საბანკო წიგნის საპროცენტო რისკის მართვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 12.03.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №42/04
სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.016441
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/03/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.03.2020 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (5)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე | ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
კომერციულ ბანკებში რისკის პოზიციების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ
დებულების დამტკიცების თაობაზე პილარ 2-ის ფარგლებში კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის ბუფერების განსაზღვრის წესი კონტრაჰენტთან დაკავშირებული საკრედიტო რისკის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე კომერციული ბანკების ფასდადების მოდელების მოთხოვნების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საბანკო წიგნის საპროცენტო რისკის მართვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება
№42/04
2020 წლის 12 მარტი
ქ. თბილისი
საბანკო წიგნის საპროცენტო რისკის მართვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს კომერციულ ბანკებში საბანკო წიგნის საპროცენტო რისკის მართვის შესახებ თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან.ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე
საბანკო წიგნის საპროცენტო რისკის შესახებ დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. საბანკო წიგნის საპროცენტო რისკის მართვის შესახებ დებულების (შემდგომში – დებულება) მიზანია საბანკო წიგნში წარმოშობილი საპროცენტო რისკის იდენტიფიცირება, შეფასება, მართვა და მასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაწესებით საფინანსო სექტორის სტაბილურობისა და ჯანსაღად ფუნქციონირების ხელშეწყობა.
2. ამ დებულებით დადგენილი მოთხოვნების დაცვა სავალდებულოა საქართველოში მოქმედი ყველა კომერციული ბანკისა და უცხოეთის ბანკების ფილიალებისათვის (შემდგომში - ბანკი).
3. ბანკის მიერ ამ დებულების გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ბანკი (შემდგომში – ეროვნული ბანკი) უფლებამოსილია, ბანკის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საზედამხედველო ზომები ან/და სანქციები (ფულადი ჯარიმა).
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საბანკო წიგნი – ბანკის ფინანსური ინსტრუმენტები, რომლებიც არ აკმაყოფილებს „დილინგური ოპერაციების მართვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2014 წლის 28 მარტის №33/04 ბრძანებით დამტკიცებული „დილინგური ოპერაციების მართვის შესახებ დებულების“ მეორე მუხლით განსაზღვრულ დილინგური ოპერაციებისათვის განკუთვნილი ფინანსური ინსტრუმენტების განმარტებას.
ბ) საბანკო წიგნში საპროცენტო რისკი (შემდგომში – საპროცენტო რისკი) – ამ დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რისკი.
გ) ოფციონი − „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „მ“ პუნქტით გათვალისწინებული დერივატივი.
დ) დერივატივი – „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულება.
ე) კაპიტალის ეკონომიკური ღირებულების ცვლილება – წმინდა საბალანსო ღირებულების ცვლილება საპროცენტო რისკის სტრესის სცენარების გათვალისწინებით, რომელშიც არ ხდება კაპიტალის გათვალისწინება.
ვ) პირველადი კაპიტალი – „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების“ განსაზღვრული პირველადი კაპიტალი.
მუხლი 3🔗.
საბანკო წიგნის საპროცენტო რისკი და მისი სახეები
1. საპროცენტო რისკი ასახავს საპროცენტო განაკვეთების ცვლილების გავლენას ბანკის კაპიტალსა და მოგებაზე, რომელიც საბანკო წიგნის პოზიციების გადაფასების შედეგია. საპროცენტო განაკვეთების ცვლილების შედეგად იცვლება მომავალი ფულადი ნაკადების წმინდა ახლანდელი ღირებულება, რაც, თავისთავად ცვლის შესაბამის აქტივებს, ვალდებულებებს, გარესაბალანსო მუხლებსა და მათ ეკონომიკურ ღირებულებას. ცვლილებები საპროცენტო განაკვეთებში ასევე აისახება ბანკის წმინდა საპროცენტო შემოსავალზე, რაც საპროცენტო რისკის მიმართ მგრძნობიარე შემოსავლებისა და ხარჯების ცვლილების შედეგია.
2. საპროცენტო რისკის სახეებია:
ა) ვადიანობის შეუსაბამობის რისკი – წარმოიქმნება საბანკო წიგნის ვადიანობის სტრუქტურის განსხვავებულობის გამო, როდესაც ცალკეული ინსტრუმენტების საპროცენტო განაკვეთების ცვლილება სხვადასხვა დროს ხდება;
ბ) საბაზისო რისკი – აღნიშნული რისკი ასახავს საპროცენტო განაკვეთების შედარებით ცვლილებას ისეთ ფინანსურ ინსტრუმენტებზე, რომელთაც მსგავსი ვადიანობა აქვთ, თუმცა განსხვავებულია მათი ფასდადებისათვის გამოყენებული საპროცენტო განაკვეთების ინდექსები;
გ) ოფციონის რისკი – წარმოიქმნება ოფციონის დერივატივების პოზიციებიდან ან ისეთ აქტივების, ვალდებულებებისა და გარესაბალანსო მუხლებისაგან, რომელთა ფულადი ნაკადების ვადიანობისა და მოცულობის ცვლილება ბანკს ან კლიენტს კონტრაქტის მიხედვით შეუძლია.
მუხლი 4🔗.
საპროცენტო რისკის მართვის პრინციპები
1. საპროცენტო რისკი არის ბანკებისთვის მნიშვნელოვანი რისკი, რომელიც უნდა იყოს სათანადოდ განსაზღვრული და გამოთვლილი. მისი მონიტორინგი და კონტროლი უნდა ხდებოდეს რეგულარულად.
2. თითოეული ბანკის ხელმძღვანელი ორგანო პასუხისმგებელია საპროცენტო რისკის მართვის ჩარჩოსა და მის მიმართ ბანკის რისკის აპეტიტის განსაზღვრაზე. ბანკებს უნდა ჰქონდეთ საპროცენტო რისკის მართვის სათანადო ჩარჩო, რომელიც მოიცავს სისტემის ეფექტიანობის დამოუკიდებელ მიმოხილვასა და შეფასებებს.
3. ბანკების რისკის აპეტიტი უნდა ითვალისწინებდეს საპროცენტო რისკის გავლენას როგორც ბანკის ეკონომიკურ ღირებულებაზე, ასევე მის შემოსავლებზე. ბანკებმა უნდა უზრუნველყონ საპროცენტო რისკის შესაბამისობას რისკის აპეტიტთან.
4. საპროცენტო რისკის შეფასება უნდა ეფუძნებოდეს, როგორც ეკონომიკური ღირებულების, ასევე შემოსავლებზე დაფუძნებული მაჩვენებლების გაზომვის შედეგებს, რომლებიც წარმოიქმნება საპროცენტო განაკვეთების შოკებისა და სტრესის სცენარების დაშვების შედეგად.
5. საპროცენტო რისკის გაზომვისას, ქცევითი და მოდელის შესახებ გაკეთებული დაშვებები უნდა იყოს ნათლად გასაგები, კონცეპტუალურად ჯანსაღი და დოკუმენტირებული. ასეთი დაშვებები უნდა იყოს საფუძვლიანად ტესტირებული და ბანკის ბიზნეს სტრატეგიებთან შესაბამისი.
6. ბანკმა რეგულარულად უნდა შეაფასოს საპროცენტო რისკი და ეროვნული ბანკს მისი მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს შესაბამისი ანალიზი და ჰეჯირების სტრატეგიები აგრეგირებულად.
7. კაპიტალის ადეკვატურობა საპროცენტო რისკისათვის მიჩნეული უნდა იყოს კაპიტალის ადეკვატურობის შიდა შეფასების პროცესის ნაწილად, რომელიც დამტკიცებულია ხელმძღვანელი ორგანოების მიერ და შეესაბამება ბანკის საპროცენტო რისკის აპეტიტს.
მუხლი 5🔗.
საპროცენტო რისკის გამოთვლა
1. რეგულარული საზედამხედველო ანგარიშგების მიზნებისთვის, საპროცენტო რისკის გამოთვლა ბანკების მიერ უნდა მოხდეს კაპიტალის ეკონომიკური ღირებულების ცვლილების და წმინდა საპროცენტო შემოსავლის მეთოდის გამოყენებით. ბანკების ეკონომიკური ღირებულების ცვლილება სხვადასხვა შოკისა და სტრესის სცენარების გათვალისწინებით არ უნდა აღემატებოდეს ბანკის პირველადი კაპიტალის 15%-ს.
2. ბანკების მიერ საპროცენტო რისკის ანგარიშგება ეროვნულ ბანკში უნდა მოხდეს ყოველთვიურად, ყოველი მომდევნო თვის 15 რიცხვამდე.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გამოთვლის მეთოდს და ამ დებულების მოთხოვნების შესაბამისად შესავსები ანგარიშგებების ფორმებს შესაბამისი სხვადასხვა შოკისა და სტრესის სცენარების ჩათვლით ეროვნული ბანკი განათავსებს თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
4. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, წინამდებარე დებულებისგან განსხვავებული მოთხოვნები ინდივიდუალურად განუსაზღვროს ბანკებს.