საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 25.02.2020
ძალაში შესვლა 27.02.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №501
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.016997
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/02/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- სპეციალური სარიტუალო მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 11.05.2006
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს“ ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საორგანიზაციო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №501
2020 წლის 25 თებერვალი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ
„სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების თანდართული ტიპური დებულება.
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №118 ბრძანება;
ბ) „სპეციალური სარიტუალო მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 მაისის №487 ბრძანება.
3.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №118 ბრძანებისა და „სპეციალური სარიტუალო მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 მაისის №487 ბრძანების საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მათ გაუქმებამდე ინარჩუნებს იურიდიულ ძალას.
4.
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 27 თებერვლიდან.
საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) ტერიტორიული სამსახურის (შემდგომ – სამსახური) ფუნქციებს და სამოქმედო ტერიტორიას.
2. სამსახური თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონით, სააგენტოს დებულებით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით.
3. ტერიტორიული სამსახურების საქმიანობის კოორდინაციას ახორციელებს სააგენტო. ტერიტორიული სამსახურები ექვემდებარება სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტს.
4. სამსახურს აქვს ბეჭდები და შტამპები, რომელთა აღწერილობას და ნიმუშებს ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე.
5. სამსახურს აქვს კოდური აღნიშვნა/აღნიშვნები, რომელსაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს სააგენტოს თავმჯდომარე.
მუხლი 2🔗. სამსახურის ფუნქციები
1. სამსახურის ფუნქციებს განეკუთვნება:
ა) სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია;
ბ) პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადების და გარდაცვალების, ასევე პირის დაბადების და გარდაცვალების რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენა;
გ) სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა, სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობა;
დ) სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობისა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის შესახებ ცნობის გაცემა;
ე) სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაცია;
ვ) საქართველოს მოქალაქეზე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე მათი საზღვარგარეთ დაქორწინების მიზნით ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობის გაცემა;
ზ) მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენა, სტატუსის დადგენის შესახებ გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა, სტატუსის გაუქმება, მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენის თაობაზე ცნობის გაცემა;
თ) მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენა, სტატუსის გაუქმება, მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენის თაობაზე ცნობის გაცემა;
ი) სამოქალაქო აქტების შესახებ საარქივო ფონდის შექმნა, აღრიცხვა და შენახვა;
კ) სამოქალაქო აქტების ჩანაწერებისა და რეგისტრაციის მოწმობის ბლანკების შენახვასა და გამოყენებაზე კონტროლი;
ლ) საქართველოსთან პირის სამართლებრივი კავშირის დადგენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირადობის დადასტურება ან პირის საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის დადგენა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უკანონო ორგანოების (თანამდებობების პირების) მიერ გაცემული აქტით/დოკუმენტით;
მ) მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურისთვის გადასაგზავნად საქართველოს მოქალაქეობისა და მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის საკითხებზე დაინტერესებული პირების განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტების მიღება;
ნ) საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
ო) საქართველოს მოქალაქეობის დადასტურების შესახებ ცნობის გაცემა;
პ) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ფიზიკურ პირთა რეგისტრაცია და რეგისტრაციიდან მოხსნა;
ჟ) საკონსულო აღრიცხვაზე დაყენება;
რ) საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნა;
ს) პირადობის მოწმობის:
ს.ა) გაცემის შესახებ განცხადების მიღება;
ს.ბ) გაცემის შესახებ განცხადების განხილვა;
ს.გ) დაინტერესებული პირისთვის გადაცემა;
ტ) ბინადრობის მოწმობის გაცემა:
ტ.ა) გაცემის შესახებ განცხადების მიღება;
ტ.ბ) გაცემის შესახებ განცხადების განხილვა;
ტ.გ) დაინტერესებული პირისთვის გადაცემა.
უ) პირადობის ელექტრონული მოწმობის:
უ.ა) გაცემის შესახებ განცხადების მიღება;
უ.ბ) გაცემის შესახებ განცხადების განხილვა;
უ.გ) დაინტერესებული პირისთვის გადაცემა;
ფ) ბინადრობის ელექტრონული მოწმობის:
ფ.ა) გაცემის შესახებ განცხადების მიღება;
ფ.ბ) გაცემის შესახებ განცხადების განხილვა;
ფ.გ) დაინტერესებული პირისთვის გადაცემა;
ქ) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატების, აგრეთვე, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატებთან ერთად, პერსონალური ავთენტიფიკაციის, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის აქტივაციისა და განბლოკვის კოდების გაცემა, ასევე მათთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა, გარდა ამ პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებისა;
ღ) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატების განმეორებით გაცემა ვებგვერდიდან ჩამოტვირთული შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების გზით, ასევე მასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა;
ყ) გაცემულ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე აღნიშვნის „სტუდენტი“ და პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის უკონტაქტო მიკროსქემაზე სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის:
ყ.ა) დატანის თაობაზე განაცხადის მიღება;
ყ.ბ) დატანის თაობაზე განაცხადის განხილვა;
ყ.გ) დაინტერესებული პირისთვის გადაცემა;
შ) პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის უკონტაქტო მიკროსქემაზე სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის განახლება;
ჩ) საქართველოს მოქალაქის პასპორტის, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სამგზავრო პასპორტის და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის:
ჩ.ა) გაცემის შესახებ განცხადების მიღება;
ჩ.ბ) გაცემის შესახებ განცხადების განხილვა;
ჩ.გ) დაინტერესებული პირისთვის გადაცემა;
ც) ბიომეტრიული მონაცემების შემცველი სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის:
ც.ა) გაცემისთვის აუცილებელი მონაცემების დამუშავება;
ც.ბ) დაინტერესებული პირისთვის გადაცემა;
ძ) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და ადმინისტრაციული სახდელების შეფარდება;
წ) პირადობის ნეიტრალური მოწმობის:
წ.ა) გაცემის შესახებ განცხადების მიღება;
წ.ბ) გაცემის შესახებ განცხადების განხილვა;
წ.გ) დაინტერესებული პირისთვის გადაცემა;
ჭ) ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის:
ჭ.ა) გაცემის შესახებ განცხადების მიღება;
ჭ.ბ) გაცემის შესახებ განცხადების განხილვა;
ჭ.გ) დაინტერესებული პირისთვის გადაცემა;
ხ) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის:
ხ.ა) გაცემის შესახებ განცხადების მიღება;
ხ.ბ) გაცემის შესახებ განცხადების განხილვა;
ხ.გ) დაინტერესებული პირისთვის გადაცემა;
ჯ) დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის:
ჯ.ა) გაცემის შესახებ განცხადების მიღება;
ჯ.ბ) გაცემის შესახებ განცხადების განხილვა;
ჯ.გ) დაინტერესებული პირისთვის გადაცემა;
ჰ) პირადობის დადასტურებისა და პასპორტის გაცემის სფეროში საარქივო ფონდის შექმნა, აღრიცხვა და შენახვა;
ჰ1) საინფორმაციო ბარათის გაცემა;
ჰ2) მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის შესახებ ცნობის გაცემა;
ჰ3) კანონმდებლობით დადგენილი წესით, უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად განკუთვნილი, ლეგალიზაციასა და აპოსტილით დამოწმებას დაქვემდებარებული საქართველოში გაცემული დოკუმენტის მიღება, დოკუმენტზე დაცული თვითწებადი ქაღალდის დაკვრა, ბეჭდით დამოწმება და გაცემა;
ჰ4) პროგრამული უზრუნველყოფის გზით ლეგალიზაციის მეორე ეტაპის სალეგალიზაციო შტამპის, თანამდებობის პირის ელექტრონული ხელმოწერის და ელექტრონული ბეჭდის დოკუმენტის ჩანართზე დატანა, ჩანართის დოკუმენტზე დართვა და დოკუმენტის გაცემა;
ჰ5) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად სამართლებრივი ურთიერთდახმარების ფარგლებში, სამოქალაქო აქტების, პირის დაბადების/გარდაცვალების, მისამართზე რეგისტრაციის, პირადობის დადასტურების ან მოქალაქეობრივი კუთვნილების შესახებ დოკუმენტის (ინფორმაციის) უცხო ქვეყნიდან გამოთხოვასთან დაკავშირებით სხვა სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ სააგენტოს სახელზე შედგენილი განცხადებების მიღება და სააგენტოსთვის მიწოდება;
ჰ6) ქორწინების რეგისტრაცია სამსახურის შენობის გარეთ (ადგილზე მომსახურება);
ჰ7) ქორწინების რეგისტრაციის საზეიმო ვითარებაში ჩატარება (სპეციალური სარიტუალო მომსახურება);
ჰ8) პირის რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტის, სამგზავრო დოკუმენტის გაცემასთან დაკავშირებული მომსახურება სამსახურის შენობის გარეთ (ადგილზე მომსახურება);
ჰ9) ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის/დუბლიკატის გაცემა;
ჰ10) კანონმდებლობითა და სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება.
2. აფხაზეთისა და ცხინვალის სამოქალაქო რეესტრის სამსახური ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ლ“, „მ“, „ო“, „პ“, „ს.ა“, „ს.გ“, „უ“, „ქ“, „ღ“, „ყ“, „ძ“-„ჭ“, „ჰ“, „ჰ1“, „ჰ2“ და „ჰ10“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფუნქციებს.
3. მხოლოდ აფხაზეთის, ცხინვალისა და შიდა ქართლის სამოქალაქო რეესტრის სამსახურები ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტის „წ.ბ“ და „ჭ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფუნქციებს.
4. მხოლოდ თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის ფუნქციებს განეკუთვნება:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“, „ს.ბ“, „ტ.ბ“, „ღ“ და „ჯ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციები;
ბ) სახელის ან/და გვარის შეცვლა, გვარის დადგენა, გვარის კანონიერად აღიარება და შესაბამისი სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის გაცემის შესახებ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში წარდგენილი განცხადებების განხილვა;
გ) საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის ან პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემის შესახებ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საკონსულო დაწესებულებაში წარდგენილი განცხადებების განხილვა;
დ) საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქის მისამართზე რეგისტრაციის ან მისთვის საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის გარეშე პასპორტის გაცემის მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
ე) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საკონსულო დაწესებულებაში წარდგენილი განცხადების საფუძველზე საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის გაცემისთვის საჭირო ბიომეტრიული მონაცემების დამუშავება.
5. ქ. თბილისის №1, №2 და №3 ქორწინების სახლები, აგრეთვე, ქ. რუსთავის, ქ. ქუთაისის და ქ. ბათუმის ქორწინების სახლების ფუნქციებია:
ა) ქორწინების რეგისტრაცია ტერიტორიული სამსახურის შენობის გარეთ (ადგილზე მომსახურება);
ბ) ქორწინების რეგისტრაციის საზეიმო ვითარებაში ჩატარება (სპეციალური სარიტუალო მომსახურება);
გ) ქორწინების რეგისტრაციის მოწმობის/ქორწინების რეგისტრაციის შესახებ ცნობების გაცემა, თუ ქორწინების რეგისტრაცია განხორციელდა იმავე სამსახურში.
6. მხოლოდ სამოქალაქო აქტების ცენტრალური არქივისა და სამოქალაქო აქტების ქ. თბილისის არქივის კომპეტენციაში შედის:
ა) სამსახურების მიერ რეგისტრირებული სამოქალაქო აქტების ჩანაწერების პირველი ან მეორე ეგზემპლარების შენახვა და ქრონოლოგიური წესით ფორმირება;
ბ) სამსახურების შეტყობინების საფუძველზე შესაბამის არქივში არსებული სამოქალაქო აქტების ჩანაწერების პირველ ან მეორე ეგზემპლარში შესაბამისი აღნიშვნის შეტანა, არქივში არსებული სამოქალაქო აქტების ჩანაწერების შესაბამისობაში მოყვანა;
გ) შესაბამის არქივში არსებული სამოქალაქო აქტების ჩანაწერის პირველი ან მეორე ეგზემპლარის საფუძველზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობის განმეორებით გაცემა კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;
დ) სამოქალაქო აქტის ჩანაწერის არსებობის ან არარსებობის თაობაზე ცნობის გაცემა კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;
ე) კანონმდებლობით განსაზღვრული სახელმწიფო ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე შესაბამის არქივში არსებული სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ასლის გაცემა;
ვ) სამოქალაქო აქტების შესახებ საარქივო ფონდის შექმნა, აღრიცხვა და შენახვა;
ზ) კანონმდებლობითა და სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება.
7. საინფორმაციო-სამისამართო ბიუროს ფუნქციებია:
ა) სამსახურებიდან მიღებული რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე შეტყობინებების (რეგისტრაციიდან მოხსნის ბარათების/განცხადება-ანკეტების და ა.შ.) დამუშავება და შენახვა ერთიან საინფორმაციო კარტოთეკაში;
ბ) სახელმწიფო ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე საინფორმაციო ბარათების გაცემა;
გ) სამსახურების ინფორმაციული უზრუნველყოფა;
დ) საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების, სხვა სახელმწიფო ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე ფიზიკურ პირთა საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და სამისამართო ცნობების მიწოდება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;
ე) უფლებამოსილი ორგანოს/სამსახურის შეტყობინების/გადაწყვეტილების საფუძველზე მასთან დაცულ ჩანაწერებში შესწორების/ცვლილების/დამატების შეტანა;
ვ) კანონმდებლობითა და სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება.
მუხლი 3🔗. სამსახურების სამოქმედო ტერიტორია
1. ამ დებულებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელებისას სამსახურების სამოქმედო ტერიტორია, გარდა ამავე მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისებისა, არის:
ა) თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის – ქალაქ თბილისისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტები;
ბ) აჭარის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა;
გ) გურიის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის – ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები;
დ) სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის – ზუგდიდის, წალენჯიხის, ხობის, სენაკის, ჩხოროწყუს, მარტვილის, აბაშის, ქალაქ ფოთისა და მესტიის მუნიციპალიტეტები;
ე) რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის – ლენტეხის, ცაგერის, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტები;
ვ) იმერეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის – სამტრედიის, ხონის, ვანის, წყალტუბოს, ქალაქ ქუთაისის, ბაღდათის, ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონის, ხარაგაულის, ჭიათურისა და საჩხერის მუნიციპალიტეტები;
ზ) შიდა ქართლის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის – ხაშურის, ქარელის, გორისა და კასპის მუნიციპალიტეტები, აგრეთვე, ახალგორის მუნიციპალიტეტი;
თ) მცხეთა-მთიანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის – მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები;
ი) სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის – ადიგენის, ახალციხის, ასპინძის, ბორჯომის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები;
კ) ქვემო ქართლის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის – წალკის, დმანისის, ბოლნისის, თეთრიწყაროს, მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტები;
ლ) კახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის – ახმეტის, თელავის, ყვარლის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, გურჯაანის, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტები;
მ) აფხაზეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა;
ნ) ცხინვალის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის – ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული (გარდა ახალგორის მუნიციპალიტეტისა).
2. შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სამსახურები არ არიან შეზღუდული სამოქმედო ტერიტორიით, გარდა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ფიზიკურ პირთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის უფლებამოსილების განხორციელებისა. ფიზიკურ პირთა რეგისტრაცისა და რეგისტრაციიდან მოხსნის უფლებამოსილების განხორციელებისას შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სამსახურები არ არიან შეზღუდული სამოქმედო ტერიტორიით, თუ რეგისტრაციიდან მოხსნა ან/და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაუქმება ხორციელდება ნებისმიერი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის მიერ გარდაცვალების მოწმობის წარმოდგენისას – გარდაცვალების თაობაზე უცხო ქვეყნის კომპეტენტური ორგანოებიდან დიპლომატიური არხების მეშვეობით შეტყობინების მიღების, ან საზღვარგარეთ გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის სახელმწიფო საზღვარზე გადმოსვენების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისგან შეტყობინების (ინფორმაციის) მიღების შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც მისამართზე რეგისტრაცია ხორცელდება დაბადების რეგისტრაციასთან ერთად ან იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის/ბინადრობის მოწმობის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური და ამავდროულად პირი რეგისტრირდება სხვა ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულში.
3. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა რეგისტრაციას და პირადი ნომრის მინიჭებას ახორციელებს, აგრეთვე მათზე პირადობის ნეიტრალურ მოწმობასა და ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტს გასცემს აფხაზეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახური, ხოლო ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებზე – ცხინვალის სამოქალაქო რეესტრის სამსახური. ახალგორის მუნიციპალიტეტში ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა რეგისტრაციას და პირადი ნომრის მინიჭებას ახორციელებს, აგრეთვე მათზე პირადობის ნეიტრალურ მოწმობასა და ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტს გასცემს შიდა ქართლის სამოქალაქო რეესტრის სამსახური.
4. ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ8“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას, იმერეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის სამოქმედო ტერიტორიაა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი, ხოლო აჭარის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის სამოქმედო ტერიტორია – ქალაქ ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტები. ადგილზე მომსახურების განხორციელებისას, სააგენტოს თბილისის, ქუთაისის და აჭარის სამოქალაქო რეესტრის სამსახურები ასევე უფლებამოსილნი არიან მიიღონ განაცხადი იმ მომსახურების განხორციელებაზე, რომელიც არ განეკუთვნება მათ სამოქმედო ტერიტორიაზე განსახორციელებელ მომსახურებას.
5. ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ6“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებით ქორწინების რეგისტრაციის განხორციელებისას, ქ. თბილისის №1, №2 და №3 ქორწინების სახლების სამოქმედო ტერიტორიაა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი წოდორეთი, ქ. რუსთავის ქორწინების სახლის სამოქმედო ტერიტორია – ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი, ქ. ბათუმის ქორწინების სახლის სამოქმედო ტერიტორია – ქალაქ ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტი, ხოლო ქ. ქუთაისის ქორწინების სახლის სამოქმედო ტერიტორია – ქალაქ ქუთაისის და ქალაქ წყალტუბოს მუნიციპალიტეტები.
6. შიდა ქართლის სამოქალაქო რეესტრის სამსახური ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ და „ჭ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფუნქციებს ახორციელებს მხოლოდ ახალგორის მუნიციპალიტეტში ლეგიტიმურად მცხოვრები პირების მიერ შესაბამისი განცხადებით მიმართვის შემთხვევაში.
მუხლი 4🔗. სამსახურის განსაკუთრებული უფლებამოსილება
1. ამ ბრძანებით დადგენილი ტერიტორიული შეზღუდვის მოხსნა/განსაზღვრა შესაძლებელია სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. დასვენებისა და უქმე დღეებში სამსახურების მიერ ამ დებულებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტით.
3. სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება განისაზღვროს სამსახურის თანამშრომელი, რომელიც განახორციელებს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე განსაზღვრულ უფლებამოსილებებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს.
მუხლი 5🔗. სამსახურის ხელმძღვანელობა
1. სამსახურის უფროსს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე.
2. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია სააგენტოს თავმჯდომარისა და სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის დირექტორის წინაშე.
3. სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს სამსახურს მესამე პირებთან ურთიერთობაში;
გ) ანაწილებს მოვალეობებს სამსახურის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს;
დ) თვალყურს ადევნებს და აკონტროლებს სამსახურის თანამშრომელთა მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ე) წარუდგენს სააგენტოს ხელმძღვანელობას წინადადებებს სამსახურის თანამშრომლებისთვის წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს ან ვიზას ადებს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს;
ზ) კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს;
თ) სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას სამსახურის სახელით გამოდის სასამართლოში სათანადო რწმუნების გარეშე და ასრულებს საქართველოს სამოქალაქო და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსებით გათვალისწინებულ ყველა შესაბამის მოქმედებას, მათ შორის, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე და გაასაჩივროს სასამართლოს აქტები;
ი) შესაბამისი მოთხოვნის არსებობისას დაუყოვნებლივ აწვდის სააგენტოს ინფორმაციას სამსახურის მუშაობის თაობაზე;
კ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამსახურის ფუნქციების შესასრულებლად;
ლ) პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
მ) ასრულებს კანონმდებლობითა და სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.
4. სამსახურის უფროსს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე/მოადგილეები, რომელსაც/რომლებსაც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე.
5. სამსახურის უფროსის მოადგილე სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით კურირებს სამსახურში მისთვის განსაზღვრულ სფეროს და ხელს აწერს დოკუმენტებს, რომელიც მომზადებულია მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით. სამსახურის უფროსის მოადგილის უფლებამოსილება განისაზღვრება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
6. სამსახურის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებს სამსახურის უფროსის მოადგილე.
7. სამსახურის უფროსის და მისი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ან მისი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 6🔗. სამსახურის თანამშრომლები და სტრუქტურა
1. ტერიტორიული სამსახურის თანამშრომლებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე.
2. სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით ტერიტორიულ სამსახურში შეიძლება შეიქმნას სტრუქტურული ერთეული – განყოფილება.
3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე.
4. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის, სააგენტოს თავმჯდომარისა და სამოქალაქო რეეტრის დეპარტამენტის დირექტორის წინაშე.
5. განყოფილების უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების თანამშრომელთა შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
გ) თვალყურს ადევნებს და აკონტროლებს განყოფილების თანამშრომელთა მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
დ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს ან ვიზას ადებს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) შესაბამისი მოთხოვნის არსებობისას დაუყონებლივ აწვდის სამსახურის უფროსს და სააგენტოს ინფორმაციას განყოფილების მუშაობის თაობაზე;
ვ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა განყოფილების ფუნქციების შესასრულებლად;
ზ) პასუხისმგებელია განყოფილებისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
თ) ასრულებს კანონმდებლობით, სააგენტოს თავმჯდომარის და სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.