ევროჯასტში მეკავშირე პროკურორისა და მეკავშირე პროკურორის დამხმარის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.03.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს გენერალური პროკურორი
ნომერი №003
სარეგისტრაციო კოდი 270070000.70.082.016015
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/03/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 950 სიტყვა · ~5 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე საქართველოს გენერალური პროკურორი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს გენერალური პროკურატურის პროგრამული უზრუნველყოფის, უსაფრთხოებისა და ტექნიკური მხარდაჭერის ცენტრის (სამმართველო) დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება 86% 06.05.2020 საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 86% 29.03.2019 „საქართველოს მთავრობასა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისს შორის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 85% 10.10.2016 პროკურატურის შესახებ საქართველოს ორგანული კანონი 85% 30.11.2018 საქართველოს მთავრობასა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შორის შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 84% 26.07.2017

დოკუმენტის ტექსტი

ევროჯასტში მეკავშირე პროკურორისა და მეკავშირე პროკურორის დამხმარის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება №003 2020 წლის 6 მარტი ქ. თბილისი ევროჯასტში მეკავშირე პროკურორისა და მეკავშირე პროკურორის დამხმარის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ ,,საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ 2019 წლის 29 მარტის შეთანხმების, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, მე-18 მუხლისა და 30​1 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ევროჯასტში მეკავშირე პროკურორისა და  მეკავშირე პროკურორის დამხმარის საქმიანობის თანდართული წესი. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ევროჯასტში მეკავშირე პროკურორისა და  მეკავშირე პროკურორის დამხმარის საქმიანობის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ევროჯასტში მეკავშირე პროკურორისა და მეკავშირე პროკურორის დამხმარის საქმიანობის წესი განსაზღვრავს ევროჯასტში მეკავშირე პროკურორისა და მეკავშირე პროკურორის დამხმარის დანიშვნის, დაქვემდებარების, უფლებამოსილებისა და ფინანსური უზრუნველყოფის საკითხებს. 2. ევროჯასტში მეკავშირე პროკურორი და მეკავშირე პროკურორის დამხმარე თავიანთი საქმიანობისას ხელმძღვანელობენ საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით, საქართველოს სხვა ნორმატიული და ინდივიდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით. 3.  ევროჯასტში მეკავშირე პროკურორი და მეკავშირე პროკურორის დამხმარე ვალდებული არიან, დაიცვან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობა. მუხლის 2. ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ევროჯასტში მეკავშირე პროკურორი (შემდგომში – მეკავშირე პროკურორი) – საქართველოს პროკურატურის მიერ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, ევროჯასტში მივლინებული პროკურორი, რომელსაც ნიშნავს საქართველოს გენერალური პროკურორი (შემდგომში – გენერალური პროკურორი) და რომლის უფლებამოსილებანი და საქმიანობის წესი განისაზღვრება „საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ 2019 წლის 29 მარტის შეთანხმებით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, ამ წესით და საქართველოს სხვა ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით. ბ) მეკავშირე პროკურორის დამხმარე (შემდგომში – დამხმარე) – გენერალური პროკურორის მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით ევროჯასტში მივლინებული პროკურორი, რომელიც დახმარებას უწევს მეკავშირე პროკურორს და რომლის უფლებამოსილებანი და საქმიანობის წესი განისაზღვრება „საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ 2019 წლის 29 მარტის შეთანხმებით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, ამ წესით და საქართველოს სხვა ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით. გ) ევროჯასტი – სისხლის სამართლის სფეროში ევროკავშირის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო. დ) პროკურორი – „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი. მუხლი 3🔗. მეკავშირე პროკურორისა და დამხმარის დანიშვნა/დაქვემდებარება 1. მეკავშირე პროკურორსა და დამხმარეს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, ნიშნავს გენერალური პროკურორი. 2. მეკავშირე პროკურორად და დამხმარედ შეიძლება დაინიშნოს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი. 3. მეკავშირე პროკურორი და დამხმარე ინიშნება 3 წლის ვადით. 4. გენერალური პროკურორი უფლებამოსილია, როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილ მეკავშირე პროკურორს ან დამხმარეს როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით 1 წლამდე გაუგრძელოს. 5. მეკავშირე პროკურორი წარმოადგენს უმაღლეს დიპლომატიურ თანამდებობას. 6. დამხმარე წარმოადგენს უფროს დიპლომატიურ თანამდებობას. 7. მეკავშირე პროკურორი და დამხმარე შედიან საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის პერსონალის შემადგენლობაში და საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის სფეროში თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენენ საქართველოს. 8. მეკავშირე პროკურორი და დამხმარე იმყოფებიან გენერალური პროკურორის ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში. მუხლი 4🔗. მეკავშირე პროკურორისა და დამხმარის უფლებამოსილებანი მეკავშირე პროკურორისა და დამხმარის უფლებამოსილებაა: ა) ევროჯასტში საქართველოს წარმომადგენლობა; ბ) სისხლის სამრთლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის უზრუნველყოფა „საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ 2019 წლის 29 მარტის შეთანხმების შესაბამისად; გ) საქართველოს პროკურატურასა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის განმტკიცებისათვის ხელშეწყობა; დ) ევროჯასტთან თანამშრომლობის ახალი სფეროების განსაზღვრის მიზნით წინადადებების შემუშავება და გენერალური პროკურორისათვის წარდგენა; ე) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს პროკურატურის ინტერესების წარმოდგენა და დაცვა; ვ) საქართველოს პროკურატურასა და ევროჯასტს შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხებთან დაკავშირებით გენერალური პროკურორისგან მიღებული დავალებებისა და მითითებების შესრულება; ზ) ექვს თვეში ერთხელ, ხოლო გენერალური პროკურორის მოთხოვნისთანავე დაუყოვნებლივ, საქმიანობის შესახებ გენერალური პროკურორისთვის ანგარიშის წარდგენა; თ) ევროჯასტთან თანამშრომლობის ფარგლებში ღია საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების მოპოვება, დამუშავება და გენერალური პროკურორის ინფორმირება გასატარებელი ღონისძიებების შესახებ, წინადადებების მიწოდება და შესაბამისი კონსულტაციების წარმართვა; ი) ევროჯასტში საქართველოს პროკურატურის წარმომადგენელთა ვიზიტების მომზადებასა და განხორციელებაში მონაწილეობა (საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების, განსახილველ საკითხთა შესაძლო თემატიკისა და რეკომენდაციების მომზადება) და საპროტოკოლო უზრუნველყოფა (ვიზიტის პროგრამა, შეხვედრები). კ) ევროჯასტში სამსახურებრივი მივლინებით მყოფი საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებისთვის კოორდინაციის გაწევა და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში დახმარების აღმოჩენა; ლ) ევროჯასტში სწავლების მიზნით მივლინებული საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების მონიტორინგი და მათ წინაშე წამოჭრილი საკითხების გადაწყვეტაში ხელშეწყობა; მ) ოფიციალურ მიღებათა ორგანიზება; ნ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის სახელით, სამართლებრივ დოკუმენტებზე ხელმოწერა; ო) შესაბამის შეხვედრებში, სემინარებსა და კონფერენციებში მონაწილეობა; პ) სამსახურებრივი და ფინანსური ანგარიშვალდებულების შესრულება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ჟ) „საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ 2019 წლის 29 მარტის შეთანხმებით და  საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობის განხორციელება. მუხლი 5🔗. მეკავშირე პროკურორისა და დამხმარის გამოწვევა 1. მეკავშირე პროკურორისა და დამხმარის, როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტა და გამოწვევა ხორციელდება გენერალური პროკურორის ბრძანებით. 2. მეკავშირე პროკურორისა და დამხმარის, როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტის (მათ შორის, თანამდებობიდან გათავისუფლების ან/და პროკურატურიდან დათხოვნის გამო მივლინების შეწყვეტისას) ან სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვევის შემთხვევაში, გამოწვევასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების დარეგულირების მიზნით, გამოწვევა შესაძლებელია გათავისუფლების თარიღიდან არაუმეტეს 20 კალენდარული დღის ვადაში, გენერალური პროკურორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად. 3. მეკავშირე პროკურორისა და დამხმარის, როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის ან ვადამდე გამოწვევის შემთხვევაში, თუ გამოწვევა არ უკავშირდება მეკავშირე პროკურორისა და დამხმარის, მიერ შეუფერებელი საქციელის ჩადენას, მოვალეობათა შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას, იგი ინიშნება პროკურატურის სისტემაში არსებულ მისი რანგისა და პოზიციის შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე, ხოლო შესაბამისი ვაკანსიის არარსებობის შემთხვევაში, მისივე თანხმობით უფრო დაბალი რანგისა და პოზიციის თანამდებობაზე. 4. როტაციის წესით სამუშაო მივლინებიდან გამოწვეულმა თანამშრომელმა, როტაციის წესით სამუშაო მივლინებამდე პროკურატურის სისტემაში უნდა იმუშაოს არანაკლებ ექვსი თვის ვადისა, გენერალური პროკურორი საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილია შეამციროს მითითებული ვადა. მუხლი 6🔗. მეკავშირე პროკურორისა და დამხმარის ფინანსური უზრუნველყოფა 1. მეკავშირე პროკურორისა და დამხმარის მატერიალურ-ტექნიკურ და ფინანსურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს პროკურატურა. მეკავშირე პროკურორისა და დამხმარის თანამდებობრივი სარგოები და მათი სამუშაო მივლინებების ხარჯები განისაზღვრება გენერალური პროკურორის ბრძანებით. 2. მეკავშირე პროკურორის, დამხმარისა და მათი ოჯახის წევრების პირველადი საყოფაცხოვრებო მოწყობის მიზნით ანაზღაურებადი ერთჯერადი თანხა, მისი მიზნობრიობა და ოდენობა, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თავისებურებათა გათვალისწინებით, განისაზღვრება გენერალური პროკურორის ბრძანებით. 3. მეკავშირე პროკურორის, დამხმარის ან მასთან მცხოვრები ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში საქართველოს პროკურატურა დაფარავს ყველა ხარჯს, მათ შორის, გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენების ხარჯებს. 4. მეკავშირე პროკურორისა და დამხმარის მიერ სამსახურის გავლისა და მათი გამოწვევის შემთხვევებში გამოიყენება, აგრეთვე მეკავშირე პროკურორზე, დამხმარესა და მათი ოჯახის წევრებზე ვრცელდება „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სოციალური დაცვის გარანტიები. საქართველოს გენერალური პროკურორიირაკლი შოთაძე