„საქართველოს ტექნიკურ-ეკოლოგიური კვლევის სამეცნიერო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 02.03.1998
ძალის დაკარგვა 07.11.2025
გამომცემი ორგანო სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო
ნომერი №2-102
სარეგისტრაციო კოდი 150.012.003.200
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 02/03/1998
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (5)
| № | ხარჯების დასახელება |
| 1. | ხელფასი |
| 2. | დამქირავებლიდან ანარიცხები 30% მათ შორის: - სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდში 27% - ჯანდაცვის სახელმწიფო ფონდში 3% |
| 3. | მივლინება |
| 4. | სხვა საქონელი და მომსახურება მათ შორის: - ოფისის ხარჯები - კომუნალური მომსახურება - სხვა ხარჯები |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს ტექნიკურ-ეკოლოგიური კვლევის სამეცნიერო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის
ბრძანება № 2-102
1998 წლის 2 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს ტექნიკურ-ეკოლოგიური კვლევის სამეცნიერო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
1. დამტკიცდეს ტექნიკურ-ეკოლოგიური კვლევის სამეცნიერო ცენტრის დებულება (დანართი №1) და ხარჯთა ნუსხა (დანართი №2).
2. იურიდიული და პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველომ (ი. ლომთათიძე) ტექნიკურ-ეკოლოგიური კვლევის სამეცნიერო ცენტრთან ერთად (გ. წერუაშვილი) უზრუნველყოს:
ა) აღნიშნული ბრძანების კანონით დადგენილი წესით წარდგენა იუსტიციის სამინისტროში სახელმწიფო რეგისტრაციისა და სარეგისტრაციო კოდის მისანიჭებლად;
ბ) საქვეუწყებო დაწესებულების სახელმწიფო კანცელარიის სპეციალურ რეესტრში რეგისტაცია.
3. ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა (თ. ლოლაძე) უზრუნველყოს აღნიშნული ბრძანებისა და დებულების პრესაში გამოქვეყნება.
4. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს ვლადიმერ გვარჯალაძეს.
მინისტრი ბ. გულუა
დანართი №1
სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს საქართველოს ტექნიკურ-ეკოლოგიური კვლევის სამედიცინო ცენტრის დებულება
I. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს ტექნიკურ-ეკოლოგიური კვლევის სამეცნიერო ცენტრი (შემდგომში-სამეცნიერო ცენტრი) არის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) დაქვემდებარებაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება და ხელმძღვანელობს საქართველოს კანონით;
2. სამეცნიერო ცენტის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი - 380082, სამგორის რაიონი, მაისურაძის ქუჩა №1.
3. სამეცნიერო ცენტრს აქვს დებულება, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიშები ხაზინაში, ხარჯთა ნუსხა და ბეჭედი საქართველოს გერბის გამოსახულებით.
4. სამეცნიერო ცენტრის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.
5. სამეცნიერო ცენტრის მიერ კანონმდებლობით ან სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული და მიღებული არასაბიუჯეტო შემოსავლები შეიტანება საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში.
II. სამეცნიერო ცენტრის საქმიანობის მიზნით, სფერო, ფუნქციები და ამოცანები
6. სამეცნიერო ცენტრის მიზანი, სფერო, ფუნქციები და ამოცანებია:
ა)სამეცნიერო ცენტრის ფუნქცია სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოთა შესრულება, შხამქიმიკატების შემცირებული ნორმებით გამოყენების ტექნოლოგიური პროცესების შემუშავება, მცენარეთა შესხურების ხარისხის განსაზღვრის საკონტროლო საშუალებათა შემუშავება-დანერგვა, პრინციპულად ახალი ეკონომიკურად და ეკოლოგიურად მისაღები მანქანების მუშა-ორგანოების შემუშავება, მათი დახვეწა-უნიფიცირება, ახალი თაობის შესასხურებელი მანქანების საცდელ პარტიათა გამოშვება, უნარჩენო ტექნოლოგიათა და განახლებადი ენერგეტიკის ტექნოლოგიების საცდელ-საწარმოო ხასიათის ნიმუშების დამზადება - გამოცდა;
ბ) სამეცნიერო ცენტრის მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობას ეკოლოგიურად სუფთა-სასაქონლე საქ. სამეურნეო პროდუქციის წარმოებაში, იგი უზრუნველყოფსახალი თაობის მანქანათა სერიული წარმოებისათვის საჭირო, ტექნოლოგიურ მოწყობილობათა დამზადებას და ქარხნებზე გადაცემას, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ახალი ტექნიკის დანერგვის ვადებს;
გ) მავნებელ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის ბიოლოგიურ საშუალებათა ფართო გამოყენებისათვის, მათი შეტანის ტექნოლოგიურ პროცესების სრულყოფა, სათანადო ტექნიკური საშუალებების შემუშავება და მათი წარმოებაში დანერგვის უზრუნველყოფა.
III. სამეურნეო ცენტრის უფლებამოსილებანი
7. თავისი კომპეტენციის ფარგლებში და სფეროში არსებული წესის მიხედვით დაამყაროს საქმიანი ურთიერთობა სხვა ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან.
ა) წარმართოს თავის სფეროში კადრების მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლება თანამედროვე მოთხოვნების თანახმად.
8. სამეცნიერო ცენტრი ვალდებულია:
ა)პერიოდულად მოახსენოს სამინისტროს დაკისრებული ამოცანების განხორციელების შესახებ;
ბ) უზრუნველყოს დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულება;
გ) დროულად და ხარისხოვნად შეასრულოს სამინისტროს დავალებები და მითითებები;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ითანამშრომლოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან;
ე) შეასრულოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა მოვალეობანი.
IV. სამეცნიერო ცენტრის საქმიანობის ორგანიზაცია და სტრუქტურა
9. სამეცნიერო ცენტრი შედგება ხელმძღვანელობისა და სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან (განყოფილებები, ლაბორატორიები და სხვა)
10. სამეცნიერო ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
11. დირექტორი, როგორც სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი;
ა) ხელმძღვანელობს სამეცნიერო ცენტრს, უზრუნველყოფს მასზე დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;
ბ) უზრუნველყოფს სამეცნიერო ცენტრში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ თავიანთი მოვალეობის შესრულებას;
გ) სამეცნიერო ცენტრი დებულების შესაბამისად იყოფა ქვედანაყოფებად: განყოფილებებად, ლაბორატორიებად და სხვა;
დ) თავისი მმართველობისა და მოქმედების სფეროში, აგრეთვე სამეცნიერო-კვლევითი და სხვა საორგანიზაციო საკითხების განსახილველად სამეცნიერო ცენტრის დირექტორი სათათბირო ხმის უფლებით ქმნის სამეცნიერო საბჭოს; საბჭოს შემადგენლობაში, გარდა სამეცნიერო ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებისა, შეიძლება შევიდნენ აგრეთვე მოწვეული სხვა ორგანიზაციათა წარმომადგენლები ან დაინტერესებულ უწყებათა ხელმძღვანელები;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში და კანონით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამეცნიერო ცენტრის საშტატო განრიგით გათვალიწინებულ თანამშრომლებს;
ვ) არსებული წესის დაცვით ახორციელებს ფულადი და სხვა სახსრების გაცემას, უზრუნველყოფს მათი მიზნობრივი გამოყენების კონტროლს;
ზ) ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე სამეცნიერო ცენტრის საქმიანობის შესახებ;
თ) ასრულებს მასზე მინისტრის ბრძანებით დაკისრებულ ამოცანებს;
ი) წარმოადგენს სამეცნიერო ცენტრს სხვა ორგანოებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;
კ) განსაზღვრავს მოადგილეების, სხვა თანამდებობის პირების, ქვედანაყოფების ფუნქციებსა და მათ პასუხისმგებლობას;
ლ) ამტკიცებს სტრუქტურული ქვედანაყოფების სამუშაო გეგმებს და კონტროლს უწევს მათ შესრულებას.
V. დირექტორის სამართლებრივი აქტები
12. დირექტორი თავისი კომპეტენციის სფეროში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს, ბრძანებებს.
13. დირექტორი, რომელიც ხელს აწერს ბრძანებას, პასუხისმგებელია ბრძანების კანონიერებასა და მიზანშეწონილობაზე.
14. დირექტორის ბრძანება ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან და დაუყოვნებლივ ეცნობება დაინტერესებულ პირებს.
VI. დასკვნითი დებულებანი
16. სამეცნიერო ცენტრის დებულებას, აპარატის შენახვის ხარჯთა ნუსხას ამტკიცებს მინისტრი.
17. სამეცნიერო ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით.
დანართი №2
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ტექნიკურ-ეკოლოგიური კვლევის სამეცნიერო ცენტრის 1998 წლის ხარჯთანუსხა
№
ხარჯების დასახელება
თანხა
1.
ხელფასი
20.6
2.
დამქირავებლიდან ანარიცხები 30%
მათ შორის:
- სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდში 27%
- ჯანდაცვის სახელმწიფო ფონდში 3%
5.7
5.2
0.5
3.
მივლინება
0.5
4.
სხვა საქონელი და მომსახურება
მათ შორის:
- ოფისის ხარჯები
- კომუნალური მომსახურება
- სხვა ხარჯები
1.4
0.4
0.4
0.6
საერთო ხარჯები
28.2
საფინანსო სამმართველოს
უფროსის მოადგილე (თ. ზურაბაშვილი)