„საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სამედიცინო მეცნიერების და განათლების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის 1998 წლის 10 თებერვლის №58/ო ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის

ბრძანება №187/ო

1998 წლის 13 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სამედიცინო მეცნიერების და განათლების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის 1998 წლის 10 თებერვლის №58/ო ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონის „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად და საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 13 აპრილის №232 ბრძანებულების შესაბამისად

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. დამტკიცდეს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სამედიცინო მეცნიერების და განათლების დეპარტამენტის თანდართული დებულება.

2. დაევალოს სამედიცინო მეცნიერების და განათლების დეპარტამენტის თავმჯდომარეს (ა. ჭილაძე) დეპარტამენტის საქმიანობა წარმართოს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს დებულების საფუძველზე და აღნიშნული დებულების შესაბამისად.

3. ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის 1998 წლის 10 თებერვლის №58/ო ბრძანებიდან ამოღებულ იქნეს პირველი პუნქტის „გ“ და „ზ“ ქვეპუნქტები და შესაბამისად ძალადაკარგულად ჩაითვალოს ბრძანების დანართები №№3 და 7 -  სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტის და სამხედრო სამობილიზაციო განყოფილების დებულებები.

4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნების დღიდან.

 

მინისტრი                                                                          ა. ჯორბენაძე

 

სამედიცინო მეცნიერებისა და განათლების დეპარტამენტის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

I. ზოგადი დებულება

1.1. სამედიცინო მეცნიერებისა და განათლების დეპარტამენტი (შემდეგში „დეპარტამენტი“) წარმოადგენს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ერთეულს.

1.2. დეპარტამენტი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარმართავს, შეიმუშავებს სამედიცინო მეცნიერებისა და განათლების რეფორმასთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტებს.

1.3. დეპარტამენტი ხელმძღვანელობს სამედიცინო მეცნიერებისა და სამედიცინო  განათლების სპეციალისტთა მომზადებას, ახორციელებს ზედამხედველობას სახელმწიფო სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებებში ხელმძღვანელი კადრის შერჩევა-გამოყენებაზე, მათი კვალიფიკაციის და პედაგოგიური დახელოვნების დონის ამაღლებაზე, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებაზე.

1.4. დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულების, ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ბრძანებების შესაბამისად.

II. ძირითადი ამოცანები და ფუნქციები მეცნიერების სფეროში

2.1. განახორციელოს სამედიცინო მეცნიერების კოორდინაცია.

2.2. უზრუნველყოს სამედიცინო მეცნიერების რეფორმის პროცესთან დაკავშირებული საკითხების მართვა.

2.3. სამედიცინო მეცნიერების სტრატეგიის განსაზღვრა.

2.4. სამედიცინო მეცნიერების პრიორიტეტული მიმართულებების შერჩევა.

2.5. სამედიცინო კვლევითი სამუშაოების დაგეგმვა ჯანდაცვის სისტემაში გაერთიანებული ყველა სამედიცინო დაწესებულებისათვის.

2.6. დადგენილი წესის თანახმად, გრანტული პრინციპით, ჯანდაცვის სახელმწიფო შესაბამისი პროგრამებიდან თემების დაფინანსება.

2.7. თავისი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაცია გაუწიოს უცხოურ სამეცნიერო წრეებთან თანამშრომლობის პროგრამებს.

2.8. ხელი შეუწყოს სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზაციას.

2.9. თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს საზღვარგარეთ მივლინებულ მეცნიერთა გაწეული მუშაობის ანალიზი.

2.10. თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოოს კონტროლი გრანტული პრინციპით დაფინანსებული თემების შესრულებაზე.

III. ძირითადი ამოცანები და ფუნქციები განათლების სფეროში

3.1 უწყვეტი სამედიცინო განათლების ერთიანი სახელმწიფო კონცეფციის საფუძველზე სამედიცინო კადრების მომზადების პროცესის უზრუნველყოფა.

3.2. უზრუნველყოს სამედიცინო განათლების რეფორმის პროცესთან დაკავშირებული პრიორიტეტული მიმართულებების შესატყვისი სამოქმედო პროგრამები.

3.3. უზრუნველყოს სამედიცინო განათლების რეფორმასთან დაკავშირებული პროცესების მართვა.

3.4. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის რეალური მოთხოვნილებებიდან და პედაგოგიური, მატერიალურ-ტექნიკური, კლინიკური ბაზების პოტენციალიდან გამომდინარე, სამედიცინო სასწავლებლებში სახელმწიფო დაკვეთით მოსამზადებელი კონტინგენტის რაოდენობაზე ლიმიტის განსაზღვრა და კონტროლი მათ დაცვაზე.

3.5. სამედიცინო პროფილის სასწავლო დაწესებულებების ლიცენზირებისათვის დოკუმენტაციის მომზადება და მისი დასამტკიცებლად წარდგენა.

3.6. უწყვეტი სამედიცინო განათლების ერთიანი სახელმწიფო კონცეფციიდან გამომდინარე, სამედიცინო კადრების მომზადების პროცესის უზრუნველყოფა.

3.7. ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტების შექმნის კოორდინაცია.

3.8. მონაწილეობის მიღება ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების შემუშავებასა და ექსპერტიზაში.

3.9. სამედიცინო კანონშემოქმედებით საქმიანობაში მონაწილეობა.

3.10. საინსტრუქციო მითითებების შედგენა, სასწავლო პროცესის წარმართვისათვის სამედიცინო სასწავლებლებში (უმაღლესი საშუალო).

3.11. სტანდარტული სასწავლო გეგმებისა და პროგრამების შედგენა და დადგენილი წესის შესაბამისად დასამტკიცებლად წარდგენა განათლების სამინისტროში.

სახელმძღვანელო და დამხმარე ლიტერატურის შექმნის და მათი გამოცემის ორგანიზაცია.

3.12. თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობს რეზიდენტურის პროგრამების მომზადებას.

3.13. განსაზღვრავს საექიმო კადრის დარგობრივ რეზიდენტურაში მომზადების გეგმა-რაოდენობას და ახორციელებს მათ მომზადებაზე კონტროლს.

3.14. შეიმუშავებს და დადგენილი წესით წარადგენს დასამტკიცებლად საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში უმაღლესი და საშუალო სამედიცინო პერსონალის მომზადების ყოველწლიურ და პერსპექტიულ ინდიკატორულ გეგმებს.

3.15. ორგანიზაციას უკეთებს და განათლების შესაბამის სამსახურებთან ერთად აკონტროლებს უმაღლეს და საშუალო სამედიცინო სასწავლებლებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობას.

3.16. შესაბამის სამსახურებთან ერთად აკონტროლებს კადრების განლაგებას და მუშაობას კვლევით სამეცნიერო დაწესებულებებში.

3.17. შეიმუშავებს ნორმატიული აქტების პროექტებს მოკლევადიანი დარგობრივი კურსების ფუნქციონირების თაობაზე.

3.18. ახორციელებს მუშაობას სამედიცინო პერსონალის სამუშაო ადგილებზე გასაგზავნად.

3.19. დადგენილი წესის თანახმად დასვას საკითხი შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების წინაშე.

3.20. აწარმოებს კონტროლს ბრძანებისა და ნორმატიული აქტების მითითების შესრულებაზე.

3.21. ორგანიზაციას უკეთებს განცხადების შეკრებას ასპირანტურაში საქართველოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტში წარსადგენად.

3.22. შეიმუშავებს უცხოეთში სტუდენტთა და ახალგაზრდა სპეციალისტთა მივლინების პროგრამებს სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებებთან ერთად.

IV. დეპარტამენტის სტრუქტურა

4.1. დეპარტამენტი შედგება სტრუქტურული ერთეულებისაგან:

ა) სამედიცინო განათლების განყოფილება;

ბ) სამედიცინო მეცნიერების განყოფილება.

V. დეპარტამენტის მართვა

5.1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, მას ნიშნავს და ათავისუფლებს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი.

5.2. თავმჯდომარის წარდგენით მინისტრი ნიშნავს და ათავისუფლებს თანამდებობიდან დეპარტამენტის თანამშრომლებს.

5.3. თავმჯდომარე თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმართავს დეპარტამენტის მუშაობას.

VI. დეპარტამენტის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია

6.1. დეპარტამენტის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.