„საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში განცხადებებზე, საჩივრებზე, მიმართვებზე მუშაობისა და მოქალაქეთა მიღების წესის“ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 01.05.1998
გამომცემი ორგანო შინაგან საქმეთა სამინისტრო
ნომერი №200
სარეგისტრაციო კოდი 370.012.003.254
გამოქვეყნების წყარო გაზეთი „კრიმინალური ქრონიკა“, 10, 25/05/1998
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.05.1998 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (10)
| 1 | შემოსული განცხადებების საერთო რაოდენობა, მათ შორის: - საქართველოს პარლამენტიდან |
| 2 | - კოლექტიური განცხადებები |
| 3 | - განმეორებითი განცხადებები |
| 4 | შსს ორგანოების ხელმძღვანელების მიერ განხილული განცხადება |
| 5 | დაქვემდებარებულ დანაყოფებში გადაგზავნილი განცხადება |
| 6 | ადგილებზე გასვლით განხილული განცხადებები |
| 7 | კონტროლზე აყვანილი განცხადებები, მათ შორის - გადაწყდა დადებითად |
| 8 | განცხადებების ხასიათი კლასიფიკატორის მიხედვით, საკითხები: - საინფორმაციო ცენტრის |
| 9 | შინაგან საქმეთა ორგანოების ხელმძღვანელობასთან მყოფ მოქალაქეთა რაოდენობა |
| რიგითი № | საკითხის დასახელება |
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში განცხადებებზე, საჩივრებზე, მიმართვებზე მუშაობისა და მოქალაქეთა მიღების წესის“ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ბრძანება №200
1998 წლის 1 მაისი
თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში განცხადებებზე, საჩივრებზე, მიმართვებზე მუშაობისა და მოქალაქეთა მიღების წესის“ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში განცხადებებზე, საჩივრებზე, მიმართვებზე მუშაობის, მათზე დროული რეაგირების და განხილვის, მოქალაქეთა პირადი მიღების სწორად ორგანიზებისა და აღნიშნული საქმიანობის სრულყოფის მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს:
ა) თანდართული ინსტრუქცია „საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში განცხადებებზე, საჩივრებზე, მიმართვებზე მუშაობისა და მოქალაქეთა მიღების შესახებ“ (დანართი 1);
ბ) მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრების, მიმართვების, მათი მიღების სტატისტიკური ანგარიშისა (დანართი 2) და ამ საქმიანობისათვის განკუთვნილი სარეგისტრაციო ჟურნალების (ბარათების) ფორმების ნიმუშები.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის დეპარტამენტების თავმჯდომარეებმა, მთავარი სამმართველოების, სამმართველოების, დამოუკიდებელი განყოფილებების, სამსახურების, პოლიციის აკადემიის უფროსებმა, ავტონომიური რესპუბლიკების შინაგან საქმეთა მინისტრებმა, შინაგანი ჯარების სარდლობამ, ქ. თბილისის, შინაგან საქმეთა სამხარეო მთავარი სამმართველოების (სამმართველოების), საქალაქო და რაიონული სამმართველოების, ყველა შინაგან საქმეთა უფროსებმა:
ა) ორგანიზაცია გაუკეთონ აღნიშნული ბრძანების შესწავლას პროფესიული მომზადების სისტემაში პირად შემადგენლობაში მეთაურთა (ოფიცერთა), კანცელარიების (სამდივნოების) მუშაკებისა და იმ პირთა მხრიდან, რომელთაც უშუალო შეხება გააჩნიათ განცხადება-საჩივრების განხილვასთან. მიღებულ იქნეს მათგან ჩათვლები და უზრუნველყონ ბრძანების პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენება;
ბ) მოქალაქეთა განცხადება-საჩივრებზე ხარისხიანი მუშაობა ჩათვალონ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორად მართლწესრიგისა და კანონიერების დაცვის მიზნით შინაგან საქმეთა ორგანოების მიერ გაწეულ საქმიანობაში და მიიღონ სათანადო ზომები მოქალაქეთა განცხადებებზე მუშაობისა და მათი მიღების ორგანიზაციის შემდგომი გაუმჯობესებისათვის;
გ) წელიწადში ორჯერ 10 იანვრამდე და 10 ივნისამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს სამდივნოს წარუდგინონ მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრების, მიმართვების და მათი მიღების შესახებ ანგარიში საქართველოს პრეზიდენტისათვის (სახელმწიფო კანცელარიის მეშვეობით) წარსადგენად (დანართი 2 );
დ) საჩივარ-განცხადებებზე მუშაობაზე, პირველ რიგში მათ დროულ და ხარისხიან განხილვაზე, და მოქალაქეთა მიღების ორგანიზაციაზე პასუხისმგებლობა დააკისრონ ერთ-ერთ ხელმძღვანელ მუშაკს, რომელმაც კვარტალში ერთჯერ შეისწავლოს აღნიშნული საქმიანობა და შედეგები განხილულ იქნეს ოპერატიულ თათბირზე.
3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს შსს 1992 წლის 20 ოქტომბრის №565 ბრძანება.
4. კონტროლი აღნიშნული ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამდივნოს.
ბრძანება ძალაში შედის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნებისთანავე.
ბრძანება გაეცნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პირად შემადგენლობას.
მ ი ნ ი ს ტ რ ი
პოლიციის გენერალ-ლეიტენანტი კ. თარგამაძე
დანართი №1
ინსტრუქცია
საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში განცხადებებზე, საჩივრებზე, მიმართვებზე მუშაობისა და მოქალაქეთა მიღების წესის შესახებ
კარი I
ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოები მოვალენი არიან თავიანთი უფლებამოსილების შესაბამისად განიხილონ და გადაწყვიტონ საქართველოს მოქალაქეების, საქართველოში მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირებისა და უცხოელთა განცხადებები, საჩივრები და მიმართვები კანონით დადგენილ ვადაში და წესით.
2. საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირებსა და უცხოელებს უფლება აქვთ წერილობით და სიტყვიერი განცხადებით მიმართონ ნებისმიერ შინაგან საქმეთა ორგანოს, გააკრიტიკონ მათი მუშაობის ნაკლოვანი მხარეები, გაასაჩივრონ თანამდებობის პირთა მოქმედება ან ითხოვონ მათთვის გაურკვეველი საკითხების განმარტება.
3. განცხადებების სწორად და კანონით დადგენილ ვადაში განხილვისათვის მოქალაქე ვალდებულია ხელი მოაწეროს მას გვარის, სახელის, საცხოვრებელი ან სწავლის [1] ადგილის ზუსტი მითითებით. თუ მიმართვა ასეთ ცნობებს არ შეიცავს იგი ითვლება ანონიმურად და არ განიხილება.
4. შინაგან საქმეთა ორგანოები განიხილავენ და წყვეტენ განცხადებებს, რომელიც მათ გამგებლობას განეკუთვნება, ხოლო იმ შინაარსის განცხადებები, რომელიც არ შედის შინაგან საქმეთა ორგანოების გამგებლობაში შემოსვლიდან 5 დღის ვადაში გადაიგზავნება დანიშნულებისამებრ და ეს ეცნობებათ მოქალაქეებს, ხოლო მიღების დროს მათ ეძლევათ სათანადო განმარტება.
5. შინაგან საქმეთა ორგანოების ხელმძღვანელობა ან სხვა, კანონით საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირნი მოვალენი არიან მიიღონ მოქალაქენი და წერილობით მისცენ პასუხი პირადი ხელმოწერით.
6. აკრძალულია მოქალაქეთა განცხადებების იმ თანამდებობის პირთათვის და შინაგან
საქმეთა ორგანოებისათვის გადაგზავნა განსახილველად, რომელთა მოქმედებასაც უჩივიან. თანამდებობის პირებს უფლება აქვთ განიხილონ მოქალაქეთა განცხადებები, სადაც მათი მოქმედებაა გასაჩივრებული ან რომელთა გამოც მათ ადრე მიიღეს გადაწყვეტილება.
7. პასუხისმგებლობა მოქალაქეთა მიღების ორგანიზაციის, მათი განცხადების განხილვის კანონით დადგენილი წესის დარღვევისათვის ეკისრებათ პირადად შინაგან საქმეთა ორგანოს ხელმძღვანელს და უშუალოდ შემსრულებელს.
8. განცხადებების განხილვისას შინაგან საქმეთა ორგანოების თანამდებობის პირები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, მოვალენი არიან მიღებიდან ერთი თვის ვადაში უზრუნველყონ მათი ყოველმხრივი, სრული და ობიექტური შესწავლა, თუ საქმის ინტერესები მოითხოვს იმ მოქალაქეთა მონაწილეობაც, რომელთაც შემოიტანეს განცხადება; მიიღონ ზომები კანონიერების დარღვევების აღმოსაფხვრელად და ამის შესახებ წერილობით აცნობონ მათ. ამასთან თანამდებობის პირნი მოვალენი არიან განცახადებებში დაყენებული მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მოქალაქეთა მოთხოვნით, პირადად შეხვდნენ მათ, გააცნონ შემოწმების მასალები, დაარწმუნონ მიღებული გადაწყვეტილების სამართლიანობაში და ამასთან ერთად განუმარტონ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი.
9. მოქალაქეს, რომელიც არ ეთანხმება თავისი განცხადების ირგვლივ მიღებულ გადაწყვეტილებას, უფლება აქვს გაასაჩივროს იგი იმ ორგანოში და იმ თანამდებობის პირთან, რომელსაც უშუალოდ ექვემდებარება აღნიშნული შინაგან საქმეთა დანაყოფი.
10. შინაგან საქმეთა ორგანოებში შემოსული მოქალაქეთა ყველა განცხადება განხილული უნდა იქნეს მიღებიდან 10 დღის ვადაში, ხოლო თუ იგი მოითხოვს დამატებით შესწავლას ან შემოწმებას - ერთი თვის ვადაში. თუ განცხადების ირგვლივ გადაწყვეტილების გამოსატანად საჭიროა სხვა დამატებითი ღონისძიებების განხორციელება (სპეციალური შემოწმება, დამატებით მასალების გამოთხოვა და სხვა) შინაგან საქმეთა ორგანოს ხელმძღვანელს ან მის მოადგილეს უფლება აქვთ გააგრძელონ განხილვის ვადა ერთი თვით და ეს წერილობით აცნობონ განმცხადებელს.
11. განცხადებები არასრულწლოვნების, მარტოხელა მოხუცების, ომისა და შრომის ინვალიდების, სამხედრო მოსამსახურეების, საქართველოს მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახის წევრების და მათთან გათანაბრებული პირების უფლებების დარღვევებზე განხილული უნდა იქნეს 10 დღის ვადაში.
სამხედრო მოსამსახურეთა ის განცხადებები, რომელნიც დაკავშირებულია სამხედრო სამსახურის გავლასთან, განიხილება სამსახურებრივი წესდებით დადგენილი წესით.
12. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა ორგანოებიდან, პოლიტიკური პარტიებიდან და საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან შემოსული განცხადებები განიხილება ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით და ვადებში.
13. განცხადებები, რომლებიც შეეხება დეპუტატის ხელშეუხებლობის და სტატუსის სხვა დარღვევებს, განიხილება დაუყოვნებლივ: არაუგვიანეს 10 დღის ვადისა, მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება და ეს წერილობით ეცნობება დეპუტატს.
14. ყველა შინაგან საქმეთა ორგანო, თანამდებობის პირი ვალდებულია პარლამენტის წევრის მიერ პრესაში, რადიოში და ტელევიზიაში გამოთქმული კრიტიკული შენიშვნები და წინადადებები განიხილოს დაუყოვნებლივ: არაუგვიანეს ორი კვირისა მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება და ეს წერილობით აცნობოს მას.
15. მოქალაქეთა სიტყვიერი განცხადებები განიხილება ამ ინსტრუქციის 10-11 პუნქტებით დადგენილი წესით.
16. მოქალაქეთა განცხადებების განხილვისას აღნიშნული ინსტრუქციით დადგენილი წესის დარღვევისათვის, განხილვის გაჭიანურების, მათში აღძრული საკითხებისა და პრობლემებისადმი ფორმალურ - ბიუროკრატიული, ზერელე და გულგრილი დამოკიდებულების, მათი ტენდენციურად განხილვის, რეალურად არსებული ფაქტების განზრახ ან გაუფრთხილებლობით დამახინჯების, მოქალაქეებთან ურთიერთობის ეთიკის ნორმების დარღვევის, განცხადებების უსაფუძვლოდ უარყოფის, განხილვის წესების სხვა დარღვევების, განცხადებებში გამოთქმული კრიტიკის გამო მოქალაქეთა დევნისათვის შინაგან საქმეთა ორგანოების ხელმძღვანელები და თანამდებობის პირები პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობით და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.
17. ყველა შინაგან საქმეთა დანაყოფში მოქალაქეთა განცხადებების განხილვაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებენ მათი ხელმძღვანელები.
18. ინსტრუქციის მოქმედება არ ვრცელდება იმ განცხადებების განხილვის წესზე, რომელიც დადგენილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო და სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსებით, აგრეთვე შრომის დავის განხილვის შესახებ დებულებით და სპეციალური წესდებებით.
19. მოქალაქეთა განცხადებების, მათ შორის სიტყვიერი მიმართვების რეგისტრაცია და საქმისწარმოება ხორციელდება მოცემული ინსტრუქციით დადგენილი წესით.
კარი II
წერილების აღრიცხვა და განხილვა
20. მოქალაქეებისა და შინაგან საქმეთა ორგანოების მუშაკებისაგან შემოსული განცხადებები რეგისტრირდება შინაგან საქმეთა ორგანოების სამდივნოებში (კანცელარიებში შემოსვლის დღესვე საალფავიტო ჟურნალში (ფორმა №1). წერილის
პირველ გვერდზე ტექსტისაგან თავისუფალ ადგილზე დაისმება შინაგან საქმეთა ორგანოს შტამპი, შემოსვლის თარიღისა და სარეგისტრაციო ნომრის მითითებით, რომელსაც შეიძლება დაემატოს სხვა აღნიშვნები, რაც უზრუნველყოფს მათ სისტემატიზაციას, მოძებნას, ანალიზს, შენახვას, მაგალითად: განმცხადებლის გვარის პირველი ასო (ა/1), სამსახურის კოდი (1/1) და სხვა. შემოსული განცხადებების კონვერტები ინახება მათი განხილვის პერიოდში, რის შემდეგაც იგი ნადგურდება.
21. ინფორმაცია შემთხვევის ან დანაშაულის შესახებ, მიუხედავად ადგილისა და დროისა, შინაგან საქმეთა ორგანოს მიერ მიიღება დროის ნებისმიერ მონაკვეთში, სამორიგეო ნაწილში. დანაშაულის, ან შემთხვევის შესახებ შემოსული განცხადება და შეტყობინება, რომელიც შინაგან საქმეთა ორგანოს კანცელარიამ უშუალოდ მიიღო განმცხადებლისაგან ან ფოსტით, რეგისტრაციაში ტარდება, საერთო წესით.
ხსენდება შინაგან საქმეთა ორგანოს ხელმძღვანელს, ან მის შემცვლელ პირს, რომელიც განცხადებაზე ან შეტყობინებაზე გასცემს წერილობით განკარგულებას ამ უკანასკნელის სამორიგეო ნაწილში რეგისტრაციისათვის და იღებს გადაწყვეტილებას მისი შემოწმებისათვის. ასეთი სახის ინფორმაციის სამორიგეო ნაწილში გადაცემა მის შესასრულებლად ან შესამოწმებლად, რეგისტრაციის გარეშე კატეგორიულად აკრძალულია. იგივე ფორმით ხდება არასამუშაო საათებში სამორიგეო ნაწილში რეგისტრირებული იმ განცხადებების გადატანა საალფავიტო ჟურნალებში, რომლებშიც ადგილი არა აქვს კრიმინალს.
22. წერილების აღრიცხვა წარმოებს ბარათების მიხედვით, რომლებშიც კეთდება ჩანაწერები მათ გადაადგილებაზე, განხილვის შედეგებზე (ფორმა №2 ბარათები კარტოთეკაში განლაგდება ანბანის მიხედვით, შინაგან საქმეთა ორგანოებში, სადაც შემოდის მცირე რაოდენობის წერილები, ნებადართულია მათი შეტანა ჟურნალში (ფორმა №1 შინაგან საქმეთა ორგანოებში, სადაც წერილების აღრიცხვა ხდება „ეგმ“-ის გამოყენებით, ნებადართულია აღრიცხვის ბარათში დამატებითი რეკვიზიტების შეტანა, მათი მდებარეობის შეცვლა. ამასთანავე უნდა იქნეს დაცული აღრიცხვის ბარათით გათვალისწინებული მონაცემები.
23. ხელმეორედ შემოსული წერილების რეგისტრაცია ხდება იმავე წესით, როგორც პირველად შემოსულის. ბარათის მარჯვენა ზედა კუთხეში (ჟურნალში) გაკეთდება აღნიშვნა: „განმეორებითი". წერილის პირველი გვერდის თავისუფალ ადგილზე ისმება შტამპი „განმეორებითი“.
24. „განმეორებითად“ ჩაითვლება ის წერილები, რომლებიც ერთი და იგივე პირისაგან შემოდის ერთსა და იმავე საკითხზე და რომელშიც:
ა) გასაჩივრებულია მოცემულ შინაგან საქმეთა ორგანოში შემოსულ წინა წერილზე მიღებული გადაწყვეტილება;
ბ) გვამცნობს, რომ წინა წერილზე მიღებული გადაწყვეტილება დაგვიანებულია, თუკი მისი მიღებიდან კანონით დადგენილი ვადა ამოწურულია;
გ) მითითებულია სხვა ნაკლოვანებები, რომლებიც დაშვებულია წინა წერილის განხილვისას და გადაწყვეტილების მიღებისას;
25. შინაგან საქმეთა ორგანოს ხელმძღვანელი მოვალეა გულდასმით გაერკვეს მოქალაქეთა განმეორებით მიმართვის მიზეზებში. თუ იგი გამოწვეულია წერილების
განხილვისა და გადაწყვეტილების წესების დარღვევის გამო, უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები დამნაშავე პირების მიმართ.
26. ერთი და იმავე პირის მიერ ერთსა და იმავე საკითხებზე რამდენიმე ადრესატისადმი გაგზავნილი წერილები, რომლებიც მათ გადმოუგზავნეს შინაგან საქმეთა ორგანოებს, განიხილება როგორც დამოუკიდებელი და არ ჩაითვლება განმეორებითად.
27. განცხადებების გარშემო მთელი მიმოწერა წარმოებს მათზე მინიჭებული სარეგისტრაციო ნომრებით. პასუხები მოქალაქეთა განცხადებებზე იგზავნება შინაგან საქმეთა ორგანოს ბლანკებზე.
28. განცხადებების შესრულების, ან მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ იგი
მიმოწერასთან ერთად უბრუნდება სამდივნოს (კანცელარიას) წარწერით „საქმეში“ იმ თანამდებობის პირის ხელმოწერისა და თარიღის აღნიშვნით, ვინც მიიღო ეს გადაწყვეტილება და იკერება შესაბამის ნომენკლატურულ საქმეში.
29. განცხადებები საქმეში განლაგდება ქრონოლოგიის, ან ანბანის მიხედვით. ყოველი
წერილი ან სხვა დოკუმენტი, რომელიც შეეხება მის განხილვა-გადაწყვეტას, შეადგენს საქმეში დამოუკიდებელ ჯგუფს. განმეორებითი განცხადების, ან დამატებითი დოკუმენტების გამოჩენის შემთხვევაში, ისინი ჩაეკერება დოკუმენტის მოცემულ ჯგუფში. საქმის ფორმირებისას მოწმდება შესრულებული მასალების ჩადების სისწორე, სისრულე (კომპლექტურობა). გადაუწყვეტელი განცხადებების, ასევე არასწორად გაფორმებული დოკუმენტების ჩაკერება საქმეში სასტიკად აკრძალულია.
30. მიმოწერა და დოკუმენტები მოქალაქეთა განცხადებების შესრულებაზე ყველა შინაგან საქმეთა ორგანოში აღირიცხება და ინახება სამდივნოებში (კანცელარიებში) სხვა დოკუმენტებთან განცალკევებით, შესაბამის ნომენკლატურულ საქმეებში. აკრძალულია საქმეების შენახვა შემსრულებლებთან.
31. მოქალაქეთა წერილების და მათი შემოწმების მასალების შენახვის ვადები დგინდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი მარეგლამენტირებელი ნორმატიული დოკუმენტების შესაბამისად.
კარი III
მოქალაქეთა განცხადებების გადაწყვეტა
32. შინაგან საქმეთა ორგანოს თანამდებობის პირები მოვალენი არიან ყურადღებით გაეცნონ განცხადების არსს, აუცილებლობის შემთხვევაში მოითხოვონ საჭირო დოკუმენტები, მიავლინონ ადგილებზე მუშაკები განცხადებებში გადმოცემული მდგომარეობის შესამოწმებლად, განმცხადებელთა მიერ აღძრული საკითხების ობიექტურად გადასაწყვეტად მიიღონ საჭირო ზომები, გამოავლინონ, დაადგინონ საჩივრების გამომწვევი მიზეზები და პირობები.
33. წერილების შემოწმების შედეგების მიხედვით დგება მოტივირებული დასკვნა, რაც უნდა შეიცავდეს შეგროვილი მასალების ობიექტურ ანალიზს. თუ შემოწმებისას გამოვლინდა მოქალაქეთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დარღვევა, შინაგან საქმეთა ორგანოების საქმიანობაში ნაკლოვანებები და დაუდევრობა, თანამდებობის პირთა მიერ ძალაუფლების ან სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, დასკვნაში უნდა მიეთითოს კონკრეტულად რა ზომები იქნა მიღებული მოქალაქეთა უფლებებისა და ინტერესების დამცველი კანონების აღსადგენად, ნაკლოვანებებისა და დაუდევრობების აღმოსაფხვრელად და დამნაშავე პირების მიმართ. დასკვნას ხელს აწერს პირი, რომელიც აწარმოებდა შემოწმებას, შინაგან საქმეთა ორგანოს, სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელი.
34. განცხადებებზე მიღებული გადაწყვეტილებები უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული. თანამდებობის პირები, მიიჩნევენ რა თხოვნას (საჩივარს) დასაკმაყოფილებლად ვალდებულნი არიან უზრუნველყონ მიღებული გადაწყვეტილების დროული და სწორი შესრულება.
35. განცხადებების გადაწყვეტის ვადა ითვლება შინაგან საქმეთა ორგანოებში მათი შემოსვლის დღიდან განმცხადებელზე გადაწყვეტილების შედეგების გაგზავნის დღემდე.
36. გადაწყვეტილად ჩაითვლება განცხადებები, თუ განხილულია მასში დასმული საკითხები, მათ მიმართ მიღებულია აუცილებელი ზომები, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად გაცემულია ამომწურავი პასუხები:
ა) თხოვნის სრული ან ნაწილობრივი დაკმაყოფილების და შინაგან საქმეთა ორგანოების მიერ მის კომპეტენციაში შემავალი ზომების მიღების შესახებ;
ბ) განცხადებაში გადმოცემულ თხოვნაზე უარის თქმის, ან წინა წერილზე მიღებული გადაწყვეტილების დადასტურების შესახებ;
გ) განმცხადებლის მიერ აღძრული იმ საკითხების განხილვის წესის გაცნობის შესახებ, რაც არ შედის შინაგან საქმეთა ორგანოების კომპეტენციაში.
37. განცხადებებზე პასუხს სცემენ შინაგან საქმეთა ორგანოების ხელმძღვანელები ან სხვა უფლებამოსილი პირები. წერილობითი ან ზეპირი ფორმით მიუთითებენ წერილებზე მიღებული ზომების შესახებ ან საჩივარზე უარის თქმის საფუძველზე. მოქალაქეთა თხოვნით მათ განემარტებათ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი, ზეპირი პასუხის შემთხვევაში შედგება შესაბამისი ცნობა, რომელიც დაერთვის განცხადების შემოწმების მასალებს, აღრიცხვის ჟურნალში (ბარათში) კეთდება აღნიშვნა იმის შესახებ, რომ შემოწმების შედეგები ეცნობა განმცხადებელს პირად საუბარში.
38. მოქალაქეთა წინადადებები, ასევე საზოგადოებრივი მნიშვნელობის განცხადება - საჩივრები, აუცილებლობის შემთხვევაში უნდა იქნეს განხილული შრომითი კოლექტივის კრებებზე, მოქალაქეთა საცხოვრებელ ადგილებზე და სხვა.
კარი IV
მოქალაქეთა მიღება
39. მოქალაქეთა მიღება წარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა დანაყოფში, ასევე შეიძლება მოეწყოს გასვლითი მიღებები საწარმოებში, ქარხნებში, საზოგადოებრივ ორგანიზაციებში, მოსახლეობის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და სხვა.
40. მოქალაქეთა მიღებას აწარმოებენ შინაგან საქმეთა ორგანოების ხელმძღვანელები და სხვა თანამდებობის პირები, რომელნიც უფლებამოსილნი არიან მიიღონ გადაწყვეტილებანი თავიანთ კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე.
41. მიღება უნდა მოხდეს მოქალაქეთათვის ხელსაყრელ დროს.
42. შინაგან საქმეთა ორგანოებში მიღება წარმოებს ყველა სამუშაო და კვირის ერთ-ერთ დასვენების დღეს. არა უმცირეს კვირაში ორჯერ მოქალაქეთა მიღება წარმოებს საღამოს საათებში. შინაგან საქმეთა ორგანოს მორიგე ნაწილებში მოქალაქეები მიიღება დღე - ღამის განმავლობაში. საქართველოს რაიონებიდან და ქალაქებიდან ჩამოსული მოქალაქეთა მიღება ხდება კვირის ნებისმიერ სამუშაო დღეს. წინასწარ დადგენილ საათებში.
43. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის, ავტონომიური რესპუბლიკების, შინაგან საქმეთა ორგანოების ხელმძღვანელები და სხვა თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან აწარმოონ მოქალაქეთა მიღება სულ მცირე კვირაში ერთჯერ ხოლო პოლიციის უბნის ინსპექტორებმა კვირაში ორჯერ.
44. შინაგან საქმეთა ორგანოებში მოქალაქეთა მისაღებად გამოიყოფა შესაბამისი ოთახები (მისაღები), რომელიც უზრუნველყოფილია სათანადო ინვენტარით. მისაღებში შესვლა უნდა იყოს თავისუფალი, საშვის გაფორმების გარეშე.
45. მოქალაქეთა მიღება სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის მიხედვით წარმოებს შენობაში, რომელსაც გამოყოფს დაწესებულების ხელმძღვანელი. პოლიციის უბნის ინსპექტორები მოქალაქეებს იღებენ სამუშაო შენობებში, წესრიგის დაცვის საზოგადოებრივ პუნქტებში.
46. შინაგან საქმეთა ორგანოებში მოქალაქეთა მიღების გრაფიკს ამტკიცებენ მათი ხელმძღვანელები.
47. მოქალაქეთა მიღების შესახებ განცხადებები და გრაფიკი თანამდებობის პირის
გვარის, მიღების დროისა და ადგილის მითითებით გაიკვრება განსახილველად ხელსაყრელ ადგილებში და შინაგან საქმეთა ორგანოების შენობებში. მოქალაქეთა მიღების შესახებ. მათი სამუშაოსა და საცხოვრებელი ადგილის მიხედვით განცხადება კეთდება მიღებამდე არა უგვიანეს 5 დღისა.
48. მოქალაქეთა სურვილის მიხედვით შეიძლება მოეწყოს მიღებაზე წინასწარი ჩაწერა.
49. მოქალაქეთა მიღება წარმოების რიგის მიხედვით, ომისა და შრომის ვეტერანები, ინვალიდები, დეპუტატები, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლნი და მათი ოჯახის წევრები, მოქალაქენი მცირეწლოვანი ბავშვებით მიიღებიან პირველ რიგში. მოქალაქეებს უფლება აქვთ მიღებაზე დაისწრონ იურისტები, ჟურნალისტები, პედაგოგები და სხვა დაინტერესებული პირები. აკრძალულია იმ მოქალაქეთა ყოფნა მისაღებში, ვისაც არა აქვს უშუალო შეხება მიღებასთან.
50. პირებს, რომლებიც ახორციელებენ მიღებას, მოქალაქეთა მიერ დასმული საკითხების კვალიფიციური გადაწყვეტილებისათვის შეუძლიათ მიიზიდონ მათ განსახილველად შინაგან საქმეთა ორგანოების შესაბამისი მუშაკები, ან მიიღონ მათგან აუცილებელი კონსულტაციები.
51. მოქალაქენი არაფხიზელ მდგომარეობაში მიღებაზე არ დაიშვებიან. მათი მიღება გამონაკლისის სახით ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ მათ გააჩნიათ ინფორმაცია
მოსალოდნელ ან მომხდარ დანაშაულზე, ასევე სხვა ვითარებაზე, რომელზეც აუცილებელია სასწრაფო ზომების მიღება.
52. მოქალაქეთა მიღებისას უნდა დაფიქსირდეს მისი გვარი, სახელი, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილი, იმ საკითხის არსი, რომლის შესახებაც იგი მიმართავს, თუ ამ საკითხებზე მოქალაქეებმა უკვე მიმართა შინაგან საქმეთა ორგანოებს, საუბრის დაწყებამდე უნდა იქნეს შესწავლილი არსებული მასალები.
53. საკითხები, რომლებზეც მიმართავენ მოქალაქეები, შეძლებისდაგვარად უნდა გადაწყდეს მიღების მსვლელობისას. პირი, რომელიც აწარმოებს მიღებას, საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების გათვალისწინებით, თავის კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:
ა) დააკმაყოფილოს მოთხოვნა, აუწყოს მომსვლელს მიღებული გადაწყვეტილების შესრულების წესი და ვადები;
ბ) უარი უთხრას თხოვნის დაკმაყოფილებაზე, განუმარტოს უარის მიზეზი და მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი;
გ) მიიღოს წერილობითი განცხადება, თუ მოქალაქის მიერ დასმული საკითხი მოითხოვს დამატებით შესწავლას ან შემოწმებას, განუმარტავს რა მიზეზებს, რომელთა გამო თხოვნა ვერ შესრულდა მიღების პროცესში, აუხსნის განხილვის წესსა და ვადებს, თუ მოქალაქე რაიმე მიზეზის გამო დამოუკიდებლად ვერ გამოხატავს თავის თხოვნას, გაუწიოს მას აუცილებელი დახმარება.
54. თუ საკითხის გადაწყვეტა, რომლითაც მიღებაზე მოსული მიმართავს, არ შედის შინაგან საქმეთა ორგანოების კომპეტენციაში, მაშინ მიღების წამყვანი აუწყებს მას, თუ რომელ უწყებას უნდა მიმართოს მან და აღმოუჩენს აუცილებელ დახმარებას.
55. შინაგან საქმეთა ორგანოს ხელმძღვანელი ვალდებულია უზრუნველყოს ყველა მოქალაქის მიღება მათი მიმართვის დღეს. დაუშვებელია მიღების არადროული დაწყება, ან დანიშნულ დროზე ადრე შეწყვეტა.
56. მიღებაზე შემოსული განცხადებები ტარდება რეგისტრაციაში და გადაწყდება მოცემული ინსტრუქციის მოთხოვნების შესაბამისად.
57. მოქალაქეთა მიღებისას წარმოებს დასმული საკითხების ბარათებში ან ჟურნალში აღრიცხვა (ფორმა №3-4).
58. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში მიღება წარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მისაღებში, ხოლო შინაგან საქმეთა დანაყოფებს, რომელთაც არ გააჩნიათ ცალკე მისაღები ოთახი მიღება ხდება სამსახურებრივ კაბინეტებში.
კარი V
წერილების ანალიზი და განზოგადება, მათი განხილვისა და მოქალაქეთა მიღების პრაქტიკა
59. მოქალაქეთა წერილობითი და ზეპირი მიმართვები, რომლებიც შეიცავენ კრიტიკულ შენიშვნებს, სისტემატიურად უნდა გაანალიზდეს და განზოგადდეს იმ მიზეზების დროულად გამოსავლენად, რომელნიც წარმოშობენ მოქალაქეთა კანონით დაცული ინტერესების და უფლების დარღვევებს განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს იმ მიზეზების აღმოფხვრას, რომლებმაც წარმოშვეს განმეორებითი და კოლექტიური საჩივრები, ასევე აიძულა მოქალაქეები მიემართათ ზემდგომი ორგანოებისათვის, რომელთა გადაწყვეტაც შეიძლებოდა ადგილებზე.
60. შედეგების ანალიზის განზოგადების მიხედვით შედგება ცნობა, მიმოხილვა ან საინფორმაციო წერილი კონკრეტული წინადადებებით განცხადებებზე მუშაობისა და მოქალაქეთა მიღების ორგანიზაციის საქმეში შემდგომი სრულყოფისათვის.
61. შედეგების ანალიზი და განზოგადება განიხილება საბჭოს (კოლეგიის) სხდომებზე, თათბირ სემინარებზე, შინაგან საქმეთა ორგანოს ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელობასთან ოპერატიულ თათბირზე. გამოიყენება დაქვემდებარებული ორგანოების შემოწმებისას, სამართალდარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის გასაძლიერებლად, მართლწესრიგის დაცვის გაუმჯობესებისათვის ზომების შემუშავებისას.
კარი VI
განცხადებების განხილვა-გადაწყვეტაზე და მოქალაქეთა მიღების ორგანიზაციაზე სამსახურებრივი ზედამხედველობა, კონტროლი და ანგარიშგება
62. შინაგან საქმეთა ორგანოს ხელმძღვანელი პირადად, თავისი მოადგილეების, სტრუქტურული ქვედანაყოფების და სამდივნოების (კანცელარიების) დახმარებით ახორციელებს კონტროლს განცხადებებზე მუშაობასა და მოქალაქეთა მიღებაზე.
63. განცხადებების განხილვაზე შინაგან საქმეთა ორგანოს ხელმძღვანელები აწარმოებენ უშუალო კონტროლს მოქმედი კანონმდებლობით და მოცემული ინსტრუქციის გათვალისწინებით (ფორმა №5).
64. შემსრულებლები, მათთან არსებული საკონტროლო ბარათების და მიმოწერის საფუძველზე აკონტროლებენ იმ განცხადებების გადაწყვეტას, რომლებიც მიმართულია დაქვემდებარებული ორგანოებისადმი, ხოლო შედეგებს ახსენებენ შესაბამის ხელმძღვანელს.
65. კონტროლის განხორციელებისას ყურადღება ექცევა დასმული საკითხების დროულ და სრულად განხილვას, განცხადებების შემოწმების ობიექტურობას, მათზე მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებასა და დასაბუთებას, მათ დროულ შესრულებას და განმცხადებლისათვის პასუხის გაგზავნას.
66. კონტროლი წესდება იმ განცხადებების გადაწყვეტაზე, რომელიც შემოსულია ზემდგომი ინსტანციებიდან, არის განმეორებითი, კოლექტიური, ასევე იმ განცხადებებზე, რომელიც დაკავშირებულია:
- დამნაშავეობასთან ბრძოლისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საკითხებთან;
- შინაგან საქმეთა ორგანოების მუშაობაში არსებულ ნაკლოვანებებთან;
- პოლიციის თანამშრომელთა არაეთიკურ ან არაკანონიერ მოქმედებებთან.
67. იმ შემთხვევაში, თუ კონტროლზე აყვანილი განცხადების განხილვა არ ხერხდება დადგენილ ვადაში, შემსრულებელი მოვალეა ამის შესახებ დროულად აცნობოს კონტროლის დამდგენ პირს და შუამდგომლობს ვადის გაგრძელებაზე, კანონით გათვალისწინებულ ნორმებში. ამასთანავე ამის შესახებ დროულად უნდა ეცნობოს იმ ორგანოებსა და თანამდებობის პირებს, რომელთაც უნდა ეუწყოს შედეგები. ანალოგიურად აღნიშნულის შესახებ ეცნობება განმცხადებელს.
68. კონტროლზე აყვანილი განცხადებების განხილვის შედეგებში, რომლებიც ეგზავნება ზემდგომ შინაგან საქმეთა ორგანოს, უნდა აისახოს კონკრეტულად რა დადგინდა განცხადებაში აღნიშნული გარემოებების შემოწმებისას, რით მტკიცდება ან არ დასტურდება განმცხადებლის მოსაზრებები, თუ გამოაშკარავდება დარღვევები, ნაკლოვანებები ან სამსახურეობრივი უფლებების ბოროტად გამოყენება, რა ზომები იქნა მიღებული დამნაშავე პირთა მიმართ და მოქალაქეთა ინტერესების დამცველი კანონების დარღვევის, ასევე შინაგან საქმეთა ორგანოების მუშაობაში ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად, როდის გაეცა პასუხი განმცხადებელს.
69. განცხადებების კონტროლიდან მოხსნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შინაგან საქმეთა ორგანოს ხელმძღვანელი და სხვა თანამდებობის პირები, რომელნიც პასუხისმგებელნი არიან მათი განხილვის დროულობასა და სამართლიანობაზე. კონტროლზე აყვანილ განცხადებაზე გაგზავნილი შუალედური პასუხი არ არის მათი კონტროლიდან მოხსნის საფუძველი.
70. განცხადებებზე და მოქალაქეთა მიღებაზე მუშაობის მდგომარეობა დაქვემდებარებულ ორგანოებში მოწმდება წელიწადში ერთჯერ მათი ინსპექტირებისა და ასევე მიზნობრივი გასვლისას, რომლის დროსაც აუცილებელია ღრმად და ყოველმხრივ იქნას შესწავლილი განცხადებებზე და მოქალაქეთა მიღებაზე მუშაობის ორგანიზაცია, გამოავლინონ ნაკლოვანებები და აღმოუჩინონ პრაქტიკული დახმარება მათ აღმოსაფხვრელად. შემოწმების შედეგები უნდა აისახოს აქტებში და ცნობებში, დაუშვებელია ამ მუშაობის შესახებ დასკვნების გამოტანა მხოლოდ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით. შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურების თანამშრომლები, რომლებიც მივლინებულნი იქნებიან დაქვემდებარებულ დანაყოფებში, ძირითადი დავალების შესრულებასთან ერთად მოვალენი არიან გაეცნონ განცხადებების განხილვა - გადაწყვეტის მდგომარეობას თავისი სამსახურის ხაზით და მიიღონ ზომები ნაკლოვანებების გამოსასწორებლად.
71. განცხადებებზე მუშაობისა და მოქალაქეთა მიღების მდგომარეობა, ასევე ცალკეული განცხადებები და საჩივრები, რომელთა განხილვის დროს დაშვებულიქნა სხვადასხვა დარღვევები, განხილული უნდა იქნეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საბჭოს (კოლეგიის) სხდომებზე, შინაგან საქმეთა სამხარეო მთავარი სამმართველოების (სამმართველოების) და მათში შემავალი დანაყოფების ოპერატიულ თათბირებზე და ბრალეულ პირთა მიმართ მიღებულ იქნას მკაცრი დისციპლინარული ზომები.
72. საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების ყველა დანაყოფის სამსახურებრივი საქმიანობის შეფასება, სხვა მაჩვენებლებთან ერთად ხდება ასევე მოქალაქეთა განცხადებებზე მუშაობისა და მათი პირადი მიღების მდგომარეობის გათვალისწინებით.
73. ყველა შინაგან საქმეთა ორგანომ წელიწადში ორჯერ 10 იანვრამდე და 10 ივნისამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამდივნოს წარუდგინოს შემოსული განცხადებების და მიღებულ მოქალაქეთა სტატისტიკური ანგარიში
(დანართი 2)
საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს სამდივნო
1998 წლის 1 მაისის №200 ბრძანების №2 დანართი
იგზავნება შსს სამდივნოში
- წლის შედეგები 10 იანვრამდე
- 6 თვის შედეგები 10 ივნისამდე
-----------------------------------------------
(შინაგან საქმეთა ორგანოს დასახელება
მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრების, მიმართვების განხილვისა და მათი პირადი მიღების 199-- წლის ---------------- თვის შედეგები
(წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით)
რიგითი №
საკითხის დასახელება
199 წ.
199 წ.
+მატება
- კლება %
1
შემოსული განცხადებების საერთო რაოდენობა, მათ შორის:
- საქართველოს პარლამენტიდან
- სახელმწიფო კანცელარიიდან
- კონტროლის პალატიდან
- სხვადასხვა უწყებებიდან
- უშუალოდ განმცხადებლისგან
2
- კოლექტიური განცხადებები
3
- განმეორებითი განცხადებები
4
შსს ორგანოების ხელმძღვანელების მიერ განხილული განცხადება
5
დაქვემდებარებულ დანაყოფებში გადაგზავნილი განცხადება
6
ადგილებზე გასვლით განხილული განცხადებები
7
კონტროლზე აყვანილი განცხადებები, მათ შორის
- გადაწყდა დადებითად
- უარი თქვა
დაგვიანებით შესრულდა:
- 1 თვით
- 2 თვით
- 2 თვეზე მეტი
8
განცხადებების ხასიათი კლასიფიკატორის მიხედვით, საკითხები:
- საინფორმაციო ცენტრის
- კადრებთან მუშაობის (დანიშვნა,გათავისუფლება, უკანონო მოქმედება)
- თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და პენსიის შესახებ
- სისხლის სამართლის სამძებრო და ორგანიზაციულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ
- ეკონომიკურ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის შესახებ
- გამოძიების შესახებ
- ნარკომანიისა და ნარკობიზნესთან ბრძოლის შესახებ
- საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის შესახებ
- სასჯელთა აღსრულების შესახებ
- საპასპორტო-სავიზო სამსახურის შესახებ
- საგზაო პოლიციის სამსახურის შესახებ
9
შინაგან საქმეთა ორგანოების ხელმძღვანელობასთან მყოფ მოქალაქეთა რაოდენობა
შინაგან საქმეთა ორგანოს უფროსი
------------------------------------------
(წოდება, სახელი და ხელმოწერა)
---------------------------------------- (გვარი) „-----„ -------------------- 199 --- წ.
ინსტრუქციისადმი დანართი
ფორმა №1
მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების აღრიცხვის (საალფავიტო) ჟურნალი
------------------------------------------------------------------------
(დანაყოფის დასახელება)
ჟურნალის გრაფები:
1. №. რ/მ
2. მიღების თარიღი
3. განმცხადებლის გვარი, სახელი, მამის სახელი
4. მისამართი
5. მომართვის მოკლე შინაარსი
6. დანართის ფურცლების რაოდენობა
7. ხელმძღვანელის გვარი, რომელმაც განიხილა წერილი
8. შემსრულებლის გვარი, რომელსაც დავალა წერილის განხილვა
9. აღნიშვნა მიღებული გადაწყვეტილებებისა და განმცხადებლისათვის შედეგების შეტყობინების შესახებ
10. აღნიშვნა განხილვის მასალების ადგილმდებარეობის შესახებ
ინსტრუქციისადმი დანართი
ფორმა №2
წერილების აღრიცხვის ბარათი
---------------------------------------
გვარი --------------------------------------------------------------------№ ----------------------
ს.მ. ----------------------------------- გამოგზავნილია „----„ ------------------------ 199 წ.
მისამართი -------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------
მიღების თარიღი -------------------------------------------------------------------------------
ძირითადი დოკუმენტი ---------ფურცელზე. დანართი ---------- ფურცელზე.
საიდან შემოვიდა -------------------------------------------------------------------------------
ითხოვენ პასუხს თუ არა ----------------------------------------------------------------------
შინაარსი ----------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------
დოკუმენტი განიხილა -------------------------------------------------------------------------
შესასრულებლად გადაეცა --------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------აღნიშვნა წერილის მოძრაობასა და შესრულების შედეგებზე-------------------------------------------------------------------
შემსრულებელი (გვარი) -------------------საქმე № ------------------------- გვ. № ----------
ინსტრუქციისადმი დანართი
ფორმა №3
მოქალაქეთა მიღების აღრიცხვის ბარათი
გვარი --------------------------------------------------------------------------------------------
ს.მ. -----------------------------------------------------------------------------------------------
მისამართი -------------------------------------------------------------------------------------
მიღების თარიღი -------------------------------------------------------------------------------
მიმართვის მოკლე შინაარსი -------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------
ვინ ჩაატარა მიღება----------------------------------------------------------------------------
მიღებული წერილობითი განცხადება გადაეგზავნა -------------------- „-------„ --------------- 199 -- წ.
ნომრით ------------
--------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------
აღნიშვნა მიღების შედეგებზე (თხოვნა დაკმაყოფილებულია, უარი თქვა, მიეცა საჭირო ახსნა-განმარტებანი და სხვა ----------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------
ინსტრუქციისადმი დანართი
ფორმა №4
მოქალაქეთა მიღების აღრიცხვის ჟურნალი
----------------------------------------------
--------------------------------------------------------------
(ქვედანაყოფის დასახელება)
ჟურნალის გრაფები:
1. №.რ/მ
2. მიღების თარიღი
3. მიღებული მოქალაქის გვარი, სახელი და მამის სახელი
4. მისამართი
5. მომართვის მოკლე შინაარსი
6. ვინ ჩაატარა მიღება
7. აღნიშვნა მიღების შედეგებზე (მიღებულია გადაწყვეტილება)
8. თუ მიღებულია წერილობითი განცხადება, სად და ვის გადაეგზავნა განსახილველად
ინსტრუქციისადმი დანართი
ფორმა №5
წერილზე საკონტროლო ბარათი
-----------------------------------------
შესრულების ვადა „------„ -------------------199 წ. გაიგზავნა „ -----„ ---------------199 წ
გვარი -------------------------------------------------------------------------ს.მ. -------------მისამართი ---------------------------------------------------------------------------------
საიდან შემოვიდა --------------------- (N------) „-----„ ----------------- 1999 წ.
შინაარსი --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ხელმძღვანელობის რეზოლუცია ------------------------------------------------------------გაიგზავნა -------------------
-----------------------------------------------------------აღნიშვნა შესრულებისა და განხილვის შედეგებზე ----------------------------------------------------------------------------------------------------------------
შემსრულებელი (გვარი) -----------------------------------საქმე № --------------------------------- გვ. № ----------------------
ექვემდებარება იმ ორგანოში დაბრუნებას, რომელმაც დააწესა კონტროლი
1 განცხადებები, საჩივრები და მიმართვები შემდგომში დასახელება როგორც განცხადებები