სიგარაბარის მოწყობის ნებართვის უწყებრივი სანებართვო რეესტრის ფორმისა და წარმოების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 17.02.2020
გამომცემი ორგანო შემოსავლების სამსახური
ნომერი №№
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016553
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/02/2020
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.02.2020 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| № | ნებართვის მფლობელის დასახელება |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან დმანისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, სანებართვო მოწმობის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა - ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, სანებართვო მოწმობის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვის ელექტრონული ფორმით გაცემის და გაცნობის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
სიგარაბარის მოწყობის ნებართვის უწყებრივი სანებართვო რეესტრის ფორმისა და წარმოების წესის
დამტკიცების შესახებ
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №3836
2020 წლის 17 თებერვალი
ქ. თბილისი
სიგარაბარის მოწყობის ნებართვის უწყებრივი სანებართვო რეესტრის ფორმისა და წარმოების წესის დამტკიცების შესახებ
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის პირველი პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს:
ა) სიგარაბარის მოწყობის ნებართვის უწყებრივი სანებართვო რეესტრის ფორმა (დანართი №1);
ბ) სიგარაბარის მოწყობის ნებართვის უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოების წესი (დანართი №2).
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სამსახურის უფროსი ლევან კაკავა
დანართი №1
სიგარაბარის მოწყობის ნებართვის უწყებრივი სანებართვო რეესტრი
№
ნებართვის მფლობელის დასახელება
ს/ნ
ნებართვის მფლობელის იურიდიული მისამართი
მოწმობის ნომერი
ნებართვის გაცემის თარიღი
ნებართვ ის სახე
ნებართვის მოქმედების ვადა (წელი)
ობიექტის ადგილმდე ბარეობა
ობიექტის ადგილმდება რეობის შეცვლა
ნებართვ აში ცვლილე ბის შეტანა/გ აუქმება
დუბლი კატის გაცემა
მონაცემები რეორგანი ზაციის შესახებ
დანართი №2
სიგარაბარის მოწყობის ნებართვის უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოების წესი
1. სიგარაბარის მოწყობის ნებართვის უწყებრივი სანებართვო რეესტრი (შემდგომში – რეესტრი) წარმოადგენს სიგარაბარის მოწყობის ნებართვის (შემდგომში – ნებართვა) გაცემის, მასში ცვლილების შეტანის, ნებართვის გაუქმების, სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემისა და ნებართვის მფლობელის შესახებ მონაცემთა სისტემატიზებულ ერთობლიობას.
2. რეესტრში რეგისტრირდება:
ა) მონაცემები ნებართვის მფლობელის შესახებ – მონაცემები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე;
ბ) ნებართვის სახე;
გ) სანებართვო მოწმობის ნომერი და გაცემის თარიღი;
დ) ნებართვის მოქმედების ვადა;
ე) მონაცემები ობიექტის ადგილმდებარეობის შესახებ;
ვ) მონაცემები ნებართვის მფლობელის საფირმო სახელწოდების, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის, ადგილსამყოფლის შეცვლის ან რეორგანიზაციის შესახებ;
ზ) მონაცემები ნებართვაში ცვლილებების შეტანის/ნებართვის გაუქმების შესახებ;
თ) მონაცემები სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემის შესახებ.
3. ყველას აქვს უფლება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით გაეცნოს რეესტრის მონაცემებს და მიიღოს ნებართვებთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია.