მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსების ან/და რეალიზაციის წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 28.02.2020
ძალაში შესვლა 01.05.2020
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №54-35
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.101.016708
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/03/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის დამტკიცების თაობაზე ტექნიკური რეგლამენტის – „სატრანსპორტო საშუალებებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე თუშეთის ადმინისტრაციული ერთეულის დასახლების - სოფელ დართლოს ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობათა სახეობების (რომელთა განთავსება/მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე იქნება შესაძლებელი) და პირობების განსაზღვრის შესახებ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვისა და II-IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების ან/და არქიტექტურული პროექტის შეთანხმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების/დასკვნის მომზადებისათვის საჭირო კრიტერიუმებისა და წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსების ან/და რეალიზაციის წესის დამტკიცების თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №54-35
2020 წლის 28 თებერვალი
ქ. თბილისი
მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსების ან/და რეალიზაციის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1524 მუხლის პირველი და მე-5 ნაწილების საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსების ან/და რეალიზაციის წესი.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილებით დამტკიცებული წესი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსებასა ან/და რეალიზაციაზე გავრცელდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 მაისიდან.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე
დანართი
მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსების ან/და რეალიზაციის წესი
მუხლი 1🔗
მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსების ან/და რეალიზაციის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსების და ასევე მათი რეალიზაციის წესს და პირობებს.
მუხლი 2🔗
1. მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსება ან/და რეალიზაცია დაუშვებელია „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით განსაზღვრულ შემდეგ ფუნქციურ ზონებში:
ა) საცხოვრებელი ზონები;
ბ) სპეციალური ზონა 2;
გ) სპეციალური ზონა 3;
დ) სატრანსპორტო ზონა 1;
ე) სარეკრეაციო ზონები;
ვ) ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა;
ზ) სასოფლო-სამეურნეო ზონა;
თ) სანიტარიული ზონა;
ი) სატყეო ზონა.
2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აკრძალული ტერიტორიებისა, მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსება ან/და რეალიზაცია დაუშვებელია ასევე „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით განსაზღვრულ შემდეგ შეზღუდვით ზონებში, ფენებში და კონტურებში:
ა) ურბანული განაშენიანების კონტური;
ბ) სასოფლო განაშენიანების კონტური;
გ) კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზოგადი ზონები:
გ.ა) ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონა;
გ.ბ) ისტორიული განაშენიანების რეგულირების ზონა;
გ.გ) ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონა;
დ) სანიტარიული დაცვის არეალები:
დ.ა) წყლის ობიექტების სანიტარიული არეალ(ებ)ი;
დ.ბ) სასაფლაოების სანიტარიული არეალ(ებ)ი;
დ.გ) ნაგავსაყრელის სანიტარიული არეალ(ებ)ი;
ე) საინჟინრო-ტექნიკური შეზღუდვები:
ე.ა) საინჟინრო გეგმარებითი შეზღუდვები;
ე.ბ) მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების გასხვისების არეალ(ებ)ი;
ე.გ) მაღალი წნევის მილსადენის განსხვისების არეალ(ებ)ი;
ვ) გარემოს დაცვითი ზონა 3 (გდზ -3);
ზ) მდინარეთა შეტბორვის არეალი;
თ) გეოდინამიკური საფრთხის არეალ(ებ)ი;
ი) თბილისის საერთაშორისო აეროპორტის დაბრკოლებების შემზღუდველი ზედაპირებით შემოფარგლული აეროდრომის რაიონი;
კ) განსაკუთრებული რეგულირების სარეკრეაციო ზონა.
მუხლი 3🔗
1. ამტვერებადი მასალის განთავსება ან/და რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ შენობა – ნაგებობაში, რომელიც ქმნის გადახურულ სივრცეს, შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით და გრუნტი დაფარულია ისეთი მყარი მასალით, რომელიც გამორიცხავს ამტვერებადი მასალის ნიადაგში მოხვედრას.
2. განთავსების ან/და რეალიზაციისთვის განკუთვნილი შენობა ნაგებობის იზოლაცია უნდა მოხდეს იმგვარად, რომ გამორიცხული იყოს ამტვერებადი მასალისგან წარმოქმნილი მტვერის ატმოსფერულ ჰაერში მოხვედრა.
3. ამტვერებადი მასალის განთავსების ან/და სარეალიზაციო ადგილზე განთავსება ან/და დატვირთვა უნდა მოხდეს შენობა – ნაგებობის დახურულ სივრცეში ისე, რომ გამორიცხული იყოს განთავსების ან/და დატვირთვის დროს ამტვერებადი მასალიდან წარმოქმნილი მტვერის ნიადაგში მოხვედრა და ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევა.
მუხლი 4🔗
1. ადვილად აალებადი და ფეთქებადი ნივთიერებების განთავსება ან/და რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შენობაში ან ნაგებობაში, რომელიც აკმაყოფილებს „ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებით განსაზღვრულ დიდი საფრთხის შემცველი ჯგუფისთვის დადგენილ პირობებსა და მოთხოვნებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადვილად აალებადი და ფეთქებადი ნივთიერებები გულისხმობს „ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებით განსაზღვრულ ადვილად აალებად და ფეთქებად ნივთიერებებს.
მუხლი 5🔗
მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების განთავსება ან/და რეალიზაცია დასაშვებია:
ა) იმ შენობაში ან ნაგებობაში რომელიც ქმნის გადახურულ სივრცეს, შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით და გრუნტი დაფარულია ისეთი მყარი მასალით, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული მასალის ან მისგან გამოჟონილი ნივთიერების ნიადაგში მოხვედრას;
ბ) იმ ტერიტორიაზე, რომელიც შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით და გრუნტი დაფარულია ისეთი მყარი მასალით, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული მასალის ან მისგან გამოჟონილი ნივთიერების ნიადაგში მოხვედრას;