვლენა“.

7. მე-14 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) აღრიცხვის საბუთები ინახება საწარმოში „ტექნიკური რეგლამენტის „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №53 დადგენილებით განსაზღვრული ვადების განმავლობაში“.

8. დანართი №7 ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორილევან კარანაძე