შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და შვეიცარიის ფედერალურ საბჭოს შორის საერთაშორისო სამგზავრო და სატვირთო საავტომობილო გადაზიდვების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (12 მუხლი)
|
საქართველოს მთავრობის სახელით |
შვეიცარიის ფედერალური საბჭოს სახელით |
საქართველოს მთავრობასა და შვეიცარიის ფედერალურ
საბჭოს შორის საერთაშორისო სამგზავრო და სატვირთო
საავტომობილო გადაზიდვების შესახებ
შეთანხმების თანდართული ოქმი
წინამდებარე შეთანხმების მუხლი 9-ის შესაბამისად, ხელშემკვრელი მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე;
გადაზიდვები, რომლებიც შეესაბამება მე-3 მუხლის პარაგრაფ 1-ით და პარაგრაფ 2-ით განსაზღვრულ პირობებს, უნდა განხორციელდეს სატრანსპორტო ზედდებულისა და მგზავრთა სიის თანხლებით.
განაცხადი ნებართვაზე სხვა სახის სამგზავრო გადაზიდვებისთვის, რომლებიც არ აკმაყოფილებენ მე-3 მუხლის, პარაგრაფი 1-ით და პარაგრაფი 2-ით განსაზღვრულ პირობებს (მაგალითად, რეგულარული ხაზები), უნდა წარედგინოს კომპეტენტურ ორგანოებს სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ქვეყანაში, რომელიც გადასცემს განაცხადს მეორე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოებს.
განაცხადის წარდგენისას გადამზიდავებმა კომპეტენტურ ორგანოებს უნდა აცნობონ განრიგი, ტარიფები, მარშრუტი და ყველა სხვა სახის ინფორმაცია, რომელიც მოთხოვილი იქნება ამ უკანასკნელის მიერ. ნებართვების გაცემის პროცედურა და ყველა სხვა სახის მასთან დაკავშირებული საკითხები უნდა მოწესრიგდეს ერთობლივად ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე ხელშემკვრელი მხარეების მკომპეტენტური ორგანოების მიერ.
კომპეტენტური ორგანო, რომელმაც გასცა ნებართვა, ატყობინებს ამის თაობაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს გაცემული საბუთის ასლის მისთვის გადაგზავნის გზით.
ნებართვა უნდა ინახებოდეს სატრანსპორტო საშუალებაზე და უნდა წარედგინოს მაკონტროლებელ ორგანოებს მოთხოვნისთანავე. რეგულარული მომსახურების შემთხვევაში, გაცემული ნებართვების რაოდენობა უნდა ემთხვეოდეს სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობას, რომლებიც აწარმოებენ გადაზიდვებს ამ მარშრუტზე.
ცარიელი სატრანსპორტო საშუალებით ტრანზიტის შემთხვევაში გადამზიდავმა უნდა დაასაბუთოს, რომ ის ცარიელი სატრანსპორტო საშუალებით კვეთს მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიას.
დასაბუთების საფუძველზე, დაზიანებული ან მწყობრიდან გამოსული ავტობუსის შესანაცვლებლად გაგზავნილი სატრანსპორტო საშუალება თავისუფლდება განებართვიანების მოთხოვნისგან, რასაც ექვემდებარება დაუტვირთავი სატრანსპორტო საშუალებების შესვლა.
როცა მარშრუტი ხორციელდება შეწყვილებული სატრანსპორტო საშუალებების კომბინაციით, რომლის შემდგენელი ნაწილები სხვადასხვა ეროვნული კუთვნილებისაა, წინამდებარე ხელშეკრულების წესები გამოიყენება მთელი კომბინაციის მიმართ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი საწევარი რეგისტრირებულია ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის სახლმწიფოში.
გადაზიდვების შემდეგი კატეგორიები არ საჭიროებს ნებართვას, რომელიც განსაზღვრულია წინამდებარე ხელშეკრულების მუხლი 4, პარაგრაფი 2-ის შესაბამისად:
1) ტვირთის არარეგულარული გადაზიდვა აეროპორტებისკენ ან აეროპორტებიდან, როცა მომსახურება გადამისამართებულია
2) ბარგის გადატანა იმ სატრანსპორტო საშუალებების მისბმელებით, რომლებიც დანიშნულია მგზავრების გადასაყვანად, ისევე როგორც ბარგის გადაზიდვა ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალებებით აეროპორტიდან ან აეროპორტისკენ
3) საფოსტო გადაზიდვები
4) დაზიანებული სატრანსპორტო საშუალებების გადაზიდვა
5) ფუტკრებისა და ლიფსიტების გადაზიდვა
6) სამგლოვიარო გადაზიდვები
7) საოკეანო გემებისათვის სათადარიგო ნაწილებისა და მარაგების გადაზიდვა
8) განსაკუთრებული გაბარიტებისა და წონის ტვირთების გადაზიდვები, თუკი გადამზიდავს მიღებული აქვს სპეციალური ნებართვები საგზაო გადაზიდვების სახელმწიფო კანონმდებლობის შესაბამისად
9) ძვირფასი ტვირთის (მაგალითად, ძვირფასი ლითონები) გადაზიდვა, რომელიც განხორციელდება სპეციალური სატრანსპორტო საშუალებებით პოლიციისა ან სხვა უსაფრთხოების ძალების თანხლებით
10) სამედიცინო მარაგებისა და მოწყობილობების გადაზიდვა განსაკუთრებული შემთხვევებისათვის, კერძოდ ბუნებრივი კატასტროფებისა და ჰუმანიტარული საჭიროებებიდან გამომდინარე.
11) ტვირთების გადაზიდვა სატრანსპორტო საშუალებებით, რომელთა მთლიანი ნებადართული დატვირთული წონა, მისაბმელების ჩათვლით, არ აჭარბებს 6 ტონას, ან როცა ნებადართული ჩატვირთული ტვირთი, მისაბმელების ჩათვლით, არ აჭარბებს 3,5 ტონას
12) სატვირთო სატრანსპორტო საშუალების დაუტვირთავი გარბენი, რომელიც გაგზავნილია დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების შესაცვლელად, და ასევე, დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების უკუგარბენი შეკეთების შემდეგ.
13) ხელოვნების ნიმუშთა და საგანთა გადაზიდვა გამოყენებისთვის, ბაზრობებისა ან არა-კომერციული მიზნებისათვის.
14) საგნებისა და მასალების, გადაზიდვა, რომლებიც განკუთვნილია ინფორმაციისათვის
15) ცხოველების, აქსესუარების და ქონების გადაზიდვა თეატრალური, მუსიკალური, ფილმების, სპორტული და საცირკო წარმოდგენისათვის, და ასევე, განკუთვნილი რადიო ჩანაწერების, ტელე და კინო წარმოებისათვის.
3. სახელმწიფო კანონმდებლობის გამოყენება (მუხლი 5)
ხელშემკვრელი მხარეები აცნობიერებენ, რომ წინამდებარე ხელშეკრულების მუხლი 5 ეხება, კერძოდ, კანონმდებლობას საგზაო გადაზიდვებისა და საავტომობილო მოძრაობის, სატრანსპორტო საშუალებების წონებისა და გაბარიტების, სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟების მუშაობისა და დასვენების ხანგრძლივობის, მანქანის მართვის დროის შესახებ, და კანონმდებლობის საგზაო გადასახადებით დაბეგვრის შესახებ.
4. კომპეტენტური ორგანოები (მუხლი 8)
წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებაზე პასუხისმგებელ ორგანოებს წარმოადგენენ:
საქართველოს მხრიდან:
ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო
სახმელეთო ტრანსპორტის ადმინისტრაცია
GEO- თბილისი, 380060
შვეიცარიის მხრიდან:
გარემოს დაცვის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და კომუნიკაციების ფედერალური დეპარტამენტი
ტრანსპორტის ფედერალური სამსახური
CH – 3003, ბერნი
5. სატრანსპორტო საშუალებების წონები და გაბარიტები
სატრანსპორტო საშუალებების წონებსა და გაბარიტებთან დაკავშირებით, თითოეული ხელშემკვრელი მხარე თანახმაა არ დაუქვემდებაროს მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალება უფრო მკაცრ ამკრძალავ პირობებს, ვიდრე მისსავე სახელმწიფოში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალება.
ძალაშია შემდეგი პროცედურები:
შვეიცარიისათვის:
გადამზიდავისათვის, რომელიც მიმართულია საზღვრის ახლო მდებარე შვეიცარიულ ზონაში, რომელიც დადგენილია გარემოს დაცვის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ, სპეციალური ნებართვის გაცემის უფლებამოსილება ეკუთვნის შესაბამის საბაჟო სამსახურს.
იმ შემთხვევაში, როცა დანიშნულების ადგილი ამ ზონის მიღმა მდებარეობს, უფლებამოსილება ეკუთვნის გზების ფედერალურ სამსახურს, CH-3003 ბერნი, რომელიც გასცემს სპეციალურ ნებართვებს მხოლოდ ტვირთისთვის, რომლის დანაწილებაც არ შეიძლება, და ამასთან, საგზაო პირობები იძლევა ამგვარი ტვირთის გადაზიდვის საშუალებას.
გარანტირებული წონა, რომელიც დადგენილია მწარმოებლის მიერ, არ უნდა იქნეს გადაჭარბებული არც ერთ შემთხვევაში.
საბაჟო პროცედურები
დროებით იმპორტირებული სატრანსპორტო საშუალებების ნორმალური ზომის ავზებში მოთავსებული საწვავი და ბენზინი ქვეყანაში შესვლისას თავისუფლდება საბაჟო მოსაკრებლებისაგან.
ქვეყნის ტერიტორიაზე დროებით იმპორტირებული მოცემული სატრანსპორტო საშუალების შესაკეთებლად განკუთვნილი სათადარიგო ნაწილების იმპორტი ნებადართულია დროებითი დაუბეგრავი დაშვების საფუძველზე და იმპორტის აკრძალვისა ან შეზღუდვის გარეშე. შენაცვლებული ნაწილები ექვემდებარება საბაჟო ბეგარას, ან რეექსპორტირებას, ან განადგურებას საბაჟო ორგანოების კონტროლის ქვეშ.
შესრულებულია 5.07.2001 ორ პირად ქართულ და ფრანგულ ენებზე, ორივე ტექსტი თანაბრად აუთენტურია.
|
საქართველოს მთავრობის სახელით |
შვეიცარიის ფედერალური საბჭოს სახელით |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და შვეიცარიის ფედერალურ საბჭოს შორის საერთაშორისო სამგზავრო და სატვირთო საავტომობილო გადაზიდვების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და შვეიცარიის ფედერალურ საბჭოს შორის საერთაშორისო სამგზავრო და სატვირთო საავტომობილო გადაზიდვების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.07.2001.
- როდის იქნა მიღებული „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და შვეიცარიის ფედერალურ საბჭოს შორის საერთაშორისო სამგზავრო და სატვირთო საავტომობილო გადაზიდვების შესახებ“?
- „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და შვეიცარიის ფედერალურ საბჭოს შორის საერთაშორისო სამგზავრო და სატვირთო საავტომობილო გადაზიდვების შესახებ“ მიღებულია 05.07.2001. მიმღები ორგანო — საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №39/2. სარეგისტრაციო კოდი — 480140000.03.030.016601.
- რამდენი მუხლისგან შედგება „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და შვეიცარიის ფედერალურ საბჭოს შორის საერთაშორისო სამგზავრო და სატვირთო საავტომობილო გადაზიდვების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 12 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და შვეიცარიის ფედერალურ საბჭოს შორის საერთაშორისო სამგზავრო და სატვირთო საავტომობილო გადაზიდვების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.07.2001 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და შვეიცარიის ფედერალურ საბჭოს შორის საერთაშორისო სამგზავრო და სატვირთო საავტომობილო გადაზიდვების შესახებ“, №39/2, 05.07.2001, სარეგისტრაციო კოდი 480140000.03.030.016601 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.07.2001). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4809695/