📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ

მიღების თარიღი 28.02.2020
ძალის დაკარგვა 29.03.2021
გამომცემი ორგანო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.112.016422
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/03/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 559 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.02.2020 მიღება
29.03.2021 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (10)
1 ქ. ლანჩხუთი
2 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში
3 სახნავი (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე)
4 საკარმიდამო
5 სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში გამოყენებული ტყის მიწებისათვის
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
N ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
ა) სათიბი 20.00
ბ) საძოვარი 16.00
გ) სახნავი 73.00
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №6 2020 წლის 28 თებერვალი        ქ. ლანჩხუთი ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, საქართველოს კანონის „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“ მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, 202-ე, 204-ე, 205-ე, 206-ე მუხლებისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 შემოღებულ იქნეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 მარტის  №6 დადგენილება (ვებგვერდი,01/04/2019, სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.112.016403). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე.ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ტაბიძე დანართი ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები მუხლი 1🔗 საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართებით უნდა გაიზარდოს: ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ; ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ; გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ; დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – 3-ჯერ. მუხლი 2🔗 საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის, გარდა საგადასახადო კოდექსის 202–ე მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის ლიზინგით გაცემული დასაბეგრი ქონების საბალანსო ღირებულება არის ქონების გაცემის მომენტისათვის არსებული ღირებულება, ხოლო ყოველი მომდევნო წლისათვის ქონების ღირებულებად ითვლება აღნიშნული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულება, რომელიც ამ ქონებას ექნებოდა ლიზინგით არგაცემის შემთხვევაში. მუხლი 3🔗 ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთებია: ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,2 პროცენტი; ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1.0 პროცენტი. მუხლი 4🔗 განისაზღვროს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარებში: N მიწის კატეგორიები გადასახადის განაკვეთები ლარი/ჰა 1 სათიბი (ბუნებრივი და გაკულტურებული) 20.00 2 საძოვარი (ბუნებრივი და გაკულტურებული 16.00 3 სახნავი (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) 73.00 4 საკარმიდამო 73.00 5 სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში გამოყენებული ტყის მიწებისათვის ა) სათიბი 20.00 ბ) საძოვარი 16.00 გ) სახნავი                 73.00 მუხლი 5🔗 განისაზღვროს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის (შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე) გამოყოფილ მიწებზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი ერთ ჰექტარზე 3 ლარით. მუხლი 6🔗 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განისაზღვროს შემდეგი ოდენობით ლარებში: N ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი ტერიტორიული კოეფიციენტი საბაზისო განაკვეთი 1 მ​2-ზე (ლარებში) წლიური გადასახადის განაკვეთი 1 მ​2-ზე (3 X 4) 1 ქ. ლანჩხუთი 1,0 0,24 0,24 2 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში 0,9 0,24 0,216 მუხლი 7🔗 1. ქონების გადასახადისაგან გათავისუფლდეს:  ა) საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები, რომლის ფართობი არ აღემატება 600 კვადრატულ მეტრს; ბ) ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები, რომლის ფართობი არ აღემატება 24 კვადრატულ მეტრს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების გარდა, ქონების გადასახადისგან გათავისუფლებისას გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლი. 3. ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული ქონების სახეები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე და 206-ე მუხლებით.