„სოციალურად საშიში და სოციალურად მნიშვნელოვანი დაავადებების სამედიცინო დახმარების ორგანიზაციის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“

მიღების თარიღი 11.05.1998
გამომცემი ორგანო ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო
ნომერი №180/ო
სარეგისტრაციო კოდი 220.012.003.263
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 11/05/1998
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 801 სიტყვა · ~4 წთ

დოკუმენტის ტექსტი

„სოციალურად საშიში და სოციალურად მნიშვნელოვანი დაავადებების სამედიცინო დახმარების ორგანიზაციის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ბრძ ა ნება №180/ო 1998 წლის 11 მაისი ქ . თბილისი სოციალურად საშიში და სოციალურად მნიშვნელოვანი დაავადებების სამედიცინო დახმარების ორგანიზაციის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ სოციალურად საშიში და სოციალურად მნიშვნელოვანი დაავადებების სამედიცინო დახმარების ორგანიზაციის გაუმჯობესების მიზნით „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად ვბრძანებ : 1.0. დამტკიცდეს ტიპიური დებულება მრავალპროფილიანი დისპანსერის შესახებ (დანართი №1). 2.0. დაევალოს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტს , აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროებთან და ჯანმრთელობის დაცვის სამხარეო , ქ . ფოთის და ქ . თბილისის ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტებთან ერთად : 2.1. 1998 წლის ბოლომდე შექმნან სამხარეო ცენტრებში , რაიონებში და ქალაქებში მრავალპროფილიანი დისპანსერები . 2.2. ინფორმაცია აღნიშნული ბრძანების შესრულების შესახებ წარმოადგინონ 1999 წლის 1 იანვრამდე . 3.0. ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნების დღიდან . 4.0. კონტროლს აღნიშნული ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად . მინისტრი ა . ჯორბენაძე დანართი №1 მრავალპროფილიანი დისპანსერის ტიპიური დებულება 1. მრავალპროფილიანი დისპანსერი (შემდგომში – დისპანსერი ) წარმოადგენს არასტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებას , რომელიც მოწოდებულია თავისი ფუნქციონირების ტერიტორიაზე განახორციელოს სოციალურად მნიშვნელოვანი და სოციალურად საშიში დაავადებებისას (ფთიზიატრიული , ფსიქიატრიული , დერმატოვენეროლოგიური , ონკოლოგიური , ენდოკრინოლოგიური , ნარკოლოგიური , ინფექციური , აივ -ინფექცია და სხვ .) მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარების  ორგანიზაცია . 2. დისპანსერის ორგანიზაცია სამხარეო და რაიონულ (ქალაქი ) ცენტრებში ხდება დადგენილი წესით . 3. დისპანსერი არის დამოუკიდებელი სამედიცინო დაწესებულება , რომელიც სარგებლობს იურიდიული პირის უფლებით . მას დადგენილი წესით გავლილი აქვს შესაბამისი აკრედიტაცია საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროში და მიღებული აქვს სათანადო ლიცენზია , მონაწილეობს სახელმწიფო ცენტრალურ და მუნიციპალურ პროგრამებში . 4.0. დისპანსერის ამოცანებია : 4.1. სამედიცინო დახმარების ორგანიზაცია სპეციალიზებული დახმარების სახით სოციალურად მნიშვნელოვანი და სოციალურად საშიში დაავადებების (შემდგომში დაავადებების ) დროს ექიმ -სპეციალისტების (ფთიზიატრი , ფსიქიატრი , დერმატოვენეროლოგი , ონკოლოგი , ენდოკრინოლოგი , ნარკოლოგი , ინფექციონისტი და სხვა ) ძალებით ; 4.2. სოციალურად მნიშვნელოვანი და სოციალურად საშიში სნეულებებით ავადმყოფთა აქტიური ადრეული გამოვლინება და მათზე სისტემატური მეთვალყურეობა ; 4.3. დადგენილი წესით სანიტარულ -ჰიგიენური ღონისძიებების ჩატარება თავის კომპეტენციის ფარგლებში ; 5. დისპანსერი თავისი ამოცანების შესასრულებლად ორგანიზაციას უწევს და ახორციელებს : 5.1. ავადმყოფთა აუცილებელ გამოვლინებას და აღრიცხვას ; 5.2. ამბულატორიული , პოლიკლინიკური დაწესებულებების და სტაციონარების სოციალურად მნიშვნელოვანი და სოციალურად საშიში დაავადებების სფეროში ორგანიზაციულ -მეთოდურ ხელმძღვანელობას , მათთვის საკონსულტაციო დახმარების გაწევას . ღონისძიებების , პირველ რიგში დაავადებების დროული და ადრეული გამოვლინების , ჩატარებაში დახმარების გაწევას . 5.3. მონაწილეობს სოციალურად მნიშვნელოვანი და სოციალურად საშიში დაავადებებით ავადმყოფთა ან ამ დაავადებებზე საეჭვო პირთა მასობრივ კვალიფიცირებულ გამოკვლევებში . 5.4. აღრიცხვაზე აყვანილ ავადმყოფთა კონტინგენტის რეგულარულ დისპანსერულ მეთვალყურეობას და კონტროლს . 5.5. თანამედროვე მეთოდებით ავადმყოფთა კომპლექსური ამბულატორიული მკურნალობის და დაკვირვების ორგანიზაციას დისპანსერში და ბინაზე . 5.6. საჭიროების შემთხვევაში იმ ავადმყოფთა ჰოსპიტალიზაციას , რომლებიც საჭიროებენ სტაციონარულ მკურნალობას . 5.7. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მითითებით ინფექციურ ავადმყოფებთან კონტაქტში მყოფთა აღრიცხვის ორგანიზაციას . 5.8. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მითითებით დაავადებების პროფილაქტიკისათვის მიმართულ გამაჯანსაღებელ და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებათა ჩატარებას . 5.9. მონაწილეობას იღებს ვაქცინაციების და რევაქცინაციების ჩატარებაში . 5.10. ფუნქციონირების ტერიტორიაზე თავის კომპეტენციის ავადობის და სიკვდილიანობის აღრიცხვას და ანალიზს , გატარებული ღონისძიებების ეფექტიანობის შესწავლას . 5.11. სასამართლო -ფსიქიატრიული , ნარკოლოგიური და სხვა სახის ექსპერტიზებს . 5.12. დროებითი შრომისუუნარობის სისტემატურ ექსპერტიზას , შრომისუუნარობის ფურცლების გახსნას , გაგრძელებას და გაცემას , აგრეთვე დადგენილი სახის ცნობების გაცემას მოქმედი წესის შესაბამისად . 5.13. იმ პირთა გაგზავნას საექიმო შრომით -საექსპერტო კომისიაზე , რომელთაც აღენიშნება შრომის უნარის მყარად დაკარგვის ნიშნები . 5.14. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისათვის დადგენილი წესით შეტყობინებას ინფექციურ , პარაზიტული და პროფესიულ დაავადებათა , მოსახლეობის მოწამვლის და სანიტარულ -ჰიგიენური მოთხოვნილების დარღვევის შესახებ . 5.15. ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდას . 5.16. ყველა გამოვლინებულ ავადმყოფთა ან ინფექციურ დაავადებაზე ეჭვმიტანილ პირთა სპეციალურ ჟურნალში ( სააღრიცხვო ფორმა №064 /უ ) გატარებას . 5.17. პროფილაქტიკური აცრების ჩატარებას და მათ რეგისტრაციას ჟურნალში (სააღრიცხო ფორმა N064 /უ ). 5.18. ინფექციურ დაავადებათა პროფილაქტიკის , საზოგადოებრივი და პირადი ჰიგიენის დარგში მოსახლეობის ცოდნის ამაღლებისათვის მუშაობას . 6.0. დისპანსერის ორგანიზაციული სტრუქტურა : 6.1. ადმინისტრაცია 6.2. რეგისტრატურა 6.3. სპეციალიზებული განყოფილებები ( ექიმ -სპეციალისტების მისაღები კაბინეტები ) შემდეგ პროფილებში : 6.3.1. ფთიზიატრიული 6.3.2. ფსიქიატრიული 6.3.3. ონკოლოგიური 6.3.4. ნარკოლოგიური 6.3.5. ინფექციური 6.3.6. დერმატოვენეროლოგიური 6.3.7. ენდოკრინოლოგიური 6.4. დამხმარე -დიაგნოსტიკური განყოფილებები (კაბინეტები ), ლაბორატორიული , რომლებიც შედიან დაწესებულების შესაბამისი დანაყოფების შემადგენლობაში : 6.4.1. რენტგენის ; 6.4.2. ფუნქციური დიაგნოსტიკის ; 6.4.3. ენდოსკოპიური ; 6.4.4. ლაბორატორიები საერთო -კლინიკური , ბიოქიმიური , სეროლოგიური , ბაქტერიოლოგიური , ციტოლოგიური და სხვა სახის გამოკვლევებისათვის ; 6.4.5. აღრიცხვისა და სამედიცინო სტატისტიკის კაბინეტი . 7.0. დისპანსერი უზრუნველყოფს პერსონალისა და სტრუქტურული ქვეგანაყოფების ზუსტ აღრიცხვას . სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ერთიანი ფორმების მიხედვით ანგარიშების შედგენას და დისპანსერული მუშაობისათვის დამახასიათებელი სტატისტიკური მონაცემების ანალიზს დადგენილი წესის შესაბამისად . 8.0 დისპანსერის პერსონალი თავის მუშაობაში ხელმძღვანელობს ამ დებულებით , საქართველოს კანონით ჯანდაცვის შესახებ , საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს და ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ბრძანებით და სხვა ნორმატიული აქტებით . 9.0. დისპანსერის მუშაობის დაგეგმვა , შტატების განსაზღვრა , სამედიცინო აპარატურით , ინსტრუმენტებით , ინვენტარითა და მოწყობილობით აღჭურვა ხდება დადგენილი წესით . 10.0. დისპანსერს ხელმძღვანელობს მთავარი ექიმი , რომელიც ინიშნება და თავისუფლდება დადგენილი წესის მიხედვით . 11.0. დისპანსერების ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად .