„სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების კოორდინატორთა საბჭოსა და კოორდინატორების შესახებ“

მიღების თარიღი 17.03.1998
გამომცემი ორგანო ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო
ნომერი №105/ო
სარეგისტრაციო კოდი 220.012.003.218
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 17/03/1998
matsne.gov.ge 1,328 სიტყვა · ~7 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

„სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების კოორდინატორთა საბჭოსა და კოორდინატორების შესახებ“ საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ბრძანება №105/ო 1998 წლის 17 მარტი ქ. თბილისი სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების კოორდინატორთა საბჭოსა და კოორდინატორების შესახებ საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ და საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 დეკემბრის №723 ბრძანებულებიდან „ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მართვის სრულყოფის შესახებ” გამომდინარე, საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო ვალდებულებებით განსაზღვრული სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების განხორციელებისა და რეალიზაციის ღონისძიებათა სრულყოფის, სამეცნიერო ანალიზის, მართვის პროცესების გაუმჯობესების, მოსახლეობის სამედიცინო დახმარების ოპტიმიზაციისა და სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების კოორდინატორთა მუშაობის კონტროლის მიზნით, ვბრძანებ 1.0 შეიქმნას „სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების კოორდინატორთა საბჭო” სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების კოორდინაციის, სამეცნიერო ანალიზის, კონტროლის, მოსახლეობის სამედიცინო დას არების ოპტიმიზაციის მიზნით. 2.0. დამტკიცდეს: 2.1. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს „სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების კოორდინატორთა საბჭოსა და კოორდინატორების შესახებ” დებულება (დანართი №1). 2.2. სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების კოორდინატორთა სია (დანართი №2). 3.0.საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს შესაბამისმა დეპარტამენტებმა უზრუნველყონ: 3.1. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების კოორდინატორთა საბჭო ინფორმაციული, სტატისტიკური და მეთოდური მასალებით მათი კომპეტენციის ფარგლებში. 3.2. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების კოორდინატორთა საბჭო სხდომების, სამედიცინო პრაქტიკული კონფერენციებისა და სხვა გათვალისწინებული ღონისძიებების დღის წესრიგითა და სხვა სათანადო დოკუმენტაციით. 4.0. დაისვას საკითხი სახელმწიფო სამედიცინო სადაზღვევო კომპანიის (ბატონი თ.კალანდაძე) წინაშე უზრუნველყოს ყოველთვიურად სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების კოორდინატორთა საბჭოსათვის დროული, სრულფასოვანი და ოპერატიული ინფორმაციის მიწოდება. 5.0. დაევალოს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მუდმივმოქმედ კომისიას (ქ-ნი მ. ღუდუშაური) უზრუნველყოს სამედიცინო პროგრამების მიმდინარეობის შემოწმების შედეგების განხილვა კოორდინატორთა საბჭოს მონაწილეობით. 6.0. დაევალოს ჯანმრთელობის დაცვის მართვის სამხარეო დეპარტამენტების ხელმძღვანელებს წარმოადგინონ მუნიციპალური პროგრამები, ხოლო მათი შესრულების მიმდინარეობის ინფორმაცია და ანალიზი ყოველთვიური და ყოველკვარტალური სიხშირით სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების კოორდინატორთა საბჭოსათვის. 7.0. დაევალოს ჯანმრთელობის დაცვის მართვის რეგიონალურ სამმართველოს (ბ-ნი ი. მაჭარაშვილი) მუნიციპალური პროგრამების შესრულებასთან დაკავშირებული საკითხები განხილულ იქნეს კოორდინატორთა საბჭოს მონაწილეობით. 8.0. დაისვას საკითხი თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, უშიშროების სამინისტროს, ტრანსპორტის სამინისტროს, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის წინაშე, რათა წარმოადგინონ ჯანდაცვითი უწყებრივი პროგრამები და მოავლინონ უწყების წარმომადგენელი კოორდინატორთა საბჭოში – უწყებრივი ჯანდაცვითი პროგრამის კოორდინატორი. 9.0. დაევალოს სამედიცინო სტატისტიკისა და ინფორმაციის ცენტრს (ბ-ნი თ. კერესელიძე) უზრუნველყოს სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების კოორდინატორთა საბჭოსათვის ყოველთვიური და ყოველკვარტალური სათანადო სტატისტიკური მონაცემების დროული მოწოდება. 10.0. სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების კოორდინატორთა საბჭო და შესაბამისი პროგრამების კოორდინატორები ანგარიშვალდებულნი არიან მინისტრის წინაშე მიაწოდონ სრულფასოვანი ინფორმაცია სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების შესრულებისა და მიმდინარეობის შესახებ. 11.0. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ბრძანება 02.08.96 წ. №352/ო „სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების მართვის საბჭოს შესახებ“ და საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ბრძანება 04.12.97 წ. №470/ო  „სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების რეალიზაციის გაუმჯობესების შესახებ”. 12.0. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ „მედიცინა“-ში. 13.0. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს ბ-ნ ა. გამყრელიძეს. 14.0. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე და მისი მოქმედება გრძელდება მის გაუქმებამდე ან შეცვლამდე. ა. ჯორბენაძე ვიზები: ა. გამყრელიძე მ. ღუდუშაური თ. ჯინჯოლავა თ. კალანდაძე რ. ურუშაძე თ. ჩხეტია ნ. ყაზახაშვილი ზ. თოფურია თ. გერსამია ლ. ლაზარაშვილი ი. მაჭარაშვილი კ. ოჩიგავა დანართი №1 დ ე ბ უ ლ ე ბ ა სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების კოორდინატორთა საბჭოსა და კოორდინატორების შესახებ ზოგადი დებულებები 1.1. „სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების კოორდინატორთა საბჭო", (შემდეგში – ტექსტში „საბჭო”) იქმნება საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის 1998 წლის თებერვლის № ბრძანების „სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების კოორდინატორთა საბჭოსა და კოორდინატორების შესახებ” საფუძველზე. 1.2. საბჭო ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების ორგანიზაციასა და მართვას. 1.3. საბჭოს ფუნქციონირება რეგულირდება საქართველოს კანონით „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ”, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ბრძანებებისა და განკარგულებების მოთხოვნათა შესაბამისად. 1.4. საბჭოს პერსონალური შემადგენლობას ამტკიცებს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი განსაზღვრული ვადით, ჯანდაცვის მართვის ნაციონალურ ცენტრთან დადებული ხელშეკრულების გათვალისწინებით და ფინანსირდება სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების ბიუჯეტში მათ მართვაზე გათვალისწინებული ხარჯებიდან. 1.5. სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების კოორდინატორი წარმოადგენს ექსპერტს, რომლის უშუალო ხელმძღვანელობით ხორციელდება შესაბამისი პროგრამების შემუშავება, მართვა, მეცნიერული ანალიზი, პროგნოზირება და შესრულების მიმდინარეობის კონტროლი. 2. საბჭოს ამოცანები და ფუნქციები 2.1. საბჭოს ძირითადი ამოცანებია: 2.1.1. სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების განვითარების სტრატეგიისა და მისი რეალიზაციის ტაქტიკური გადაწყვეტილებების განსაზღვრა, რაც მიმართულია საქართველოს მოსახლეობის სამედიცინო დახმარების სრულყოფისათვის. 2.12. სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების სტრუქტურაში კორექციისა და წინადადებების შეტანა მათი მართვისა და მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით. 2.2. საბჭოს ფუნქციებია: 2.2.1. სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების შემუშავება, მართვის კოორდინაცია, მეცნიერული ანალიზი, შესრულების მიმდინარეობის კონტროლი, მათ შორის, ადგილზე შემოწმების სახით. 2.2.2. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურებთან ერთად სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების განხორციელებისათვის სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებების შერჩევა და დამტკიცება. 2.2.3. სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების ფარგლებში მოქალაქეთა მომართვების განხილვა სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებში დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საკითხებზე; 2.2.4. მონაწილეობა სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალის სერტიფიცირება-ლიცენზირებისა და აგრეთვე სამედიცინო საქმიანობის სამართალსუბიექტთა აკრედიტაცია-ლიცენზირების პროცედურებში. 2.2.5. უცხოური სამამულო წარმოების სამედიცინო ტექნიკის, სამკურნალწამლო პრეპარატებისა და სამედიცინო დანიშნულების საგნებზე მოთხოვნილებების განსაზღვრაში მონაწილეობა. 3. საბჭოს უფლებამოსილებანი 3.1. ისარგებლოს საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დამტკიცებული სტატისტიკური და საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული დროებითი სტატისტიკური ანგარიშით, პირველადი სამედიცინო დოკუმენტაციით და ა.შ. 3.2. ისარგებლოს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსა და ჯანმრთელობის დაცვის ადგილობრივი ორგანოების, სასწავლო და სამეცნიერო -კვლევითი ინსტიტუტების ინფორმაციული და მეთოდური მასალებით. 3.3. სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების შესრულების მიმდინარეობის შესწავლისას არჩევითად სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებათა და სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტების მაღალკვალიფიცირებულ სპეციალისტთა მოწვევა. 3.4. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურული ქვედანაყოფებთან შეთანხმებით ადგილობრივი ორგანოებიდან მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების შესრულების მდგომარეობაზე. 4. საბჭოს მართვა 4.1. საბჭოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი 4.1. საბჭოს თავმჯდომარედ ინიშნება მაღალკვალიფიციური სპეციალისტი, რომელსაც გააჩნია სათანადო მომზადება, როგორც შესაბამის, ასევე მომიჯნავე სპეციალობებში და აქვს ორგანიზაციული მეთოდური მუშაობის გამოცდილება. 4.2. სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების მართვის საბჭოს შემადგენლობაში შედის საბჭოს თავმჯდომარე, მთავარი სპეციალისტი, წამყვანი სპეციალისტები, პროგრამების კოორდინატორები, ოპერატორი (პერსონალური კომპიუტერის ოპერატორი). 4.3. პროგრამის კოორდინატორს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი. პროგრამის კოორდინატორად ინიშნება მაღალკვალიფიციური სპეციალისტი, რომელსაც გააჩნია სათანადო მომზადება როგორც შესაბამის, ასევე მომიჯნავე სპეციალობებში და აქვს ორგანიზაციულ-მეთოდური მუშაობის გამოცდილება. კოორდინატორი უშუალოდ ექვემდებარება საბჭოს. 4.4. საბჭოს მმართველობით ორგანოს წარმოადგენს საბჭოს სხდომა, რომელიც მოიწვევა არაუგვიანეს თვეში ერთხელ. 4.5. საბჭო დადგენილ ვადებში, პერიოდულად, ანგარიშს აბარებს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრს სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების შესრულების მიმდინარეობის შესახებ. 4.6. საბჭოს თავმჯდომარე და მისი წევრები ითვლებიან საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს უფლებამოსილ წარმომადგენლებად სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების მართვის დარგში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. 4.7. საბჭო აძლევს რეკომენდაციებს ჯანმრთელობის დაცვის ადგილობრივი ორგანოების ხელმძღვანელებს სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების შესრულებაზე. 5. კოორდინატორის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები 5. კოორდინატორის ძირითადი ამოცანებია: 5.1.1. მოსახლეობის სამედიცინო დახმარების სფეროში არსებულ პრობლემათა გადაწყვეტისათვის საჭირო მიმართულებათა განსაზღვრა. 5.1.2. სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების რეალიზაციის ანალიზის საფუძველზე პროგრამათა სტრუქტურის კორექტირება, მათი მართვისა და მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით. 5.2. კოორდინატორის ფუნქციებია: 5.2.1. სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების შემუშავება, მართვა, მეცნიერული ანალიზი, პროგნოზირება, შესრულების მიმდინარეობის კონტროლი, მათ შორის ადგილზე შემოწმების სახით. 5.2.2. შესაბამის სტრუქტურებთან ერთად სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების რეალიზაციისათვის სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებათა შერჩევა და დამტკიცება. 5.2.3. სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების ეფექტური შესრულებისათვის სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებების საქმიანობის ორგანიზაციული ფორმების სრულყოფა, ახალი სამედიცინო ტექნოლოგიებისა და პროფილაქტიკური, დიაგნოსტიკური, სამკურნალო მეთოდების შემუშავება. 5.2.4. მონაწილეობა სპეციალისტთა ყრილობების, სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციების, სემინარების, სიმპოზიუმების მომზადებასა და ჩატარებაში. 5.2.5. მონაწილეობა სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებისა და სერტიფიცირება-ლიცენზირებისათვის საჭირო ღონისძიებათა გატარებაში, სამედიცინო სამართალსუბიექტთა აკრედიტაცია-ლიცენზირების პროცესში. 5.2.6. შესაბამის სტრუქტურებთან ერთად უცხოური და სამამულო წარმოების სამედიცინო ტექნიკის, სამკურნალწამლო პრეპარატებისა და სამედიცინო დანიშნულების საგნებზე მოთხოვნილებების განსაზღვრა (მათ შორის ჰუმანიტარული ხაზით მიღებული). 5.27. მონაწილეობა სამედიცინო ტექნიკის, მედიკამენტებისა და სამედიცინო დანიშნულების საგნებზე სამრეწველო დაწესებულებიდან, ასოციაციებიდან, ერთობლივი საწარმოებიდან და ა.შ. შემოსული წინადადებების ექსპერტულ შეფასებაში, აგრეთვე სამედიცინო ტექნიკასა და მედიკამენტებზე (მათ შორის საზღვარგარეთ) შეკვეთების მოცულობისა და შესყიდვის განსაზღვრაში; ქსელისათვის სათანადო საინფორმაციო ბიულეტენების გამოცემა. 5.2.8. სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების ფარგლებში მოქალაქეთა მომართვების განხილვა სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებში დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საკითხებზე. 5.2.9. პროფილურ დისციპლინებში სამეცნიერო გამოკვლევების თემატიკისა და მათი კლინიკური შედეგების დანერგვის ფორმების განსაზღვრა. 6. კოორდინატორის უფლებამოსილებანი 6.1. ისარგებლოს საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დამტკიცებული სტატისტიკური და საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული დროებითი სტატისტიკური ანგარიშით, პირველადი სამედიცინო დოკუმენტაციით და ა.შ. 6.2. ისარგებლოს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსა და ჯანმრთელობის ადგილობრივი ორგანოების, სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ინფორმაციული და მეთოდური მასალებით. დანართი №2 კოორდინატორთა სია 1. ხეროდინაშვილი შალვა – მეანობის პროგრამის კოორდინატორი 2. ნემსაძე ქეთევანი – 0-2 წლამდე ასაკის ბავშვთა მკურნალობის პროგრამის კოორდინატორი 3. ნანეიშვილი გიორგი – ფსიქიატრიის პროგრამის კოორდინატორი 4. ხეჩინაშვილი გიორგი – ფთიზიატრიის პროგრამის კოორდინატორი 5. არაბიძე გელა – უმწეოთა დამატებითი სამედიცინო დახმარების პროგრამის კოორდინატორი 6. ზარქუა ზაზა – ონკოლოგიურ ავადმყოფთა მკურნალობის პროფილაქტიკის პროგრამის კოორდინატორი 6.1. ირაკლი თოფურიძე – მოზრდილთა ონკოჰემატოლოგიის პროგრამის კოორდინატორი 6.2. ლევან ბახტაძე – ბავშვთა ონკოჰემატოლოგიის პროგრამის კოორდინატორი 6.3. გიორგი მაღალაშვილი – ნეირო ონკოლოგიის პროგრამის კოორდინატორი 7. ბოცვაძე ეთერი – ინფექციურ დაავადებათა მკურნალობის პროგრამის კოორდინატორი. 8. მეტრეველი ირაკლი – ბავშვთა კარდიოქირურგიული დახმარების პროგრამის კოორდინატორი 9. ნიკოლაიშვილი გიორგი – მაღალმთიანი რაიონების მოსახლეობის დამატებითი მკურნალობის პროგრამის კოორდინატორი 10. აბრამიძე ზაზა – საზღვრისპირა რაიონების მოსახლეობის დამატებითი მკურნალობის პროგრამის კოორდინატორი 11. ბენაშვილი გიორგი – წვევამდელთა სამედიცინო შემოწმების პროგრამის კოორდინატორი 12. ფაღავა ყარამანი – მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვების სამედიცინო დახმარების პროგრამის კოორდინატორი.