აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 17.01.2007
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 010240010.32.040.000001
გამოქვეყნების წყარო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე, 1, 17/01/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 137 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების შექმნის შესახებ აფხაზეთის მთავრობის დადგენილება №1 2007 წლის 17 იანვარი ქ. თბილისი აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობების შექმნის შესახებ მუხლი 1🔗. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონის (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე, №4, 30.11.2004, მუხლი 7🔗) 14​2 მუხლის შესაბამისად: 1. შეიქმნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემდეგი წარმომადგენლობები (შემდეგში – აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობები): ა) აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში (55 საშტატო ერთეული); ბ) აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობა იმერეთის რეგიონში (22 საშტატო ერთეული); გ) აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობა აღმოსავლეთ საქართველოში (47 საშტატო ერთეული). 2. აფხაზეთის ფინანსთა სამინისტრომ (ვ. ჯგუბურია) და აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტრომ (კ. კუჭუხიძე) უზრუნველყონ აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობები ფინანსური და მატერიალური ბაზით. 3. აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობების ხელმძღვანელებმა 2 კვირის ვადაში აფხაზეთის მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინონ მათდამი დაქვემდებარებული წარმომადგენლობის დებულების პროექტი და სტრუქტურა. მუხლი 2🔗. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. მთავრობის თავმჯდომარე                           მ. აკიშბაია