„კავშირგაბმულობისა და ფოსტის დარგში საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“

მიღების თარიღი 23.04.1998
გამომცემი ორგანო კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრო
ნომერი №01/36
სარეგისტრაციო კოდი 180.012.003.245
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 23/04/1998
matsne.gov.ge 1,159 სიტყვა · ~6 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის დარგში საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის მინისტრის ბრძანება №01/36 1998 წლის 23 აპრილი ქ. თბილისი „კავშირგაბმულობისა და ფოსტის დარგში საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 6 თებერვლის №68 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს დებულებისა და „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შემუშავებული იქნა „კავშირგაბმულობისა და ფოსტის დარგში საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ ახალი დებულება. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს და შემოღებულ იქნეს სამოქმედოდ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის დარგში საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ დებულება. 2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის მინისტრის მიერ დამტკიცებული 1997 წლის 5 იანვრის დებულება „კავშირგაბმულობის დარგში საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“. 3. კონტროლი აღნიშნულ საკითხზე დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს ბ-ნ ნოდარ ხარატიშვილს. მინისტრი ფრ. ინჯია დებულება კავშირგაბმულობის და ფოსტის დარგში საქმიანობის ლიცენზირების შესახებ 1. ზოგადი დებულებანი 1. დებულება ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე კავშირგაბმულობისა და ფოსტის დარგში საქმიანობის ლიცენზირების სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს. 2. სალიცენზიო საქმიანობის ორგანიზების საფუძველია კანონი „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“, კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს დებულება, წინამდებარე დებულება, საქართველოს კანონები, სხვა ნორმატიული აქტები, საერთაშორისო კონვენციები, ხელშეკრულებები და მათი აღმასრულებელი რეგლამენტები. 3. წინამდებარე დებულება სავალდებულოა დარგში მოღვაწე ყველა იურიდიულ და ფიზიკურ პირთათვის, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, 4, კავშირგაბმულობის და ფოსტის დარგში საქმიანობისათვის ლიცენზიას გასცემს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრო, სალიცენზიო კომისიის გადაწვეტილების საფუძველზე. 5. იურიდიულ ან ფიზიკურ პირს შეიძლება გააჩნდეს ერთდროულად რამდენიმე ლიცენზია სხვადასხვა სახის საქმიანობაზე. 6.ლიცენზიის გამცემი ორგანო აწარმოებს გაცემული ლიცენზიების ერთიან რეესტრს. 2. ლიცენზირების მიზანი 1. კავშირგაბმულობისა და ფოსტის დარგში საქმიანობის სახელმწიფო რეგულირებისა და კონტროლის განხორციელებისას ლიცენზირების მიზანია: ა) დარგში საქმიანობისას ლიცენზიანტთა თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფა; ბ) მომსახურების მაღალი ხარისხი და მომხმარებელთა ინტერესების დაცვა. 3. ლიცენზირების საგანი 1. სალიცენზიო საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ა) კავშირგაბმულობის ქსელების და საშუალებების პროექტირება; ბ) კავშირგაბმულობის ქსელების და საშუალებების მშენებლობა; გ) კავშირგაბმულობის ქსელების და საშუალებების ექსპლოატაცია; დ) კავშირგაბმულობის ქსელებით და საშუალებებით მომსახურება; ე) კავშირგაბმულობის საერთო სარგებლობის ქსელში ჩართვა; ვ) საფოსტო გზავნილებების მიღება, ტრანსპორტირება, დატარება. 2. საქმიანობის ლიცენზირება არ არის საჭირო, როდესაც კავშირგაბმულობის ქსელები და საშუალებები გამოიყენება : ა) შიდასაწარმოო – ტექნოლოგიური დანიშნულებით; ბ) სახელმწიფო მართვის(სამთავრობო კავშირგაბმულობა), თავდაცვის, უშიშროებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით; გ) განსაკუთრებული სიტუაციების შემთხვევებში. 4. ლიცენზიის გაცემის წესი 1.ლიცენზიის გაცემა ხდება: ა) იურიდიული ან ფიზიკური პირის განაცხადის განხილვის საფუძველზე, როდესაც არ არსებობს კონკურენცია და საჭირო საქმიანობის სტიმულირება; ბ) კონკურსის (ტენდერის) საფუძველზე, როდესაც არსებობს კონკურენცია. 2. იურიდიულმა ან ფიზიკურმა პირმა ლიცენზიის მისაღებად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) განაცხადი ლიცენზიის გამცემი ორგანოს მიერ დადგენილი ფორმის მიხედვით; ბ) სახელმწიფო რეგისტრაციის მოწმობის ასლი, სადაც საქმიანობის საგანში მითითებული უნდა იყოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის დარგში საქმიანობის დასახელება; გ) განსახორციელებელი საქმიანობის პროექტი. დ) სხვა იურიდიული ან ფიზიკური პირის კუთვნილი ქსელების და საშუალებების გამოყენების შემთხვევაში მათი დასკვნა თანამშრომლობის შესახებ; ე) საგადასახადო ინსპექციაში რეგისტრაციის მოწმობის ასლი; ვ) საჭიროების შემთხვევაში ლიცენზირებადი საქმიანობის დაკონკრეტებისათვის ლიცენზიის გამცემ ორგანოს შეუძლია მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, აგრეთვე შეუძლია ჩაატაროს შესაბამისი ექსპერტიზა, მათ შორის მოწვეული სპეციალისტების მონაწილეობით; 3. ლიცენზიის გაცემის ან არგაცემის გადაწვეტილების მიღება ხდება განაცხადის შემოსვლიდან 30 დღის ვადაში – დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის აუცილებლობის შემთხვევაში აღნიშნული ვადა შეიძლება გაგრძელდეს 15 დღით. 4. გასაცემი ლიცენზია მზადდება სალიცენზიო კომისიის გადაწყვეტილებიდან ერთი კვირის განმავლობაში და გაიცემა ლიცენზიანტზე სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ. ლიცენზიის დაკარგვის ან გაფუჭების შემთხვევაში გაიცემა დუბლიკატი ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე. ამასთან დედანი უქმდება. 5. საჭიროების შემთხვევაში ლიცენზიის პირობებში შეიძლება შევიდეს სათანადო ცვლილებები მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით. 6. ლიცენზიის გაცემაზე უარის მიზეზი შეიძლება იყოს : ა) არასრული ან ყალბი დოკუმენტის წარმოდგენა; ბ) ტექნიკური საშუალებების არქონა; გ) საქმიანობის პროექტში მოყვანილი ტექნიკური საშუალებებისა და მომსახურების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან და ნორმატიულ დოკუმენტებთან შეუსაბამობა; დ) დარგის განვითარების კონცეფციასთან შეუსაბამობა. 7. ლიცენზიის გაცემაზე დასაბუთებული უარი ეცნობება განმცხადებელს თხუთმეტი დღის განმავლობაში გადაწყვეტილების მიღებიდან. 5. ლიცენზიანტის უფლება-მოვალეობანი 1. ლიცენზიანტს უფლება აქვს: ა) აწარმოოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა; ბ) გაავრცელოს ლიცენზიით განსაზღვრული უფლებამოსილება თავის ფილიალზე ლიცენზიაში მითითებულ გეოგრაფიულ ზონაში; გ) გაასაჩივროს ლიცენზიის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილება სასამართლოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2.ლიცენზიანტი პასუხისმგებელია ლიცენზიის გამცემი ორგანოს წინაშე განაცხადში მოყვანილი ინფორმაციის სისწორეზე, ლიცენზიით გათვალისწინებული ყველა პირობის დაცვაზე. 3. კავშირგაბმულობის ქსელების გაფართოების და მომსახურების მოცულობის გაზრდის შემთხვევაში ლიცენზიანტი ვალდებულია აიღოს ახალი ლიცენზია. 4. ლიცენზიანტი, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის ან იურიდიული მისამართის შეცვლის შემთხვევაში ვალდებულია 30 დღის განმავლობაში შეატყობინოს ამის შესახებ ლიცენზიის გამცემ ორგანოს. 5. პრაქტიკული საქმიანობის დაწყებისას გამოყენებულ ტექნიკურ საშუალებებს უნდა გააჩნდეს შესაბამისობის სერტიფიკატი. 6. ლიცენზიანტი შემოწმების პროცესში ვალდებულია წარმოადგინოს ყველა აუცილებელი დოკუმენტაცია, მისცეს განმარტებები, უზრუნველყოს შემოწმების ჩატარების პირობები არსებული წესის შესაბამისად. 7. ფორსმაჟორული სიტუაციის შემთხვევაში ლიცენზიანტი თავისუფლდება ლიცენზიით განსაზღვრული პირობების დაცვისაგან მის ლიკვიდაციამდე. 8. ლიცენზიანტს ეკრძალება: ა) არასერტიფიცირებული ტექნიკური საშუალებების გამოყენება; ბ) მის კუთვნილებაში მქონე კავშირგაბმულობის ქსელებზე და საშუალებებზე ტექნოლოგიური ან კონსტრუქციული ცვლილებების წარმოება ლიცენზიის გამცემ ორგანოსთან შეთანხმების გარეშე; გ) ერთსა და იმავე საქმიანობაზე მეორე ლიცენზიის გაფორმება, პირველი ლიცენზიით გათვალისწინებული პირობების შესრულებამდე; დ) ლიცენზიის სხვა პირზე გადაცემა. 9. ლიცენზიის გაცემაზე დასაბუთებული უარი ეცნობება განმცხადებელს 15 დღის განმავლობაში გადაწყვეტილების მიღებიდან. 6. ლიცენზიის კონტროლი 1. ლიცენზიით გათვალისწინებული პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრო, რომელსაცუფლება აქვს: ა) მოითხოვოს ინფორმაცია ლიცენზირებული საქმიანობის შესახებ და შეამოწმოს ეს საქმიანობა ადგილზე; ბ) მოსთხოვოს ლიცენზიანტს ლიცენზიით გათვალისწინებული პირობების დაცვა; გ) ჩაატაროს ინსპექცია ნებისმიერ ობიექტზე ტექნიკური ნორმების, ექსპლუატაციის პირობების, სტანდარტებთან შესაბამისობის, გაწეული მომსახურების ხარისხის და ლიცენზიით გათვალისწინებული სხვა პირობების შესრულებაზე; დ) აღმოჩენილი დარღვევის სახის შესაბამისად, მიიღოს გადაწყვეტილება ლიცენზიის შეჩერების შესახებ 3 თვემდე ვადით მისი აღმოფხვრისათვის ან მასალები წარმოუდგინოს სალიცენზიო კომისიას განსახილველად შემდგომი გადაწყვეტილების მისაღებად. 2. შემოწმების შედეგების შესახებ სალიცენზიო კომისიის გადაწყვეტილება ლიცენზიატს ეცნობება წერილობით. 3. ლიცენზიის გამცემი ორგანო განსაზღვრავს შემოწმების ჩატარების რეგულარობას და ვადებს. აუცილებლობის შემთხვევაში შემოწმებაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს ექსპერტებს. 4. ლიცენზიის გამცემი ორგანო ვალდებულია დაიცვას ლიცენზიატის კომერციული საიდუმლოება. მუხლი 7🔗. სალიცენზიო მოსაკრებელი 1. განაცხადის მიღების, მისი ექსპერტიზის, გაფორმება-გაცემისათვის გადაიხდება სალიცენზიო მოსაკრებელი; სალიცენზიო რეესტრის მონაცემების ცვლილების, აგრეთვე ლიცენზიის დუბლიკატის აღების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელის მიერ გადახდილი უნდა იქნეს შესაბამისი თანხა ფაქტობრივი დანახარჯების შესაბამისად. 2. სალიცენზიო მოსაკრებლის ტარიფს განსაზღვრავს და ამტკიცებს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრო ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმებით. მუხლი 8🔗. ლიცენზიის მოქმედების ვადა 1. ლიცენზიის მოქმედების ვადა განისაზღვრება: ა) ტელერადიომაუწყებლობაზე – 5 წლამდე; ბ) სხვა დანარჩენ საქმიანობაზე –10 წლამდე. 2. ლიცენზიის მოქმედების ვადა იწყება კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების დღიდან. 3. ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევაში შეიძლება ამ ვადის გაგრძელება ლიცენზიანტის განცხადების საფუძველზე სალიცენზიო კომისიის გადაწყვეტილებით. მუხლი 9🔗. ლიცენზიის შეჩერება და გაუქმება 1. სალიცენზიო კომისია გადაწვეტილებას იღებს ლიცენზიის შეჩერებაზე ან გაუქმებაზე იმ შემთხვევებში, თუ: ა) ლიცენზიანტი არ აკმაყოფილებს ლიცენზიის მონაცემებს; ბ) ლიცენზიანტი არღვევს ამ დებულებით ან ლიცენზიით განსაზღვრულ პირობებს; გ) დამთავრდა ლიცენზიის მოქმედების ვადა; დ) არსებობს ლიცენზიანტის წერილობითი მოთხოვნა; ე) ლიცენზიანტი წყვეტს საქმიანობას თვითლიკვიდაციის გამო; ვ) ლიცენზიანტი თავის საქმიანობით არღვევს პირთა უფლებებს, თავისუფლებებს, კანონიერ ინტერესებს, საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას; ზ) არსებობს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები. 2. სალიცენზიო კომისიის მიერ ლიცენზიის მოქმედების შეჩერება ხდება არსებული დარღვევის გამოსწორებამდე, მაგრამ არაუმეტეს სამი თვისა, შეჩერებაზე მიღებული გადაწყვეტილებიდან. თუ ამ ვადაში არ მოხდება დარღვევის გამოსწორება, ლიცენზიის გამცემი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაუქმების შესახებ. ა) ლიცენზიის გამცემ ორგანოსთან შეთანხმების გარეშე იცვლის საქმიანობის საგანს, ახორციელებს გამოყენებულ ტექნიკურ საშუალებებში ტექნოლოგიურ ან კონსტრუქციულ ცვლილებებს; ბ) ლიცენზიანტი არ იწყებს პრაქტიკულ საქმიანობას ლიცენზიის გაცემიდან ერთი წლის ვადაში; გ) ირღვევა ამ დებულებით ან ლიცენზიით განსაზღვრული პირობები; დ) ლიცენზიანტი ახორციელებს დარგში ლიცენზიით გაუთვალისწინებელ საქმიანობას; ე) მომსახურების ხარისხი არ შეესაბამება ლიცენზიით გათვალისწინებულ საქმიანობაზე; ვ) ლიცენზიანტი წვეტს საქმიანობას თვითლიკვიდაციის გამო; ზ) ლიცენზიანტი წერილობით უარს ამბობს ლიცენზიით გათვალისწინებულ საქმიანობაზე; თ) არსებობს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები. 3. ლიცენზიის გაუქმებისას სალიცენზიო გადასახადი ლიცენზიანტს უკან არ უბრუნდება. 4. ლიცენზიის გაუქმებისას იგი ამოიღება რეესტრიდან. 5. ლიცენზიის გაუქმებაზე გადაწყვეტილება ლიცენზიანტს ეცნობება წერილობით 15 დღის ვადაში.