„საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სამედიცინო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 08.05.1998
გამომცემი ორგანო სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო
ნომერი №088
სარეგისტრაციო კოდი 350.012.003.260
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 08/05/1998
matsne.gov.ge 1,026 სიტყვა · ~5 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სამედიცინო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის ბრძანება №088 1998 წლის 8 მაისი ქ. თბილისი „საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 ოქტომბრის №597 ბრძანებულების შესაბამისად დამტკიცდეს: საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სამედიცინო სამსახურის თანდართული დებულება. დანართი: დებულება 10 ფურცელზე, საიდუმლო. მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გენერალ-მაიორი     ნ. ბაბუციძე საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სამედიცინო სამსახურის დებულება 1. ზოგადი დებულებანი სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სამედიცინო სამსახური (შემდგომში –„სამედიცინო სამსახური“) სტრუქტურულად წარმოადგენს სამინისტროს სამედიცინო დაწესებულებას და ახორციელებს უშიშროების სამინისტროს თანამშრომლების, პენსიონერებისა და მათი ოჯახის წევრების (შემდგომში – „მიმაგრებული კონტიგენტი“) სამედიცინო უზრუნველყოფას. სამედიცინო უზრუნველყოფას ხელმძღვანელობს სამედიცინო სამსახური. სამედიცინო სამსახურის უფროსს ნიშნავს და ათავისუფლებს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი. სამედიცინო სამსახურის სტრუქტურასა და შტატებს ამტკიცებს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი. სამედიცინო სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, კანონით „სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შესახებ“ კანონით ჯანმრთელობის დაცვის შესახებ, ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ბრძანებებით, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს შიდა ნორმატიული აქტებით და წინამდებარე დებულებით. სამედიცინო სამსახური ფინანსდება სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ბიუჯეტიდან, აქვს გერბიანი ბეჭედი და შტამპელი, დამოუკიდებელი ბალანსი და მიმდინარე ანგარიში №4 სახაზინო სამსახურში, ახორციელებს 100% სახელმწიფო დაკვეთას. მისი იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი 380009, კეკელიძის ქ.№4 ტელეფონი 22-47-80. II. სამედიცინო სამსახურის ამოცანებია: – მიმაგრებული კონტიგენტის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა; – უშიშროების სამინისტროს თანამშრომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის და ფიზიკური განვითარების შენარჩუნება და განმტკიცება, ავადობისა და შრომისუუნარობის შემცირება; – უშიშროების სამინისტროს სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის მიზანშეწონილი პირების, აკადემიის მსმენელთა სამხედრო სამედიცინო კომისიის ორგანიზება და ჩატარება; – სამედიცინო ქვედანაყოფების მაღალი საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის უზრუნველყოფა; – საომარი მოქმედების დროს დაჭრილთა სამედიცინო დახმარების აღმოჩენის და ევაკუაციის ორგანიზება; – ოფიცერთა შემადგენლობის დისპანსერიზაცია; – პენსიონერთა და ინვალიდთა სამედიცინო შემოწმება; – სამხედრო მოსამსახურეთა, პენსიონერების, ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების და მათთან გათანაბრებული პირების წამლით უზრუნველყოფა სამედიცინო სამსახურისათვის ლიმიტით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში; – უშიშროების სამინისტროს თანამშრომელთა, პენსიონერთა და მათი ოჯახის წევრების სანატორულ-კურორტული მკურნალობა, ავადმყოფთა და დაჭრილთა სამედიცინო რეაბილიტაცია (დადგენილი შეღავათების გათვალისწინებით); – საბრძოლო ქვედანაყოფებში სანიტარულ-ჰიგიენური და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებათა კონტროლი; – სამედიცინო დაწესებულებებისა და სამედიცინო სამსახურის ქვედანაყოფების სამედიცინო აღჭურვილობით მომარაგების ორგანიზაცია; – სამედიცინო აღრიცხვისა და ანგარიშგების წარმოება, უშიშროების სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმებისა და ქვედანაყოფებში ავადობისა და ტრავმატიზმის მიზეზების შესწავლა და ანალიზი; – სამედიცინო მიღწევების პრაქტიკაში დანერგვა; – სამედიცინო პერსონალის სპეციალური ცოდნის, მისი სისტემატიური ამაღლების სამეცნიერო-პრაქტიკული, რაციონალიზატორული და საგამომგონებლო მუშაობის განვითარებისაკენ მიმართული ღონისძიებების შემუშავება და მისი შესრულების უზრუნველყოფა; – სამხედრო-სამედიცინო პრობლემების დამუშავების მიზნით სამეცნიერო მეთოდური საბჭოს შექმნა და უშუალო ხელმძღვანელობა; – უშიშროების სამინისტროს პირადი შემადგენლობას შორის სამხედრო-სამედიცინო მომზადების ორგანიზაცია, სან-განმანათლებლო მუშაობის ჩატარება; – მართვის ტერიტორიული ორგანოების მუშაობის კოორდინაცია; – მიმაგრებული კონტიგენტის ჯანმრთელობაზე გარემოს ფაქტორების უარყოფითი გავლენის თავიდან აცილების, ყოფაცხოვრების, კვების, სწავლების, აღზრდის, რადიაციული და ქიმიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა შესაბამის სამსახურებთან ერთად. III. სამედიცინო სამსახურის მართვა სამედიცინო სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი. იგი პასუხისმგებელია მინისტრის წინაშე სამსახურის საქმიანობისათვის. სამსახურის უფროსი: – წარმართავს სამსახურის საქმიანობას, იღებს გადაწყვეტილებებს (ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით) მისი კომპეტენციის ფარგლებში. – პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, მინისტრის ბრძანებებისა და განკარგულებების შესრულებაზე. – ახორციელებს ზედამხედველობას სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობაზე; – სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს  საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობებზე დასანიშნ პირებს; – სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე წარადგენს განაცხადს ასიგნებათა წლიური გამოყოფის შესახებ, მასთან შეთანხმებით იღებს გადაწყვეტილებას საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ; – თავის კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს სამინისტროს ხელმძღვანელობის საგანგებო განკარგულებებს; – დადგენილ ვადებში სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს სამსახურის საქმიანობის შესახებ ანგარიშს. IV. სამედიცინო სამსახურის სტრუქტურა სამედიცინო სამსახურში შედის: – პოლიკლინიკა (ქ. თბილისი); – რეგიონალური პოლიკლინიკა (ქ. ბათუმი); – სანატორიუმი „კოლხეთი“ – დ. მახინჯაური; –  სამხედროს სამედიცინო კომისია (სსკ); – აფთიაქი. გარდა ზემოხსენებულისა, სამედიცინო სამსახური აწარმოებს უშიშროების სამინისტროს აკადემიის სამედიცინო პუნქტის და სპეცდანიშნულების რაზმების სამედიცინო ქვეგანყოფილებების სამედიცინო-საკონსულტაციო უზრუნველყოფას. V. პოლიკლინიკის ამოცანები – პოლიკლინიკის ძირითად ამოცანებს შეადგენს უშიშროების სამინისტროს თანამშრომლების, პენსიონერების მათი ოჯახის წევრების სამედიცინო მომსახურება და ამბულატორული მკურნალობა, სამხედრო მოსამსახურეთა და თანამშრომელთა სამედიცინო შემოწმება, შრომის უნარიანობის ექსპერტიზა; – მიმაგრებული კონტიგენტის პროფილაქტიკური სამედიცინო შემოწმება; – სპეცდანიშნულების რაზმების პირადი შემადგენლობის გაღრმავებული სამედიცინო შემოწმება, კონსულტირება, მკურნალობა და საჭიროების შემთხვევაში სათანადო ექსპერტიზა; – სამედიცინო სამსახურის ამოცანების შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვა და წარმართვა მისი კომპეტენციის ფარგლებში; – საჭიროების შემთხვევაში დასმული ამოცანების გადასაწყვეტად პოლიკლინიკაში არსებული პერსონალიდან ფორმირდება საექიმო ბრიგადები, რომლებიც ადგილზე განახორციელებენ პრაქტიკულ და საკონსულტაციო დახმარებებს. VI. სამედიცინო სამსახურის ქვედანაყოფების ამოცანები – სამედიცინო სამსახურის წინაშე დგარი ძირითადი ამოცანებიდან გამომდინარე დაქვემდებარებული ქვედანაყოფების მუშაობის ორგანიზაცია და პრაქტიკული ხელმძღვანელობა; – საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის გეგმების შემუშავება და განხორციელება. – პირადი შემადგენლობის სპეციალური სამედიცინო მომზადების ხელმძღვანელობა; – კონტროლის დაწესება სახელწიფო უშიშროების სამინისტროს პირადი შემადგენლობას შორის სამხედრო-სამედიცინო მომზადების ორგანიზაციასა და ჩატარებაზე; – სპეცდანიშნულების რაზმებში სან. ჰიგიენური ღონისძიებებისა და ეპიდ. საწინააღმდეგო დაცვის ორგანიზაცია და კონტროლი; – სამედიცინო ქვედანაყოფების სამედიცინო ქონებით მომარაგების უზრუნველყოფის ორგანიზაცია; – სამხედრო-სამეცნიერო, რაციონალიზატორული და საგამომგონებლო მუშაობის ჩატარება, სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს შექმნა და უშუალო ხელმძღვანელობა; – სამედიცინო აღრიცხვისა და ანგარიშგების ფორმალიზებული დოკუმენტების შემუშავება; – სამედიცინო აღრიცხვისა და ანგარიშგების დოკუმენტების წარმოება, სამედიცინო სამსახურის მუშაობის ანალიზი და მისი დაგეგმვა; – სამხედრო მოსამსახურეთა ჯანმრთელობის ფიზიკური განვითარებისადმი კონტროლი; – ავადმყოფთა და დაჭრილთა გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა და ამბულატორული მკურნალობა; – ავადმყოფთა სტაციონარული მკურნალობა (ლაზარეთის პიროებში –გამოჯანმრთელების სავარაუდო პერიოდი 10 დღე). – ინფექციური ავადმყოფობების დროული გამოვლინება და იზოლაცია; – ავადმყოფთა კონსულტაცია და საჭიროების შემთხვევაში (პოლიკლინიკის სპეციალისტთა რეკომენდაციით) ჰოსპიტალიზაცია; – გაღრმავებული სამედიცინო შემოწმების ჩატარება და სამედიცინო წიგნაკების წარმოება; – საბრძოლო ნაწილის სამედიცინო მომარაგების ორგანიზაცია; – სპეცდანიშნულების ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობის სამხედრო-სამედიცინო მომზადება და მათთან სანიტარულ-საგანმანათლებლო მუშაობის ჩატარება; – სამედიცინო პერსონალის სპეციალური მომზადების ჩატარება; – სამედიცინო სამსახურის საველე პირობებში მუშაობისათვის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა; – სამედიცინო აღრიცხვისა და ანგარიშგების დოკუმენტის წარმოება, სასწრაფო ყოველთვიური, კვარტალური და წლიური მოხსენებების სამედიცინო სამსახურში წარდგენა. VII. ანგარიშგების დოკუმენტები – სასწრაფო-მოხსენება-წარმოადგენს სამედიცინო ქვედანაყოფის უფროსის ინფორმაციას მასიური სანიტარული დანაკარგის, ინფექციური დაავადებების აღმოცენების, სამედიცინო სამსახურის ძალებისა და საშუალებების დანაკარგის შემთხვევაში; – ყოველთვიური მოხსენება – ასახავს პირველადი დაავადებებისა (ინფექციური და კანის დაავადებების, ტრავმატიზმის შემთხვევების გათვალისწინებით) და შრომისუუნარობის შემთხვევებს, მასში აისახება სამედიცინო სამსახურის მიმდინარე მოთხოვნილებები, მუშაობის პირობებში აღმოცენებული დაბრკოლებები; – კვარტალური ანგარიშგება – დგება კვარტალში ავადობის გათვალისწინებით ნოზოლოგიური ერთეულების მიხედვით, ასახავს შრომისუნარიანობას და საწოლ დღეებს; – წლიური ანგარიშგება – დგება შემუშავებული რეკომენდაციის თანახმად ანალიტიკური ცხრილებისა და ახსნა-განმარტებითი ბარათის თანდართვით. – საბრძოლო სამობილიზაციო მზადყოფნის გეგმები; – სამედიცინო მომარაგების მოთხოვნის ანგარიშის შედგენა (დგება ერთ წელიწადზე).  VIII. სამედიცინო ქვედანაყოფების ზემდგომთან დაქვემდებარების წესი – სამედიცინო სამსახურის უფროსი ექვემდებარება სახელმწიფო უშიშროების მინისტრს და თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის ბრძანებებით, სამედიცინო საქმიანობაში სარგებლობს ჯანმრთელობის მინისტრის ბრძანებულებებით. იგი არის უფროსი ცენტრალური დაქვემდებარების ქვედანაყოფების სამედიცინო ნაწილების უფროსებისა და სპეციალობით ხელმძღვანელობს საბრძოლო ნაწილების სამედიცინო ნაწილების უფროსების მუშაობას. – ცენტრალური დაქვემდებარების სამედიცინო ნაწილების უფროსები ყველა საკითხში ექვემდებარებიან სამსახურის უფროსს. – საბრძოლო ნაწილების სამედიცინო სამსახურის უფროსები ექვემდებარებიან ნაწილის უფროსს, ხოლო სპეციალურ საკითხებში ასრულებენ სამედიცინო სამსახურის უფროსის მითითებებს. – საბრძოლო ნაწილის სამედიცინო მომარაგებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ნაწილის უფროსს. – სამედიცინო ქვედანაყოფების თანამდებობრივი პირების უფლება-მოვალეობანი რეგლამენტირებულია სამინისტროს შესაბამისი სახელმძღვანელო დოკუმენტებით.