„ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№9
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.158.016499
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/03/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2020 წლის 2 მარტი

ქ. ბოლნისი

 

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, „ბ.ვ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,  ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის  №49 დადგენილების პირველ მუხლში (www.matsne.gov.ge, 21/11/2017, 010250020.35.158.016374) შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №49 დადგენილების დანართი №1 ჩამოყალიბდეს დანართი №1-ის შესაბამისად.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2020 წლის 2 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი



დანართი №1

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება
ეს დებულება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის შესაბამისად, განსაზღვრავს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფლებამოსილებას, სტრუქტურას, მისი სტრუქტურული ერთეულებისა და საჯარო მოსამსახურეთა  უფლება-მოვალეობებს.

 

თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. საკრებულოს აპარატის სტატუსი
1. საკრებულოს აპარატი იქმნება საკრებულოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით .

2. აპარატის ფუნქციაა უზრუნველყოს საკრებულოს , საკრებულოს კომისიების , საკრებულოს ფრაქციების , საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების და საკრებულოს თანამდებობის პირების ეფექტური საქმიანობისათვის შესაბამისი პირობების შექმნა , გაუწიოს დახმარება საკრებულოს წევრებს მათი უფლებამოსილების განხორციელებაში , მიაწოდოს ინფორმაცია მოსახლეობას საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ , ორგანიზაციულად უზრუნველყოს მოქალაქეთა ურთიერთობა საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირებთან .

3. აპარატი წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის მუდმივმოქმედ და ანაზღურებად შტატების საფუძველზე შექმნილ ორგანოს .

მუხლი 2. აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

1. აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია , „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი “ საქართველოს ორგანული კანონი , „საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონი , საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები ,“ „ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ “ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება და ეს დებულება .

2. აპარატის საქმისწარმოების , საბუთების აღრიცხვისა და მსვლელობის , მათი შესრულების კონტროლის მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით , საკრებულოს რეგლამენტით , საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული აპარატის შინაგანაწესით , საქმისწარმოების წესებით და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით .

მუხლი 3. საკრებულოს აპარატის სამუშაო ენა

საკრებულოს აპარატის სამუშაო და საქმისწარმოების ენაა საქართველოს სახელმწიფო ენა .

მუხლი 4. აპარატის   ფუნქციები

აპარატის ფუნქციებია :

ა ) ორგანიზაციულ -ტექნიკურად უზრუნველყოს საკრებულოს , საკრებულოს კომისიების , საკრებულოს ფრაქციებისა და საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომების , აგრეთვე საკრებულოს და საკრებულოს თანამდებობის პირთა მიერ სხვა ღონისძიებების ჩატარება . უზრუნველყოს თვითმმართველი ერთეულის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადება და გამოქვეყნება ;

ბ ) მოამზადოს საკრებულოს , საკრებულოს კომისიების , ფრაქციებისა და სამუშაო ჯგუფების სამუშაო გეგმების პროექტები , საკრებულოს , საკრებულოს კომისიების , ფრაქციებისა და სამუშაო ჯგუფების სხდომაზე განსახილველი საკითხები და ამ საკითხებთან დაკავშირებული შესაბამისი მასალები ;

გ ) ორგანიზება გაუწიოს საკრებულოს , საკრებულოს კომისიების , ფრაქციებისა და სამუშაო ჯგუფების , აგრეთვე საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების ურთიერთობას სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან , დაწესებულებებთან , საწარმოებთან , საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან ;

დ ) ორგანიზაციული მომსახურება გაუწიოს საკრებულოს წევრებს მათ უფლებამოსილების განხორციელებაში ;

ე ) უზრუნველყოს საკრებულოს , საკრებულოს კომისიების , ფრაქციებისა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვა , სხდომის ოქმების წარმოება , სხდომაზე დამსწრე პირთა რეგისტრაცია , სხდომებზე წესრიგის დაცვის ორგანიზება , კენჭისყრისას ხმების დათვლა ;

ვ ) ორგანიზება გაუწიოს საკრებულოს და საკრებულოს თანამდებობის პირთა მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების რეგისტრაციას , მათ აღრიცხვას , სისტემატიზაციას და დადგენილი წესით გამოქვეყნებას ;

ზ ) ორგანიზაციულად უზრუნველყოს საკრებულოს , საკრებულოს კომისიების , ფრაქციებისა და საკრებულოს დროებითი საუშაო ჯგუფების სხდომებში მოქალაქეთა მონაწილეობა , უზრუნველყოს საკრებულოს თანამდებობის პიორებთან და საკრებულოს წევრებთან მოქალაქეთა მიღების ორგანიზება , შესაბამისი მასალების მომზადება , დავალებათა აღრიცხვა და კონტროლი მათ შესრულებაზე .

თ ) განახორციელოს საკრებულოს , საკრებულოს კომისიების , ფრაქციებისა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების , საკრებულოს და საკრებულოს კომისიათა საკონსულტაციო ორგანოების   სხდომების ორგანიზაციული   უზრუნველყოფა ;

ი ) ორგანიზაციულად უზრუნველყოს სხდომებზე წესრიგის დაცვისათვის საკრებულოს შესაბამისი თანამდებობის პირებისათვის ხელშეწყობა , კენჭისყრის პროცედურის ჩატარება , ხმების დათვლა , სხდომის ოქმების შედგენა , სხდომაზე გამოთქმულ წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვა , მიღებულ გადაწყვეტილებათა გაფორმება , რედაქტირება , რეგისტრაცია და გამოქვეყნება ;

კ )  სხდომებზე მოწვეულ პირთა გაფრთხილება და მოწვევა ,  მათი რეგისტრაცია ;

ლ ) სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მასალების გამრავლება და დარიგება ;

მ ) საკრებულოს წევრებისათვის ორგანიზაციული დახმარების გაწევა კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებაში ;

ნ ) ინიცირების წესით შემოსულ საკითხთა რეგისტრაცია ;

ო ) გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადებისა და აღსრულების პროცედურულ საკითხთა შესრულების უზრუნველყოფა ;

პ ) საკრებულოს ორგანოების სამუშაო გეგმების საფუძველზე საკრებულოს წლიურ სამუშაო გეგმის პროექტის მომზადება , სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საკითხების განხილვის ვადების დაცვის კონტროლი ;

ჟ ) საკრებულოს , საკრებულოს კომისიების , საკრებულოს ფრაქციებისა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების , თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების მოსახლეობასთან შეხვედრების ორგანიზება .

 

თავი II. აპარატის სტრუქტურა

მუხლი 5. აპარატის სტრუქტურის დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა

აპარატის სტრუქტურას საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით განსაზღვრავს აპარატის უფროსი .

აპარატის სტრუქტურას ამტკიცებს და მასში ცვლილებები შეაქვს საკრებულოს , საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით .

მუხლი 6. აპარატის სტრუქტურული ერთეულები

აპარატის სტრუქტურული ერთეულებია :

ა ) სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება;

ბ ) საორგანიზაციო განყოფილება ;

 

თავი III. აპარატის სტრუქტურულ ერთეულთა ფუნქციები

მუხლი 7. სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება

ა ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების პროექტებს ;

ბ ) უზრუნველყოფს საკრებულოს თანამდებობის პირების , საკრებულოს წევრების , საკრებულოს აპარატის უფროსის , საკრებულოს აპარატის სტრუქტურული ერთეულების და აპარატის სხვა საჯარო მოსამსახურეთა სამართლებრივი   ინფორმაციით უზრუნველყოფას და მათთვის შესაბამისი სამართლებრივი კონსულტაციის გაწევას ;

გ ) სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით ამზადებს და საკრებულოს თავმჯდომარეს ან /და აპარატის უფროსს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს , რეკომენდაციებს , დასკვნებს ;

დ ) აწარმოებს საკრებულოში ინიცირებული პროექტების ვიზირებას და ადმინისტრაციული აქტების მისაღებად მომზადებული პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას , უზრუნველყოფს მის კანონთან შესაბამისობას ;

ე ) ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით და სამოქალაქო -საპროცესო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში შესაბამისი უფლებამოსილების დამდგენი დოკუმენტის საფუძველზე გამოდის სასამართლო პროცესზე და წარმოადგენს საკრებულოს ინტერესებს ;

ვ ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავებას ,  ადამიანური რესურსების მართვას და ადმინისტრირებას ;

ზ ) უზრუნველყოფს საკრებულოში საჯარო მოსამსახურეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ღია , დახურული , შიდა და გამარტივებული საჯარო კონკურსის ჩატარების ორგანიზებას ;

თ ) უზრუნველყოფს პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების პროცესის ორგანიზებას და შეფასების შედეგები ასახვას ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში (HRMS);

ი ) უზრუნველყოფს    საკრებულოშიმოხელის დანიშვნის , უფლებამოსილების შეწყვეტის /გათავისუფლების /გადაყვანის , მივლინების , უფლებამოსილების შეჩერების , დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების , წახალისების ფორმის განსაზღვრის , კლასის მინიჭების , დროებით დამატებითი ფუნქციების და დროებით სხვა ფუნქციების დაკისრების შესახებ , მუნიციპალიტეტის   საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებლივი აქტების პროექტების მომზადებას;

კ ) ამზადებს შრომით ხელშეკრულებებს ;

ლ ) აწარმოებს საჯარო მოსამსახურეთა პირადსაქმეებს და უზრუნველყოფს ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში (HRMS) ასახვას ;

მ ) ახდენს მოხელეთა სწავლების საჭიროების იდენტიფიცირებას , შეიმუშავებს მუნიციპალიტეტის წლიურ სასწავლო გეგმას ;

ნ ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით , საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს .

მუხლი 8. საორგანიზაციო განყოფილება

საორგანიზაციო განყოფილება :

ა ) ახორციელებს საკრებულოს , საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების , საკრებულოს და საკრებულოს კომისიათა საკონსულტაციო ორგანოების სხდომების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ;

ბ ) ორგანიზაციულად უზრუნველყოფს სხდომებზე წესრიგის დაცვას , კენჭისყრის პროცედურის ჩატარებას , ხმების დათვლას , სხდომის ოქმების შედგენას , სხდომაზე გამოთქმულ წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვას , მიღებულ გადაწყვეტილებათა გაფორმებას , რედაქტირებას , რეგისტრაციას და გამოქვეყნებას ;

გ ) ორგანიზაციას უწევს სხდომებზე მოწვეულ პირთა გაფრთხილებას და მოწვევას , ახდენს მათ რეგისტრაციას ;

დ ) ორგანიზებას უწევს სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მასალების გამრავლებას და დარიგებას ;

ე ) ორგანიზაციულ დახმარებას უწევს საკრებულოს წევრებს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებაში ;

ვ ) ახდენს ინიცირების წესით შემოსულ საკითხთა რეგისტრაციას ;

ზ ) უზრუნველყოფს გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადებისა და აღსრულების პროცედურულ საკითხთა შესრულებას ;

თ ) საკრებულოს ორგანოების სამუშაო გეგმების საფუძველზე ამზადებს საკრებულოს წლიურ სამუშაო გეგმის პროექტს , აკონტროლებს სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საკითხების განხილვის ვადების დაცვას ;

ი ) ორგანიზებას უწევს საკრებულოს , საკრებულოს კომისიების , საკრებულოს ფრაქციებისა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების , თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების შეხვედრებს მოსახლეობასთან.

 

თავი IV. აპარატის ხელმძღვანელობა

მუხლი 9. აპარატის უფროსი

1. აპარატის მუშაობას ხელმძღვანელობს , ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს აპარატის უფროსი , რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე .

2. აპარატის უფროსი :

ა ) უძღვება აპარატის საქმიანობას ;

ბ ) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს აპარატის დებულებასა და საშტატო ნუსხას .“

გ ) საკრებულოს თავმჯდომარეს თანამდებობაზე დასანიშნად და თანამდებობიდან გასათავისუფლებლად წარუდგენს აპარატის შესაბამის საჯარო მოსამსახურეთა კანდიდატურებს ;

დ ) საკრებულოს თავმჯდომარეს და საკრებულოს ბიუროს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს აპარატის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ;

ე ) აპარატის დებულებით შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს აპარატის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციებს დასამტკიცებლად ;

ვ ) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს დასამტკიცებლად აპარატის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს , აგრეთვე მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს .

ზ ) ახორციელებს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით , აგრეთვე საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებებით განსაზღვრულ დავალებებს .

3. აპარატის უფროსი ანგარიშვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარის წინაშე .

4. აპარატის უფროსის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს საკრებულოს თავმჯდომარე .

5. აპარატის უფროსის არყოფნის შემთხვევაში აპარატის უფროსის მოვალეობებს ასრულებს აპარატის ერთ -ერთი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით .

მუხლი 10. აპარატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

1. აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი , რომელსაც აპარატის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე „საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად .

2. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი :

ა ) ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფისა და სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას ;

ბ ) პასუხს აგებს სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის დაკისრებულ ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე ;

გ ) განსაზღვრავს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს ; აპარატის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულების , მივლინების , წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ;

დ ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას ;

ე ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზაციისა და დაგეგმარების წესს ; შეიმუშავებს წინადადებებს ქვედანაყოფის მუშაობის სრულყოფის საკითხებზე ;

ვ ) უქმნის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის , საიდუმლოების რეჟიმის , შრომის შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს ;

ზ ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და აპარატის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს .

3. სტრუქტურული ერთეულის უფროსი ანგარიშვალდებულია აპარატის უფროსის წინაშე .

4. სტრუქტურული ერთეულის უფროსის არყოფნის შემთხვევაში აპარატის უფროსის დავალებით მის მოვალეობებს ასრულებს სტრუქტურული ერთეულის ერთ -ერთი მოხელე .

 

თავი V. აპარატის საჯარო მოსამსახურეები

მუხლი 11. აპარატის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნის წესი

1. აპარატის საჯარო მოსამსახურეები თანამდებობაზე ინიშნებიან „საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონით დადგენილი წესით .

მუხლი 12. აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოსა , საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი ინსტრუქციების დამტკიცების წესი

1. აპარატის საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს , თანამდებობათა დასახელებას საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით , მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად , ამტკიცებს საკრებულო .

2. აპარატის დებულებასა და საშტატო ნუსხას საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ამტკიცებს საკრებულო .