ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 26.02.2020
ძალის დაკარგვა 25.02.2021
გამომცემი ორგანო ხონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.119.016414
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/03/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (6)
| ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე | ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| ზონა | IMG |
| ცენტრალური | 0,42 |
| შუალედური | 0,42 |
| პერიფერიული | 0,42 |
| ქ. ხონის ზონების აღწერა | ლოკალურ-ტერიტორიული ინდექსი ITL |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
დოკუმენტის ტექსტი
ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №3
2020 წლის 26 თებერვალი
ქ. ხონი
ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „სახელმწიფო ქონების შესახებ“ მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის“ თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართი 1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ქ. ხონის ტერიტორიის ზონირება დანართი 2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 თებერვლის №87 დადგენილება.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევალერი ბახტაძე
დანართი 1
ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
1. ქ.ხონის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დიფერენცირებულია ტერიტორიის ზონირების შესაბამისად სამი ზონის მიხედვით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN = IMG x ITL x C x K, სადაც:
ა) CN არის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული 1კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;
ბ) IMG არის ქ.ხონის მაკრომდებარეობის ინდექსი,რომელიც შეადგენს 0,42-ს;
გ) ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი,რომელიც ცენტრალური ზონისთვის უდრის 1,2-ს, შუალედური ზონისთვის უდრის 1,0-ს, ხოლო პერიფერიული ზონისთვის უდრის 0,8-ს;
დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1.კვ.მ-ზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;
ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 139-ს.
2. პირველი პუნქტის მიხედვით, ქ.ხონში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1.კვ.მ მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს შემდეგნაირად:
ზონა
IMG
ITL
C
K
CN (ლარი)
CN=IMG x ITL x C x K
ცენტრალური
0,42
1,2
0,24
139
16,8
შუალედური
0,42
1,0
0,24
139
14,0
პერიფერიული
0,42
0,8
0,24
139
11,2
3. ხონის მუნიციპალიტეტის სოფლებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1.კვ.მ-ს ნორმატიული ფასი განისაზღვრება ქ. ხონის შუალედური ზონისთვის დადგენილი მაჩვენებლის 40%-ის ოდენობით და შესაბამისად შეადგენს 5.60 ლარს.
4. ხონის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1.კვ.მ-ის ნორმატიული ფასი განისაზღვრება ქ.ხონის შუალედური ზონისთვის დადგენილი მაჩვენებლის 30%-ის ოდენობით და შესაბამისად შეადგენს 4.20 ლარს.
5. ხონის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრული შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვრება ქ.ხონის შუალედური ზონისთვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის არანაკლებ 50%-თ და შესაბამისად შეადგენს 7.0 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი ფასი.
დანართი 2
ქ. ხონის ზონების აღწერა
ლოკალურ-ტერიტორიული ინდექსი ITL
ცენტრალური ზონა
ცენტრალური ზონის საზღვარი გასდევს ვ. ბახტაძის ქუჩას, ქალაქია ცენტრალური სტადიონის დასავლეთ საზღვრამდე. შემდეგ საზღვარი გასდევს ახალგაზრდობის ქუჩას, კვეთს ი.ჭავჭავაძის ქ. №5 საცხოვრებელ სახლთან და ვრცელდება სამხრეთით სამრეწველო ბაზრის ტერიტორიის ჩათვლით, შემდეგ საზღვარი მიემართება სამხრეთ აღმოსავლეთით ი.აბაშიძის ქუჩის გადაკვეთამდე და მოიცავს ავტოსადგურის ტერიტორიას, ხაზი გრძელდება სამხრეთით მ.ხონელის ქუჩისა და მ.ხონელის მე-2 შესახვევის გადაკვეთამდე, ჩრდილოეთით მ.ხონელის ქუჩის გასწვრივ გ.ჭანტურიას ქუჩის გადაკვეთამდე, გასდევს ქუჩის №13 საცხოვ.სახლამდე. ხოლო შემდეგ საზღვარი მიემართება ჩრდილოეთით და კვეთს ჭანტურიას ქუჩას, გურამიშვილისა და შამათავას ქუჩებს სოლ.მეორის ქუჩის გადაკვეთამდე, საზღვარი გაზდევს სოლ. მეორეს ქუჩის მარჯვენა მხარეს საცხოვრებელ ბინამდე. გრძელდება სამხრეთ დასავლეთის მიმართულების და უერთდება ვ.ბახტაძის ქუჩას საწყის წერტილში.
1,2
შუალედური ზონა
შუალედური ზონის საზღვარი ჩრდილოეთით ნუცუბიძის და პუშკინის ქუჩების გადაკვეთიდან მიემართება სოლ.მეორის ქუჩისაკენ და კვეთს მას №21 სახლთან, გრძელდება დასავლეთით და კვეთს მ.სებუას № 9 საცხოვრებელი სახლთან, იპ.ხვიჩიას 1. №13-18 საცხოვრებელ სახლებთან და რკალისებურად მიემართება სამხრეთ დასავლეთით ვ.ბახტაძის და ახალგაზრდობის ქუჩის პირველი შესახვევის გადაკვეთიდან მიემართება სამხრეთისაკენ და კვეთს ი.ჭავჭავაძის ქ. №20 საცხ.სახლთან, შემდეგ ბაგრატიონის №75–54 საცხ.სახლებთან და გრძელდება რკალისებურად სამხრეთით,კვეთს ი.აბაშიძის ქ. პირველ შესახვევს №14 სახლთან ი. აბაშიძის ქუჩიდან იცვლის მიმართულებას აღმოსავლეთით და გრძელდება მ.ხონელის და 26 მაისის ქ-ის გადაკვეთამდე.შემდეგ მიემართება რკალისებურად აღმოსავლეთით 26 მაისის ქუჩის მარჯვენა მხარით და კვეთს ტ.ტაბიძის,მებუკისა და ნიკოლაძის ქუჩებს №29 სახლთან, გ.ჭანტურიას ქ. №100და აღმაშენებლის ქ. №16–19საცხ.სახლთან. შემდეგ მიემართება ჩრდილოეთით,კვეთს გურამიშვილის ქ-ისპირველ შესახვევს რუსთაველის ქ-ის გადაკვეთამდე და გრძელდება ნუცუბიძისა და პუშკინის ქ-ის გადაკვეთამდე.
1,0
პერიფერიული ზონა
პერიფერიულ ზონაში შედის ტერიტორია ჩრდილოეთის მხარეს სოლომონ მეორის ქ. №21 სახლიდან ნახახულევის ტერიტორიული ორგანოს საზღვრამდე, დასავლეთით ჭავჭავაძის და ბაგრატიონის ქ-ის გადაკვეთიდან მარტვილის საზღვრამდე, სამხრეთისკენ 26 მაისის და მ.ხონელის გადაკვეთიდან ივანდიდის საზღვრამდე. აღმოსავლეთით ჭანტურიას ქ-ის 100 ნომრიდან კუხის ტერიტორიული ორგანოს საზღვრამდე.
0,8