შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და შვეიცარიის ფედერალურ საბჭოს შორის საერთაშორისო სამგზავრო და სატვირთო საავტომობილო გადაზიდვების შესახებ
მიღების თარიღი 05.07.2001
ძალაში შესვლა 09.07.2003
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №39/2
სარეგისტრაციო კოდი 480140000.03.030.016601
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/03/2020
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს მთავრობის სახელით | შვეიცარიის ფედერალური საბჭოს სახელით |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს მთავრობასა და სლოვენიის რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ შეთანხმება შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის
მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო
ტრანსპორტირების შესახებ შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და შვეიცარიის ფედერალურ საბჭოს შორის საერთაშორისო სამგზავრო და სატვირთო საავტომობილო გადაზიდვების შესახებ
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და შვეიცარიის ფედერალურ საბჭოს შორის საერთაშორისო სამგზავრო და სატვირთო საავტომობილო გადაზიდვების შესახებ
საქართველოს მთავრობა (საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება) და შვეიცარიის ფედერალური საბჭო, შემდგომში ხელშემკვრელ მხარეებად წოდებულნი, სურთ რა ხელი შეუწყონ ტვირთებისა და მგზავრების საავტომობილო გადაზიდვებს თავიანთ ორ ქვეყანას შორის, და ასევე ტრანზიტს მათი ქვეყნების ტერიტორიების გავლით, შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
სფერო
წინამდებარე ხელშეკრულების დებულებები მოიცავს მგზავრებისა და ტვირთების გადაზიდვებს, რომლის დროსაც გადაზიდვის მარშრუტის საწყისი ან დანიშნულების პუნქტი განლაგებულია ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, იმ სატრანსპორტო საშუალებებით, რომლებიც რეგისტრირებულია მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე.
მუხლი 2🔗
განსაზღვრებები
1. ტერმინი „გადამზიდავი” ნიშნავს საქართველოსა ან შვეიცარიაში მცხოვრებ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც შესაბამისი ქვეყნის მოქმედი კანონმდებლობით უფლებამოსილია განახორციელოს მგზავრებისა ან ტვირთების საავტომობილო გადაზიდვები.
2. ტერმინი „სატრანსპორტო საშუალება” ნიშნავს საგზაო სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც მექანიკურად გადაადგილდება, და შესაბამის შემთხვევებში, მის მისაბმელს ან ნახევრად-მისაბმელს, რომელიც დანიშნულია
ა) ცხრაზე მეტი მგზავრის გადასაყვანად, მძღოლის ჩათვლით ან
ბ) ტვირთის გადასაზიდად.
3. ტერმინი „ნებართვა” ნიშნავს ნებისმიერ ლიცენზიას, კონცესიას ან ნებართვას, რომელიც მოეთხოვება თითოეული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობით.
4. ტერმინი „კაბოტაჟი” ნიშნავს ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე სატრანსპორტო ოპერაციების წარმოებას, ჩატვირთვისა და გადმოტვირთვის პუნქტების ამ ტერიტორიაზე განლაგებით, გადამზიდავის მიერ, რომელიც დაფუძნებულია მეორე ხელშემკვრელი 5. ტერმინი “ტრანზიტი” ნიშნავს ტვირთების გადაზიდვას (ჩატვირთვისა და გადმოტვირთვის გარეშე) და მგზავრების გადაყვანას (ჩასხდომისა ან გადმოსხდომის გარეშე) ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე დაფუძნებული გადამზიდავის მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიის გავლით მესამე ქვეყნისკენ ან მესამე ქვეყნიდან.
6. ტერმინი „მაქოსებური მომსახურება” ნიშნავს ისეთ მომსახურებას, რომლის დროსაც განმეორებადი ორივე მიმართულების რეისების საშუალებით წინასწარ შედგენილი მგზავრთა ჯგუფები გადაადგილდება გამგზავრების ადგილიდან დანიშნულების ადგილისკენ. მგზავრთა თითოეული ჯგუფი, რომელმაც შეასრულა დანიშნულების პუნქტისაკენ მიმართული რეისი, უნდა დაბრუნდეს უკან გამგზავრების პუნქტში მომდევენო რეისით.
მუხლი 3🔗
სამგზავრო გადაზიდვები
1. ნებართვისაგან განთავისუფლებულია შემდეგი სახის არარეგულარული სამგზავრო გადაზიდვები:
ა) ერთი და იგივე პირების გადაყვანა ერთი და იგივე სატრანსპორტო საშუალებით მთელი მგზავრობის განმავლობაში, რომლის დროსაც საწყისი და დანიშნულების პუნქტები მდებარეობს ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რომელზეც რეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება, და როდესაც მოცემული ქვეყნის ტერიტორიის გარეთ მგზავრობის განმავლობაში ან გაჩერებისას არ ხდება სატრანსპორტო საშუალებაზე მგზავრებისა აყვანა ან ჩამოსმა (მგზავრობა დახურული კარით), ან
ბ) ადამიანთა ჯგუფის გადაყვანა იმ ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარე პუნქტიდან, რომელზეც რეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება, მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მდებარე პუნქტამდე, იმ პირობით, რომ სატრანსპორტო საშუალება დატოვებს ამ უკანასკნელი მხარის ტერიტორიას მგზავრების გარეშე, ან
გ) ადამიანთა ჯგუფის გადაყვანა მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მდებარე პუნქტიდან იმ ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარე პუნქტამდე, რომელზეც რეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება, იმ პირობით, რომ ამ მომსახურებას წინ უძღვის დანიშნულების ადგილისკენ მიმართული რეისი მგზავრების გარეშე გარბენით, და რომ მგზავრების
- ჯგუფი შედგენილია სატრანსპორტო კონტრაქტის საფუძველზე მის ჩასვლამდე იმ ქვეყნებში, სადაც ხდება ჩასხდომა სატრანსპორტო საშუალებაში, ან
- ჯგუფი წინასწარ ჩამოყვანილი იქნა იმავე გადამზიდავის მიერ, პირობებით, რომლებიც მოხსენიებულია ამ მუხლის ბ) ქვემუხლში, იმ ქვეყანაში – სადაც ხდება მათი ხელახალი ჩასხდომა სატრანსპორტო საშუალებაში და გადაყვანა ამ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ან
- მიწვეული იქნენ სამოგზაუროდ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე და სამგზავრო ხარჯებს ფარავს მასპინძელი მხარე. მგზავრები უნდა შეადგენდნენ ერთგვაროვან ჯგუფს, რომელიც ჩამოყალიბებულია არა მხოლოდ მგზავრობის მიზნით.
დ) სატრანზიტო რეისები მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიის გავლით.
2. სამგზავრო გადაზიდვები, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ პირობებს, თავისუფლდებიან განებართვიანების მოთხოვნისგან:
-მაქოსებური მომსახურება დაბინავების თანხლებით, მიმართული მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიისაკენ ან მასზე ტრანზიტით; და
- იმ სატრანსპორტო საშუალებების დაუტვირთავი გარბენები, რომლებიც გამოყენებულია მაქოსებური მომსახურებისათვის.
3. ამ მუხლის პარაგრაფ 1-ით და პარაგრაფ 2-ით განსაზღვრული მომსახურებები ხორციელდება საკონტროლო საბუთების თანხლებით.
4. მომსახურებები, რომლებიც არაა განსაზღვრული ამ მუხლის პარაგრაფი 1-ით და პარაგრაფი 2-ით, ექვემდებარება სავალდებულო განებრთვიანებას ხელშემკვრელი მხარეების სახელმწიფო კანონმდებლობების და წესების შესაბამისად. ნებართვების გაცემა ხდება ნაცვალგების საფუძველზე.
მუხლი 4🔗
სატვირთო გადაზიდვები
1. ხელშემკვრელი მხარის გადამზიდავი, რომელიც ექვემდებარება განებართვიანებას, უფლებამოსილია დროებით აწარმოოს დატვირთული ან დაუტვირთავი სატრანსპორტო საშუალების იმპორტი მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე სატრანსპორტო ოპერაციების განხორციელების მიზნით:
ა) ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე განლაგებულ ნებისმიერ პუნქტსა და მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე განლაგებულ ნებისმიერ პუნქტს შორის, ან
ბ) როცა სატრანსპორტო ოპერაცია იწყება მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე და მიმართულია მესამე ქვეყნისაკენ, ან როცა მიმართულია მესამე ქვეყნის ტერიტორიიდან მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიის გავლით.
გ) ხორციელდება ტრანზიტად მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიის გავლით.
2. გამონაკლისები განებართვიანების რეჟიმიდან განსაზღვრულია წინამდებარე ხელშეკრულების თანდართული ოქმით, რომელიც მიღებულია ქვემორე მე-9 მუხლის თანახმად.
მუხლი 5🔗
სახელმწიფო კანონმდებლობის გამოყენება
ყველა იმ შემთხვევაში, რომლებიც არ რეგულირდება ამ ხელშეკრულებით, ხელშემკვრელი მხარის გადამზიდავები და მძღოლები, რომლებიც მოძრაობენ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ვალდებულნი არიან დაიცვან ამ სახელმწიფოს საკანონმდებლო დებულებები და წესები, რომლებიც ამ უკანასკნელის მიერ გამოყენებული იქნება მათ მიმართ არა-დისკრიმინაციული სახით.
მუხლი 6🔗
კაბოტაჟის აკრძალვა
კაბოტაჟი აკრძალულია. მე-10 მუხლით განსაზღვრულ ერთობლივ კომიტეტს შეუძლია შემოიღოს გამონაკლისები ამ წესიდან.
მუხლი 7🔗
დარღვევები
1. ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტურმა ორგანოებმა ზედამხედველობა უნდა გაუწიონ წინამდებარე ხელშეკრულების დებულებების დაცვას გადამზიდავების მიერ.
2. ხელშემკვრელი მხარის ხელისუფლებამ, სადაც რეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება, იმ შემთხვევაში, როცა ამ სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები ან გადამზიდავები მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ყოფნისას არღვევენ წინამდებარე ხელშეკრულების წესებს და ზემოხსენებულ ტერიტორიაზე მოქმედ საგზაო მოძრაობისა და გადაზიდვების წესებსა და კანონმდებლობას, ამ უკანასკნელი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოების მხრიდან მოთხოვნისას უნდა მიიღოს შემდეგი ზომები:
ა) გაფრთხილება
ბ) დროებით, ნაწილობრივ ან სრულებით შეწყვიტოს ნებართვის მოქმედება გადაზიდვების განხორციელებაზე იმ ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, სადაც ჩადენილი იქნა დარღვევა.
3. კომპეტენტურმა ორგანომ უნდა აცნობოს მეორე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს მიღებული ზომების შესახებ.
4. თითოეული ხელშემკვრელი მხარე უნდა დაემორჩილოს სასჯელს, რომელიც შეიძლება დადებული იქნეს მეორე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოებისა ან სასამართლოს მიერ მის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულისათვის სახელმწიფო კანონმდებლობისა ან წესების შესაბამისად.
მუხლი 8🔗
კომპეტენტური ორგანოები
ხელშემკვრელმა მხარეებმა უნდა აცნობონ ერთმანეთს წინამდებარე ხელშეკრულების განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანოების შესახებ. ეს ორგანოები უშუალოდ ამყარებენ ურთიერთობას ერთმანეთთან.
მუხლი 9🔗
განხორციელება და გამოყენება
ოქმი წინამდებარე ხელშეკრულების განხორციელების გზებისა და საშუალებების შესახებ იდება ამ ხელშეკრულებასთან ერთდროულად და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
მუხლი 10🔗
ერთობლივი კომიტეტი
1. ხელშემკვრელმა მხარეებმა უნდა შექმნან ერთობლივი კომიტეტი, რომელიც მოაწესრიგებს წინამდებარე ხელშეკრულების განხორციელებასა და გამოყენებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს.
2. ერთობლივი კომიტეტი უფლებამოსილია შეცვალოს ან შეავსოს ოქმი, რომელიც მოხსენიებულია მუხლ 9-ში
3. ერთობლივი კომიტეტი იკრიბება ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნით. შეხვედრა ტარდება თითოეული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მონაცვლეობით.
მუხლი 11🔗
დებულებათა გავრცელება ლიხტენშტეინის სამეფოზე
ლიხტენშტეინის სამეფოს ოფიციალური თხოვნის თანახმად, წინამდებარე შეთანხმება სამეფოზე იმ ვადით ვრცელდება, როგორითაც ეს უკანასკნელი დაკავშირებულია შვეიცარიის კონფედერაციასთან საბაჟო კავშირის ხელშეკრულებით.
მუხლი 12🔗
ძალაში შესვლა და მოქმედების ვადა
1. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მას შემდეგ, რაც გაიცვლება დიპლომატიური ნოტები ყველა შესაბამისი სახელმწიფოებრივი პროცედურის შესრულების შესახებ. ხელშეკრულება ძალაში შევა უკანასკნელი შეტყობინების მიღების დღიდან.
2. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაშია განუსაზღვრელი პერიოდით; იგი შეიძლება დენონსირებული იქნეს ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ კალენდარული წლის ბოლოსთვის, არა ნაკლებ ექვსი თვით ადრე გაუქმების შესახებ წერილობითი შეტყობინების საფუძველზე.
რის დასტურადაც, თავიანთი მთავრობების მიერ შესაბამისად უფლებამოსილმა ქვემორე ხელისმომწერებმა მოაწერეს ხელი წინამდებარე ხელშეკრულებას.
შესრულებულია 5.07.2001 ორ პირად ქართულ და ფრანგულ ენებზე, ორივე ტექსტი თანაბრად აუთენტურია.
საქართველოს მთავრობის
სახელით
შვეიცარიის ფედერალური
საბჭოს სახელით
საქართველოს მთავრობასა და შვეიცარიის ფედერალურ
საბჭოს შორის საერთაშორისო სამგზავრო და სატვირთო
საავტომობილო გადაზიდვების შესახებ
შეთანხმების თანდართული ოქმი
წინამდებარე შეთანხმების მუხლი 9🔗-ის შესაბამისად, ხელშემკვრელი მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე;
სამგზავრო გადაზიდვები (მუხლი 3🔗)
გადაზიდვები, რომლებიც შეესაბამება მე-3 მუხლის პარაგრაფ 1-ით და პარაგრაფ 2-ით განსაზღვრულ პირობებს, უნდა განხორციელდეს სატრანსპორტო ზედდებულისა და მგზავრთა სიის თანხლებით.
განაცხადი ნებართვაზე სხვა სახის სამგზავრო გადაზიდვებისთვის, რომლებიც არ აკმაყოფილებენ მე-3 მუხლის, პარაგრაფი 1-ით და პარაგრაფი 2-ით განსაზღვრულ პირობებს (მაგალითად, რეგულარული ხაზები), უნდა წარედგინოს კომპეტენტურ ორგანოებს სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ქვეყანაში, რომელიც გადასცემს განაცხადს მეორე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოებს.
განაცხადის წარდგენისას გადამზიდავებმა კომპეტენტურ ორგანოებს უნდა აცნობონ განრიგი, ტარიფები, მარშრუტი და ყველა სხვა სახის ინფორმაცია, რომელიც მოთხოვილი იქნება ამ უკანასკნელის მიერ. ნებართვების გაცემის პროცედურა და ყველა სხვა სახის მასთან დაკავშირებული საკითხები უნდა მოწესრიგდეს ერთობლივად ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე ხელშემკვრელი მხარეების მკომპეტენტური ორგანოების მიერ.
კომპეტენტური ორგანო, რომელმაც გასცა ნებართვა, ატყობინებს ამის თაობაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს გაცემული საბუთის ასლის მისთვის გადაგზავნის გზით.
ნებართვა უნდა ინახებოდეს სატრანსპორტო საშუალებაზე და უნდა წარედგინოს მაკონტროლებელ ორგანოებს მოთხოვნისთანავე. რეგულარული მომსახურების შემთხვევაში, გაცემული ნებართვების რაოდენობა უნდა ემთხვეოდეს სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობას, რომლებიც აწარმოებენ გადაზიდვებს ამ მარშრუტზე.
ცარიელი სატრანსპორტო საშუალებით ტრანზიტის შემთხვევაში გადამზიდავმა უნდა დაასაბუთოს, რომ ის ცარიელი სატრანსპორტო საშუალებით კვეთს მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიას.
დასაბუთების საფუძველზე, დაზიანებული ან მწყობრიდან გამოსული ავტობუსის შესანაცვლებლად გაგზავნილი სატრანსპორტო საშუალება თავისუფლდება განებართვიანების მოთხოვნისგან, რასაც ექვემდებარება დაუტვირთავი სატრანსპორტო საშუალებების შესვლა.
სატვირთო გადაზიდვები (მუხლი 4🔗)
როცა მარშრუტი ხორციელდება შეწყვილებული სატრანსპორტო საშუალებების კომბინაციით, რომლის შემდგენელი ნაწილები სხვადასხვა ეროვნული კუთვნილებისაა, წინამდებარე ხელშეკრულების წესები გამოიყენება მთელი კომბინაციის მიმართ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი საწევარი რეგისტრირებულია ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის სახლმწიფოში.
გადაზიდვების შემდეგი კატეგორიები არ საჭიროებს ნებართვას, რომელიც განსაზღვრულია წინამდებარე ხელშეკრულების მუხლი 4🔗, პარაგრაფი 2-ის შესაბამისად:
1) ტვირთის არარეგულარული გადაზიდვა აეროპორტებისკენ ან აეროპორტებიდან, როცა მომსახურება გადამისამართებულია
2) ბარგის გადატანა იმ სატრანსპორტო საშუალებების მისბმელებით, რომლებიც დანიშნულია მგზავრების გადასაყვანად, ისევე როგორც ბარგის გადაზიდვა ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალებებით აეროპორტიდან ან აეროპორტისკენ
3) საფოსტო გადაზიდვები
4) დაზიანებული სატრანსპორტო საშუალებების გადაზიდვა
5) ფუტკრებისა და ლიფსიტების გადაზიდვა
6) სამგლოვიარო გადაზიდვები
7) საოკეანო გემებისათვის სათადარიგო ნაწილებისა და მარაგების გადაზიდვა
8) განსაკუთრებული გაბარიტებისა და წონის ტვირთების გადაზიდვები, თუკი გადამზიდავს მიღებული აქვს სპეციალური ნებართვები საგზაო გადაზიდვების სახელმწიფო კანონმდებლობის შესაბამისად
9) ძვირფასი ტვირთის (მაგალითად, ძვირფასი ლითონები) გადაზიდვა, რომელიც განხორციელდება სპეციალური სატრანსპორტო საშუალებებით პოლიციისა ან სხვა უსაფრთხოების ძალების თანხლებით
10) სამედიცინო მარაგებისა და მოწყობილობების გადაზიდვა განსაკუთრებული შემთხვევებისათვის, კერძოდ ბუნებრივი კატასტროფებისა და ჰუმანიტარული საჭიროებებიდან გამომდინარე.
11) ტვირთების გადაზიდვა სატრანსპორტო საშუალებებით, რომელთა მთლიანი ნებადართული დატვირთული წონა, მისაბმელების ჩათვლით, არ აჭარბებს 6 ტონას, ან როცა ნებადართული ჩატვირთული ტვირთი, მისაბმელების ჩათვლით, არ აჭარბებს 3,5 ტონას
12) სატვირთო სატრანსპორტო საშუალების დაუტვირთავი გარბენი, რომელიც გაგზავნილია დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების შესაცვლელად, და ასევე, დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების უკუგარბენი შეკეთების შემდეგ.
13) ხელოვნების ნიმუშთა და საგანთა გადაზიდვა გამოყენებისთვის, ბაზრობებისა ან არა-კომერციული მიზნებისათვის.
14) საგნებისა და მასალების, გადაზიდვა, რომლებიც განკუთვნილია ინფორმაციისათვის
15) ცხოველების, აქსესუარების და ქონების გადაზიდვა თეატრალური, მუსიკალური, ფილმების, სპორტული და საცირკო წარმოდგენისათვის, და ასევე, განკუთვნილი რადიო ჩანაწერების, ტელე და კინო წარმოებისათვის.
3. სახელმწიფო კანონმდებლობის გამოყენება (მუხლი 5🔗)
ხელშემკვრელი მხარეები აცნობიერებენ, რომ წინამდებარე ხელშეკრულების მუხლი 5🔗 ეხება, კერძოდ, კანონმდებლობას საგზაო გადაზიდვებისა და საავტომობილო მოძრაობის, სატრანსპორტო საშუალებების წონებისა და გაბარიტების, სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟების მუშაობისა და დასვენების ხანგრძლივობის, მანქანის მართვის დროის შესახებ, და კანონმდებლობის საგზაო გადასახადებით დაბეგვრის შესახებ.
4. კომპეტენტური ორგანოები (მუხლი 8🔗)
წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებაზე პასუხისმგებელ ორგანოებს წარმოადგენენ:
საქართველოს მხრიდან:
ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო
სახმელეთო ტრანსპორტის ადმინისტრაცია
GEO- თბილისი, 380060
შვეიცარიის მხრიდან:
გარემოს დაცვის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და კომუნიკაციების ფედერალური დეპარტამენტი
ტრანსპორტის ფედერალური სამსახური
CH – 3003, ბერნი
5. სატრანსპორტო საშუალებების წონები და გაბარიტები
სატრანსპორტო საშუალებების წონებსა და გაბარიტებთან დაკავშირებით, თითოეული ხელშემკვრელი მხარე თანახმაა არ დაუქვემდებაროს მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალება უფრო მკაცრ ამკრძალავ პირობებს, ვიდრე მისსავე სახელმწიფოში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალება.
ძალაშია შემდეგი პროცედურები:
შვეიცარიისათვის:
გადამზიდავისათვის, რომელიც მიმართულია საზღვრის ახლო მდებარე შვეიცარიულ ზონაში, რომელიც დადგენილია გარემოს დაცვის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ, სპეციალური ნებართვის გაცემის უფლებამოსილება ეკუთვნის შესაბამის საბაჟო სამსახურს.
იმ შემთხვევაში, როცა დანიშნულების ადგილი ამ ზონის მიღმა მდებარეობს, უფლებამოსილება ეკუთვნის გზების ფედერალურ სამსახურს, CH-3003 ბერნი, რომელიც გასცემს სპეციალურ ნებართვებს მხოლოდ ტვირთისთვის, რომლის დანაწილებაც არ შეიძლება, და ამასთან, საგზაო პირობები იძლევა ამგვარი ტვირთის გადაზიდვის საშუალებას.
გარანტირებული წონა, რომელიც დადგენილია მწარმოებლის მიერ, არ უნდა იქნეს გადაჭარბებული არც ერთ შემთხვევაში.
საბაჟო პროცედურები
დროებით იმპორტირებული სატრანსპორტო საშუალებების ნორმალური ზომის ავზებში მოთავსებული საწვავი და ბენზინი ქვეყანაში შესვლისას თავისუფლდება საბაჟო მოსაკრებლებისაგან.
ქვეყნის ტერიტორიაზე დროებით იმპორტირებული მოცემული სატრანსპორტო საშუალების შესაკეთებლად განკუთვნილი სათადარიგო ნაწილების იმპორტი ნებადართულია დროებითი დაუბეგრავი დაშვების საფუძველზე და იმპორტის აკრძალვისა ან შეზღუდვის გარეშე. შენაცვლებული ნაწილები ექვემდებარება საბაჟო ბეგარას, ან რეექსპორტირებას, ან განადგურებას საბაჟო ორგანოების კონტროლის ქვეშ.
შესრულებულია
5.07.2001 ორ პირად ქართულ და ფრანგულ ენებზე, ორივე ტექსტი თანაბრად აუთენტურია.
საქართველოს მთავრობის
სახელით
შვეიცარიის ფედერალური
საბჭოს სახელით