„სელექციური მიღწევების გამოცდისა და დაცვის ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 08.05.1998
ძალის დაკარგვა 18.07.2005
გამომცემი ორგანო სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო
ნომერი №2-227
სარეგისტრაციო კოდი 150.012.003.271
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 08/05/1998
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (3)
| დასახელება | სულ ხარჯები |
| I. მუშა-მოსამსახურეების შრომის ანაზღაურება, მათ შორის 1. ხელფასი 2. დანამატი | 28000 27000 1000 |
| სულ ხარჯები | 70500 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„სელექციური მიღწევების გამოცდისა და დაცვის ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის
მინისტრის
ბრძანება №2-227
1998 წლის 8 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სელექციური მიღწევების გამოცდისა და დაცვის ინსპექციის დებულების შესახებ
ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს სელექციური მიღწევების გამოცდისა და დაცვის ინსპექციის დებულება (დანართი 1) და ხარჯთა ნუსხა (დანართი 2).
2. იურიდიულ და პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველომ (ი. ლომთათიძე სელექციური მიღწევების გამოცდისა და დაცვის ინსპექციასთან ერთად (პ. ნასყიდაშვილი) უზრუნველყოს:
ა) კანონით დადგენილი წესით აღნიშნული ბრძანების იუსტიციის სამინისტროში სახელმწიფო რეგისტრაცია და სარეგისტრაციო კოდის მინიჭება;
ბ) საქვეუწყებო დაწესებულებების სპეციალურ რეესტრში რეგისტრაცია.
3. ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა უზრუნველყოს აღნიშნული ბრძანების და დებულების პრესაში გამოქვეყნება.
4. გაუქმებულად ჩაითვალოს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს 1998 წლის 15 იანვრის ბრძანება №2-20 საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სელექციური მიღწევების გამოცდისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ.
მინისტრი ბ. გულუა
დანართი №1
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სელექციური მიღწევების გამოცდისა და დაცვის ინსპექციის დ ე ბ უ ლ ე ბ ა
I. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს (შემდგომში „სამინისტრო”) – სელექციური მიღწევების გამოცდისა და დაცვის ინსპექცია (შემდგომში „ინსპექცია“) ქსელით – აფხაზეთის, აჭარის და სამაჩაბლოს ინსპექტურები (შემდგომში „ინსპექტურა“). საქართველოს რეგიონებში არსებული სელექციური მიღწევების სახელმწიფო გამოცდის სადგურები (შემდგომში „სადგური“); სასოფლო-სამეურნეო კულტურების სელექციური მიღწევების ქიმიურ-ტექნოლოგიური მაჩვენებლების დადგენის და მათგან წარმოებული პროდუქტების ხარისხის შეფასების ლაბორატორია – არის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება.
ინსპექციის იურიდიული მისამართია – 380079 ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის პროსპექტი № 17.
2. ინსპექცია, მასზედ დაკისრებული მოვალეობის შესრულებისას ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.
3. ინსპექცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონებით, პრეზიდენტის ბრძანებულებებით და განკარგულებებით, მინისტრის ბრძანებებით და ამ დებულებით.
4. ინსპექციას აქვს დებულება, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიში სახელმწიფო ხაზნინაში, ხარჯთა ნუსხა, მრგვალი ბეჭედი და შტამპი სახელმწიფო ღერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით.
5. აფხაზეთის, აჭარის, სამაჩაბლოს ინსპექტურებს და საქართველოს რეგიონებში არსებული სელექციური მიღწევების სახელმწიფო გამოცდის სადგურებს აქვთ ბალანსი, ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში, ხარჯთა ნუსხა, მრგვალი ბეჭედი და შტამპი სახელმწიფო ღერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით.
6. ინსპექციის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. ინსპექციის მიერ კანონმდებლობით ან სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული და მიღებული შემოსავლები შეიტანება საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში.
7. ინსპექციის, ინსპექტურების, სადგურების და სხვა საწარმოების შექმნა-გაუქმება, ორგანიზაციულ სტრუქტურების დამტკიცება ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.
II. ინსპექციის მიზანი, სფერო, ფუნქციები და ამოცანები
1. ინსპექციის ძირითადი მიზანია განახორციელოს სახელმწიფო ინტერესები, სასოფლო-სამეურნეო კულტურების სელექციური მიღწევების სახელმწიფო აღიარების დაცვისა და გასავრცელებლად დაშვების სფეროში.
სასოფლო-სამეურნეო კულტურების სელექციური მიღწევების სახელმწიფო აღიარება და დაცვა ფორმდება სახელმწიფო რეესტრში შეტანით და განსაკუთრებული უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემით.
სელექციური მიღწევების საქართველოში გასავრცელებლად დაშვება ფორმდება გასავრცელებლად დაშვებული სელექციური მიღწევების რეესტრში შეტანით და დიპლომის გაცემით.
2. ინსპექცია მოწმობას და დიპლომს გასცემს საქართველოს სახელმწიფოს სახელით. მოწმობის და დიპლომის ფორმისა და შინაარსის მიმართ მოთხოვნებს ადგენს ინსპექცია.
3. ინსპექციის ამოცანებია:
ა) შეადგინოს ბოტანიკური გვარების და სახეობების ჩამონათვალი, რომელთა ჯიშებზე შესაძლებელია განაცხადის წარდგენა აღიარებისა და დაცვის შესახებ;
ბ) კონტროლი გაუწიოს ბიოტექნოლოგიით შექმნილი სელექციური მიღწევების გამოყენებასთან დაკავშირებულ რისკ-ფაქტორებს;
გ) ორგანიზაცია გაუწიოს საქართველოს კულტურულ მცენარეთა გენეტიკური რესურსების შენარჩუნებისა და დაცვის; სხვა ქვეყნიდან შემოტანილი სელექციური მიღწევების ინტროდუქციის სამუშაოებს;
დ) განახორციელოს სელექციური მიღწევების სახელმწიფო აღიარებისა და დაცვის, საქართველოში გასავრცელებლად დაშვების შესახებ ინფორმაციული ტექნოლოგიები, საგამომცემლო საქმიანობა და რეკლამა;
ე) განახორციელოს საერთაშორისო თანამშრომლობა;
ვ) სელექციური მიღწევების სახელმწიფო გამოცდა და საექსპერტო შეფასება, დაცვისუნარიანობის კრიტერიუმების მიხედვით სამეურნეო სარგებლიანობის მაჩვენებლების დადგენისათვის;
ზ) აწარმოოს მოწმობით დაცული სელექციური მიღწევების სახელმწიფო რეესტრი და სელექციური მიღწევების გასავრცელებლად დაშვების რეესტრი, რეგისტრაციაში გაატაროს ლიცენზიები, გასცეს ლიცენზია მოწმობის მფლობელის ნებართვის გარეშე, გამოაქვეყნოს მონაცემები მოწმობის, დიპლომის გაუქმების ან ბათილად ცნობის, გასავრცელებლად დაშვების ვადის გაგრძელების ან ვადამდე შეწყვეტის შესახებ;
თ) მოამზადოს და გამოსცეს წესები, განმარტებები, მეთოდური მითითებები და სხვა სახის საერთო სარგებლობის დოკუმენტები საქართველოში სელექციური მიღწევების დაცვის და გასავრცელებლად დაშვების შესახებ;
ი) ჩაატაროს მოწმობით დაცული და გასავრცელებლად დაშვებული სელექციური მიღწევების საკონტროლო გამოცდა, ინსპექტირება და პირველადი მეთესლეობა, უზრუნველყოს მცენარის თესლისა და სარგავი მასალის საკონტროლო ნიმუშების შენახვა;
კ) გამოსცეს მოწმობით დაცული და გასავრცელებლად დაშვებული სელექციური მიღწევების რეესტრები; პერიოდული გამოცემები და ოფიციალური ბიულეტენი, რომელშიც გამოქვეყნდება მოწმობის გაცემაზე შემოსული განაცხადის განხილვის პროცედურასთან დაკავშირებული საკითხები;
ლ) გამოთვლითი ტექნიკისა და მონაცემთა მიღების თანამედროვე საშუალებებით განახორციელოს ინფორმაციის შეკრება, დაგროვება და საერთაშორისო გაცვლა ინსპექციის საქმიანობის ყველა მიმართულებით.
4. სამინისტროში დასამტკიცებლად წარადგინოს:
ა) ძლიერი ხორბლის ჯიშების ჩამონათვალი;
ბ) მაღალხარისხოვანი მარცვლეული, საბურღულე და პარკოსანი კულტურების ჯიშების ჩამონათვალი;
გ) სალუდე ქერის ჯიშების ჩამონათვალი;
ე) სასოფლო-სამეურნეო კულტურების გასავრცელებლად დაშვების სამეცნიერო-საწარმოო საბჭოს წევრთა შემადგენლობა.
5. სელექციური მიღწევების სახელმწიფო გამოცდის სადგურებში და სხვა წარმოება-დაწესებულებებში უზრუნველყოს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, საწარმოო პროცესების კომპლექსური მექანიზაცია და ავტომატიზაცია.
III. ინსპექციის უფლება-მოვალეობანი
1. ინსპექცია უფლებამოსილია ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან დადოს ხელშეკრულებები (კონტრაქტები) თესლის, სარგავი მასალის მოწოდებაზე; ტექნიკის, პესტიციდების, ქიმრეაქტივებისა და სასუქების, მატერიალურ-ტექნიკურ რესურსებზე.
2. ხელშეკრულების საფუძველზე გამოიყენოს საქართველოს და საზღვარგარეთის კომპეტენტური ორგანიზაციების მიერ ჩატარებული სელექციური მიღწევების გამოცდის შედეგები.
3. დადოს ხელშეკრულებები სელექციური მიღწევების სახელმწიფო გამოცდის და სხვა სამუშაოების ჩატარებაზე კომპეტენტურ იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
4. სამინისტროში შეიტანოს წინადადებები სელექციური მიღწევების გასავრცელებლად დაშვების, სახელმწიფო აღიარებისა და დაცვასთან დაკავშირებით გაწეული მომსახურების საფასურის ნიხრების დაწესებასთან დაკავშირებით, მათ შორის უცხოური ვალუტით (სხვა ქვეყნის განმცხადებლებისათვის).
5. გამოყოფილი სახსრებისა და შემოსავლების ფარგლებში ინსპექციის გამგებლობაში შემავალი სხვა წარმოება-დაწესებულებებში უზრუნველყოს სელექციური მიღწევების სახელმწიფო გამოცდის, კაპიტალური მშენებლობის და მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების სამუშაოების დაფინანსებას.
IV. ინსპექციის საქმიანობის ორგანიზაცია და სტრუქტურა
1. ინსპექცია, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დებულებით გათვალისწინებულ ფუნქციებს განახორციელებს მის გამგებლობაში შემავალი ისპექტურებით, სადგურების ქსელით, ლაბორატორიით, ხელმძღვანელობს მათ, პერიოდულად. მოისმენს ინფორმაციებს გაწეული მუშაობის შესახებ, შეისწავლის და განიხილავს მათ საქმიანობას და საფინანსო ანგარიშებს, ადგენს საერთო ბალანსს და წარადგენს სამინისტროში.
2. ინსპექციას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს კომპეტენციის ფარგლებში. მინდობილობის გარეშე მოქმედებს ინსპექციის სახელით, დებს ხელშეკრულებებს არსებული წესით.
3. ინსპექციის უფროსი ინიშნება და თავისუფლდება მინისტრის ბრძანებით.
4. ინსპექციის უფროსის სამ მოადგილეს, აფხაზეთის, აჭარის, სამაჩაბლოს ინსპექტურების უფროსებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ინსპექციის უფროსი, სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრთან შეთანხმებით.
5. ინსპექციის ინსპექტურების, სადგურების და ლაბორატორიის ხელმძღვანელებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ინსპექციის უფროსი.
6. ინსპექციის ხარჯთა ნუსხას ამტკიცებს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი. სამინისტროს მიერ დამტკიცებული საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის წესის შესაბამისად ინსპექციის უფროსი უმტკიცებს დაქვემდებარებულ ორგანიზაციებს ხარჯთა ნუსხას და პასუხს აგებს მათ მიზნობრივ ხარჯვაზე.
7. ინსპექცია, სამინისტროსთან ერთად, უზრუნველყოფს სელექციური მიღწევების და დაცვის სახელმწიფო სამსახურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას, სტაჟირებას და სწავლებას ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ ხელშეკრულებების (კონტრაქტების) საფუძველზე, ატარებს თანამშრომელთა ატესტაციას სამ წელიწადში ერთხელ.
8. ინსპექციის უფროსი:
ა) მართავს მის ბალანსზე რიცხულ ქონებას, შენობა-ნაგებობებს აპარატურას, მანქანა-იარაღებს და სხვა მატერიალურ ფასეულობებს არსებული წესის შესაბამისად, სამინისტროსთან შეთანხმებით;
ბ) წარმომადგენლობის ინსპექციის სახელით ყველა სახის სახელმწიფო საზოგადოებრივ და სხვა სახის ორგანიზაციაში, მათ შორის სასამართლო ორგანოებში;
გ) ახორციელებს ყველა საფინანსო-საბუღალტრო ოპერაციას, ხელს აწერს ჩეკს და საგადასახადო დავალებებს, იღებს ვალდებულებებს;
დ) ამტკიცებს ინსპექციის ინსპექტურის, სადგურის და ლაბორატორიის სამსახურების დებულებებს;
ე) განიხილავს მოადგილეების და სხვა თანამდებობის პირების ფუნქციებს და პასუხისმგებლობას.
9. სელექციური მიღწევების გასავრცელებლად დაშვების შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით ინსპექციასთან იქმნება სამეცნიერო საწარმოო საბჭო, რომლის შემადგენლობა მტკიცდება მინისტრის მიერ, ხუთი წლის ვადით.
10. სელექციური მიღწევების სახელმწიფო გამოცდის, დაცვისა და გასავრცელებლად დაშვების საკითხებზე წინადადებების მომზადებისათვის ინსპექციასთან იქმნება დარგობრივი და საექსპერტო კომისიები, ინსპექციების სპეციალისტების, მეცნიერების, სახელმწიფო მმართველობის ორგანოების, დაინტერესებული ორგანიზაციების და სამეცნიერო დაწესებულებების წარმომადგენლების მონაწილეობით.
დარგობრივი და საექსპერტო კომისიების შემადგენლობა და დებულებები მტკიცდება ინსპექციის უფროსის მიერ.
11. განმცხადებელსა და ინსპექციას შორის მოწმობის მიღებასთან დაკავშირებული საქმიანობის შუამავლის მეშვეობით წარმართვისათვის, ინსპექციაში იქმნება წარმომადგენლის სტატუსის მინიჭების საკვალიფიკაციო კომისია.
საკვალიფიკაციო კომისიის შემადგენლობა და დებულება მტკიცდება ინსპექციის უფროსის მიერ.
V. სელექციური მიღწევების გამოცდის და დაცვის
ინსპექციის სამსახურების ნუსხა
ინსპექტურები:
აფხაზეთის
აჭარის
სამაჩაბლოს
სადგურები:
აბაშის კომპლექსური
ადიგენის მეხილეობის
ამბროლაურის კომპლექსური
ასპინძის კომპლექსური
ასურეთის კომპლექსური
ახალციხის კომპლექსური
ახალქალაქის კომპლექსური (კარტოფილის)
ახალქალაქის კომპლექსური (მარცვლეულისა და საკვები კულტურების)
ახმეტის მეხილეობა-მევენახეობის
გარდაბნის კომპლექსური
გარდაბნის მებოსტნეობის
გაგრის სუბტროპიკული კულტურების
გორის მეხილეობის
გორის კომპლექსური
გონიოს სუბტროპიკული კულტურების
გუდაუთის მებოსტნეობის
გურჯაანის მეხილეობა-მევენახეობის
გურჯაანის მეაბრეშუმეობის
დმანისის მებოსტნეობის
დმანისის კენკროვანი კულტურების
დმანისის კომპლექსური
დედოფლისწყაროს კომპლექსური
ვანის მეხილეობა-სუბტროპიკული კულტურების
ზუგდიდის კომპლექსური
თბილისის მეაბრეშუმეობის
თეთრიწყაროს კომპლექსური
თელავის კომპლექსური
თელავის მეაბრეშუმეობის
თერჯოლის მეხილეობა-მევენახეობის
თიანეთის კომპლექსური
კოხორის სუბტროპიკული კულტურების
კოლხეთის კომპლექსური
კასპის კომპლექსური
ლაგოდეხის მეხილეობის-სუბტროპიკული კულტურების
ლაგოდეხის კომპლექსური
მარნეულის კომპლექსური
მარტვილის კომპლექსური
მცხეთის მებოსტნეობის
ოზურგეთის სუბტროპიკული კულტურების
ოჩამჩირის კომპლექსური
ონის მებოსტნეობის
სამტრედიის კომპლექსური
საგარეჯოს მევენახეობის
სამგორის მეხილეობა-მებოსტნეობის
სენაკი შპს „კოლხი მედეას“
სიღნაღის კომპლექსური
სოხუმის თამბაქოს
საჩხერეს კომპლექსური
ფოთის სუბტროპიკული კულტურების
ქარელის მეაბრეშუმეობის
ჩოხატაურის მეხილეობისა და ჩაის
ჩაქვის სუბტროპიკული კულტურების
ცხინვალის კომპლექსური
ცაგერის კომპლექსური
წალკის კომპლექსური
წალენჯიხის კომპლექსური
წნორის კომპლექსური
წყალტუბოს კომპლექსური
წყალტუბოს მეაბრეშუმეობის
გობის მებოსტნეობის
ხაშურის კომპლექსური
ხაშურის მეხილეობის და კენკროვნების
ხულოს მებოსტნეობის
ჯავის მებოსტნეობის
სასოფლო-სამეურნეო კულტურების სელექციური მიღწევების ქიმიურ ტექნოლოგიური მაჩვენებლების დადგენის და მათგან წარმოებული პროდუქციის ხარისხის შეფასების ლაბორატორია.
VI. დასკვნითი დებულებები
1. ინსპექციის დებულებას ამტკიცებს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი.
2. ინსპექციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობის საფუძველზე.
დანართი 2
სელექციური მიღწევების გამოცდის და დაცვის ინსპექციის 1998 წლის ხარჯთა ნუსხა
დასახელება
სულ ხარჯები
I. მუშა-მოსამსახურეების შრომის ანაზღაურება,
მათ შორის
1. ხელფასი
2. დანამატი
28000
27000
1000
2. დამქირავებლებიდან ანარიცხები,
მათ შორის:
II. სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო
დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდში
2. ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო ფონდში
III. მივლინებები,
მათ შორის ქვეყნის შიგნით
8400
7600
800
5000
2000
IV. სხვა საქონელი და მომსახურება,
მათ შორის:
1. ოფისის ხარჯები
2. კომუნალური მომსახურება
3. ტრანსპორტისა და ტექნიკის შენახვის ხარჯები
4. სპეციალური პროგრამების მომსახურება
29100
8000
7200
4900
9000
სულ ხარჯები
70500
საფინანსო სამმართველოს უფროსი თ. ზურაბაშვილი