„დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 ნოემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №5 |
|
2020 წლის 25 თებერვალი ქ. დუშეთი |
„დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 ნოემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
„დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 ნოემბრის №35 დადგენილებაში (matsne.gov.ge, 27/11/2017, 010260020.35.152.016315) შეტანილ იქნეს ცვლილება. კერძოდ, დადგენილების №1 დანართის სახით დამტკიცებული „დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „რ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:
„რ1) ახორციელებს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის უფლებამოსილებებს;“.
მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|