ელექტროგენერაციის სასადგურე დანაკარგის განსაზღვრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№7461
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.016557
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/03/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №7461

2020 წლის 12 მარტი

ქ. თბილისი

ელექტროგენერაციის სასადგურე დანაკარგის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის, „დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების დამდგენი უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №2547 განკარგულების პირველი პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის №4/02-3-8231 და 2020 წლის 9 მარტის №1/08-3-1797 წერილების საფუძველზე,  ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. რეგულირებული საწარმოების (მათ შორის, ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატების და მცირე ელექტროსადგურების) მიერ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისათვის, ამავე კომისიის მიერ დამტკიცებული ფორმით პერიოდულად წარდგენილ ანგარიშში ასახული ინფორმაცია სასადგურე დანაკარგების შესახებ დაბეგვრის მიზნებისთვის, ჩაითვალოს შესაბამისი გადასახადის გადამხდელისთვის ელექტროგენერაციის სასადგურე დანაკარგად.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ელექტროგენერაციის სასადგურე დანაკარგის განსაზღვრის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 26 ნოემბრის №41212 ბრძანება.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

საფუძველი: დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი კომისიის 2019 წლის 15 ნოემბრის №7  და 2020 წლის 21 თებერვლის №1 სხდომის ოქმები.

 

შემოსავლების სამსახურის უფროსი             ლევან კაკავა