ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო დაწესებულებებში საქმიანობის განსაკუთრებულ ღონისძიებათა განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 12.03.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №529
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025806
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/03/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.03.2020 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ საჯარო სამსახურის შესახებ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის სოციალური მხარდაჭერის დამატებით ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო დაწესებულებებში საქმიანობის განსაკუთრებულ ღონისძიებათა განსაზღვრის შესახებ
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №529
2020 წლის 12 მარტი
ქ. თბილისი
ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო დაწესებულებებში საქმიანობის განსაკუთრებულ ღონისძიებათა განსაზღვრის შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების აღსაკვეთად მის წინააღმდეგ ერთიანი ღონისძიებების განხორციელების მიზნით:
1. (ამოღებულია - 29.03.2022,
№537).
2. (ამოღებულია - 29.03.2022,
№537).
3. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელებმა უზრუნველყონ მათ დაქვემდებარებულ საჯარო დაწესებულებებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში (მათ შორის, შენობა-ნაგებობებში) ჯანმრთელობის დაცვის პროტოკოლების, რეკომენდაციებისა და ჰიგიენის წესების დაცვა.
4. (ამოღებულია - 29.03.2022,
№537).
41. (ამოღებულია - 29.03.2022,
№537).
5. დასაქმებულმა პირებმა მწვავე რესპირაციული დაავადების სიმპტომის არსებობის შემთხვევაში, მიმართონ ექიმს, აგრეთვე აცნობონ დაწესებულებებში ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ სამსახურს/თანამდებობის პირს, თუ საჭიროა თვითიზოლაციის რეჟიმში გადასვლა.
6. ეპიდემიური საფრთხის გათვალისწინებით, საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია, შინაგანაწესის შესაბამისად განსაზღვროს დაწესებულების თანამშრომელთა სამუშაო (მათ შორის, დისტანციურ) რეჟიმზე ყოფნის წესები და პირობები.
შენიშვნა: დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლა არ ნიშნავს სამუშაო საათების შემცირებას ან თანამშრომელთა შვებულებაში ყოფნას. საჭიროების შემთხვევაში, დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადასული თანამშრომელი სამსახურში მოთხოვნისთანავე, დაუყოვნებლივ (არაუგვიანეს 1 საათისა) უნდა გამოცხადდეს. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირს უნარჩუნდება შრომის ანაზღაურება.
7. საბიუჯეტო ორგანიზაციებმა/დაწესებულებებმა/უწყებებმა უზრუნველყონ, ამ განკარგულების გათვალისწინებით, შიდაუწყებრივი სხვა დამატებითი ღონისძიებების განსაზღვრა, ასეთი საჭიროების შემთხვევაში.
8. მიეცეს რეკომენდაცია ყველა პირს, მათ შორის, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, იხელმძღვანელონ ამ განკარგულებით გათვალისწინებული დებულებებით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია