„საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს საზღვაო ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 02.04.1998
გამომცემი ორგანო ტრანსპორტის სამინისტრო
ნომერი №20
სარეგისტრაციო კოდი 180.012.003.228
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 02/04/1998
matsne.gov.ge 1,561 სიტყვა · ~8 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს საზღვაო ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის ბრძანება №20 1998 წლის 2 აპრილი ქ. თბილისი „საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს საზღვაო ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 15 მაისის „საქართველოს საზღვაო კოდექსის“ მე-8 მუხლისა და საქართველოს 1997 წლის 15 აპრილის კანონის „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ მოთხოვნათა გათვალისწინებით, ვბრძანებ: 1. დამტკიცებულ იქნას საქართველოს საზღვაო ადმინისტრაციის დებულება. 2. ბრძანება წარდგენილ იქნას საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შესატანად. მინისტრი                                                                                 მერაბ ადეიშვილი საქართველოს საზღვაო ადმინისტრაციის დებულება თავი 1. ზოგადი დებულებანი თავი 2. საქართველოს საზღვაო ადმინისტრაციის ფუნქციები და ამოცანები თავი 3. საზღვაო ადმინისტრაციის უფლებები თავი 4. საზღვაო ადმინისტრაციის მართვა თავი 5. საზღვაო ადმინისტრაციის უფროსი თავი 6. საზღვაო ადმინისტრაციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია დანართი: 1. საზღვაო ადმინისტრაციის სტრუქტურა 2. საზღვაო ადმინისტრაციას დაქვემდებარებულ ორგანიზაციათა ნუსხა თავი I. ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗 საქართველოს საზღვაო ადმინისტრაცია არის საქართველოს საზღვაო დარგის მართვის ორგანო საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს შემადგენლობაში, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საზღვაო კოდექსით, სხვა კანონქვემდებარე აქტებით, აგრეთვე საზღვაო ადმინისტრაციის დებულებით, საერთაშორისო ხელშეკრულებითა და იმ საერთაშორისო კონვენციებით, რომელთა მონაწილეა საქართველო. ატარებს ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას საზღვაო დარგში და პასუხს აგებს საზღვაო დარგის მდგომარეობასა და განვითარებაზე. მუხლი 2🔗 საქართველოს საზღვაო ადმინისტრაცია: ა) საქართველოს სახელით ახორციელებს დროშის სახელმწიფო და საზღვაო ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლს; ბ) შეიმუშავებს ნაოსნობის წესებს, ინსპექციებს, გამოსცემს ინდივიდუალურ აქტებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა საქართველოს ყველა იურიდიული და ფიზიკური პირისათვის, კომპეტენციის ფარგლებში, შეიმუშავებს საკანონმდებლო წინადადებებსა და რეკომენდაციებს; გ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ზედამხედველობას განსაკუთრებული ეკონომიკური ზონისა და კონტინენტალური შელფის გამოყენებაზე; დ) ქმნის ზღვაოსნობის უსაფრთხოებისა და ნავთობით გაჭუჭყიანების გამომწვევი ინციდენტების წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის ორგანიზაციისა და კონტროლის ეროვნულ სისტემას; ე) ახორციელებს სახელმწიფო ზედამხედველობას ზღვაზე გემებსა და მასზედ მყოფი პირების უსაფრთხოებაზე, საერთაშორისო კონვენციების, შეთანხმებების, შესრულებაზე ნავსადგურებში სახიფათო ტვირთის გადამუშავებისა და ზღვის დაბინძურების თავიდან აცილებაზე; ვ) აწარმოებს საქართველოს გემების სახელწმიფო რეესტრს, რეგისტრაციაში ატარებს ყველა სახეობის გემს, გასცემს: საქართველოს სახელმწიფო დროშით ნაოსნობის, გემის საკუთრების უფლების, სამოქალაქო და საფინანსო პასუხისმგებლობისა და ნაოსნობისათვის საჭირო სხვა მოწმობებს; ზ) სამართლებრივად უზრუნველყოფს ზედამხედველობას საქართველოს საზღვაო კოდექსის, საერთაშორისო საზღვაო კონვენციებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესრულებაზე და აკონტროლებს ნაოსნობას საქართველოს პასუხისმგებლობის ზონაში; თ) აფუძნებს და კურირებს საზღვაო განათლების სისტემას. აღრიცხავს საზღვაო სპეციალისტებს, გასცემს საკვალიფიკაციო მოწმობებს, დიპლომატებსა და მეზღვაურის წიგნაკებს; ი) ორგანიზაციას უწევს საქართველოს პასუხისმგებლობის ზონაში ნაოსნობას, სალოცმანო მომსახურებას, ნებისმიერ გემთან დაკავშირებული საზღვაო ინციდენტების განხილვას, საქართველოს ნავსადგურებში გემების შესვლა-გამოსვლის რეგისტრაციას; კ) ახორციელებს ზედამხედველობას ზღვაში ჩაძირული ქონების ამოღებასა და შენახვაზე; ლ)ორგანიზაციას უწევს ზღვაში ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისათვის გატარებულ ღონისძიებებს; მ)თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, შეიმუშავებს და ცხოვრებაში ატარებს საზღვაო მომსახურების სატარიფო პოლიტიკას. მუხლი 3🔗 საზღვაო ადმინისტრაციას აქვს საკუთარი ემბლემა და ბეჭედი საქართველოს გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდებით. ადმინისტრაციის საქმიანობის დაფინანსების წყაროებია სახელწმიფო ბიუჯეტი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები და საქმიანობები. თავი II. საქართველოს საზღვაო ადმინისტრაციის ფუნქციები და ამოცანები მუხლი 4🔗 ფუნქციები და ამოცანები ზღვაოსნობის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის სფეროში 1. ახორციელებს სახელმწიფო ზედამხედველობას ზღვაოსნობის უსაფრთხოების ნორმების დაცვასთან, სახიფათო ტვირთის დატვირთვასა და გადაზიდვასთან, ასევე ზღვის გაჭუჭყიანებასთან დაკავშირებული საერთაშორისო კონვენციების, შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების შესრულებაზე. 2. ახორციელებს საქართველოს პასუხისმგებლობის ზონაში და საქართველოს ნავსადგურებში ნებისმიერ გემთან დაკავშირებული საზღვაო ინციდენტების მოკვლევას. 3. ახორციელებს საქართველოს დროშით მცურავ გემებზე მომხდარი საზღვაო ინციდენტების მოკვლევას. 4. აყალიბებს ნაოსნობის უსაფრთხოების ორგანიზაციისა და ზღვის ნავთობით დაბინძურების გამომწვევი ინციდენტების წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის სისტემას. 5. საქართველოს პასუხისმგებლობის ზონაში უზრუნველყოფს ნაოსნობას, ნებისმიერი გემის სალოცმანო მომსახურებას. 6. ახორციელებს საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრის წარმოებას, ყველა გემის რეგისტრაციას და მათთვის ეროვნული მოწმობების და ნაოსნობისათვის აუცილებელი სხვა მოწმობების გაცემას. 7. ახორციელებს სახელწმიფო კონტროლს ეროვნულ ნაოსნობაზე. 8. აფუძნებს და მეთვალყურეობას უწევს საქართველოში საზღვაო განათლების სისტემას, განსაზღვრავს საკადრო პოლიტიკას, აწარმოებს საზღვაო სპეციალისტთა აღრიცხვას, გასცემს დიპლომებს, მოწმობებს, მეზღვაურის წიგნაკებს და ანიჭებს საზღვაო წოდებებს. 9. აგვარებს ხიფათში ჩავარდნილი ადამიანებისა და გემების ძიებისა და გადარჩენის საკითხებს. 10. ახორციელებს ზედამხედველობას ზღვაში ჩაძირული ქონების ამოღებასა და შენახვაზე. მუხლი 5🔗 ფუნქციები და ამოცანები სახელმწიფო სანაოსნო პოლიტიკის დარგში 1. ერთიანი სახელწმიფო საზღვაო პოლიტიკის გატარება ნაოსნობის დარგში, სოციალურ-ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური განვითარება. 2. კანონმდებლობით დადგენილი წესით საზღვაო დარგში ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და წარდგენა. 3. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სატარიფო პოლიტიკის შემუშავება და გატარება საზღვაო ტრანსპორტის დარგში. 4. უზრუნველყოფს დარგის სამართლებრივ მომსახურებას, შესრულებაზე კონტროლს, ნაოსნობის სფეროში მოქმედი კანონების დაცვას. 5. ახორციელებს სახელწმიფო ზედამხედველობას საზღვაო ტრანსპორტზე და ნავსადგურებში, ნორმატიული აქტების შესრულებაზე უწყებრივი დაქვემდებარებისა და კუთვნილების ფორმის მიუხედავად. 6. საზღვარგარეთის ქვეყნებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობისა და სხვა სახის კავშირების, საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციებში გაწევრიანების, სახელწმიფო საერთაშორისო ხელშეკრულებების გაფორმების შესახებ წინადადებების მომზადება და ექსპერტიზა. 7. დარგის ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებების განსაზღვრა, საქართველოს ორგანიზაციებისათვის უცხოელი პარტნიორების მონახვასა და საქმიანი კონტაქტების დამყარებაში დახმარების გაწევა. მუხლი 6🔗 ფუნქციები და ამოცანები ეკონომიკის დარგში 1. დარგის ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური განვითარების სტრატეგიის შემუშავება და პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა გრძელვადიანი პროგნოზის საფუძველზე, მათი რეალიზაციისათვის საჭირო წინაპირობების შექმნა და ხელშეწყობა. 2. პროგრესული საწარმოო სტრუქტურების განვითარების, კონკურენციისა და დემონოპოლიზაციის პოლიტიკის განხორციელებისათვის შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება, ამ სფეროში სამთავრობო გადაწყვეტილებათა განხორციელებისათვის საჭირო ღონისძიებათა გატარება. 3. ახალი საწარმოებისა და ობიექტების მშენებლობის, მოქმედი საწარმოებისა და ობიექტების ტექნიკური შეიარაღების, რეკონსტრუქციისა და გაფართოების პროექტების შემუშავების ორგანიზაცია. 4. საზღვარგარეთის ქვეყნებთან ეკონომიკური და მეცნიერულ-ტექნიკური თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა დარგის ინტერესებიდან გამომდინარე და მათი განხორციელებისათვის ხელშეწყობა. 5. დარგის სატარიფო პოლიტიკის სტრატეგიის შემუშავება და ცხოვრებაში გატარება. 6. დელეგირებულ უფლებათა ფარგლებში სახელმწიფო ქონების გამოყენების ეფექტიანობის უზრუნველყოფა, დადგენილი წესით თავის დაქვემდებარებაში მყოფი სახელმწიფო საწარმოების, ორგანიზაციების, დაწესებულებების შექმნა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია. 7. დარში ანტიმონოპოლისტური პოლიტიკისა და პრივატიზების სამუშაოთა განხორციელებისათვის საჭირო წინადადებათა შემუშავება და დადგენილი წესით სახელმწიფო ორგანოებში წარდგენა. 8. საზღვაო ტრანსპორტის სფეროში ინფორმაციული ბანკისა და სისტემების შექმნა და განვითარება. 9. დარგის ტექნოლოგიური განვითარებისა და მეცნიერული უზრუნველყოფისათვის ხელშეწყობა, სამეცნიერო კვლევების კოორდინირება, დარგობრივი მეცნიერულ-ტექნიკური პროგრამებისა და პროექტების ექსპერტიზის უზრუნველყოფა. 10. უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა ღონისძიებათა შემუშავება და რეალიზაცია. 11. დადგენილი წესით საზღვაო დარგთან დაკავშირებული ობიექტების რეკონსტრუქციისა და მშენებლობის პროექტების შეთანხმება. თავი III. საზღვაო ადმინისტრაციის უფლებები მუხლი 7🔗 ადმინისტრაციის უფლება აქვს თავისი კომპეტენციის ფარგლებში: 1. ხელი შეუწყოს დარგის საწარმოებისა და ორგანიზაციების მიერ საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების შესრულებას. 2. კონტროლი დააწესოს საწარმოებსა და ორგანიზაციებში სახელწმიფო შეკვეთების შესრულებაზე. 3. განახორციელოს კონტროლი საქართველოს იურიდიული და ფიზიკური პირების მიმართ საზღვაო ნორმატიული აქტების დაცვაზე. საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და კონვენციების შესრულებაზე და დადგენილი წესით დააკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და ან მათი პასუხისმგებლობის შესახებ დასვას საკითხი შესაბამისი ორგანოების წინაშე. 4. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებების და კონვენციების შესაბამისად, საზღვარგარეთის ქვეყნების იურიდიულ და ფიზიკურ პირებს საზღვაო კანონმდებლობის დარღვევისათვის დააკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ან სათანადო ორგანოების წინაშე დააყენოს საკითხი მათი პასუხისმგებლობის შესახებ. 5. დადგენილი წესით გამოსცეს და დაამტკიცოს საზღვაო დარგში ნორმატიული დოკუმენტები, რომელთა შესრულება სავალდებულო იქნება საქართველოს ყველა იურიდიული და ფიზიკური პირისათვის. 6. კანონმდებლობით განსაზღვრული წესით თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს საზღვაო დარგში სახელმწიფო პოლიტიკის გატარების მიზნით საქართველოს ნებისმიერი იურიდიული და ფიზიკური პირისაგან მოითხოვს ყველა საჭირო ინფორმაცია. 7. ნაოსნობის უსაფრთხოების მოთხოვნათა შეუსრულებლობისათვის ზღვისა და სანაპირო ზოლის გაჭუჭყიანებისათვის ან ასეთი საფრთხის შექმნის შემთხვევაში დადგენილი წესით შეაჩეროს ნებისმიერ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საქმიანობა საზღვაო სფეროში. 8. მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო ორგანოებში საქართველოს საზღვაო დარგის შესახებ საკითხების განხილვაში, წარადგინოს შემუშავებული და დადგენილი წესით შეთანხმებული საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების პროექტები, შეიტანოს წინადადებები და პროექტები საზღვაო დარგის განვითარების, დარგის საწარმოების პრივატიზების შესახებ. 9. დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციებისა და გაერთიანებების საქმიანობაში. 10. საზღვაო დარგში არსებული პრობლემების გადასაწყვეტად შექმნას კომისიები, მოიწვიოს მათში სამუშაოდ სპეციალისტ - ექსპერტები. 11. დადგენილი წესით დანიშნოს მის დაქვემდებარებაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელი და გაათავისუფლოს იგი თანამდებობიდან. 12. აწარმოოს მოლაპარაკება, დადოს ხელშეკრულებები როგორც საქართველოს, ისე საზღვარგარეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან. 13. ადმინისტრაციის უფროსის მიერ მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციის მოსამსახურეებს თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას უფლება აქვთ იმყოფებოდნენ ნებისმიერ საზღვაო გემზე და საქართველოს ნავსადგურების ობიექტებზე, მიუხედავად მათი კუთვნილებისა (სახელმწიფო დროშისა) და საკუთრების ფორმისა. თავი IV. საზღვაო ადმინისტრაციის მართვა მუხლი 8🔗 საქართველოს საზღვაო ადმინისტრაციის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ტრანსპორტის მინისტრი. ადმინისტრაციის უფროსი პერსონალურად აგებს პასუხს იმისათვის, რომ ადმინისტრაციამ შეასრულოს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები, საქართველოს პარლამენტის დადგენილებები და დებულებით მასზე დაკისრებული ამოცანები და ფუნქციები. მუხლი 9🔗 ადმინისტრაციის უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომლებიც თანამდებობაზე ინიშნებიან და თანამდებობიდან თავისუფლდებიან ადმინისტრაციის უფროსის მიერ. მუხლი 10🔗 ფუნქციების ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეებს შორის ანაწილებს ადმინისტრაციის უფროსი ამ დებულების შესაბამისად. მუხლი 11🔗 ადმინისტრაციაში იქმნება კოლეგია (საბჭო), რომელშიც შედიან ადმინისტრაციის უფროსი (თავმჯდომარე) და მისი მოადგილეები, საქართველოს საზღვაო ადმინისტრაციის აპარატის წამყვანი ქვედანაყოფების ხელმძღვანელები. კოლეგიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს ადმინისტრაციის უფროსი. კოლეგიის სხდომაზე დასწრების უფლება აქვს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის პროფკავშირების წარმომადგენელს (საჭიროების შემთხვევაში). კოლეგიის საქმის წარმოებისა და მის პრაქტიკულ მუშაობასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ ღონისძიებებს ახორციელებს კოლეგიის მდივანი. ადმინისტრაციის უფროსს და კოლეგიის წევრებს შორის უთანხმოების შემთხვევაში ადმინისტრაციის უფროსი ახორციელებს თავის გადაწყვეტილებას, კოლეგიის წევრებს შეუძლიათ თავისი განსხვავებული აზრი აცნობონ საქართველოს ტრანსპორტის მინისტრს. მუხლი 12🔗 ადმინისტრაციის კოლეგია თავის სხდომებზე იხილავს საქართველოს საზღვაო დარგის განვითარებისა და უშუალოდ დაქვემდებარებული საწარმოებისა და ორგანიზაციების მიერ გაწეული მუშაობის შედეგებს. მუხლი 13🔗 ადმინისტრაციის აპარატის მოსამსახურეები სარგებლობენ საზღვაო ტრანსპორტის დარგში არსებული ყველა სოციალური გარანტიითა და შეღავათებით. მუხლი 14🔗 თავისი ფუნქციების შესრულების, საერთაშორისო ორგანიზაციებში მონაწილეობის, კადრების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების, აგრეთვე სხვა საჭიროებისათვის ადმინისტრაციას უფლება აქვს იქონიოს საკუთარი სახსრები, რაც ფორმირდება დადგენილი წესით. მუხლი 15🔗 საქართველოს საზღვაო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ და წამყვან სპეციალისტებს უნდა ჰქონდეს უმაღლესი სპეციალური საზღვაო განათლება და საზღვაო ტრანსპორტის დარგში პრაქტიკული გამოცდილება. მუხლი 16🔗 ადმინისტრაციის უფროსი ხელმძღვანელობს საზღვაო ადმინისტრაციას და პასუხისმგებელია ადმინისტრაციის წინაშე დასმული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე. იგი ანგარიშვალდებულია საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს წინაშე. მუხლი17 უზრუნველყოფს საქართველოს კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების, აგრეთვე ამ დებულებით გათვალისწინებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებას. მუხლი 18🔗 ამტკიცებს ადმინისტრაციის აპარატის საშტატო განრიგს საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის მიერ დამტკიცებული ადმინისტრაციის რიცხოვნობის, სტრუქტურის, ხარჯთაღრიცხვის ფარგლებში. მუხლი 19🔗 მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ნიშნავს ადმინისტრაციის მოსამსახურეებს. მუხლი 20🔗 ანაწილებს ფუნქციებს მოადგილეებს შორის, განსაზღვრავს მათ და სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელების უფლება-მოვალეობებს, მათ პერსონალურ პასუხისმგებლობას ადმინისტრაციის საქმიანობის შესაბამის სფეროებში. მუხლი 21🔗 ამტკიცებს ადმინისტრაციაში შემავალი სახელწმიფო საწარმოებისა და ორგანიზაციების წესდებებს (დებულებებს), აგრეთვე დებულებებს ადმინისტრაციის სტრუქტურული ქვედანაყოფების შესახებ. მუხლი 22🔗 ადმინისტრაციის კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს, ინსტრუქციებს, მეთოდურ მითითებებს. მუხლი 23🔗 განაგებს ადმინისტრაციის გამგებლობაში არსებულ ქონებას, წაახალისებს ადმინისტრაციის მოსამსახურეებს და საჭიროების შემთხვევაში, აკისრებს მათ დისციპლინარულ პასუხისმგებლობას. მუხლი 24🔗 საქართველოს ტრანსპორტის სამინისტრო ახორციელებს კონტროლს ადმინისტრაციის მუშაობისადმი და შეუძლია მოსთხოვოს ანგარიში ადმინისტრაციის უფროსს მის კომპეტენციაში შემავალ ყველა საკითხზე. თავი V. ადმინისტრაციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია მუხლი 25🔗 ადმინისტრაციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება დადგენილი წესის შესაბამისად.