„თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 8 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №5 |
|
2020 წლის 13 მარტი ქ. თერჯოლა |
1. დებულების 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მერია შედგება მერის პირველი მოადგილის, მერის მოადგილის, მერიის პირველადი სტუქტურული ერთეულების (შემდგომ – სამსახურები), მეორადი სტრუქტურული ერთეულების (შემდგომ – განყოფილებები), პროფესიული საჯარო მოხელეების, შრომითი ხელშეკრულებისა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისაგან.“
2. დებულების მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 15. მერიის მოხელე, შრომითი და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.
1. მერიაში საჯარო სამსახურს ეწევა:
ა) მერიის პროფესიული საჯარო მოხელე (შემდგომში – მერიის მოხელე);
ბ) მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულია მერიაში დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად;
გ) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც მუნიციპალიტეტის მერს ხელს უწყობს მისი უფლებამოსილებების განხორციელებაში დარგობრივი/სექტორული რჩევების მიცემით, ინტელექტუალურ-ტექნიკური დახმარების გაწევით ან/და ორგანიზაციულ-მენეჯერული ფუნქციების შესრულებით.
2. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად და დადებული შრომითი ხელშეკრულებით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით. მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთან შრომით ხელშეკრულებას მუნიციპალიტეტის სახელით დებს მერი.“
3. დებულების მე-19 მუხლის:
ა) 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მერიის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი (შემდგომში წარმომადგენელი),არის ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში და რომელსაც საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ანთავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი. “
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მერის წარმომადგენელი ინიშნება უკონკურსოდ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის უფლებამოსილების ვადით.“
4. დებულების მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 20. მერის წარმომადგენლის ასისტენტები
1.მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელის ასისტენტი არის ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელსაც საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მერის უფლებამოსილების ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი.
2. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ასისტენტს ევალება:
ა) უფლებამოსილების განხორციელება თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში და მერის წარმომადგენლის დახმარება მისი ფუნქციების განხორციელებისას.
ბ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული პრობლემების გამოვლენა და მერის წარმომადგენლის დახმარება აღნიშნული პრობლემის გადაჭრის გზების დაგეგმვაში.
გ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების შესახებ ინფორმაციის შეგროვება.
დ) მუნიციპალიტეტის თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა განხორციელებისას გამოვლენილი შეფერხებისა და ხარვეზების აღმოფხვრისთაობაზე წინადადებების შემუშავება.
ე) მერის წარმომადგენლის დავალებით ადმინისტრაციულ ერთეულში ორგანიზების გაწევა სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას.
ვ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში წარმოებული დოკუმენტების აღრიცხვას, სისტემატიზაციასა და დადგენილი წესით შენახვას.
ზ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვასამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს.
|