სს „დიდუბის ავტოვაგზლის“ განცხადება აქციონერთა საერთო კრების მოწვევის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
აქციონერთა საერთო კრების მოწვევის თაობაზე
2020 წლის 12 მარტს, დღის 12 საათზე, გამართულ იქნა სს „დიდუბის ავტოვაგზალსი (ს/კ 202050699) აქციონერთა საერთო კრება; კრება მოწვეულ იქნა „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონისა და სს „დიდუბის ავტოვაგზალის (ს/კ 202050699) წესდების სრული დაცვით; მოწვევის შესახებ განცხადება გამოქვეყნებულ იქნა საკანონმდებლო მაცნეში (გამოქვეყნების თარიღი 10.02.2020).
იმის გათვალისწინებით, რომ 2020 წლის 12 მარტის საერთო კრებას არ ესწრებოდა ხმის უფლების მქონე საწესდებო კაპიტალის მფლობელთა ნახევარი, კრება არ იყო გადაწყვეტილებაუნარიანი;
სს „დიდუბის ავტოვაგზალი ს“ წესდების მე-7 მუხლისა და „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, მოიწვევა აქციონერთა ახალი საერთო კრება, რომელიც გაიმართება 2020 წლის 10 აპრილს დღის 12:00 საათზე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, კარალეთის 4.
დღის წესრიგი:
1. სააქციო საზოგადოების წესდებაში ცვლილებების შეტანა.
2. სააქციო საზოგადოების დირექტორის გათავისუფლება და ახალი დირექტორის დანიშვნა.
წარმოდგენილი ცვლილებები ითვალისწინებს საოპერაციო მმართველობის ეფექტურობის გაზრდას, ამ პროცესში აქციონერთა და მენეჯმენტის მაქსიმალური ჩართულობით, რაც დადებით როლს ითამაშებს საზოგადოების განვითარებაში. წარმოდგენილი ცვლილებებით საზოგადოების წესდება მოდიფიცირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
დღის წესრიგთან დაკავშირებით აქციონერებს შეუძლიათ დამატებითი განმარტებები მიიღონ საზოგადოების ადმინისტრაციაში.
გენერალური დირექტორი ნატო გელაშვილი