⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (02.03.2021)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 28.02.2020
ძალის დაკარგვა 02.03.2021
გამომცემი ორგანო წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 010040030.35.104.016431
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/03/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 441 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.02.2020 მიღება
02.03.2021 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (3)
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
IMG ITL
0,37 1
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №4 2020 წლის 28 თებერვალი ქ. წალენჯიხა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის  და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25  თებერვლის №7 დადგენილება. მუხლი 3🔗  დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთემურ ღვინჯილია დანართი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი მუხლი 1🔗 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვ.მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი“) დგინდება  შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით: Cn= IMGX ITL X C X K,  სადაც: ა) Cn – არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; ბ) IMG – არის წალენჯიხის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,37-ს.  გ) ITL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს (რადგან წალენჯიხაში ზონირება არ ხორციელდება); დ) C – არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს; ე) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 100-ს. მუხლი 2🔗 პირველი მუხლის მიხედვით წალენჯიხის მუნიციპალიტეტში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვ. მეტრის მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით: ა) ქ. წალენჯიხის  და  ქ. ჯვარის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს: IMG ITL C        K Cn (ლარი)      0,37 1 0,24     100 8,88 ბ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში (გარდა ქ. წალენჯიხისა და ქ. ჯვარის ადმინისტრაციული ერთეულებისა) –  ამ დადაგენილების მე-2  მუხლის, პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით (4,44 ლარი); გ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დასახლებებში (გარდა ქ.წალენჯიხისა და ქ.ჯვარისა) გამავალი შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მ-ის რადიუსში (ორივე მხარეს) მდებარე არეალში – ამ დადაგენილების  მე-2 მუხლის, პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი ფასის 55%-ის ოდენობით (4,80 ლარი); დ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში – ამ დადაგენილების  მე-2  მუხლის, პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი ფასის 25%-ის ოდენობით (2,22 ლარი); ე) ჯგალის ადმინისტრაციული ერთეულის  სქურის უბანში – ამ დადაგენილების მე-2  მუხლის, პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი ფასის 80%-ის ოდენობით (7,10 ლარი).