„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 17.03.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №5742-IIს
სარეგისტრაციო კოდი 010010000.09.001.016579
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/03/2020
matsne.gov.ge 2,173 სიტყვა · ~11 წთ
📜 ცვლილებების ისტორია (1)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე   თბილისი, 17 მარტი 2020 წ. N5742-IIს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილება 98% 01.04.2021 „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილება 96% 09.09.2022 „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილება 96% 11.12.2015 „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილება 96% 18.07.2021 „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილება 95% 02.11.2017

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილება „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. საქართველოს კონსტიტუციის 77-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის გამოქვეყნდეს საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი (№07-3/443, 11.03.2020) „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი. 2. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 125-ე მუხლის პირველი–მე-3 პუნქტების შესაბამისად შეიქმნას საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია 9 წევრისაგან, შემდეგი შემადგენლობით: ა) არჩილ თალაკვაძე – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე (კომისიის თავმჯდომარე); ბ) მამუკა მდინარაძე – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის  მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი;      გ) ირმა ინაშვილი – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე; დ) სერგი კაპანაძე – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე;       ე) მარიამ ჯაში – საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე; ვ) ირაკლი კობახიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი; ზ) თინათინ ბოკუჩავა –  საქართველოს პარლამენტის წევრი; თ) თენგიზ შარმანაშვილი – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი; ი) თორნიკე ჭეიშვილი – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი (კომისიის მდივანი). 3. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია კომისიის სხდომებზე დასასწრებად მოიწვიოს სხვა პირები. 4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეარჩილ თალაკვაძე თბილისი, 17 მარტი 2020 წ. N5742-IIს პროექტი საქართველოს კონსტიტუციური კანონი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1🔗. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19.10.2017, სარეგისტრაციო კოდი: 010010000.01.001.016012) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-2 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 2​1 მუხლი: „მუხლი 2🔗​1 1. საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული პარლამენტი შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 120 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 30 პარლამენტის წევრისაგან. 2. პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1 პროცენტს მაინც მიიღებენ და იმ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე, რომელთა მიერ მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული მაჩვენებელი 1 პროცენტისა და საარჩევნო ბლოკში შემავალი პოლიტიკური პარტიების რაოდენობის ნამრავლს მაინც შეადგენს. პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ნამდვილი ხმების რაოდენობა მრავლდება 120-ზე და იყოფა ყველა იმ პოლიტიკური პარტიისა და საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული ნამდვილი ხმების ჯამზე, რომლებმაც ამ პუნქტით დადგენილი შესაბამისი საარჩევნო ბარიერი გადალახეს. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 120-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს თანმიმდევრობით მიიღებენ უდიდესი ნაშთის მქონე პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო ბლოკები. 3. პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით ჯამურად მიღებული მანდატების პროცენტული წილი მანდატების საერთო რაოდენობაში არ უნდა აღემატებოდეს პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ პროპორციული სისტემით მიღებული ნამდვილი ხმების საერთო რაოდენობაში ამავე პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ პროპორციული სისტემით მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული წილისა და ამ წილის ერთი მეოთხედის ჯამს. გადაჭარბების შემთხვევაში პოლიტიკურ პარტიას ან საარჩევნო ბლოკს მოაკლდება შესაბამისი მანდატები პროპორციულ არჩევნებში წარდგენილი საარჩევნო სიიდან და ისინი კანონით დადგენილი წესით პროპორციულად განაწილდება იმ სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ წარდგენილ საარჩევნო სიებზე, რომლებმაც შესაბამისი საარჩევნო ბარიერი გადალახეს. 4. ამ მუხლის მიზნებისათვის იქმნება 30 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი ამ კანონის მიღების დროისათვის მოქმედი ადმინისტრაციული საზღვრების შესაბამისად: ა) თბილისის მუნიციპალიტეტის - მთაწმინდისა და კრწანისის რაიონები; ვაკის რაიონი; საბურთალოს რაიონი; ისნის რაიონი; სამგორის რაიონი; დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონები; გლდანის რაიონი; ნაძალადევის რაიონი; ბ) თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები; გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტები; რუსთავის მუნიციპალიტეტი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ნორიოს, მარტყოფის, ახალსოფლის, სართიჭალის, გამარჯვების, ახალი სამგორის, ლემშვენიერას, თელეთის, კუმისისა და კრწანისის ადმინისტრაციული ერთეულები; მარნეულისა და გარდაბნის (ნორიოს, მარტყოფის, ახალსოფლის, სართიჭალის, გამარჯვების, ახალი სამგორის, ლემშვენიერას, თელეთის, კუმისისა და კრწანისის ადმინისტრაციული ერთეულების გარდა) მუნიციპალიტეტები; ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტები; მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები; კასპისა და გორის (ვარიანის, ნიქოზის, ტირძნისის, სკრისა და შინდისის ადმინისტრაციული ერთეულების გარდა) მუნიციპალიტეტები; ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტები და გორის მუნიციპალიტეტის ვარიანის, ნიქოზის, ტირძნისის, სკრისა და შინდისის ადმინისტრაციული ერთეულები; ახალციხის, ბორჯომის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტები; ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები; ქუთაისის მუნიციპალიტეტი; საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტები; ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტები; სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტები; ზუგდიდის მუნიციპალიტეტი; ფოთის, ხობისა და სენაკის მუნიციპალიტეტები; წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტები; ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები; ბათუმის მუნიციპალიტეტი; ქობულეთის მუნიციპალიტეტი და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მახინჯაურის, ორთაბათუმის, ახალშენისა და ფერიის ადმინისტრაციული ერთეულები; ხელვაჩაურის (მახინჯაურის, ორთაბათუმის, ახალშენისა და ფერიის ადმინისტრაციული ერთეულების გარდა), ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტები; ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტები. 5. პარლამენტის მომდევნო არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ პოლიტიკურ პარტიას, რომლის მხარდაჭერა ორგანული კანონით დადგენილი წესით დადასტურებულია არანაკლებ 5000 ამომრჩევლის ხელმოწერით. პარლამენტის მომდევნო არჩევნებში მონაწილეობისათვის არანაკლებ 5000 ამომრჩევლის მხარდაჭერის დადასტურების ვალდებულებისგან თავისუფლდება ყველა კვალიფიციური პოლიტიკური პარტია, ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში მონაწილეობდა პარლამენტის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბოლო არჩევნებში, თუ მან ან შესაბამისმა საარჩევნო ბლოკმა ერთ-ერთ არჩევნებში მაინც პროპორციული წესით 15000 ხმა მაინც მიიღო, აგრეთვე ყველა პოლიტიკური პარტია, რომლის მიერ წარდგენილმა ან რომლის წევრმა კანდიდატმა საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების პირველ ტურში 15000 ხმა მაინც მიიღო. 6. არჩევნებში მონაწილეობის წესი და პირობები, აგრეთვე პარლამენტის წევრთა მანდატების განაწილების წესი განისაზღვრება საარჩევნო კანონმდებლობით. 7. 2024 წლამდე საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების ერთჯერადად ან მრავალჯერადად ჩატარების შემთხვევაში, შესაბამისი არჩევნები ტარდება და პარლამენტი ფორმირდება ამ მუხლით დადგენილი წესით. 2024 წელს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები არ ტარდება. 2024 წლამდე საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების ერთჯერადად ან მრავალჯერადად ჩატარების შემთხვევაში, ბოლო რიგგარეშე არჩევნების მომდევნო არჩევნები ტარდება 2024 წლის 26 ოქტომბერს, ხოლო ბოლო რიგგარეშე არჩევნებში არჩეულ პარლამენტს უფლებამოსილება უწყდება ახალარჩეული პარლამენტის მიერ პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან.“. მუხლი 2🔗. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი                                                                                                                   სალომე ზურაბიშვილი განმარტებითი ბარათი საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტზე „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველოს კონსტიტუცია 1995 წლიდან ადგენს შერეულ საარჩევნო სისტემას საპარლამენტო არჩევნებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სისტემა სამართლებრივ პრინციპებთან სრულად თავსებადია, იგი წლების მანძილზე წარმოშობდა ჭარბ დისპროპორციას საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალის მიერ მიღებულ ხმებსა და მის მიერ მოპოვებულ საპარლამენტო მანდატებს შორის. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, 2017-18 წლების საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტმა მიიღო პრინციპული გადაწყვეტილება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღების თაობაზე და შესაბამისი დებულებები უკვე ასახულია საქართველოს კონსტიტუციის ძირითად ტექსტში. 2019 წელს განვითარებული მოვლენების ფონზე, მაღალი აქტუალობა შეიძინა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემის გადასინჯვის საკითხმა. პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღების თაობაზე კონსტიტუციური კანონპროექტის ინიციირებისა და პარლამენტში მისი ჩავარდნის შემდეგ, გასული თვეების განმავლობაში, გაიმართა მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის. წინამდებარე კანონპროექტი აღნიშნული მოლაპარაკებების საფუძველზე გამოკვეთილ პრინციპებს ეფუძნება და იგი მეტად პროპორციული საარჩევნო სისტემის დანერგვას ისახავს მიზნად.  ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:  საპარლამენტო არჩევნებისთვის დადგენილი საარჩევნო სისტემა, ზოგადად, არის კონსტიტუციური რეგულირების საგანი და იგი წესრიგდება საქართველოს კონსტიტუციის ძირითადი დებულებებით. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის შესახებ 2017 წლის 13 ოქტომბრის საქართველოს კონსტიტუციურ კანონში რეგლამენტირებულია მომდევნო საპარლამენტო არჩევნების ჩატარების დროებითი წესი. შესაბამისად, აუცილებელია გადაისინჯოს 2017 წლის 13 ოქტომბრის საქართველოს კონსტიტუციური კანონის გარდამავალი დებულებები. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტით დანერგილი საარჩევნო სისტემა გამორიცხავს ჭარბი უმრავლესობის მოპოვებას არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური პარტიის მიერ. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს თუ გავითვალისწინებთ, გამარჯვებული პარტია ხმათა 48.67%-ით მოიპოვებდა მანდატების, პრაქტიკულად, იდენტურ რაოდენობას როგორც სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემისა და 5%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში, ისე წინამდებარე კანონპროექტით შემოთავაზებული საარჩევნო მოდელის საფუძველზე. ეს გარემოება ადასტურებს, რომ მოცემული მოდელი გამარჯვებული პარტიისთვის სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის ანალოგიურ შედეგს წარმოშობს. გარდა ამისა, მოცემული საარჩევნო სისტემა უზრუნველყოფს ოპოზიციის სათანადო წარმომადგენლობას და პლურალიზმის მაღალ ხარისხს საქართველოს პარლამენტში. იგი საშუალებას აძლევს, თუნდაც, მცირე საზოგადოებრივი გავლენის მქონე პოლიტიკურ პარტიებს, მოიპოვონ წარმომადგენლობა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კონსტიტუციური კანონპროექტი ითვალისწინებს 2017 წლის 13 ოქტომბრის საქართველოს კონსტიტუციური კანონის გარდამავალი დებულებების მე-2 მუხლის მე-9 პუნქტის ამოღებას და მის ჩანაცვლებას 2​1 მუხლით, რომელიც ახლებურად არეგულირებს საპარლამენტო არჩევნების ჩატარების დროებით წესს, კერძოდ: • არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით - პარლამენტში აირჩევა 120 წევრი პროპორციული და 30 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით; • პროპორციული არჩევნები ჩატარდება 1-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. საარჩევნო ბლოკებისათვის ბარიერი განისაზღვრება 1 პროცენტისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით. გაუნაწილებელი მანდატები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თანმიმდევრობით განაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებზე და საარჩევნო ბლოკებზე; • იმისათვის, რომ გამოირიცხოს 40 პროცენტზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება და მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება, კანონპროექტი ითვალისწინებს პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით ჯამურად მიღებული მანდატებისთვის მარჟის დადგენას, რომელიც განისაზღვრება პოლიტიკური პარტიების და საარჩევნო ბლოკების მიერ პროპორციული სისტემით მიღებული ნამდვილი ხმების საერთო რაოდენობაში მათ მიერვე პროპორციული წესით მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული წილისა და ამ წილის ერთი მეოთხედის ჯამით. აღნიშნული ზღვარი ერთპარტიული საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირებას გამორიცხავს იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული პარტია ან საარჩევნო ბლოკი პროპორციული სისტემით ხმათა 40.54%-ზე ნაკლებს მიიღებს; • ზემოხსენებული მარჟის გადაჭარბების შემთხვევაში, პარტიას ან საარჩევნო ბლოკს მოაკლდება მანდატები პროპორციული საარჩევნო სიიდან, რომლებიც პროპორციულად განაწილდება იმ სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ წარდგენილ საარჩევნო სიებზე, რომლებმაც შესაბამისი საარჩევნო ბარიერი გადალახეს; • კანონპროექტი უშუალოდ ადგენს 30 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებს ამჟამად მოქმედი ადმინისტრაციული საზღვრების გათვალისწინებით; • 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნება პარტიას, რომლის მხარდაჭერა დადასტურებული იქნება არანაკლებ 5000 ამომრჩევლის ხელმოწერით. ამასთან, 5000 ხელმოწერის წარდგენის ვალდებულებისაგან გათავისუფლდება: ° ყველა კვალიფიციური პარტია; º ყველა პარტია, რომელიც დამოუკიდებლად ან ბლოკურად მონაწილეობდა პარლამენტის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბოლო არჩევნებში და მან/შესაბამისმა ბლოკმა პროპორციული წესით 15000 ხმა მაინც მიიღო; º ყველა პოლიტიკური პარტია, რომლის მიერ წარდგენილმა ან რომლის წევრმა კანდიდატმა საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების პირველ ტურში 15000 ხმა მაინც მიიღო; • 2024 წლამდე, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, იმოქმედებს წარმოდგენილი კონსტიტუციური კანონპროექტით დადგენილი დროებითი საარჩევნო სისტემა. ამასთან, 2024 წელს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება გათვალისწინებული არ არის. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):  ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში −აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: მორიგ საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილია 1 წელზე ნაკლები, ხოლო საერთაშორისო სტანდარტებით, საარჩევნო რეგულაციების ცვლილება არჩევნების წლის განმავლობაში სასურველი არ არის. ამდენად, კანონპროექტი რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა ამოქმედდეს. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ასეთი არ არსებობს – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაუშვებელია საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ ხორციელდება რაიმე გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დაწესება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წერობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი, ირაკლი კობახიძე. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ თალაკვაძე, ირაკლი კობახიძე, გიორგი ვოლსკი, მამუკა მდინარაძე, გოგა გულორდავა, ვლადიმერ კახაძე, მერაბ ქვარაია, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, შალვა კიკნაველიძე, ირაკლი (დაჩი) ბერაია, სულხან მახათაძე, ანრი ოხანაშვილი, გია ბენაშვილი, ზაზა გაბუნია, გია გაჩეჩილაძე, რომან მუჩიაშვილი, ჯუმბერ იზორია, ცოტნე ზურაბიანი, რომან კაკულია, სოფიო კილაძე, გენადი მარგველაშვილი, გიორგი თოთლაძე, სიმონ ნოზაძე, ისკო დასენი, რუსლან პოღოსიანი, თემურ გოცირიძე, შოთა ხაბარელი, ირაკლი ხახუბია, ერეკლე ტრიპოლსკი, კობა ლურსმანაშვილი, გოგი მეშველიანი, თენგიზ ხუბულური, ბექა ოდიშარია, გოჩა ენუქიძე, დიმიტრი ხუნდაძე, პაატა მხეიძე, ირაკლი მეზურნიშვილი, დავით სონღულაშვილი, ირაკლი შიოლაშვილი, ლევან ბეჟანიძე, პაატა გოგოხია, მახირ დარზიევი, ლევან მგალობლიშვილი, ედიშერ თოლორაია, პაატა კვიჟინაძე, კახაბერ კუჭავა, ვალერი გელაშვილი, სავალან მირზოევი, გიორგი კახიანი, ალექსანდრე ქანთარია, დიმიტრი მხეიძე, თეიმურაზ ჭკუასელი, ელგუჯა გოცირიძე, ნინო წილოსანი, რუსლან გაჯიევი, გურამ მაჭარაშვილი, ლევან კობიაშვილი, ენძელა მაჭავარიანი, გიორგი კოპაძე, ირაკლი სესიაშვილი, იოსებ მაკრახიძე, გელა სამხარაული, გივი ჭიჭინაძე, დიმიტრი სამხარაძე, თეიმურაზ კოხრეიძე, გუგული მაღრაძე, თამაზ ნავერიანი, გიორგი ხატიძე, ვიქტორ ჯაფარიძე, სამველ მანუკიანი, ირაკლი კოვზანაძე, ივლიანე წულაია, მიხეილ ყაველაშვილი, ზაზა პაპუაშვილი, ფატი ხალვაში, არჩილ ხაბაძე, ილია ნაკაშიძე, მუხრან ვახტანგაძე, კობა ნაკაიძე, ანზორ ბოლქვაძე, კობა კობალაძე, გოდერძი ჩანქსელიანი, რევაზ არველაძე, ირაკლი აბუსერიძე.