„ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №151/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №35/04 |
|
2020 წლის 9 მარტი ქ. თბილისი |
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №151/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 28/12/2016, ს/კ: 220020000.18.011.016210) დამტკიცებულ „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ წესით განსაზღვრული ნორმების შესრულება სავალდებულოა საქართველოში მოქმედი ყველა კომერციული ბანკისათვის და უცხოური ბანკების ფილიალებისათვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისათვის – საკრედიტო კავშირებისთვის და სესხის გამცემი სუბიექტისათვის.“. 2. მე-2 მუხლის: ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ფინანსური ინსტიტუტი – მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირი, სესხის გამცემი სუბიექტი;“. ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) სპეციფიკური საფინანსო პროდუქტი – კრედიტი, მათ შორის ოვერდრაფტი, საკრედიტო ბარათი რომლის მთლიანი თანხა ნაკლებია 1 000 000 ლარზე ან მის ეკვივალენტზე სხვა ვალუტაში, ასევე, დეპოზიტი, რომლის პირველადი შენატანი ნაკლებია 1 000 000 ლარზე ან მის ეკვივალენტზე სხვა ვალუტაში. ამასთან, მიუხედავად მოცულობისა, არ გაითვალისწინება იურიდიულ პირზე, ასევე, დაკავშირებულ საწარმოში შემავალ პირებზე გაცემული კრედიტი/დეპოზიტი, თუ ამ პირზე/პირებზე იმავე საფინანსო ორგანიზაციაში უკვე გაცემული და აქტიური კრედიტების ან დეპოზიტების ჯამური მოცულობა აღემატება 1 000 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში.“. გ) „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ყ) მოზიდული თანხა – ფინანსური ინსტიტუტის მიერ, გარდა არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირისა და სესხის გამცემი სუბიექტისა, მომხმარებლისგან სარგებლის დარიცხვის პირობით მიღებული თანხა.“. მუხლი 2. იმ შემთხვევაში, თუ ამ ბრძანების ამოქმედებამდე დადებულ ხელშეკრულებებზე ხორციელდება ხელშეკრულების პირობების ისეთი ცვლილება, რომლის შედეგადაც იცვლება ეფექტური საპროცენტო განაკვეთი და ფორმდება ცვლილების ხელშეკრულება, ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია შეცვლილი ეფექტური საპროცენტო განაკვეთის შესახებ აცნობოს მომხმარებელს. ასევე, ასეთი ტიპის ხელშეკრულებებზე გავრცელდება ამ ბრძანების სხვა მოთხოვნებიც. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 16 მარტიდან.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №151/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 09.03.2020.
- როდის იქნა მიღებული „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №151/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №151/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 09.03.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №35/04. სარეგისტრაციო კოდი — 220020000.18.011.016440.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №151/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №151/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №151/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.03.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №151/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №35/04, 09.03.2020, სარეგისტრაციო კოდი 220020000.18.011.016440 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.03.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4816111/