თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.02.2020
ძალის დაკარგვა 01.02.2022
გამომცემი ორგანო თელავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.163.016500
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/03/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (6)
| თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიგა ორკოდაშვილი | თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
| I ზონა | ქ. თელავი |
| II ზონა | ვარდისუბანი |
| III ზონა | ნასამხრალი |
| IV ზონა | წინანდალი |
| V ზონა | თეთრწყლები |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 28.12.2018
დოკუმენტის ტექსტი
თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №8
2020 წლის 28 თებერვალი
ქ.თელავი
თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ
საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამა დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №71 დადგენილება „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 01/01/2019, 010250050.35.163.016449).
მუხლი 3🔗
დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ძალაშია 2020 წლის 1 თებერვლიდან.
მუხლი 4🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგიგა ორკოდაშვილი
დანართი
თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამა
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
წინამდებარე პროგრამის მიზანია თელავის მუნიციპალიტეტში არსებული საერთო სოციალური ფონის უკეთესობისკენ შეცვლა, უკიდურესად გაჭირვებული მოქალაქეების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა, სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდა.
მუხლი 2🔗. პროგრამის საინფორმაციო უზრუნველყოფა
პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს თელავის მუნიციპალიტეტის მერია. ინფორმაციის გავრცელების საშუალებებია:
ა) ადგილობრივი საინფორმაციო მედია;
ბ) სოციალური ქსელი;
გ) თელავის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდი;
დ) მერის წარმომადგენლები მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში.
მუხლი 3🔗. პროგრამის ბიუჯეტი
პროგრამის ყოველწლიური ბიუჯეტი განისაზღვრება თელავის მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტში ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
მუხლი 4🔗. სოციალური დახმარების ქვეპროგრამები, სამიზნე ჯგუფები, დაფინანსების ოდენობა და წარსადგენი დოკუმენტაცია
1. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამა:
მრავალშვილიან ოჯახებში, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ირიცხებიან თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სადაც 18 წლამდე 4 და მეტი ბავშვია, თითოეულ ბავშვზე ყოველთვიურად გაიცეს ფინანსური დახმარება 30 ლარის ოდენობით.
ა) ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა.ა) ერთ-ერთი მშობლის განცხადება;
ა.ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;
ა.გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;
ა.დ) ერთ-ერთი მშობლის საბანკო ანგარიშის ნომერი.
2. ახალშობილ ბავშვთა ოჯახების ერთჯერადი დახმარების ქვეპროგრამა:
თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (სავალდებულოა, რომ მამა იყოს თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, ან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ირიცხებოდეს თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე) ახალშობილ ბავშვთა ოჯახებზე ფინანსური დახმარება გაიცეს წლის განმავლობაში ერთჯერადად, ბავშვის დაბადებიდან 6 თვის ვადაში, შემდეგი სახით:
ა) ყოველ სოციალურად დაუცველ ოჯახზე, რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, პირველ ახალშობილზე გაიცეს ფინანსური დახმარება 200 ლარის ოდენობით, მეორე ახალშობილზე – 250 ლარის ოდენობით, ორი ტყუპის დაბადების შემთხვევაში – 400 ლარის ოდენობით, ხოლო სამი ტყუპის დაბადების შემთხვევაში – 600 ლარის ოდენობით;
ბ) ქვეპროგრამით სარგებლობისათვის საჭიროა:
ბ.ა) ერთ-ერთი მშობლის განცხადება;
ბ.ბ) ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი/ასლები;
ბ.გ) მარტოხელა მშობლის შემთხვევაში, სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ.დ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ;
ბ.ე) ერთ-ერთი მშობლის საბანკო ანგარიშის ნომერი.
3. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ შშმ პირთა 18 წლამდე შვილების დახმარების ქვეპროგრამა:
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ შშმ პირთა 18 წლამდე ასაკის თითოეულ შვილზე ყოველთვიურად გაიცეს ფინანსური დახმარება 150 ლარის ოდენობით.
ა) ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა.ა) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ა.ბ) ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი/ასლები;
ა.გ) შესაბამისი სტატუსის მქონე მშობლის (მეურვის) პირადობის მოწმობის ასლი;
ა.დ) ერთ-ერთი მშობლის საბანკო ანგარიშის ნომერი.
4. 1989 წლის 9 აპრილს დაზარალებულ პირთა დახმარების ქვეპროგრამა:
ქვეპროგრამა ითვალისწინებს 1989 წლის 9 აპრილის საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის შედეგად დაზარალებული პირების ყოველთვიურ ფინანსურ დახმარებას 150 ლარის ოდენობით.
ა) ქვეპროგრამით სარგებლობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა.ა) განცხადება;
ა.ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
ა.გ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ა.დ) საბანკო ანგარიშის ნომერი.
5. სარიტუალო მომსახურების დაფინანსების ქვეპროგრამა:
მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის (სამაჩაბლო-აფხაზეთი) მებრძოლ და დევნილ მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების დაფინანსების მიზნით, ყოველი გარდაცვლილის ოჯახზე გაიცეს ფინანსური დახმარება 250 ლარის ოდენობით, ხოლო უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების დაფინანსების მიზნით, გაიცეს ფინანსური დახმარება 500 ლარის ოდენობით.
ა) ვეტერანის ან დევნილის გარდაცვალების შემთხვევაში დაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა.ა) განცხადება;
ა.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ა.გ) საბანკო ანგარიშის ნომერი;
ა.დ) გარდაცვალების მოწმობა;
ა.ე) სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) უპატრონო მიცვალებულის შემთხვევაში დაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ბ.ა) განცხადება;
ბ.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ბ.გ) მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული დასკვნა, რომ გარდაცვლილი ნამდვილად უპატრონოა; ბ.დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი;
ბ.ე) გარდაცვალების მოწმობა;
ბ.ვ) უპატრონო მიცვალებულის შემთხვევაში განცხადების წარდგენის უფლებამოსილება გააჩნია შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს, გარდაცვლილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
6. სადღესასწაულო დღეებთან დაკავში რებული დახმარების ღონისძიებების ქვეპროგრამა:
საერო, რელიგიურ და სხვა სახის დღესასწაულებზე, ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სასაჩუქრე ამანათების ან/და ფულადი თანხების გაცემა, ასევე სხვადასხვა ღონისძიებების მოწყობა შემდეგი სამიზნე ჯგუფებისათვის: მრავალშვილიანი ოჯახები, სადაც 18 წლამდე ოთხი და მეტი ბავშვია და რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200 000-ს; უდედმამო ბავშვები; 100 წელს გადაცილებული მოხუცები; მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები; შშ სტატუსის მქონე ბავშვები; ომის მონაწილეები; ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა 18 წლამდე ასაკის შვილები; 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის შედეგად დაზარალებულთა და დაღუპულთა ოჯახები; იძულებით გადაადგილებული პირები; სოციალურად დაუცველი ოჯახები; მარტოხელა მშობლები, ვისაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის შვილები; მარჩენალდაკარგული ოჯახები, ვისაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის შვილები; ახალშობილთა ოჯახები.
ა) საერო და რელიგიური დღესასწაულების ჩამონათვალი:
ა.ა) 1 იანვარი – ახალი წელი;
ა.ბ) 3 მარტი – დედის დღე;
ა.გ) 8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე;
ა.დ) 9 აპრილი – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე;
ა.ე) სააღდგომო დღეები – დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, იესო ქრისტეს აღდგომის დღე, მიცვალებულთა მოხსენიების დღე (აღდგომის მეორე დღე – ორშაბათი);
ა.ვ) 9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე;
ა.ზ) 26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე;
ა.თ) 28 აგვისტო – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე – მარიამობა;
ა.ი) 23 ნოემბერი – გიორგობის დღე;
ა.კ) თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების რელიგიური დღესასწაულები; ბ) გასაწევი დახმარების ფარგლები:
ბ.ა) პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტის ღირებულება თითოეულ ბენეფიციარზე განისაზღვრება 20-დან 50 ლარის ფარგლებში;
ბ.ბ) ფულადი საჩუქრის ოდენობა თითოეულ ბენეფიციარზე განისაზღვრება 100-დან 1000 ლარის ფარგლებში;
ბ.გ) სასაჩუქრე ამანათის ღირებულება თითოეულ ბენეფიციარზე განისაზღვრება 10-დან 1000 ლარის ფარგლებში;
გ) ქვეპროგრამით სარგებლობისათვის ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი კატეგორიის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო ფულადი დახმარების გაცემის შემთხვევაში ასევე საბანკო ანგარიშის ნომერი.
7. ზამთრის სეზონზე ოჯახების სათბობით უზრუნველყოფის დაფინანსების ქვეპროგრამა:
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოჯახების, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, ზამთრის სეზონზე სათბობით (ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია, შეშა) უზრუნველსაყოფად დაფინანსების გაცემა დაიწყება ყოველი წლის აგვისტოს თვიდან დეკემბრის ჩათვლით. თანხა ჩაირიცხება დახმარების მიმღების საბანკო ანგარიშის ნომერზე. დაფინანსება მოხდება წლის განმავლობაში ერთჯერადად, შემდეგი სახით:
ა) ოჯახებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 57 000-ის ჩათვლით, გაიცეს ფინანსური დახმარება 200 ლარის ოდენობით;
ბ) ოჯახებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 57 000 ქულის ზემოთ 100 000 ქულის ჩათვლით, გაიცეს ფინანსური დახმარება 100 ლარის ოდენობით;
გ) ქვეპროგრამით სარგებლობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია: გ.ა) განცხადება;
გ.ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ.გ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ;
გ.დ) საბანკო ანგარიშის ნომერი.
8. ელექტროენერგიის გადასახადის თანადაფინანსების ქვეპროგრამა:
ელექტროენერგიის გადასახადის თანადაფინანსების ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ: მკვეთრად გამოხატული შშმ პირები; დევნილები; შშ სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვები; 18 წლამდე ასაკის უდედმამო ბავშვების; მარტოხელა მშობლები და მარჩენალდაკარგული ოჯახები, ვისაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის შვილები; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა მარჩენალდაკარგული ოჯახები; მრავალშვილიანი ოჯახები, ვისაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის ოთხი და მეტი შვილი და რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200 000-ს.
ა) ქვეპროგრამის ფარგლებში, თითოეულ ოჯახზე ყოველთვიურად გაიცეს ელექტროენერგიის თანადაფინანსების თანხა 8 ლარის ოდენობით, ამასთან, სავალდებულოა, რომ დახმარების მიმღები რეგისტრირებული იყოს თელავის მუნიციპალიტეტში. ანგარიშსწორება განხორციელდება ელექტროენერგიის მიმწოდებელი/სადისტრიბუციო კომპანიის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით;
ბ) ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით წარმოსადგენი დოკუმანტაცია:
ბ.ა) განცხადება;
ბ.ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ.გ) სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ.დ) ელექტროენერგიის ქვითარი;
ბ.ე) მრავალშვილიანი ოჯახების შემთხვევაში, ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები.
9. დროებითი საცხოვრებლის ქირის თანხით დაფინანსების ქვეპროგრამა:
ოჯახების, ვისაც აქვთ საცხოვრებლად უვარგისი ბინები, რომელში ცხოვრებაც საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ან საერთოდ არ გააჩნიათ საცხოვრებელი, მათი უსაფრთხოების ან/და საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, მოხდეს დროებითი საცხოვრებლის ქირის თანხით დაფინანსება ყოველთვიურად 100 ლარის ფარგლებში. დაფინანსების თაობაზე, ოჯახის ადგილზე შემოწმების შემდეგ, გადაწყვეტილებას იღებს თელავის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი შესაბამისი კომისია. ქვეპროგრამით მოსარგებლე სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ:
ა) თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები, ძალადობის მსხვერპლი პირები, მარტოხელა მშობლები, მრავალშვილიანი ოჯახები, შშმ პირთა ოჯახები, პირები, რომლებიც გასული არიან სახელმწიფოს ზრუნვიდან ბოლო 1 წლის განმავლობაში;
ბ) რეგისტრაციის არმქონე პირები, რომლებიც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ირიცხებიან თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
გ) სხვა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირები, რომლებიც ბოლო 5 წლის მანძილზე ფაქტობრივად ცხოვრობენ თელავის მუნიციპალიტეტში;
დ) ქვეპროგრამით სარგებლობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
დ.ა) განცხადება;
დ.ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ.გ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ;
დ.დ) მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ;
დ.ე) სხვა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირების შემთხვევაში ასევე წარმოსადგენია მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ და 2 მოწმის (მეზობელი) ჩვენება, რომლითაც დადასტურდება ბენეფიციარის ბოლო 5 წლის მანძილზე თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტი;
დ.ვ) საბანკო ანგარიშის ნომერი.
10. 0-1 წლამდე ასაკის ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებით დაფინანსების ქვეპროგრამა:
ქვეპროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების დაფინანსებას 0-1 წლამდე ასაკის ბავშვების ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველსაყოფად. ქვეპროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ოჯახებს, რომელთა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილია თელავის მუნიციპალიტეტი და მათი მოქმედი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65 000-ს. ქვეპროგრამაში ვერ ჩაერთვებიან ოჯახები, რომლებიც უკვე სარგებლობენ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში გაცემული კვების ვაუჩერით.
ქვეპროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 2 (ორი) თვეს, რომლის ფარგლებშიც თითოეულ ბავშვზე გაიცემა ყოველთვიური დაფინანსება 80 (ოთხმოცი) ლარის ოდენობით.
ა) ქვეპროგრამით სარგებლობის მიზნით განმცხადებლის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა.ა) სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკის მიერ შევსებული მომართვის ფორმა;
ა.ბ) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ;
ა.გ) განმცხადებლის (ერთ-ერთი მშობლის) პირადობის მოწმობის ასლი;
ა.დ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
ა.ე) ფორმა NIV-100/ა, სადაც აღნიშნული უნდა იყოს, რომ ბავშვს ესაჭიროება ხელოვნური კვება;
ა.ვ) მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტაცია (ხარჯთაღრიცხვა).
11. თელავის მუნიციპალიტეტში არსებული (ქ. თელავი და სოფ. კურდღელაური) მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრები 18 წლამდე ბავშვების პროფესიული სწავლების წახალისებას ფულადი დახმარების გაცემა.
ა) ქვეპროგრამის ფარგლებში, ფულადი დახმარების გაცემით წახალისდებიან პროფესიულ სასწავლებელში ჩარიცხული ის სტუდენტები, რომელთაც ექნებათ მაღალი აკადემიური მოსწრება;
ბ) ფულადი დახმარება გაიცემა წლის განმავლობაში ორჯერ, ყოველი სემესტრის ბოლოს, თითოეულ ბენეფიციარზე 500 ლარის ოდენობით (წელიწადში 1000 ლარი);
გ) ქვეპროგრამით სარგებლობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
გ.ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ.ბ) პროფესიულ სასწავლებელში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ.გ) პროფესიულ სასწავლებელში მაღალი აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
გ.დ) მცირე საოჯახო ტიპის სახლში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ.ე) ბენეფიციარის ან მისი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის ნომერი.
მუხლი 5🔗. ჯანდაცვის ქვეპროგრამები, სამიზნე ჯგუფები, დაფინანსების ოდენობა და წარსადგენი დოკუმენტაცია
1. სამედიცინო მომსახურების დაფინანსების ქვეპროგრამა:
ქვეპროგრამით მოსარგებლე სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ: სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომელთა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილია თელავის მუნიციპალიტეტი და მათი მოქმედი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს; თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მარტოხელა მშობლები; 18 წლამდე ასაკის ბავშვები; მარჩენალდაკარგულები; მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები; იძულებით გადაადგილებული პირები; 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის შედეგად დაზარალებულები. ქვეპროგრამით სარგებლობა შესაძლებელია წლის განმავლობაში ერთჯერადად. დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება:
ა) პაციენტის მხრიდან გადასახდელი თანხის 80%-ით, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარის ოდენობით;
ბ) თუ პაციენტის გადასახდელი თანხა აღემატება 4000 ლარს, დაფინანსება მოხდება 1500 ლარის ოდენობით;
გ) ქვეპროგრამის მოქმედება აგრეთვე გავრცელდეს იმ ბენეფიციარებზე, რომლებიც არ განეკუთვნებიან ქვეპროგრამით გათვალისწინებულ არც ერთ სამიზნე ჯგუფს, მაგრამ განიცდიან ეკონომიურ გაჭირვებას, საჭიროებენ დახმარებას და პაციენტის გადასახდელი თანხა აღემატება 1500 ლარს. ასეთი კატეგორიის ბენეფიციარებზე სამედიცინო მომსახურების დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს თელავის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი შესაბამისი კომისია. დაფინანსება განხორციელდეს პაციენტის მიერ გადასახდელი თანხის 80%-ის ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს 1500 ლარის ოდენობით;
დ) ქვეპროგრამით სარგებლობის მიზნით წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
დ.ა) ბენეფიციარის ან მისი წარმომადგენლის განცხადება;
დ.ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ.გ) სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვეპროგრამის საჭიროებიდან გამომდინარე);
დ.დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV-100/ა);
დ.ე) მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაცემული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ.ვ) სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან ამონაწერი მოქმედი სარეიტინგო ქულის შესახებ, ან ცნობა ბაზაში რეგისტრაციის არქონის შესახებ;
დ.ზ) დასაფინანსებელ მომსახურებაზე სახელმწიფო პროგრამის, ან კერძო დაზღვევის ფარგლებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გაცემული დაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ.თ) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია.
2. სამედიცინო დანიშნულების დამხმარე საშუალებების ან/და მედიკამენტების დაფინანსების ქვეპროგრამა:
ქვეპროგრამით მოსარგებლე სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ: სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომელთა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილია თელავის მუნიციპალიტეტი და მათი მოქმედი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს; თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მარტოხელა მშობლები; 18 წლამდე ასაკის ბავშვები; მარჩენალდაკარგულები; მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები; იძულებით გადაადგილებული პირები; 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის შედეგად დაზარალებულები. ქვეპროგრამით სარგებლობა შესაძლებელია წლის განმავლობაში ერთჯერადად.
ა) დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება 300 ლარის ფარგლებში 100 %-ით;
ბ) ქვეპროგრამით სარგებლობის მიზნით წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ბ.ა) ბენეფიციარის ან მისი წარმომადგენლის განცხადება;
ბ.ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ.გ) სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვეპროგრამის საჭიროებიდან გამომდინარე);
ბ.დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV-100/ა);
ბ.ე) მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაცემული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ.ვ) სოციალურად დაუცველთა ოჯახების ერთიანი ბაზიდან ამონაწერი მოქმედი სარეიტინგო ქულის შესახებ, ან ცნობა ბაზაში რეგისტრაციის არქონის შესახებ;
ბ.ზ) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია.
3. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ონკოლოგიურ (ავთვისებიანი სიმსივნე) პაციენტთა სამედიცინო მომსახურების, მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტების ან/და სამედიცინო დანიშნულების დამხმარე საშუალებების დაფინანსებას. სარგებლობა შეუძლიათ ონკოლოგიური დაავადების მქონე პირებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ან ირიცხებიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ფაქტიური საცხოვრებელი არის თელავის მუნიციპალიტეტი.
ა) ონკოლოგიური დაავადების მქონე ბენეფიციარები დაფინანსდებიან ლიმიტირებული თანხის ფარგლებში, რომლის ოდენობა შეადგენს 2000 ლარს. ლიმიტის გამოყენება შესაძლებელია საჭიროებისამებრ წლის განმავლობაში რამდენჯერმე, სხვადასხვა სახის სამედიცინო (სტაციონარული, ოპერაციული ან/და ამბულატორიული) მომსახურების, მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტების ან/და სამედიცინო დანიშნულების დამხმარე საშუალებების დასაფინანსებლად;
ბ) ქვეპროგრამით სარგებლობის მიზნით წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ბ.ა) ბენეფიციარის ან მისი წარმომადგენლის განცხადება;
ბ.ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ.გ) სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვეპროგრამის საჭიროებიდან გამომდინარე);
ბ.დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV-100/ა);
ბ.ე) მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაცემული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ.ვ) სოციალურად დაუცველთა ოჯახების ერთიანი ბაზიდან ამონაწერი მოქმედი სარეიტინგო ქულის შესახებ, ან ცნობა ბაზაში რეგისტრაციის არქონის შესახებ;
ბ.ზ) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია.
4. დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირების დაფინანსების ქვეპროგრამა:
ქვეპროგრამა ითვალისწინებს ყოველთვიური ფინანსური დახმარების გაცემას მხოლოდ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ პირებზე. გასაცემი თანხის ოდენობა განისაზღვრება დასახლებების ზონირების შესაბამისად, ქვემოთ მოცემული ცხრილის მიხედვით:
I ზონა
ქ. თელავი
50 ლარი
II ზონა
ვარდისუბანი
60 ლარი
კურდღელაური
შალაური
III ზონა
ნასამხრალი
70 ლარი
გულგულა
ყარაჯალა
რუისპირი
იყალთო
კისისხევი
კონდოლი
IV ზონა
წინანდალი
80 ლარი
ქვ.ხოდაშენი
ბუშეტი
ვანთა
აკურა
V ზონა
თეთრწყლები
90 ლარი
ნაფარეული
სანიორე
ართანა
ჯუღაანი
ლაფანყური
ლალისყური
ფშაველი
ლეჩური
ა) ქვეპროგრამით სარგებლობის მიზნით წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა.ა) ბენეფიციარის ან მისი წარმომადგენლის განცხადება;
ა.ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ა.გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV-100/ა);
ა.დ) საბანკო ანგარიშის ნომერი;
ა.ე) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია.
5. სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ მყოფი (მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრები) ბავშვების სტომატოლოგიური მომსახურების დაფინანსების ქვეპროგრამა:
ქვეპროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი, თელავის მუნიციპალიტეტში არსებული (ქ. თელავი და სოფ. კურდღელაური) მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრები 18 წლამდე ბავშვების სტომატოლოგიური მომსახურების დაფინანსებას წლის განმავლობაში 500 ლარის ფარგლებში.
ა) ბენეფიციარის დაფინანსება ხდება სოციალური მუშაკის მიერ წარდგენილი მიმართვის საფუძველზე, სადაც ასახული იქნება ბენეფიციარის კონკრეტული საჭიროება, თანდართული დოკუმენტებით:
ა.ა) სპეციალური ფორმა, რომელიც ივსება სოციალური მუშაკის მიერ;
ა.ბ) დახმარების მიმღები ბენეფიციარის დაბადების ან პირადობის დამადასტურებელი მომწმობის ასლი;
ა.გ) სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა NIV-100/ა;
ა.დ) მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაცემული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ა.ე) დასაფინანსებელ მომსახურებაზე სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაცემული თანადაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ა.ვ) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილი იქნას დამატებითი დოკუმენტაცია.
მუხლი 6🔗. ჯანდაცვის ქვეპროგრამების ფარგლებში დაფინანსების გაცემის წესი
1. თელავის მუნიციპალიტეტში ჯანდაცვის ქვეპროგრამებით დაფინანსება ხორციელდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის გზით, რაც გულისხმობს:
ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას;
ბ) ბენეფიციარის სტატუსის შესწავლას;
გ) ბენეფიციარის თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის ფაქტის შესწავლას;
დ) ბენეფიციარის სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ფაქტის შესწავლას.
2. განცხადება არ განიხილება იმ შემთხვევაში, თუ:
ა) ბენეფიციარი არ მიეკუთვნება შესაბამისი ქვეპროგრამით გათვალისწინებულ სამიზნე ჯგუფს;
ბ) განცხადების შესწავლისას დადგინდა, რომ ბენეფიციარს უკვე გაეწია სამედიცინო მომსახურება;
გ) ბენეფიციარი ითხოვს დავალიანების დაფარვას;
დ) განცხადების შესწავლის ან საგარანტიო წერილის გაცემამდე ბენეფიციარი გარდაიცვალა;
ე) ბენეფიციარი ითხოვს მკურნალობის საზღვარგარეთ დაფინანსებას.
3. ჯანდაცვის ქვეპროგრამების ფარგლებში დასაფინანსებელი თანხის ოდენობა განისაზღვრება სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული მიმართვის შესაბამისად ან კერძო სადაზღვევო კომპანიის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიერ მითითებული თანხიდან გამომდინარე. თუ სააგენტოდან წარმოდგენილი დუკუმენტის საფუძველზე ირკვევა, რომ მოთხოვნილი მომსახურება არ ფინანსდება, მაშინ დაფინანსება მოხდება კლინიკის მიერ წარმოდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად.
4. განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, თელავის მუნიციპალიტეტის მერია გასცემს ადმინისტრაციულ დაპირებას, რომელსაც ხელს აწერს ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულების კურატორი მერის მოადგილე ან ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი/მისი მოვალეობის შემსრულებელი.
5. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების მოქმედების ვადები:
ა) „სამედიცინო მომსახურების დაფინანსების“, „ონკოლოგიური დაავადების მქონე პირთა დაფინანსების“ და „ბავშვთა სტომატოლოგიური მომსახურების დაფინანსების“ ქვეპროგრამების ფარგლებში გაცემული ადმინისტრაციული დაპირების საფუძველზე გაწეული მომსახურების წარმოდგენის ვადა შეადგენს ადმინისტრაციული დაპირების გაცემიდან არაუგვიანეს 45 კალენდარულ დღეს;
ბ) „სამედიცინო დანიშნულების დამხმარე საშუალებების ან/და მედიკამენტების დაფინანსების ქვეპროგრამის“ ფარგლებში გაცემული ადმინისტრაციული დაპირების საფუძველზე გაწეული მომსახურების წარმოდგენის ვადა შეადგენს ადმინისტრაციული დაპირების გაცემიდან არაუგვიანეს 30 კალენდარულ დღეს;
6. ადმინისტრაციულ დაპირებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება ბენეფიციარის/მისი წარმომადგენლის ან სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების წერილობითი მომართვის საფუძველზე, რა დროსაც განმცხადებელი ვალდებულია წარმოადგინოს გაცემული ადმინისტრაციული დაპირების ასლი. ადმინისტრაციულ დაპირებაში ცვლილების შეტანა დაიშვება:
ა) „სამედიცინო მომსახურების დაფინანსების“, „ონკოლოგიური დაავადების მქონე პირთა დაფინანსების“ და „ბავშვთა სტომატოლოგიური მომსახურების დაფინანსების“ ქვეპროგრამების ფარგლებში გაცემული ადმინისტრაციული დაპირების მოქმედების ვადის ერთჯერადად, არაუმეტეს 45 კალენდარული დღით გაგრძელების შემთხვევაში, რა დროსაც განცხადება წარმოდგენილი უნდა იქნეს ადმინისტრაციული დაპირების მოქმედების პერიოდში;
ბ) ადმინისტრაციულ დაპირებაში ტექნიკური ხარვეზის გასწორების მიზნით;
გ) სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის ცვლილების შემთხვევაში.
7. მედიკამენტების დაფინანსების მიზნით გაცემული ადმინისტრაციული დაპირება ვადის გაგრძელებას არ ექვემდებარება.
8. ადმინისტრაციული დაპირება ბენეფიციარის ან მისი წარმომადგენლის მიერ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში წარდგენილი უნდა იქნეს მკურნალობის დასრულებამდე.