უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” 36-ე მუხლის შესაბამისად
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში შევიდეს შემდეგი ცვლილება: ა(ა) იპ „ჯო ენის სახელობის სამედიცინო ცენტრის“ ( ს/კ201954242) (ფაქტობრივი მისამართი: ქ.თბილისი, ლუბლიანას ქ.№21) ნაცვლად დაფიქსირდეს, ა(ა)იპ „ჯო ენის სამედიცინო ცენტრი“ (ს/კ201954242) (ფაქტიური მისამართი: ქ.თბილისი, ლუბლიანას ქ.№35) და გაიცეს „საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია.“ 2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) 3. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე. საფუძველი:ა(ა)იპ „ჯო ენის სამედიცინო ცენტრის“ დირექტორის ჯ. კვირიკაშვილის განცხადებები: №15299,10.02.2020წ. და №18332, 17.02.2020წ. ამონაწერი სამეწარმეო და საჯარო რეესტრებიდან. დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი კახაბერ შალიკაძე
|