„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ბაფთიანი სამკერდე ნიშნის „უმწიკვლო სამსახურისათვის“ დაწესების შესახებ“
მიღების თარიღი 04.04.1998
ძალის დაკარგვა 28.01.2022
გამომცემი ორგანო შინაგან საქმეთა სამინისტრო
ნომერი №138
სარეგისტრაციო კოდი 370.012.003.237
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 14/04/1998
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ბაფთიანი სამკერდე ნიშნის „უმწიკვლო სამსახურისათვის“ დაწესების შესახებ“
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №138
1998 წლის 4 აპრილი
ქ.
თბილისი
საქართველოს შსს ბაფთიანი სამკერდე ნიშნის „უმწიკვლო სამსახურისათვის“ დაწესების შესახებ
1. საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის № 139 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ“ დებულების 42-ე მუხლის შესაბამისად დაწესდეს I, II და III ხარისხის ბაფთიანი სამკერდე ნიშანი „უმწიკვლო სამსახურისათვის“ შსს ორგანოებისა და შინაგანი ჯარების რიგითი და მეთაურთა შემადგენლობის პირთა დასაჯილდოებლად.
2. დამტკიცდეს დებულება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაფთიანი სამკერდე ნიშნით – „უმწიკვლო სამსახურისათვის“ – დაჯილდოების შესახებ (დანართი № 1).
3. დამტკიცდეს I, II და III ხარისხის ბაფთიანი სამკერდე ნიშნის „უმწიკვლო სამსახურისათვის“ აღწერილობა (დანართი №2).
4.შინაგან საქმეთა სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტმა შსს კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის მთავარი სამმართველოს დაკვეთის შესაბამისად უზრუნველყოს საქართველოს შსს ბაფთიანი სამკერდე ნიშნის „უმწიკვლო სამსახურისათვის“, ასევე მოწმობის ბლანკების, ბაფთიანი სამკერდე ნიშნის ჩასალაგებელი ყუთებისა და დაჯილდოების ფურცლების დამზადება.
5. ბრძანება ძალაში შედის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში მისი გამოქვეყნებისთანავე.
6. ბრძანება დაიგზავნოს კუთვნილებისამებრ.
მინისტრი
პოლიციის გენერალ-ლეიტენანტი კ. თარგამაძე