„უმაღლესი და საშუალო სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალისათვის სახელმწიფო სერტიფიკატისა და სახელმწიფო ლიცენზიის მიმნიჭებელი საბჭოსა და რიგი სამართლებრივი დოკუმენტების დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 13.03.1998
გამომცემი ორგანო ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო
ნომერი №96/ო
სარეგისტრაციო კოდი 220.012.003.208
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 13/03/1998
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.03.1998 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1. ჯორბენაძე ავთანდილი | საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი |
| 2. ალადაშვილი ალექსანდრე | საქართველოს ზოგადი პრაქტიკის და ოჯახის ექიმთა ასოციაციის პრეზიდენტი |
| 3. ამაღლობელი ნოდარი | საქართველოს პარლამენტის კულტურის, მეცნიერების განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე |
| 4. ბარათაშვილი ნანული | ჟურნალისტი გაზეთ ‒ „საქართველოს რესპუბლიკის“ განყოფილების გამგე |
| 5. გაგოიძე ირაკლი | საერთო სამედიცინო ინსტიტუტების რექტორთა საბჭოთა თავმჯდომარე |
| 6. გამყრელიძე ამირანი | საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე |
| 7. გელაშვილი კლარა | საქართველოს პროფილაქტიკური მედიცინისა და ადამიანის ეკოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენელი |
| 8. გიგინეიშვილი მანანა | საქართველოს პარლამენტის წევრი |
| 9. ერისთავი ლინა | საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის წარმომადგენელი |
| 10. ვადაჭკორია ზურაბი | საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი |
| 11. ვასაძე ოთარი | ჯანდაცვის მართვის ნაციონალური ცენტრის დირექტორი |
| 12. თოფურია ზაზა | ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზირების დეპარტამენტის თავმჯდომარე |
| 13. კაციტაძე გურამი | საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი |
| 14. კვეზერელი-კოპაძე ავთანდილი | საქართველოს პედიატრთა საზოგადოების წარმომადგენელი |
| 15. კილაძე მერაბი | საქართველოს ქირურგთა საზოგადოების წარმომადგენელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„უმაღლესი და საშუალო სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალისათვის სახელმწიფო სერტიფიკატისა და სახელმწიფო ლიცენზიის მიმნიჭებელი საბჭოსა და რიგი სამართლებრივი დოკუმენტების დამტკიცების შესახებ“
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის
ბრძანება № 96/ო
1998 წლის 13 მარტი
ქ. თბილისი
უმაღლესი საშუალო სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალისათვის სახელმწიფო სერტიფიკატისა და სახელმწიფო ლიცენზიის მიმნიჭებელი საბჭოსა და რიგი სამართლებრივი დოკუმენტების დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზდენტის 1996 წლის 11 ივნისის №379 ბრძანებულებიდან „საქართველოს უმაღლესი სამედიცინო განათლების სრულყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“, საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსადმი 1997 წლის 27 ოქტომბრის №425/ო ბრძანებიდან (რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროში №220 012 003 115; 12.11.97 წ.) „უმაღლესი და საშუალო სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალისათვის სახელმწიფო სერტიფიკატისა და სახელმწიფო ლიცენზიის მინიჭების შესახებ“ და საქართველოს კანონიდან „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ გამომდინარე, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში მიმდინარე რეორიენტაციის პროცესში მოსახლეობის სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესებას, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს უმაღლესი და საშუალო სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალისათვის სახელმწიფო სერტიფიკატისა და სახელმწიფო ლიცენზიის მიმნიჭებელი საბჭოს შემადგენლობა (დანართი 1).
2. დამტკიცდეს უმაღლესი და საშუალო სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალისათვის სახელმწიფო სერტიფიკატისა და სახელმწიფო ლიცენზიის წარმოდგენილი ფორმები (დანართი 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9).
3. დამტკიცდეს ინსტრუქცია სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარებისა და ლიცენზიის მინიჭების შესახებ (დანართი 10).
4. დამტკიცდეს უმაღლესი და საშუალო სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალის სახელმწიფო რეესტრის ფორმა (დანართი 11).
5. დამტკიცდეს სამედიცინო საქმიანობის სამართალსუბიექტთა სახელმწიფო რეესტრის ფორმა (დანართი 12).
6. დამტკიცდეს უმაღლესი სამედიცინო პერსონალის სერტიფიცირების პირველი ეტაპის სასერტიფიკაციო ტესტ-კითხვარი მეანობა-გინეკოლოგიის სპეციალობით (მოიცავს 1959 ტესტ-კითხვას ‒ დანართი 13).
7. დამტკიცდეს უმაღლესი სამედიცინო პერსონალის სერტიფიცირების მეორე ეტაპის სასერტიფიკაციო კითხვარი მეანობა-გინეკოლოგიის სპეციალობით (მოიცავს 130 კითხვას ‒ დანართი 14).
8. დამტკიცდეს სასერტიფიკაციო საგამოცდო დარგობრივი კომისიის შემადგენლობა მეან-გინეკოლოგიის სპეციალობაში (დანართი 15).
9. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ „მედიცინაში“.
ა. ჯორბენაძე
დანართი 1
უმაღლესი და საშუალო სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალისათვის სახელმწიფო სერტიფიკატისა და სახელმწიფო ლიცენზიის მიმნიჭებელი საბჭო
1. ჯორბენაძე ავთანდილი
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი
2. ალადაშვილი ალექსანდრე
საქართველოს ზოგადი პრაქტიკის და ოჯახის ექიმთა ასოციაციის პრეზიდენტი
3. ამაღლობელი ნოდარი
საქართველოს პარლამენტის კულტურის, მეცნიერების განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
4. ბარათაშვილი ნანული
ჟურნალისტი გაზეთ ‒ „საქართველოს რესპუბლიკის“ განყოფილების გამგე
5. გაგოიძე ირაკლი
საერთო სამედიცინო ინსტიტუტების რექტორთა საბჭოთა თავმჯდომარე
6. გამყრელიძე ამირანი
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე
7. გელაშვილი კლარა
საქართველოს პროფილაქტიკური მედიცინისა და ადამიანის ეკოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენელი
8. გიგინეიშვილი მანანა
საქართველოს პარლამენტის წევრი
9. ერისთავი ლინა
საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის წარმომადგენელი
10. ვადაჭკორია ზურაბი
საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი
11. ვასაძე ოთარი
ჯანდაცვის მართვის ნაციონალური ცენტრის დირექტორი
12. თოფურია ზაზა
ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზირების დეპარტამენტის თავმჯდომარე
13. კაციტაძე გურამი
საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი
14. კვეზერელი-კოპაძე ავთანდილი
საქართველოს პედიატრთა საზოგადოების წარმომადგენელი
15. კილაძე მერაბი
საქართველოს ქირურგთა საზოგადოების წარმომადგენელი
16. კინტრაია პალიკო
საქართველოს მეან-გინეკოლოგთა საზოგადოების წარმომადგენელი
17. ლაჭყებიანი გოგა
საქართველოს ექიმთა ასოციაციის პრეზიდენტი
18. სააკაშვილი ნიკოლოზი
ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს კადრების, სამედიცინო პერსონალის მომზადების, დასაქმებისა და საორგანიზაციო მუშაობის დეპარტამენტის თავმჯდომარე
19. სახვაძე მარინა
საქართველოს ექთანთა ასოციაციის წარმომადგენელი
20. ღუდუშაური მარინა
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილე
21. ყალიჩავა ინდირა
საქართველოს მოქალაქეთა კავშირის თბილისის საქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენელი
22. ყიფშიძე ნოდარი
საქართველოს ინტერნისტთა საზოგადოების პრეზიდენტი
23. შოთაძე პეტრე
ექიმთა დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის პირველი პრორექტორი
24. ჩიხლაძე რამაზი
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზირების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე
25. ჭილაძე ალექსანდრე
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინიტროს სამედიცინო მეცნიერებისა და განათლების დეპარტამენტის უფროსი
26. ხეცურიანი რამაზი
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი
27. ჯინჯოლავა თენგიზი
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილე
დანართი 2
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო
სახელმწიფო ლიცენზია
სერია № ----
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად,
ქალბატონ / ბატონ ---------------------------------------------------------------------------
(სახელი, გვარი)
/უმაღლესი სამედიცინო განათლების დიპლომი ---------------------------------------- /
მიენიჭა ექიმის სახელმწიფო ლიცენზია და უფლება მიეცა საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა სახელმწიფო სერტიფიკატებით განსაზღვრულ სპეციალობაში
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის
მინისტრი ბ. ა.
თბილისი 199 წ. „---“ --------------
სახელმწიფო სერტიფიკაციის გარეშე ლიცენზიას ძალა არ აქვს
დანართი 3
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო
სახელმწიფო სერტიფიკატი
სერია № ---
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად,
ქალბატონმა / ბატონმა --------------------------------------------------------------------------
სახელი, გვარი
/უმაღლესი სამედიცინო განათლების დიპლომი ----------------------------------------- /
ჩააბარა უნიფიცირებული სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა
და მას მიენიჭა ____________________
____________________
____________________
____________________
სახელმწიფო სერტიფიკატი
სერტიფიკატი ძალაშია 200- წ. „---“ „----------“ -მდე
სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალისათვის
სახელმწიფო სერტიფიკატისა და სახელმწიფო ლიცენზიის
მიმნიჭებელი საბჭოს თავმჯდომარე
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზირების
დეპარტამენტის თავმჯდომარე
უნიფიცირებული საგნობრივი საგამოცდო კომისიის
თამჯდომარე
თბილისი 199 წ. „----“ ------------
დანართი 4
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო
სახელმწიფო ლიცენზია
სერია № ----
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად,
ქალბატონ / ბატონ --------------------------------------------------------------------
/ უმაღლესი ფარმაცევტული განათლების დიპლომი -------------------------- /
მიენიჭა უმაღლესი ფარმაცევტული განათლების სახელმწიფო
ლიცენზია და უფლება მიეცა საქართველოს ტერიტორიაზე
განახორციელოს დამოუკიდებელი ფარმაცევტული საქმიანობა
სახელმწიფო სერტიფიკატებით განსაზღვრულ სპეციალობაში
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის
მინისტრი ბ. ა.
თბილისი 199 წ. „----“ ------------
სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე ლიცენზიას ძალა არ აქვს
დანართი 5
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო
სახელმწიფო სერტიფიკატი
სერია № ----
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად,
ქალბატონმა / ბატონმა ----------------------------------------------------------------
სახელი, გვარი
/უმაღლესი ფარმაცევტული განათლების დიპლომი --------------------------- /
ჩააბარა უნიფიცირებული სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა
და მას მიენიჭა _____________
_____________
_____________
_____________
სახელმწიფო სერტიფიკატი
სერტიფიკატი ძალაშია 200- წ. „---“ „-------------“ -მდე
სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალისათვის
სახელმწიფო სერტიფიკატისა და სახელმწიფო ლიცენზიის
მიმნიჭებელი საბჭოს თავმჯდომარე
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზირების
დეპარტამენტის თავმჯდომარე
უნიფიცირებული საგნობრივი საგამოცდო კომისიის
თავმჯდომარე
თბილისი 199 წ. „----“ -------------
დანართი 6
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო
სახელმწიფო ლიცენზია
სერია № ----
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად,
ქალბატონ / ბატონ --------------------------------------------------------------------------
სახელი, გვარი
/საშუალო სამედიცინო განათლების დიპლომი -------------------------------------/
მიენიჭა სახელმწიფო ლიცენზია საშუალო სამედიცინო პერსონალის
საქმიანობაზე და უფლება მიეცა საქართველოს ტერიტორიაზე
განახორციელოს დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობა სახელმწიფო
სერტიფიკატებით განსაზღვრულ ფარგლებში
საქართველოს ჯანმრთელობის
მინისტრი
თბილისი 199 წ. „----“ ---------------
სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე ლიცენზიას ძალა არ აქვს
დანართის 7
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო
სახელმწიფო სერტიფიკატი
სერია № ----
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად,
ქალბატონმა / ბატონმა --------------------------------------------------------------------
სახელი, გვარი
/საშუალო სამედიცინო განათლების დიპლომი ------------------------------------ /
ჩააბარა უნიფიცირებული სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა და მას
მიენიჭა
___________________
___________________
___________________
___________________
სახელმწიფო სერტიფიკატი
სერტიფიკატი ძალაშია 200- წ. „---“ „------------“ -მდე
სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალისთვის
სახელმწიფო სერტიფიკატისა და სახელმწიფო ლიცენზიის
მიმნიჭებელი საბჭოს თავმჯდომარე
ბ. ა.
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზირების
დეპარტამენტის თავმჯდომარე
უნიფიცირებული საგნობრივი საგამოცდო კომისიის
თავმჯდომარე
თბილისი 199 წ. „----“ -------------
დანართი 8
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს
სახელმწიფო ლიცენზია
სერია № ----
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად,
ქალბატონ / ბატონ --------------------------------------------------------------------------
სახელი, გვარი
/საშუალო ფარმაცევტული განათლების დიპლომი ------------------------------------ /
მიენიჭა სახელმწიფო ლიცენზია საშუალო ფარმაცევტული პერსონალის
საქმიანობაზე და უფლება მიეცა საქართველოს ტერიტორიაზე
განახორციელოს დამოუკიდებელი ფარმაცევტული საქმიანობა,
სერტიფიკატით განსაზღვრულ ფარგლებში
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის
მინისტრი
თბილისი 199 წ. „----“ -----------------
სერტიფიკატის გარეშე ლიცენზიას ძალა არ აქვს
დანართი 9
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო
სახელმწიფო სერტიფიკატი
სერია № ----
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად,
ქალბატონმა / ბატონმა ------------------------------------------------------------------
სახელი, გვარი
/საშუალო ფარმაცევტულისახელმწიფო განათლების სიპლომი --------------------------------------------------------- /
ჩააბარა უნიფიცირებული სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა და მას მიენიჭა საშუალო ფარმაცევტული განათლების სპეციალისტის სერტიფიკატი
___________________
___________________
სერტიფიკატი ძალაშია 200- წ. „---“ „----------------“ -მდე
სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალისათვის
სახელმწიფო სერტიფიკატისა და სახელმწიფო ლიცენზიის
მიმნიჭებელი საბჭოს თავმჯდომარე
ბ. ა.
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზირების
დეპარტამენტის თავმჯდომარე
უნიფიცირებული საგნობრივი საგამოცდო კომისიის
თავმჯდომარე
თბილისი 199 წ. „----“ -----------------
დანართი 10
ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა
სახელმწიფო სასერტიფიკატო გამოცდების ჩატარების და სახელმწიფო ლიცენზიის გაცემის შესახებ
1. სასერტიფიკაციო გამოცდების ორგანიზაციას და მოსამზადებელ მუშაობას ახორციელებს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზირების დეპარტამენტი.
2. სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელმა დადგენილი ფორმის განცხადებას თან უნდა დაურთოს:
ა) განათლების დამადასტურებელი საბუთის (დიპლომის) ასლი;
ბ) ამონაწერი შრომის წიგნაკიდან (საჭიროების შემთხვევაში ‒ შეთავსებით მუშაობის დამადასტურებელი საბუთი);
გ) რეზიდენტურის, ორდინატურის, ასპირანტურის, დოქტორანტურის დამთავრების, სპეციალიზაციის, დახელოვნების და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების გავლის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) მეცნიერებათა კანდიდატის ან დოქტორის დიპლომის ასლი;
ე) საკვალიფიკაციო კატეგორიის დამადასტურებელი საბუთის ასლი;
ვ) საპატიო წოდების დამადასტურებელი საბუთის ასლი;
ზ) სასერტიფიკაციო გამოცდების ხარჯების დაფარვის დამადასტურებელი საბუთი.
3. სამედიცინო საქმიანობის ლიცენზირების დეპარტამენტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური იძლევა დეტალურ ინფორმაციას სერტიფიკატისა და ლიცენზიის მოპოვებასთან დაკავშირებული ყველა პროცედურის თაობაზე (სათანადო დებულება, ინსტრუქციები, წარმოსადგენ საბუთთა ნუსხა, სასერტიფიკაციო გამოცდების გრაფიკი, თავისებურებანი და ფორმა, საგამოცდო პროგრამა-საკითხები, საკონსულტაციო ჯგუფების მუშაობის გრაფიკი და ა. შ.).
4. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სერტიფიკატის მაძიებელმა სამედიცინო საქმიანობის ლიცენზირების დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს დადგენილი ფორმის განცხადება სათანადო თანხმლები საბუთებითურთ. პერსონალის სერტიფიკაცია-ლიცენზირების განყოფილებაში ამოწმებენ განცხადებისა და თანმხლები საბუთების შესაბამისობას დადგენილ მოთხოვნებთან და არეგისტრირებენ განცხადების შემოსვლის თარიღს, რის შემდეგაც სერტიფიკატის მაძიებელთან შეთანხმებით ინიშნება სასერტიფიკაციო გამოცდების ვადა.
5. გამოცდების დაწყებამდე 2-5 დღით ადრე თითოეულ სერტიფიკატის მაძიებელზე სამედიცინო საქმიანობის ლიცენზირების დეპარტამენტში გაიცემა საგამოცდო ფურცელი, რომელშიც აღინიშნება მაძიებლის სახელი, გვარი, პასპორტის ან მისი შემცვლელი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ნომერი, გამოცდების დრო.
6. სერტიფიკატის მაძიებელი გამოცდაზე უნდა გამოცხადდეს დადგენილ დროს და თან უნდა იქონიოს საგამოცდო ფურცელი, პასპორტი ან მისი შემცვლელი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და შავი ფერის ბურთულიანი კალმისტარი.
7. უნიფიცირებული სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა დებულების მიხედვით ეწყობა სამ ეტაპად.
განრიგით დანიშნულ გამოცდის რომელიმე ეტაპზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მაძიებელი გამოცდის მომდევნო ეტაპზე აღარ დაიშვება.
8. ა) მაძიებლის ავადმყოფობის შემთხვევაში განრიგით დანიშნული გამოცდის დღეს 15 საათამდე დეპარტამენტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურში წარმომადგენელი უნდა იყოს პირადი განცხადება და ავადმყოფობის დამადასტურებელი ცნობა;
ბ) გამოჯანმრთელების შემდეგ მაძიებელი მიმართავს დეპარტამენტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურს განცხადებით გამოცდის გადავადების თაობაზე, რასაც თან უნდა ერთვოდეს ცნობა გამოჯანმრთელების შესახებ;
გ) გამოცდის რომელიმე ეტაპის გადავადება დასაშვებია სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების იმავე ციკლის პერიოდში, მხოლოდ იმ თარიღამდე სანამ მიმდინარეობს აღნიშნული ეტაპის გამოცდა.
სასერტიფიკაციო გამოცდის მეორე ან მესამე ეტაპის გადავადება შემდგომ საგამოცდო ციკლზე დაუშვებელია.
9. გამოცდაზე შესვლისას, ბილეთის მიღებამდე (I და II ეტაპი) ან პასუხის დაწყებამდე გასაუბრების დროს (III ეტაპი), თუ მაძიებელი თავს ცუდად გრძნობს მას სურვილისამებრ შეუძლია გააგრძელოს ან გადაიტანოს გამოცდა წინამდებარე ინსტრუქციის 5. ბ. და 5. გ. პუნქტების შესაბამისად.
10. ბილეთის მიღების ან გასაუბრების დაწყების შემდეგ მაძიებელი გამოცდის გადავადების უფლებას ჰკარგავს.
11. უნიფიცირებული სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის I ეტაპზე მაძიებელი იღებს ტესტირებულ ბილეთს, რომელსაც უდგენს კომპიუტერი.
თითოეული ბილეთი შეიცავს 150 ტესტ-კითხვას, მასში აღნიშნულია მაძიებლის ვინაობა, სპეციალობა, თარიღი. ბილეთის გარდა მაძიებელი მაშინვე იღებს ფურცლებს „შავი“ სამუშაოსათვის.
12. სასერტიფიკაციო გამოცდის I ეტაპს ეთმობა 3 საათი. დროის აღრიცხვა იწყება ბილეთის მიღებიდან.
13. გამოცდის პირველი ეტაპის დამთავრების შემდეგ დამთავრების შემდეგ შევსებული ტესტ-ბილეთები ბარდება დარბაზის კურატორს. ტესტური გამოცდების პასუხების შეფასებისას მოწმდება თავად ტექსტში შემოხაზული პასუხები სპეციალური შიფროგრამის მეშვეობით, რისთვისაც შეიძლება გამოყენებული იყოს კომპიუტერი. ტექსტური გამოცდის შედეგების შეფასება ხორციელდება საგნობრივი საგამოცდო კომისიის თავმჯდომარის და წევრების მეთვალყურეობით. გასწორებული ტესტები შეიყვანება კომპიუტერში, დედანი ინახება სერტიფიკატისა და ლიცენზიის მიმნიჭებელი საბჭოს მასალებში.
14. დამაკმაყოფილებლად ითვლება ნაშრომი, რომელშიც 150 ტესტიდან სწორედ არის გაცემული პასუხი 113 კითხვაზე მაინც, ე. ი. ტესტების 75%-ზე მეტზე.
15. გამოცდის II ეტაპი ტარდება წერითი ფორმით. საგამოცდო ბილეთი, პროფესიული აზროვნების და კლინიკური პრობლემების გადაწყვეტის უნარის შემოწმების მიზნით, შეიცავს კლინიკური ხასიათის სიტუაციურ ამოცანა-საკითხებს. სასერტიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპს ეთმობა 1-2 საათი.
ბილეთთან ერთად მაძიებელი იღებს ფურცლებს „შავი“ სამუშაოსათვის.
16. გამოცდის I და II ეტაპების დამთავრების შემდეგ ნაშრომები ბარდება კურატორის და იგი ექვემდებარება შეფასების; ნაშრომის შეფასებისას გადახაზული ნაწილები მხედველობაში არ მიიღება. „შავი“ ნამუშევარი არ სწორდება და შეფასებისას მხედველობაში არ მიიღება.
17. გამოცდის I და II ეტაპის დროს დარბაზში იმყოფებიან მხოლოდ არასპეციალისტები, სამედიცინო საქმიანობის ლიცენზირების დეპარტამენტის წარმომადგენლები. მეტი საჯაროობის მიზნით დასაშვებია სპეციალურად მოწვეული საზოგადოებრიობისა და მასმედიის წარმომადგენელთა დასწრებაც.
18. გამოცდის II ეტაპის ნაშრომი სწორდება საგნობრივი კომისიის ორი წევრის მიერ.
მაძიებლის ნაშრომი ფასდება დამაკმაყოფილებლად, მაშინ როდესაც პასუხში გაშუქებულია და გაგებულია კლინიკური ამოცანის-საკითხის არსი, სწორედ არის განსაზღვრული კლინიკური გამოკვლევის და მკურნალობის ტაქტიკა, გამოყენებულია დიფერენციული დიაგნოსტიკის პრინციპები. ამავე დროს არ არის დაშვებული არცერთი არსებითი დიაგნოსტიკური ან სამკურნალო შეცდომა.
საშუალო სამედიცინო პერსონალის სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის ნაშრომი ფასდება დამაკმაყოფილებლად, მაშინ როდესაც პასუხში საკითხში ძირითადში გაშუქებულია საკმარისად, გამომჟღავნებულია თეორიული ცოდნა და სამედიცინო აზროვნების უნარი, ამასთანავე არ არის დაშვებული არც ერთი არსებითი შეცდომა.
არადამაკმაყოფილებელი შეფასების შემთხვევაში ნაშრომს სავალდებულოდ ეცნობა საგნობრივი საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე. იმ შემთხვევაში, თუ საგნობრივი საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე არ ეთანხმება გამსწორებელთა შეფასება მისი გადაწყვეტილება საბოლოოა.
19. სახელმწიფო სერტიფიკატისა და სახელმწიფო ლიცენზიის მიმნიჭებელი საბჭოს გადაწყვეტილებით სასერტიფიკაციო გამოცდის I და II ეტაპზე ნაშრომები შეიძლება დაიშიფროს.
სახელმწიფო სერტიფიკატისა და სახელმწიფო ლიცენზიის მიმნიჭებელი საბჭოს გადაწყვეტილებით გამოცდის I და II ეტაპზე გამსწორებელთა ანონიმურობის უზრუნველყოფის მიზნით საგნობრივი საგამოცდო კომისიის თითოეულ წევრს შეიძლება მიეცეს სპეციალური კოდი, რომლითაც დადასტურდება ყველა ნაშრომის შედეგი.
20. როგორც ტესტური, ისე წერითი გამოცდის შედეგები ცხადდება გამოცდის ჩაბარებიდან არა უგვიანეს 48 საათის განმავლობაში.
სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგების გამოცხადებისთანავე ნახევარი საათის განმავლობაში მაძიებელმა შეიძლება მიიღოს გასწორებული თავისი ნაშრომის ქსეროასლი.
21. მაძიებელს, რომელიც სასერტიფიკაციო გამოცდის Iდა II ეტაპზე მიიღებს დადებით შეფასებას, მიეცემა საგამოცდო ფურცელი, რაც მას გამოცდის შემდეგ ეტაპზე გასვლის უფლებას აძლევს. იმ პირს, რომელიც ვერ მიიღებს დადებით შეფასებას, საგამოცდო ფურცელი არ ეძლევა.
22. სასერტიფიკაციო გამოცდის III ეტაპი ტარდება საგნობრივი კომისიის წევრებთან გასაუბრების ფორმით. გასაუბრების პროცესში მაძიებელმა უნდა გამოავლინოს პროფესიული აზროვნებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი.
23. მაძიებლის პასუხი III ეტაპზე ფასდება დამაკმაყოფილებლად, თუ იგი იძლევა სრულყოფილ და უშეცდომო პასუხს დასმულ კითხვებზე, ამჟღავნებს სპეციალობაში ღრმა ცოდნას და პროფესიულ აზროვნების უნარს ან თუ იგი ძირითადში პასუხობს ყველა კითხვებს, მაგრამ უმნიშვნელო ხარვეზებით, უშვებს ერთ ან ორ არაარსებითი ხასიათის შეცდომას. თუ პასუხებში მაძიებელი ვერ ამჟღავნებს სამედიცინო აზროვნების ან პროფესიული გადაწყვეტილების მიღების უნარს მისი პასუხი ფასდება არადამაკმაყოფილებლად.
24. სასერტიფაკაციო გამოცდის ბოლო ეტაპის ჩაბარების შემდეგ მაძიებლის საგამოცდო ფურცელს იტოვებს საგნობრივი საგამოცდო კომისია.
25. გამოცდის მიმდინარეობის პროცესში დაუშვებელია ერთმანეთს შორის ლაპარაკი, ადგილიდან ადგომა, კონსპექტების, სახელმძღვანელოების და სხვა ლიტერატურის გამოყენება, „შავი“ ფურცლების და ბილეთის გადაწოდება.
აღნიშნული დარღვევებისათვის მაძიებელი იხსნება გამოცდიდან და მას უფორმდება არადამაკმაყოფილებელი შეფასება.
26. გამოცდის I და II ეტაპების შეფასების აპელაცია დასაშვებია მხოლოდ გამოცდის შედეგების გამოცხადების დღეს, გასწორებული ნაშრომის პირის მიღებიდან 3 საათის განმავლობაში, რისთვისაც მაძიებელი სათანადო განცხადებით მიმართავს საგნობრივი საგამოცდო კომისიის მიერ შექმნილ სააპელაციო კომისიას. ეს უკანასკნელი მაძიებელთან ერთად ხელახლა იხილავს ნაშრომს მთლიანად და აფასებს იმავე კრიტერიუმებით, რაც გათვალისწინებულია წინამდებარე ინსტრუქციით.
27. გამოცდის III ეტაპზე შეფასების აპელაცია დასაშვებია მხოლოდ საგამოცდო ოთახიდან გამოსვლამდე, ამისათვის მაძიებელმა უნდა მიმართოს სააპელაციო კომისიის თავმჯდომარეს. აპელაციის განხილვის დროს თავმჯდომარის მიერ მაძიებლის გამოკითხვა იწარმოებს იმავე საკითხების ფარგლებში, რომლებიც დასმული იყო საგნობრივი საგამოცდო კომისიის წევრების მიერ გასაუბრების დროს.
სააპელაციო კომისიის გადაწყვეტილება საბოლოოა და ხელმეორედ განხილვას აღარ ექვემდებარება.
28. სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგებს განიხილავს საგნობრივი საგამოცდო კომისია და მოახსენებს სახელმწიფო სერტიფიკატისა და სახელმწიფო ლიცენზიის მიმნიჭებელ საბჭოს, რომელიც ამტკიცებს მათ.
29. მაძიებლებს, რომელმაც წარმატებით ჩააბარეს სასერტიფიკაციო გამოცდები, ენიჭებათ სახელმწიფო სერტიფიკატი და უფლება ეძლევათ მიიღონ სახელმწიფო ლიცენზია დადგენილი წესით.
გადაწყვეტილებას სახელმწიფო სერტიფიკატის მინიჭების შესახებ იღებს სახელმწიფო სერტიფიკატისა და სახელმწიფო ლიცენზიის მიმნიჭებელი საბჭო თავის სხდომაზე.
30. დამოუკიდებელი სამედიცინო ან ფარმაცევტული საქმიანობის უფლების (ლიცენზიის) მისაღებად, მაძიებელმა სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს უმაღლეს და საშუალო სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალისათვის სახელმწიფო სერტიფიკატისა და სახელმწიფო ლიცენზიის მიმნიჭებელ საბჭოს.
განცხადებას თან უნდა დაერთოს:
30.1. უკანასკნელი 2-3 წლის პრაქტიკული მუშაობის ანგარიში დამოწმებული დაწესებულების ხელმძღვანელის ან შესაბამისი დარგის პროფესიული ასოციაციის ან სამედიცინო სტატისტიკის სამსახურის მიერ (ანგარიში სავალდებულოდ უნდა შეიცავდეს ცნობებს: შესრულებული სამუშაოების მოცემულობის თაობაზე, სპეციალისტის საქმიანობის ეფექტურობისა და შედეგიანობის შესახებ, სამედიცინო შეცდომების ანალიზის, პაციენტების მადლობების თაობაზე, პროფესიული კომპეტენტურობის ამაღლების შესახებ ‒ სპეციალიზაციისა და კვალიფიკაციის ამაღლების კურსების გავლა, სტაჟირება, სამეცნიერო და პრაქტიკულ კონფერენციებში მონაწილეობა, სამეცნიერო და სამეცნიერო-პრაქტიკული ხასიათის პუბლიკაციის შესახებ და ა. შ.);
30.2. წარდინება-რეკომენდაციები:
ან საქართველოში ლიცენზირებული ერთი ან რამდენიმე ან ფარმაცევტული დაწესებულების;
ან შესაბამისი დარგობრივი პროფესიული ასოციაციის;
ან საქართველოში ლიცენზირებული ორი ან მეტი შესაბამისი დარგის სპეციალისტებისაგან;
ან დახასიათება-რეკომენდაცია სასწავლო დაწესებულებებიდან (ახალკურსდამთავრებულებისათვის).
წარდგინება-რეკომენდაციაში ასახული უნდა იყოს ცნობები ‒ რეკომენდატორის შესახებ, ლიცენზიის მაძიებელთან რეკომენდატორის საქმიანი ურთიერთობების შესახებ, ამასთანავე რეკომენდაციაში დამახასიათებელი უნდა იყოს მაძიებლის
30.2.1. საქმიანი და პროფესიული თვისებები (პროფესიული ჩვევები, პასუხისმგებლობის გრძნობა და სხვა);
30.2.2. დეონტოლოგიური პრინციპების ცოდნა და პრაქტიკაში მათი გამოყენების უნარ-ჩვევები;
30.2.3. მედიცინის თანამდეროვე მიღწევების პრაქტიკულად გამოყენების უნარი;
30.2.4. მიერ ამა თუ იმ სპეციალობის ფლობის მოცულობა;
30.2.5. მიერ სრულყოფილად დაუფლებული მეთოდები და მეთოდიკები;
30.2.6. მიერ ათვისებული უნიკალური მეთოდები, ხერხები თუ ტექნოლოგიები;
30.2.7. პიროვნული თვისებები და ა. შ.
30.3 ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი საბუთი;
30.4 ფსიქიური ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი საბუთი;
30.5. სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;
31. სამედიცინო საქმიანობის ლიცენზირების დეპარტამენტი ამოწმებს ლიცენზიის მაძიებლის განცხადების და თანხმლები საბუთების შესაბამისობას დადგენილ მოთხოვნებთან, რის თაობაზეც აკეთებს სათანადო დასკვნას და გადასცემს განსახილველად სახელმწიფო სერტიფიკატისა და სახელმწიფო ლიცენზიის მიმნიჭებელ საბჭოს განსახილველად. მაძიებლის ინფორმირება მისი საკითხის განხილვის თაობაზე ხდება საბჭოს სხდომამდე 2-5 დღით ადრე.
32. ლიცენზიის მაძიებლის დასწრება სახელმწიფო სერტიფიკატისა და სახელმწიფო ლიცენზიის მიმნიჭებელი საბჭოს სხდომაზე მისი საკითხის განხილვისას სავალდებულოა. საბჭოს სხდომაზე მაძიებლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში მისი საკითხი არ იხილება და გადაიტანება ერთ-ერთ უახლოეს სხდომაზე, რის თაობაზეც მაძიებელი დამატებით იქნება ინფორმირებული დადგენილი წესით.
საბჭოს უფლება აქვს ერთ სხდომაზე განიხილოს მაძიებლისათვის სახელმწიფო სერტიფიკატის და სახელმწიფო ლიცენზიის მინიჭების საკითხი.
33. ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში გადახდილი სალიცენზიო მოსაკრებელი ლიცენზიის მაძიებლის უკან არ დაუბრუნდება.
34. სალიცენზიო რეესტრის მონაცემების ცვლილებას, აგრეთვე ლიცენზიის დუბლიკატის აღების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელის მიერ გადახდილი უნდა იქნას სალიცენზიო მოსაკრებელი.
35. სამედიცინო საქმიანობის ლიცენზირების დეპარტამენტს ლიცენზიის მონაცემები შეაქვს სალიცენზიო რეესტრში, რომელშიც ახდენს ლიცენზიის რეგისტრაციას ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანისთანავე.
36. სალიცენზიო რეესტრის მონაცემების ცვლილებების შემთხვევაში ლიცენზიატმა ერთი კვირის ვადაში სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზირების დეპარტამენტს, რათა ეს ცვლილებები დარეგისტრირდეს სალიცენზიო რეესტრში.
37. ლიცენზიის გაცემიდან ორი კვირის განმავლობაში, სამედიცინო საქმიანობის ლიცენზირების დეპარტამენტი აქვეყნებს ბეჭვდით ორგანოში სალიცენზიო რეესტრის მონაცემებს. ანალოგიურად ხდება სალიცენზიო რეესტრში შეტანილი ყველა ცვლილების გამოქვეყნება.
სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალის სერტიფიცირება-ლიცენზირების სახელმწიფო რეესტრი
სახელი ______________
გვარი ______________
______________
მისამართი___________
______________________ ტელ. ___________
ლიცენზიის
სერია _________ № ____________
დაბადების _______________
ადგილი _______________
თარიღი _______________
განათლების დამადასტურებელი დიპლომის სერია ___ № ______ სასწავლებლის დასახელება _________
ლიცენზირებადი საქმიანობა
______________________________________
______________________________________
პროფესია, სამუშაო ადგილი, თანამდებობა ___________________________
___________________________
მეცნიერებათა კანდიდატის ან დოქტორის დიპლომის სერია ________ № ________
სპეციალობის გრიფი __________________
ლიცენზიის გაცემის საფუძველი
სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალის სერტიფიცირება ‒ ლიცენზირების საბჭოს 199 ‒ წლის
<<____>> _________________ სხდომის
(ოქმი № _______ ) გადაწყვეტილება
სახელმწიფო სერტიფიკატის სახე-სპეციალობა
სახელმწიფო სერტიფიკატის სერია და №
სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემის თარიღი
სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადა
__________________
__________________
__________________
__________________
____ № _______
____ № _______
____ № _______
____ № _______
____ № _______
______________
______________
______________
______________
______________
______________
______________
______________
შენიშვნები
_______________________________________
_______________________________________
_______________________________________
სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემის საფუძველი _______________________
__________________________________
__________________________________
__________________________________
__________________________________
__________________________________
ლიცენზიის მოქმედება
შეჩერებულია _______________________
____________________________________
აღდგენილია ________________________
____________________________________
გაუქმებულია _______________________
____________________________________
ლიცენზიის
მფლობელის
ხელმოწერა ___________________
სალიცენზიო ორგანოს წარმომადგენლის ხელმოწერა ___________________
ლიცენზიის გაცემის
თარიღი ___________________
სამედიცინო საქმიანობის სამართალსუბიექტთა სახელმწიფო რეესტრი
დაწესებულების სახელწოდება
_____________________________
_____________________________
_____________________________
_____________________________
ლიცენზირებად
საქმიანობათა
კოდები
_______ ______
_______ ______
_______ ______
_______ ______
_______ ______
_______ ______
_______ ______
_______ ______
_______ ______
_______ ______
_______ ______
_______ ______
_______ ______
_______ ______
_______ ______
_______ ______
_______ ______
_______ ______
_______ ______
_______ ______
_______ ______
_______ ______
_______ ______
_______ ______
_______ ______
_______ ______
_______ ______
_______ ______
_______ ______
_______ ______
_______ ______
_______ ______
სალიცენზიო
ბარათების
№
_______ ______
_______ ______
_______ ______
_______ ______
_______ ______
_______ ______
_______ ______
_______ ______
_______ ______
_______ ______
_______ ______
_______ ______
_______ ______
_______ ______
_______ ______
_______ ______
_______ ______
_______ ______
_______ ______
_______ ______
_______ ______
_______ ______
_______ ______
_______ ______
_______ ______
_______ ______
_______ ______
_______ ______
_______ ______
_______ ______
_______ ______
_______ ______
ლიცენზიის
სერია ________ № ___________
ლიცენზიის მოქმედების ვადა
____________________________
____________________________
იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა
_____________________________
_____________________________
_____________________________
_____________________________
ლიცენზიის ასლის ან ასლების მონაცემები იხ. გვერდი
დაწესებულების მისამართი
_____________________________
_____________________________
_____________________________
_____________________________
ტელ. ________ინდექსი________
ლიცენზიის მოქმედება:
__________________________________
__________________________________
შეჩერებულია _____________
განახლებულია _____________
გაუქმებულია _____________
მარეგისტრირებელი ორგანოს
სახელწოდება
_____________________________
_____________________________
_____________________________
_____________________________
აკრედიტაციის
თარიღი _______ № _____________
ლიცენზიის გაცემის საფუძველი სამედიცინო საქმიანობის ლიცენზირების საბჭოს 199 ‒ წლის <<___>> ___________სხდომის
(ოქმი № _______) გადაწყვეტილება
შენიშვნები
____________________________
____________________________
____________________________
____________________________
წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი
ხელმოწერა ___________
სალიცენზიო ორგანოს წარმომადგენელი
ხელმოწერა ___________
ლიცენზიის გაცემის
თარიღი __________