⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (07.11.2025)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

„საქართველოს სოფლის მეურნეობის და სურსათის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - მელიორაციის ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 19.03.1998
ძალის დაკარგვა 07.11.2025
გამომცემი ორგანო სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო
ნომერი №2-139
სარეგისტრაციო კოდი 150.012.003.210
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 19/03/1998
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,081 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.03.1998 მიღება
07.11.2025 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს სოფლის მეურნეობის და სურსათის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - მელიორაციის ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნობისა და სურსათის მინისტრის ბრძანება № 2-139 1998 წლის 19 მარტი ქ. თბილისი საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – მელიორაციის ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ 1. დამტკიცდეს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – მელიორაციის ინსპექციის დებულება/დანართი №1/ და ხარჯთა ნუსხა /დანართი №2/. 2. იურიდიულ და პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველომ: /ი. ლომთათიძე/ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – მელიორაციის ინსპექციასთან ერთად უზრუნველყოფს: ა) კანონით დადგენილი წესით აღნიშნული ბრძანების იუსტიციის სამინისტროში სახელმწიფო რეგისტრაცია და სარეგისტრაციო კოდის მინიჭება; ბ) ინსპექციის სახელმწიფო კანცელარიის სპეციალურ რეესტრში გატარება, რეგისტრაციის კანონით დადგენილი წესით. 3. ადმინიტრაციულმა დეპარტამენტმა უზრუნველყოს აღნიშნული ბრძანებისა და დებულების პრესაში გამოქეყნება. 4. ძალადაკარგულად ჩაითვალოს სოფლის მეურნეობის და სურსათის სამინისტროს 1997 წლის 17 ივნისის № 2-164 და 1998 წლის 15 იანვრის № 2-19 ბრძანებებით დამტკიცებული სახელმწიფო სამელიორაციო ინსპექციის დებულება. 5. კონტროლი ამ ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს ბატონ ვლადიმერ გვარჯალაძეს. მინისტრი                      ბ. გულუა მომაზადებულია:  მელიორაციის ინსპექციის მიერ შეთანხმებულია:   ვ. გვარჯალაძე                              გ. დიდბერიძე                              გ. გორდეზიანი                              დ. ნაკანი                              თ. ლოლაძე                              ი. ლომთათიძე                              ზ. დევიძე                              თ. ზურაბაშვილი                              ჯ. ქუთათელაძე ეგზავნება: მეცნიერული უზრუნვლყოფის და ბუნებათ სარგებლობის დეპარტამენტს, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – მელიორაციის ინსპექციას, მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის დეპარტამენტს, იურიდიულ და პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველოს, ადმინისტრაციულ და საფინანსო დეპარტამენტებს. დამტკიცებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის და სურსათის სამინისტროს 1998 წლის № 2-139 ბრძანებით დებულება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – მელიორაციის ინსპექციის შესახებ მუხლი I ზოგადი დებულება 1. საქართველოს სოფლის მეურნეობის და სურსათის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – მელიორაციის ინსპექცია /შემდგომში ინსპექცია/ შექნილია „მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის დარგში განსახორციელებელი რეფორმის პირველი ეტაპის შესახებ“ საქართველოს პრეზიდეტის 1997 წლის 13 იანვრის №20 ბრძანებულების, საქართველოს სოფლის მეურნეობის და სურსათის სამინისტროს 1997 წლის 14 თებერვლის № 2-37 ბრძანებისა და საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის № 670 ბრძანებულების საფუძველზე. 2. ინსექცია მასზე დაკისრებული მოვალეობისათვის ანგარიშვალდებულია სამიისტროს წინაშე. 3. ინსპექციის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, მოსაშვილის ქ. № 11. 4. საქართველოს კანონების, ნორმატიული აქტების, ნორმების, სტანდარტების, ინსტრუქციების და მეთოდური მითითებების შესაბამისად ინსპექციის მიერ თავის კომპეტენციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები სავალდებულოა შესასრულებლად ქვეყნის ტერიტორიაზე მოღვაწე ყველა ფიზიკური და იურიდიული /მათ შორის უცხოელი/ პირისათვის, რომლებიც ეწევიან საქმიანობას მელიორაციის პროფილით, მიუხედავად მათი უწყებრივი დაქვემდებრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა /შემდგომში ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი/. 5. ინსპექციას აქვს დებულება, მრგვალი ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, დამოუკიდებელი ბალანსი, ხარჯთა ნუსხა და ანგარიშსწორების ანგარიში ხაზინაში. 6. ინსპექციის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი, ინსპექციის მიერ კანონდებლობით ან სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული და მიღებული არასაბიუჯეტო შემოსავლები შეიტანება საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში. 7. ინსპქციის ხარჯთა ნუსხას ამტკიცებს მინისტრი. მუხლი II ინსპექციის ამოცანები და ფუნქციები 8. ინსპექციის ამოცანები და ფუნქციებია: ა) მიწათმოსარგებლეთა ხელშეწყობა სახელმწიფო სახსრებით აშენებული სამელიორაციო სისტემების, მელიორირებული მიწებისა და სარწყავი წყლის ეფექტიანად გამოყენების საკითხებთან დაკავშირებით ნორმატიული აქტების, კანონების, მიღებული დირექტიული გადაწყვეტილებების, ინსტრუქციული და მეთოდური მითითებების, სტანდარტებისა და ნორმების მოთხოვნათა დაცვაზე კონტროლის დაწესება; ბ) სამელიორაციო ფონის რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 13 იანვრის № 20 ბრძანებულების საფუძველზე, წინადადებების მომზადება ინსტრუქციებში, ნორმებსა და ნორმატივებში სათანადო კორექტივების შესატანად; გ) სამელიორაციო მომსახურების კოოპერატივებზე მიწოდებული სარწყავი წყლის რაციონალურად გამოყენებისა და მცენარემდე მიწოდების უზრუნველმყოფი ღონისძიებების განხორციელების საკითხებზე წყალმიმწოდებლებსა და წყალმომხმარებლებზე მეთოდოლოგიური დახმარების გაწევა; დ) სარწყავი წყლის აღებისა და მიწოდების აღრიცხვის სიზუსტის, დანაკარგების გამომწვევი მიზეზების დადგენის, დაშრობილი მიწებიდან ჭარბი წყლების დროული ევაკუაციის უზრუნველმყოფი ღონისძიებების შესრულებისადმი კონტროლის დაწესება; ე) კონტროლის განხორციელება მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის საექსპლოატაციო ორგანიზაციებში, მელიორაციული სისტემების და მათზე არსებული ჰიდროტექნიკური ნაგებობების სარწყავი სეზონისათვის მზადყოფნაზე, მის შემდგომ სწორ ექსპლოატაციაზე და შესრულებული სამუშაოების ხარისხზე და გამოყოფილი სახსრების მიზნობრივ ხარჯვაზე, რათა უზრუნველყოფილ იქნას მელიორაციული მომსახურების კოოპერატივებზე და სხვა მიწათმოსარგებლეებზე გადაცემული შიგასამეურნეოსარწყავი ქსელი და მათზე ჩამოკიდებული ფართობები სარწყავი წყლით. ასევე დაშრობილი ფართობების, წყალსაცავების, სატუმბო სადგურების, გაწყლოვანების სისტემების, წყალდიდობის საწინააღმდეგო დროებითი ნაპირდამცავი სამუშაოების მიმდინარეობაზე და სწორ ექსპლოატაციაზე. ვერტიკალური დრენაჟის, არტეზიული და სუბარტეზიული ჭაბურღილების ექსპლოატაციაზე და მიღებული წყლის მიზანმიმართულ ხარჯვაზე; ვ) კონტროლის განსახორციელება წყალმოსარგებლე მეურნეობებში წყლის რესურსების სწორ და რაციონალურ გამოყენებაზე, რათა თავიდან იქნეს აცილებული ნიადაგების დაჭაობება და ეროზიული მოვლენები; ზ) მონაწილეობის მიღება წყალმიმწოდებელსა და წყალმომხმარებელს შორის წარმოშობილ უთანხმოებათა გამომწვევი მიზეზების განმხილველი კომისიის მუშაობაში. მუხლი III ინსპექციის მოვალეობანი 9. ინსპექციის უფლება-მოვალეობებს შეადგენს: ა) ადგილზე შეამოწმოს და დააწესოს კონტროლი სარწყავ, დამშრობ, გაწყლოვანების სისტემებზე და მათზე არსებული ნაგებობების სწორ ექსპლოატაციაზე; ბ) სარწყავი სეზონისათვის სამელიორაციო სისტემების მომზადებასა და საჭირო სამუშაოთა მიმდინარეობაზე; გ) გამოვლინებული დარღვევების და ნაკლოვანებების გამოსწორებისათვის მისცეს სათანადო მითითებები წყალმომხმარებლებსა და მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის დეპარამენტის შესაბამის ორგანიზაციებს; დ) სამელიორაციო საკითხებზე ნორმატიულ-სამართლებრივი აქტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ე) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ინსტრუქციების, ინსექტირების წესების და სხვა ნორმატიული აქტების შემუშავება, რომელთა შესრულება სამინისტროს მიერ დამტკიცების შემდეგ, სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, რომლებიც ეწევიან საქმიანობას მელიორაციის პროფილით. აუცილებლობის შემთხვევაში აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ორგანიზაციებთან ერთად ან მათთან შეთანხმებით შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება; ვ) წყლის, როგორც ბუნებრივი რესურსის გამოყენების ლიცენზირების საქმეში დაშვებული უზუსტობის დადგენა და გარემოს და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ორგანოებთან თანამშრომლობით მათ აღმოსაფხვრელად სათანადო ღონისძიებების გატარება; ზ) შემოწმების შედეგების მიხედვით გამოვლენილი დარღვევების შესახებ დაინტერესებული ორგანიზაციებისათვის მასალების გადაცემა; თ) საირიგაციო სისტემების დაზიანების, სარწყავ ფართობებამდე და მცენარემდე წყლის მიუწოდებლობის, სამელიორაციო მომსახურების კოოპერატივების და სხვა წყალმომხმარებელთა მიერ სარწყავი ფართობების რწყვისათვის მოუმზადებლობის, სარწყავი წყლის უყაირათოდ მოხმარებისას ნიადაგების დაჭაობებისა და ეროზიული მოვლენების თავიდან ასაცილებლად, ხელშეკრულების შესაბამისად წყალმომხმარებელთა წყლის საფასურის სისტემატური გადაუხდელობის შემთხვევაში გარკვეული ვადით სარწყავი წყლის მიწოდების შეწყვეტაზე გადაწყვტილების მიღება, რის თაობაზე იმავე დღესვე ეცნობოს სოფლის მეურნეობის და სურსათის სამინისტროს, რაიონის სოფლის მეურნეობის და სურსათის სამმართველოს და მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელობას; ი) მონაწილეობა მიიღოს დამთავრებული მშენებლობისა და რეკონსტრუირებული სამელიორაციო ობიექტების მიმღებ კომისიაში; კ) ინსპექციის პასუხისმგებელი პირები თავიანთი მოვალეობის შესრულებისას არიან სახელმწიფო აღამსრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და მათ სახელმწიფო იცავს. ინსპექციის პასუხისმგებელ პირთა კანონიერი მოთოვნების შესრულება სავალდებულოა მელიორირებული მიწების მქონე ყველა იურიდიული და ფიზიკური პირისათვის; ლ) ინსპექციის მუშაკებს მათზე დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებისა და დაუსაბუთებელი მითითებების გაცემისათვის, რომლებიც მატერიალურ ზარალს აყენებენ სამეურნეო საქმიანობის სუბიექტებს, ეკისებათ პასუხისმგებლობა კანონმდენლობის შესაბამისად. მუხლი IV საქმიანობის ორგანიზაცია და სტრუქტურა 10. ინსპექციას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს ინსპექციის კომპეტენციის ფარგლებში. მინდობილობის გარეშე მოქმედებს ინსპექციის სახელით. 11. ინსპექციის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი. 12. ინსპექციის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც სამინისტროსთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ინსპექციის უფროსი. 13. ინსპექციის უფროსი: ა) წარმოადგენს ინსპექციას სხვა ორგანოებსა და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში; ბ) წარმართავს ინსპექციის საქმიანობას; გ) წყვეტს ინსპექციის ამოცანებით, ფუნქციებით და უფლებამოსილებით განსაზღვრულ საკითხებს; დ) საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროსთან შეთანხმებით, შეაქვს ცვლილებები ინსპექციის სტრუქტურასა და საშტატო განრიგში; ე) განსაზღვრავს მოადგილისა და სხვა თანამდებობის პირების ფუნქციებსა და მათ პასუხისმგებლობას; ვ) ნიშნავს და ათავისუფლებს სამუშაოდან ინსპექციის თანამშრომლებს; ზ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წაახალისებს ან დისციპლინარულ ღონისძიებებს შეუფარდებს ინსპექციის თანამშრომლებს; თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს, განკარგულებებსა და მითითებებს, რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად ინსპექციის თანამშრომლებისათვის. 14. ინსპექციის უფროსს მისი არყოფნის დროს ცვლის მოადგილე. მუხლი V ინსპექციის ანგარიშგება და კონტროლი 15. ინსპექცია დადგენილ ვადაში წარუდგენს სამინისტროს ბალანსს და სათანადო ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ. მუხლი VI დასკვნითი დებულებები 16. ინსპექციის დებულებას ამტკიცებს მინისტრი. 17. ინსპექციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.