საქართველოში ახალი კორონავირუსის COVID-19-ის შესაძლო შემთხვევების გავრცელების პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირების მზადყოფნისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობის განკარგულება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 17.03.2020
ძალის დაკარგვა 23.03.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №545
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025811
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/03/2020
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს მთავრობის განკარგულება №545 2020 წლის 17 მარტი ქ. თბილისი | საქართველოს მთავრობის |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოში ახალი კორონავირუსის COVID-19-ის შესაძლო შემთხვევების გავრცელების პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირების მზადყოფნისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №545
2020 წლის 17 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოში ახალი კორონავირუსის COVID -19-ის შესაძლო შემთხვევების გავრცელების პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირების მზადყოფნისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად:
1. საქართველოში ახალი კორონავირუსის COVID -19-ის შესაძლო შემთხვევების გავრცელების (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირების მზადყოფნისათვის სრულად მობილიზებულ იქნეს შემდეგი სამედიცინო დაწესებულებები:
ა) შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა“;
ბ) სსიპ – გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი;
გ) სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა.
2. განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების აღსრულების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით, შერჩეულ დაწესებულებებში განხორციელდეს:
ა) არსებული/მიმდინარე პაციენტების გადაყვანა (დაწესებულების სრულად დაცლა) შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში;
და/ან
ბ) მათ ბაზაზე არსებული საწოლფონდის (მ.შ. რეანიმაციული) გაზრდა შესაძლებლობის ფარგლებში და საჭიროების შესაბამისად სამედიცინო საგნების, მასალების, აპარატურისა და მედიკამენტების შესყიდვა;
გ) კორონავირუსის საეჭვო შემთხვევების სამედიცინო მეთვალყურეობის უზრუნველყოფა;
დ) საჭიროების შემთხვევაში, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევის მართვის უზრუნველყოფა.
3. განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების აღსრულების მიზნით, შერჩეულ დაწესებულებებს მიეცეს უფლება, საჭირო მომსახურების/საქონლის შესყიდვები განახორციელონ გადაუდებელი აუცილებლობით ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანხმობით.
4. განკარგულების მეორე პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდეს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი №1.7-ითა და „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსული დაავადების COVID-19-ის მართვის“ სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე და ვრცელდება 2020 წლის 2 მარტიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია