„არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების არქმშენინსპექციების ფუნქციონირების წესისა და მშენებლობის დაწყების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 05.03.1998
გამომცემი ორგანო ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 130.012.003.201
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 05/03/1998
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.03.1998 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების არქმშენინსპექციების ფუნქციონირების წესისა და მშენებლობის დაწყების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს
ბრძანება №12
1998 წლის 5 მარტი
ქ. თბილისი
არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების ‒ არქმშენინსპექციების ფუნქციონირების წესისა და მშენებლობის დაწყების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კანონის „არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ მე-8 მუხლის თანახმად დამტკიცდეს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მიერ შემუშავებული „არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების ‒ არქმშენინსპექციების ფუნქციონირების წესი“ და მშენებლობის დაწყების ნებართვის გაცემის წესი“.
ეს წესები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრი მ. ჩხენკელი