ევროჯასტში მეკავშირე პროკურორისა და მეკავშირე პროკურორის დამხმარის მივლინების ანაზღაურებისა და შენახვის ხარჯების განსაზღვრის წესის დამტკიცეაბის შესახებ
მიღების თარიღი 06.03.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს გენერალური პროკურორი
ნომერი №004
სარეგისტრაციო კოდი 270070000.70.082.016016
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/03/2020
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.03.2020 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (5)
| 1 | ევროჯასტში მეკავშირე პროკურორი |
| 2 | მეკავშირე პროკურორის დამხმარე |
| № | დასახელება |
| ანაზღაურების ნორმა | სამედიცინო დაზღვევა |
| საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე | საქართველოს გენერალური პროკურორი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეების მიერ დამატებითი ანაზღაურების (სახელფასო დანამატის) მისაღებად დასაკმაყოფილებელი კრიტერიუმების და სავალდებულო სამხედო სამსახურის მოსამსახურეთა ფულადი სარგოს განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის,
დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ ევროჯასტში მეკავშირე პროკურორისა და მეკავშირე პროკურორის დამხმარის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს კანონის პროექტი - საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ევროჯასტში მეკავშირე პროკურორისა და მეკავშირე პროკურორის დამხმარის მივლინების ანაზღაურებისა და შენახვის ხარჯების განსაზღვრის წესის დამტკიცეაბის შესახებ
საქართველოს გენერალური პროკურორის
ბრძანება №004
2020 წლის 6 მარტი
ქ. თბილისი
ევროჯასტში მეკავშირე პროკურორისა და მეკავშირე პროკურორის დამხმარის მივლინების ანაზღაურებისა და შენახვის ხარჯების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
,,საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ 2019 წლის 29 მარტის შეთანხმების, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, მე-18 მუხლისა და 301 მუხლის მე-7 პუნქტისა და ,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 323 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
განისაზღვროს ევროჯასტში მეკავშირე პროკურორისა და მეკავშირე პროკურორის დამხმარის მივლინების ანაზღაურებისა და შენახვის ხარჯების ყოველთვიური ნორმები თანდართული დანართის შესაბამისად (დანართი №1).
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დანართი №1
მივლინების ანაზღაურებისა და შენახვის ხარჯების ყოველთვიური ნორმები
№
დასახელება
უცხოური
ვალუტის დასახელება
ხარჯის დასახელება
ანაზღაურების ნორმა
სამედიცინო დაზღვევა
ავტოსატრანსპორტო საშუალების
დაზღვევა
განთავსების ხარჯი
შენახვის ხარჯი
სულ
1
ევროჯასტში მეკავშირე პროკურორი
ევრო
3307
438
180
1750
325
6000
2
მეკავშირე პროკურორის დამხმარე
ევრო
1500
438
180
1750
325
4193
შენიშვნა:
1. სამედიცინო და ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის ხარჯები
ადგილსამყოფელ სახელმწიფოში ევროჯასტში მეკავშირე პროკურორის (შემდგომში- მეკავშირე პროკურორი) და მეკავშირე პროკურორის დამხმარის (შემდგომში - დამხმარე) სამედიცინო და ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის ანაზღაურებისათვის სავალდებულოა სადაზღვევო კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების დამადასტურებელი ორიგინალი და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ – საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიუროს მიერ ქართულ ენაზე თარგმნილი და ოფიციალურად დამოწმებული ხელშეკრულების წარდგენა, ასევე ყოველკვარტალურად დაზღვევის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ორიგინალი საბუთის (ქვითარი ან/და საბანკო ამონაწერი) წარდგენა. ზემოაღნიშნული ხარჯების ანაზღაურება განხორციელდება წინასწარ, მაგრამ არაუმეტეს ამ დანართით გათვალისწინებული ოდენობისა.
2. განთავსების ხარჯები
ა) ადგილსამყოფელ სახელმწიფოში განთავსების ხარჯის ანაზღაურებისათვის სავალდებულოა ბინის ქირავნობის ხელშეკრულების გაფორმების დამადასტურებელი ორიგინალი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ – საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიუროს მიერ ქართულ ენაზე თარგმნილი და ოფიციალურად დამოწმებული ხელშეკრულების, ასევე ბინის ქირის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ორიგინალი საბუთის (ქვითარი ან/და საბანკო ამონაწერი) წარდგენა ყოველკვარტალურად;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხარჯების ანაზღაურება განხორციელდება წინასწარ, მაგრამ არაუმეტეს ამ დანართით გათვალისწინებული ოდენობისა. საქართველოს გენერალური პროკურორის სამართლებრივი აქტით განისაზღვრება მეკავშირე პროკურორის და დამხმარეს ვადამდე გამოწვევის შემთხვევაში (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ვადამდე გამოწვევასთან ერთად ხდება მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლება/დათხოვნა პირადი განცხადების, დისციპლინური გადაცდომის ან სამსახურებრივი შეუსაბამობის გამო) ბინის ქირავნობის ვადამდე შეწყვეტის გამო ანაზღაურებული ან ასანაზღაურებელი ჯარიმის/საურავის (სხვა სახის პასუხისმგებლობის ზომა) ოდენობა და ამ თანხების გადახდის წინაპირობები.
3. შენახვის ხარჯები
შენახვის ხარჯების ნორმა მოიცავს ოფისის მოწყობისათვის საჭირო ინვენტარისა და სხვადასხვა მოწყობილობის (საკომუნიკაციო) ექსპლუატაციის ხარჯებს.
4. მოკლევადიანი მივლინება
მოკლევადიანი სამსახურებრივი მივლინება ადგილსამყოფელი ქვეყნის ფარგლებში და მის გარეთ წინასწარ, წერილობით უნდა ეცნობოს საქართველოს გენერალურ პროკურორს, შესაბამისი ბრძანების გამოცემის შემთხვევაში მეკავშირე პროკურორს და დამხმარეს აუნაზღაურდება მგზავრობისა (ეკონომკლასის სამგზავრო ბილეთი ან საწვავის ხარჯი) და განთავსების ხარჯები. მგზავრობის ხარჯი ანაზღაურდება ფაქტობრივად გაწეული ხარჯის მიხედვით, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე, ხოლო განთავსების ხარჯი ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
5. მგზავრობის ხარჯი
წელიწადში ერთხელ კუთვნილი შვებულების მგზავრობის ხარჯებს (ეკონომკლასის სამგზავრო ბილეთი ან საწვავის ხარჯი წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად) მეკავშირე პროკურორს და დამხმარეს საქართველოს პროკურატურა აუნაზღაურებს მხოლოდ საქართველოს მიმართულებით და უკან ადგილსამყოფელ სახელმწიფოში, ხოლო მეკავშირე პროკურორის და დამხმარეს მოთხოვნის საფუძველზე, მათი ოჯახის წევრებს – ასევე წელიწადში ერთხელ, ნებისმიერ დროს.
6. დამატებითი ხარჯი
ა) მეკავშირე პროკურორის და დამხმარეს დასაბუთებული მოთხოვნით დამატებითი თანხის გამოყოფა ხორციელდება:
ა.ა) საოფისე ინვენტარის, მოწყობილობებისა და სატრანსპორტო საშუალებების შესაძენად, ასევე მეკავშირე პროკურორის და დამხმარეს მიმაგრებული სატრანსპორტო საშუალებისათვის საბურავების შესაძენად;
ა.ბ) საჭიროების დასაბუთების შემთხვევაში დამატებით გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფინანსებლად;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადასახდელების დადასტურება ხორციელდება ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენით;
გ) თუ თანხის ოდენობა აღემატება 1000 ევროს/აშშ დოლარს, ამ პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს გენერალური პროკურორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ამავე დანართით განსაზღვრული სახელმწიფოს უცხოური ვალუტის შესაბამისად, ხოლო თუ თანხის ოდენობა არ აღემატება 1000 ევროს/აშშ დოლარს – საქართველოს გენერალური პროკურორის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ამავე დანართით განსაზღვრული სახელმწიფოს უცხოური ვალუტის შესაბამისად.
7. როტაცია
ა) როტაციის წესით სამუშაო მივლინებისას მეკავშირე პროკურორის და მეკავშირე პროკურორის დამხმარეს უნაზღაურდება შემდეგი სახის პირველადი მოწყობის ხარჯები:
ა.ა) ბინის დაქირავებამდე გასაწევი ხარჯები (სასტუმრო და სხვა ხარჯები, არაუმეტეს 10 დღისა) – ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ა.ბ) ბინის დაქირავებასთან დაკავშირებული:
ა.ბ.ა) მაკლერის და სხვა შესაბამისი ხარჯები, რომელიც ანაზღაურდება ხელშეკრულების დამადასტურებელი ორიგინალი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ – საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიუროს მიერ ქართულ ენაზე თარგმნილი და ოფიციალურად დამოწმებული ხელშეკრულების წარდგენის შემდეგ, ხოლო ანაზღაურების შემდგომ მეკავშირე პროკურორი და დამხმარე ვალდებულნი არიან, წარადგინონ გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი ან საბანკო ამონაწერი);
ა.ბ.ბ) ბინის ქირავნობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ბინის დეპოზიტის თანხა, რომლის გადახდისა და დამქირავებლისთვის უკან დაბრუნების წინაპირობები გათვალისწინებულია წარდგენილი ბინის ქირავნობის ხელშეკრულებით;
ბ) სამუშაო პირობების შექმნის მიზნით, როტაციასთან დაკავშირებული პირველადი მოწყობის ხარჯები (საოფისე ინვენტარისა და სხვა შესაბამისი ხარჯი) ანაზღაურდება საქართველოს პროკურატურის მიერ წინასწარ, რომლის ანგარიშგებასაც შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის მეკავშირე პროკურორი და დამხმარე ახორციელებს საჭირო შესყიდული საქონლის შეძენის დამადასტურებელი ორიგინალი დოკუმენტაციის წარდგენით;
გ) თუ თანხის ოდენობა აღემატება 1000 ევროს/აშშ დოლარს, ამ პუნქტით გათვალისწინებული პირველადი მოწყობის ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს გენერალური პროკურორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ამავე დანართით განსაზღვრული სახელმწიფოს უცხოური ვალუტის შესაბამისად, ხოლო თუ თანხის ოდენობა არ აღემატება 1000 ევროს/აშშ დოლარს – საქართველოს გენერალური პროკურორის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ამავე დანართით განსაზღვრული სახელმწიფოს უცხოური ვალუტის შესაბამისად.
8. მივლინებული მეკავშირე პროკურორისა და დამხმარესათვის ასევე მათი ოჯახის თითოეული წევრისთვის მგზავრობისა და ბარგის გადაზიდვის ხარჯის ანაზღაურება
მეკავშირე პროკურორის და დამხმარეს ასევე მათი ოჯახის თითოეულ წევრს აუნაზღაურდება:
ა) როტაციის წესით, როგორც სამუშაო მივლინების, აგრეთვე სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტის (მათ შორის, სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების გამო მივლინების შეწყვეტისას) ან სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო გამოწვევის შემთხვევაში საქართველოსა და მივლინების ადგილს შორის მგზავრობის ხარჯები (ეკონომკლასის სამგზავრო ბილეთი ან საწვავის ხარჯი წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, ასევე სამსახურებრივ ავტომანქანასთან დაკავშირებული ფასიანი გზებისა და პარკინგის ხარჯები);
ბ) ბარგის გადაზიდვის ხარჯები – ერთ პირზე არაუმეტეს 80 კგ-ის ოდენობით, საერთო ღირებულებით არაუმეტეს ეკონომკლასის ერთი სამგზავრო ავიაბილეთის (ერთი მიმართულებით) ღირებულების 100%-ისა, ხოლო ოჯახზე – არაუმეტეს 240 კგ-ისა, საერთო ღირებულებით არაუმეტეს ეკონომკლასის ერთი სამგზავრო ავიაბილეთის (ერთი მიმართულებით) ღირებულების 200%-ისა.
9. თანხის დაბრუნება
ა) მეკავშირე პროკურორი და დამხმარეს ვადაზე ადრე გამოწვევის შემთხვევაში ვალდებულია, გამოწვევის თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში უზრუნველყოს ზედმეტად ჩარიცხული თანხის (ანაზღაურებისა და შენახვის ხარჯების ნორმები) დაბრუნება ფაქტობრივად ნამუშევარი დღეების გამოკლებით. თანხა დაბრუნებული უნდა იქნეს იმ ვალუტით, რომლითაც განხორციელდა ჩარიცხვა.
ბ) როტაციის წესით მივლინებული მეკავშირე პროკურორის და დამხმარეს ვადაზე ადრე გამოწვევის შემთხვევაში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ვადამდე გამოწვევასთან ერთად ხდება მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლება/დათხოვნა პირადი განცხადების, დისციპლინური გადაცდომის ან სამსახურებრივი შეუსაბამობის გამო), ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების (სამედიცინო დაზღვევა, ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევა) ვადაზე ადრე შეწყვეტისათვის დაკისრებული ჯარიმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხა, ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემდგომ ანაზღაურდება: 1000 ევროზე/აშშ დოლარზე მეტი ოდენობით – საქართველოს გენერალური პროკურორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ამავე დანართით განსაზღვრული სახელმწიფოს უცხოური ვალუტის შესაბამისად, ხოლო 1000 ევროზე/აშშ დოლარზე ნაკლები ოდენობით – საქართველოს გენერალური პროკურორის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ამავე დანართით განსაზღვრული სახელმწიფოს უცხოური ვალუტის შესაბამისად.
10. წინასწარი ანაზღაურება
ამ დანართით განსაზღვრული მივლინებისა და შენახვის ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება წინასწარ, საქართველოს ან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს იმ საბანკო დაწესებულების ანგარიშზე, რომლის მონაცემებიც იქნება მიწოდებული შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის.
11. ოფიციალურად თარგმნისა და დამოწმების ხარჯების ანაზღაურება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ – საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიუროს მიერ ამ დანართით გათვალისწინებული თარგმნისა და ოფიციალურად დამოწმების ხარჯების ანაზღაურებას უზრუნველყოფს საქართველოს პროკურატურა.
12. მეკავშირე პროკურორის ოჯახის არასრულწლოვანი წევრების, ადგილსამყოფელ ქვეყანაში განათლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები
ა) მეკავშირე პროკურორს სამუშაო მივლინების დროს აუნაზღაურდება ოჯახის არასრულწლოვანი წევრების ადგილსამყოფელ ქვეყანაში განათლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები, ადგილსამყოფელ ქვეყანაში სახელმწიფო ენაზე უფასო სასწავლებლის არარსებობის შემთხვევაში.
ბ) მეკავშირე პროკურორის მიერ დადებული შესაბამისი ხელშეკრულების ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, ანაზღაურებას ექვემდებარება სასწავლო წლის დაწყებიდან მის დასრულებამდე – თვეში არაუმეტეს 460 ევრო.
გ) ანაზღაურებისათვის სავალდებულოა შესაბამისი დოკუმენტის გაფორმების დამადასტურებელი ორიგინალი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ – საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიუროს მიერ ქართულ ენაზე თარგმნილი და ოფიციალურად დამოწმებული დოკუმენტის წარდგენა;
დ) თუ ადგილსამყოფელ ქვეყანაში განათლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები აღემატება 460 ევროს, ასევე ანაზღაურდება განათლების მიღებასთან დაკავშირებულ ხარჯსა და ყოველთვიურ ლიმიტს შორის სხვაობის 50%.
ე) განსაკუთრებულ შემთხვევაში, გენერალური პროკურორის ბრძანებით, შესაძლებელია დადგინდეს ამ პუნქტისაგან განსხვავებული, განათლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი.
საქართველოს გენერალური პროკურორიირაკლი შოთაძე