„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის №52-10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №54-34 |
|
2020 წლის 28 თებერვალი ქ. თბილისი |
1. პირველ მუხლს „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი :
„თ) გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების ქვეპროგრამის განხორციელების წესი (დანართი №8)“.
2. პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის განხორციელების წესის“ (დანართი №3) მე-9 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. მიმწოდებლისთვის დადგენილი დამატებითი პირობები
1. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მიმწოდებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) ჰქონდეს ქვეპროგრამით გათვალისწინებული ყველა მომსახურების განხორციელების სულ მცირე 1-წლიანი გამოცდილება;
ბ) ჰქონდეს 1 წლის განმავლობაში აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე სულ მცირე 20 ბავშვისათვის მომსახურება მიწოდებული უწყვეტად, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით, კერძოდ, ბავშვის/მოზარდის უნარების შეფასება/გადაფასება საერთაშორისო მეთოდოლოგიის გამოყენებით (ინსტრუმენტები: ABLLS,VB-MAPP, ყოველთვიურად წარმოებული შესაბამისი ჩანაწერებით, გრაფიკებითა და მიზნებით);
გ) აწარმოოს ამბულატორიული სამედიცინო დოკუმენტაცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
დ) ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების მულტიდისციპლინური გუნდის – ნევროლოგი, ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, სპეციალური პედაგოგი, ქცევითი თერაპევტი, მეტყველების თერაპევტი, მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი (საჭიროების შემთხვევაში, ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ასაკობრივ ჯგუფში) და სხვა ჩართულობით უზრუნველყოფის შესაძლებლობა;
ე) ჰყავდეს ქცევითი თერაპევტი (10 მოსარგებლეზე არანაკლებ 1 თერაპევტი. ამასთან, თუ ქცევითი თერაპევტი წარმოადგენს სხვადასხვა მიმწოდებლის მიერ დასაქმებულს, მას ჯამში ქვეპროგრამის ფარგლებში უნდა ჰყავდეს 10 მოსარგებლე), რომელიც არის ბავშვის ქცევითი აშლილობების მართვის უნარ-ჩვევების მქონე დიპლომირებული სპეციალისტი ფსიქოლოგიაში ან მომიჯნავე სპეციალობაში (სპეციალური პედაგოგი, პედაგოგი, ოკუპაციური თერაპევტი, ენისა და მეტყველების თერაპევტი, სოციალური მუშაკი) და გავლილი აქვს გამოყენებითი ქცევითი ანალიზის ბაზისური მომზადების საერთაშორისო ან/და ადგილობრივი კურსი, რაც დასტურდება სერტიფიკატით ან/და შესაბამისი დოკუმენტით და აქვს ქცევითი თერაპიის დამოუკიდებლად, ანაზღაურებით ჩატარების სულ მცირე 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
ვ) ჰყავდეს ყოველ 5 ქცევით თერაპევტზე ფსიქოლოგიის მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხის მქონე ერთი ქცევითი თერაპევტი (სუპერვაიზერი) ამასთან, თუ სუპერვაიზერი, წარმოადგენს სხვადასხვა მიმწოდებლის მიერ დასაქმებულს, ის ჯამში ქვეპროგრამის ფარგლებში ზედამხედველობას უნდა უწევდეს 5 ქცევით თერაპევტს და, შესაბამისად, არაუმეტეს 50 ბენეფიციარს უნდა მართავდეს. სუპერვაიზერი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
ვ.ა) ბავშვის/მოზარდის უნარების შეფასება/გადაფასება შესაბამისი საერთაშორისო მეთოდოლოგიის გამოყენებით (ინსტრუმენტები: A ABLLS,VB-MAPP და სხვა);
ვ.ბ) ინდივიდუალური თერაპიული პროგრამის შედგენა;
ვ.გ) აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებთან დამოუკიდებლად მუშაობის სულ მცირე 2 წლის გამოცდილება (რაც დასტურდება შრომითი ხელშეკრულებებით);
ვ.დ) სრულად გავლილი აქვს გამოყენებითი ქცევითი ანალიზის საერთაშორისო კურსი ან მომზადებულია საერთაშორისო ექსპერტების მიერ, რაც დასტურდება შესაბამისი სერტიფიკატით;
ზ) ჰყავდეს სულ მცირე ერთი ქცევითი თერაპევტი (სუპერვაიზერი), რომელსაც აქვს გამოყენებითი ქცევითი ანალიზის საერთაშორისო სერტიფიკატი (BCaBA,BCBA) და არ წარმოადგენს სხვა მიმწოდებლის მიერ დასაქმებულს. აღნიშნული ქვეპუნქტი არ ვრცელდება 2020 წლამდე მიმწოდებლად რეგისტრირებულ დაწესებულებებზე;
თ) ჰყავდეს დიპლომირებული სპეციალისტი ოკუპაციურ თერაპიაში ან მომიჯნავე სპეციალობაში (ფიზიოთერაპევტი, მეტყველების თერაპევტი, ფსიქოლოგი), რომელსაც გავლილი აქვს საერთაშორისო ან/და ადგილობრივი კურსი და აქვს ოკუპაციური/სენსორული თერაპიის დამოუკიდებლად ჩატარების სულ მცირე 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
ი) უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით (თითოეული მოსარგებლისათვის ერთიერთზე სერვისის განსახორციელებლად, მათ შორის, ოკუპაციური/სენსორული თერაპიის განსახორციელებლად);
კ) ჯგუფური სეანსის შემთხვევაში ჯგუფში მოსარგებლეების მინიმალური რაოდენობა უნდა იყოს 2 და მაქსიმალური 4, ხოლო ყოველი 2 მოსარგებლისათვის უნდა იყოს გათვალისწინებული 1 შესაბამისი სპეციალისტი.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3.მიმწოდებელი ვალდებულია ქვეპროგრამის განმახორციელებელს აცნობოს მულტიდისციპლინური გუნდიდან ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემადგენლობის ცვლილების თაობაზე.“.
|
2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დახმარებებზე, რომლებზედაც თანხები გამოიყოფა ქვეპროგრამიდან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში.
ა) დიაგნოსტირებულნი მაკდონალდის სადიაგნოზო კრიტერიუმების თანახმად, სადაც კურცკეს უნარშეზღუდულობის სკალით შეფასებული მდგომარეობა არის 0-დან 6 ქულის ჩათვლით;
ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის განცხადებით მიმართვამდე ბოლო 3 წლის განმავლობაში უწყვეტად და, ამავდროულად, ქვეპროგრამაში ჩართვის მომენტისათვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულნი, მათ შორის, ისეთი პირები, რომლებსაც ამ 3 წლის განმავლობაში შეუწყდათ და კვლავ განუახლდათ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაცია, თუ ამგვარი შეწყვეტის შედეგად პირი არ დარეგისტრირებულა სხვა მუნიციპალიტეტში;
გ) იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირები, რომლებსაც რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ – ქალაქი თბილისი.
2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი ტარიფების ფარგლებში მედიკამენტების „ოკრელიზუმაბი“ და „ფინგოლიმოდი“დაფინანსების უზრუნველყოფას.
2. ქვეპროგრამის დაფინანსება ხორციელდება ქვეპროგრამის ასიგნებების ფარგლებში.
3. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება მატერიალიზებული ვაუჩერის (შემდგომში – ვაუჩერი) მეშვეობით.
4. ქვეპროგრამის მოსარგებლეებისათვის მომსახურების მიმწოდებელია პირი (შემდგომში – მიმწოდებელი), რომელიც აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დამტკიცებულ სარეგისტრაციო განაცხადით ეთანხმება ვაუჩერის პირობებს, გამოთქვამს ქვეპროგრამის ფარგლებში მონაწილეობის სურვილს და წერილობით, დადგენილი წესით, დაუდასტურებს ქვეპროგრამის განმახორციელებელს ქვეპროგრამაში მონაწილეობის სურვილს.
5. ქვეპროგრამის ფარგლებში აღებული პასუხისმგებლობის ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ მიმწოდებელი ვალდებულია 2 თვით ადრე აცნობოს ქვეპროგრამის განმახორციელებელს.
6. პირის/ორგანიზაციის მიერ მე-9 მუხლით გათვალისწინებული დამატებითი პირობების დაკმაყოფილების შეფასება, წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემოწმება და მიმწოდებლად ცნობა ხორციელდება ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვაუჩერის მოქმედების ვადა განისაზღვრება ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ.
3. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს, მედიკამენტი უფინანსდებათ სრულად, თანაგადახდის გარეშე, ხოლო ყველა სხვა მოსარგებლეს მედიკამენტი უფინანსდება ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნტით დადგენილი ტარიფების გათვალისწინებით, მედიკამენტის ღირებულების ლიმიტის 80%-ის მოცულობით (თანაგადახდა შეადგენს 20%-ს).
4. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მედიკამენტები მოსარგებლეებს უფინანსდებათ შემდეგი სქემის მიხედვით: „ოკრელიზუმაბი“ – საწყისი დოზა 600 მგ შეყვანილi უნდა იქნეს ორ ინფუზიად: 300 მგ – პირველ დღეს, 300 მგ – ორი კვირის შემდეგ, შემდგომი ინფუზიები ყოველ 6 თვეში ერთხელ დოზით – 600 მგ; „ფინგოლიმოდი“ – 0,5 მგ ერთი აბი ერთხელ დღეში.
5. თუ ქვეპროგრამით მოსარგებლე, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირს მკურნალობის დასრულებამდე შეუმცირდა სარეიტინგო ქულა, მკურნალობა გრძელდება ცვლილების შესაბამისად.
ა) ქვეპროგრამით მოსარგებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (დაბადების მოწმობა/პასპორტი/იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ქსეროასლი;
ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (საინფორმაციო ბარათი);
გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გაცემული ცნობა (განცხადებით მომართვის თარიღამდე არაუმეტეს 2 თვით ადრე გაცემული ფორმა №IV-100/ა, რომელიც მოიცავს რადიოლოგის დასკვნას, მაკდონალდის სადიაგნოზო კრიტერიუმების თანახმად მკურნალი ექიმის მიერ დასმულ დიაგნოზს, სადაც კურცკეს უნარშეზღუდულობის სკალით შეფასებული მდგომარეობა არის 0-დან 6 ქულის ჩათვლით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში – თავზურგტვინის სითხის ანალიზის შედეგებს);
დ) ქვეპროგრამის განმახორციელებლისათვის განცხადებით მომართვის თარიღამდე არაუმეტეს 1 თვით ადრე გაცემული კონსილიუმის დასკვნა (რომელიც დამოწმებულია შესაბამისი პროფილის სხვადასხვა კლინიკის არანაკლებ 3 ლიცენზირებული ექიმის, მ. შ. ფორმა №IV-100/ა-ს გამცემი ექიმის ხელმოწერითა და ბეჭდით) პაციენტისათვის შესაბამისი მედიკამენტით მკურნალობის ჩატარების აუცილებლობისა და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მზაობის თაობაზე;
ე) კალკულაცია მიმწოდებელი ორგანიზაციიდან;
ვ) ყველა სხვა დოკუმენტი განმახორციელებლის მოთხოვნის შესაბამისად.
2. ყველა შემდგომი ვაუჩერის მისაღებად მოსარგებლემ ქვეპროგრამის განმახორციელებელს უნდა მიმართოს განცხადებით, რომელსაც თან უნდა ერთოდეს მოსარგებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გაცემული ცნობა (ფორმა №IV-100/ა, რომელიც მოიცავს ექიმის მიერ მაკდონალდის სადიაგნოზო კრიტერიუმების თანახმად, კურცკეს უნარშეზღუდულობის სკალით განმეორებით შეფასებას), კალკულაცია მიმწოდებელი ორგანიზაციიდან და მედიკამენტით მკურნალობის განმახორციელებელი ექიმის მიერ პირადი ხელმოწერითა და სამკურნალო დაწესებულების ბეჭდით დადასტურებული საბუთი.
3. ქვეპროგრამის მოსარგებლეზე ვაუჩერის გაცემა ხორციელდება წარმოდგენილი სქემის შესაბამისად.
4. ქვეპროგრამაში ჩართვის შემდგომ, მოსარგებლის 61 წლის ასაკის მიღწევის ან ექიმის მიერ კურცკეს უნარშეზღუდულობის სკალით მოსარგებლის განმეორებითი შეფასებისას 6,5 და მეტი ქულის მინიჭების შემთხვევაში, შესაბამისი პროფილის სხვადასხვა კლინიკის არანაკლებ 3 ლიცენზირებული ექიმისგან შემდგარი კონსილიუმი წყვეტს ქვეპროგრამის ფარგლებში მოსარგებლის სტატუსის გაგრძელების/შეწყვეტის საკითხს (სამედიცინო მდგომარეობის გათვალისწინებით, მედიკამენტის მიღების საჭიროებიდან გამომდინარე).
2. ანგარიშგებისას მიმწოდებლის მიერ წარდგენილი უნდა იყოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (ანგარიშფაქტურა), ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის შემთხვევათა რეესტრი, აგრეთვე განაღდებული ვაუჩერის ქსეროასლი.
3. შესრულებულ მომსახურებად ჩაითვლება მოსარგებლისათვის სრულად განაღდებული ვაუჩერის მოცულობა.
2. ქვეპროგრამის განმახორციელებელი ახორციელებს შესრულებული სამუშაოს ანგარიშის (საანგარიშგებო დოკუმენტაციის) ინსპექტირებას, რომლის დროსაც ხდება:
ა) მოსარგებლის იდენტიფიცირება;
ბ) ვაუჩერის ქსეროასლების შედარება შემთხვევათა რეესტრში წარმოდგენილ ინფორმაციასთან;
გ) ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტში (ანგარიშფაქტურაში) მითითებული თანხის შედარება შემთხვევათა რეესტრში ცალკეულ პირზე გაწეულ ხარჯის ჯამურ ოდენობასთან;
დ) წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება შემოწმების შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
3. წარმოდგენილ საანგარიშგებო დოკუმენტაციაში შეუსაბამობის აღმოჩენისას, ინსპექტირებაზე პასუხისმგებელმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნოს დოკუმენტები მიმწოდებლებს და მისცეს 5 სამუშაო დღე აღმოჩენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად და ხელახლა წარმოსადგენად.
4. სრულყოფილად წარმოდგენილ შესრულებული სამუშაოს ანგარიშზე (საანგარიშგებო დოკუმენტებზე) ფორმდება ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დამტკიცებული ფორმის პირველადი მიღება-ჩაბარების აქტი.
ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა;
ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას.
2. ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც:
ა) წარდგენილი შემთხვევის მონაცემები არ ემთხვევა შემოწმებისას დადგენილ ფაქტებს;
ბ) მოსარგებლის პირადი საიდენტიფიკაციო მონაცემები არ ემთხვევა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებს;
გ) თუ სრულად არ ჩატარებულა ქვეპროგრამის პირობებით გათვალისწინებული მომსახურება, გარდა მოსარგებლის მიერ პროგრამაზე უარის თქმის ან მისი გარდაცვალების შემთხვევისა.
3. შემთხვევების კლასიფიცირება (შემთხვევა ასანაზღაურებელია, არ ექვემდებარება ანაზღაურებას) მოხდება დოკუმენტების ინსპექტირების პროცესში. იმ შემთხვევებზე, რომლებიც ექვემდებარება ანაზღაურებას, მიმწოდებლებსა და ქვეპროგრამის განმახორციელებელს შორის ფორმდება ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დამტკიცებული ფორმის მეორადი მიღება-ჩაბარების აქტი, 2 ეგზემპლარად.
4. ქვეპროგრამის ფარგლებში მიმწოდებლების მიერ წარმოდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტები არქივდება საანგარიშგებო თვეების მიხედვით, ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ.
5. მიმწოდებლის მიერ ქვეპროგრამით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს ანგარიშგებისათვის საანგარიშგებო დოკუმენტაციის შემთხვევათა რეესტრს, მიმწოდებლის რეგისტრაციისათვის განაცხადის ფორმას, შეიმუშავებს და ამტკიცებს ქვეპროგრამის განმახორციელებელი.
6. ქვეპროგრამის განმახორციელებელს უფლება აქვს, ინსპექტირების განმახორციელებელი უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი შემოწმების აქტის საფუძველზე, მიმწოდებელს გაუუქმოს რეგისტრაცია და მიმწოდებლის სტატუსი.
ა) ფარმაცევტულ ბაზარზე მუშაობის სულ მცირე 5-წლიანი გამოცდილება;
ბ) იყოს ქალაქ თბილისში არანაკლებ 5 ფილიალის მქონე სააფთიაქო ქსელის მფლობელი;
გ) ქვეპროგრამის ფარგლებში, ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მედიკამენტების „ოკრელიზუმაბი“ (1 ფლაკონი) – არაუმეტეს 6000 ლარის, „ფინგოლიმოდი“(1 კოლოფი/28 კაფსულა) – არაუმეტეს 1846 ლარის ტარიფით მიწოდება;
დ) მედიკამენტის მარაგის უზრუნველყოფა, სულ მცირე სააფთიაქო ქსელის 5 ფილიალში;
ე) არანაკლებ 60%-იანი ვარგისიანობის ვადის მქონე მედიკამენტის მიწოდება პაციენტისათვის;
ვ) საჭიროების შემთხვევაში, მედიკამენტის ტრანსპორტირების მეთოდის – ე.წ. „ცივი ჯაჭვის პრინციპის“ სრულად უზრუნველყოფა (ტემპერატურული რეჟიმი: +2oC - +8oC ტემპერატურაზე).
2. მიმწოდებლად რეგისტრაციის მსურველმა პირმა რეგისტრაციისას უნდა წარმოადგენოს:
ა) ორგანიზაციის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) ფარმაცევტულ ბაზარზე მუშაობის შესაბამისი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) მედიკამენტის ეროვნული რეჟიმით სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
დ) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსებული მედიკამენტის წარმოშობის სერტიფიკატი (Certificate of Origin, COO);
ე) მედიკამენტის აქტიური სუბსტანციის მწარმოებელი საწარმოს ევროკავშირის ქვეყნის, ან EMA-ს და აშშ-ის სახელმწიფო მარეგულირებლის (FDA) მიერ გაცემული სერტიფიკატი;
3. ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ მიმწოდებლისათვის დადგენილი პირობების შეუსრულებლობის გამოვლენის შემთხვევაში, მიმწოდებელს ეკრძალება ქვეპროგრამაში ჩართვა, დადგენილი პირობების უხეში დარღვევის გამოვლენის შესახებ შესაბამისი დასკვნიდან 1 წლის განმავლობაში.