„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№27
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 14, 05/02/2010

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №27

2010 წლის 2 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით (სსმ III, 2005 წელი, №134, მუხლი 1479) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ნ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს ორგანიზაციული და ადმინისტრაციული საქმიანობის უზრუნველყოფა, რაც მოიცავს სამინისტროს ხელმძღვანელ პირთა საკონტროლო დავალებების შესრულების კონტროლს, საქმისწარმოების ფუნქციების განხორციელებას, სამინისტროში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის კონტროლის უზრუნველყოფას; სამინისტროს სისტემის ფინანსური უზრუნველყოფა; სამინისტროს ბიუჯეტის დაგეგმვა და ფორმირება; საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით, დამტკიცებული გეგმის ფარგლებში, საზღვარგარეთის ქვეყნებში არსებული საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების დაფინანსება და საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად გამოყენების კონტროლის პროცედურების უზრუნველყოფა; სამინისტროში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების წარმოება; „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სამინისტროს სისტემის საჭიროებისათვის საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოთა შესყიდვის დაგეგმვა, განხორციელება და კონტროლი; სამინისტროს სისტემის ფინანსური წესრიგის უზრუნველსაყოფად სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და დასამტკიცებლად წარდგენა; სამინისტროს სისტემის სამუშაო პირობების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, სამინისტროს უძრავი და მოძრავი ქონების აღრიცხვა და კონტროლი; დაპროექტების, მშენებლობის, მიმდინარე კაპიტალური შეკეთებისა და რეკონსტრუქციის სამუშაოთა ორგანიზება და მათი ტექნიკური ზედამხედველობა; სამინისტროს ერთიანი საინფორმაციო-კომპიუტერულ მონაცემთა ბაზის შექმნა; ინფორმაციის დაცვის თანამედროვე პროგრამული და ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა; სამინისტროს ლოკალური კომპიუტერული ქსელის მომსახურება;“.

 2. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

 3. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ს) იურიდიულ საკითხთა და პარლამენტთან ურთიერთობის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს სისტემის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად დიპლომატიური სამსახურის მომწესრიგებელი კანონპროექტებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება; საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობის კოორდინაცია, სამინისტროს საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების ხელშეწყობა, შესაბამისი რწმუნებულების საფუძველზე სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში;“.

 4. მე-7 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ“ ქვეპუნქტი:

 „ტ) მინისტრის სამდივნო, რომლის ძირითადი ამოცანაა მინისტრის ყოველდღიური საქმიანობის ხელშეწყობა, მინისტრის სამუშაო გრაფიკის შედგენაში მონაწილეობა და შესრულების ორგანიზაციული უზრუნველყოფა, მიღებული ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავება, კლასიფიცირება და მინისტრისათვის მოხსენება, მინისტრის დავალებების აღრიცხვა და მათი შესრულების კონტროლი, სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მუშაობის კოორდინირება.“.

    მუხლი 2.

დადგენილება ძალაშია 2010 წლის 5 თებერვლიდან.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური