⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (07.11.2025)

„საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ქ. ქუთაისის კვების პროდუქტების ლიცენზირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 12.05.1998
ძალის დაკარგვა 07.11.2025
გამომცემი ორგანო სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო
ნომერი №2-233
სარეგისტრაციო კოდი NN
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 12/05/1998
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 809 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.05.1998 მიღება
07.11.2025 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (6)
NN ხარჯების დასახელება
1. სამსახურის უფროსი
2. მთავარი ბუღალტერი
3. მთავარი სპეციალისტი
4. წამყვანი სპეციალისტი
N სტრუქტურული დანაყოფებისა და თანამდებობრივი დასახელება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ქ. ქუთაისის კვების პროდუქტების ლიცენზირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის და სურსათის სამინისტროს ბრძანება №2-233 1998 წლის 12 მაისი ქ. თბილისი საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ქ. ქუთაისის კვების პროდუქტების ლიცენზირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ 1. დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ქ. ქუთაისის კვების პროდუქტების ლიცენზირების სამსახურის დებულება (დანართი №1) და ხარჯთნუსხა. 2. იურიდიული და პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველომ (ი. ლომთათიძე) ქ. ქუთაისის კვების პროდუქტების ლიცენზირების სამსახურის უფროსთან (ვ. კუცია) ერთად უზრუნველყოს: - აღნიშნული დებულების სახელმწიფო რეგისტრაცია იუსტიციის სამინისტროში და სარეგისტრაციო კოდის მინიჭება. 3. საქვეუწყებო დაწესებულებების სახელმწიფო კანცელარიის სპეციალურ რეესტრში რეგისტრაცია. 4. ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა უზრუნველყოს აღნიშნული ბრძანებისა და დებულების პრესაში გამოქვეყნება. 5. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს ბატონ გ. დიდბარიძეს. მინისტრი ბ. გულუა მოამზადა: სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ქ. ქუთაისის კვების პროდუქტების ლიცენზირების სამსახურმა ვ. კუცია  შეთანხმებულია: გ. დიდბარიძე ნ. დუჩიძე დ. კეკენაძე თ. ზურაბაშვილი ი. ლომთათიძე თ. ლოლაძე გ. გორდეზიანი ეგზავნება: სახელმწიფო კანცელარიას, იუსტიციის სამინისტროს, ადმინისტრაციულ დეპარტამენტს და ქ. ქუთაისის კვების პროდუქტების ლიცენზირების სამსახურს. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ქალაქ ქუთაისის კვების პროდუქტების ლიცენზირების სამსახურის დებულება ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. ქ. ქუთაისის კვების პროდუქტების ლიცენზირების სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას და თავის სამოქმედო ტერიტორიაზე კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სალიცენზიო საქმიანობასთან დაკავშირებულ ფუნქციებსა და უფლებებს, მინიჭებულს ამ დებულებით და მოქმედი კანონმდებლობით. მუხლი 2🔗. სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს სამინისტროს ხელმძღვანელობით და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობით. მუხლი 3🔗. სამსახური არის სამინისტროს კვების პროდუქტების სასაქონლო წარმოების ლიცენზირების საქალაქო რგოლი, რომელიც ხელმძღვანელობს მოქმედი კანონმდებლობით. მას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშები ხაზინაში, ბეჭედი სახელმწიფო გერბით და სახელწოდების აღნიშვნით, ბლანკები, შტამპები და სხვა. მუხლი 4🔗. სამსახურის დაფინანსება და შენახვა ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებიდან. მუხლი 5🔗. სამსახური დაკისრებული მოვალეობის შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე. მუხლი 6🔗. სამსახურის მიერ კანონმდებლობით ან სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული და მიღებული არასაბიუჯეტო შემოსავლები შეიტანება საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში. მუხლი 7🔗. სამსახური მოქმედებს კანონმდებლობის დაცვის პასუხისმგებლობის, სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოების დაცვის და მოქალაქეთა პატივისცემის პრინციპების საფუძველზე. მუხლი 8🔗. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. ქუთაისი, რუსთაველის ქ.№156. ძირითადი ფუნქციები და ამოცანები მუხლი 9🔗. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: 1. სამოქმედო ტერიტორიაზე კვების პროდუქტების სასაქონლო წარმოებაზე საწარმოებისათვის მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმების მიუხედავად ლიცენზირებასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელება. 2. საწარმოების მიერ ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტებისა და მასალების განხილვა, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. 3. საწარმოს ლიცენზირების წესებით გათვალისწინებული დოკუმენტური მოთხოვნების შესაბამისობაზე ადგილზე საოქმო ჩანაწერის გაფორმება. 4. ლიცენზიის გაცემა, მისი მოქმედების შეჩერება ან გაუქმება. 5. მეწარმე სუბიექტის ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის კონტროლი თავის კომპეტენციის (ტექნოლოგიური პროცესები) ფარგლებში. 6. მეწარმე სუბიექტის ლიცენზირებული საქმიანობის შესახებ საინფორმაციო ბანკის შექმნა (საწარმოს დასახელება, ადგილმდებარეობა, საწარმოს სიმძლავრე, ასორტიმენტი და სხვა). 7. სალიცენზიო რეესტრის შექმნა. უფლებები მუხლი 10🔗. დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესასრულებლად სამსახურს უფლება აქვს: 1. განახორციელოს მის სამოქმედო ტერიტორიაზე სალიცენზიო საქმიანობასთან დაკავშირებული სამუშაოები დებულებით განსაზღვრულ ფარგლებში და გასცეს ლიცენზია. 2. მოითხოვოს და მიიღოს ყველა საჭირო მასალა და ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ამ დებულებისა და მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში. 3. შექმნას სალიცენზიო კომისია (საჭიროების შემთხვევაში დარგების მიხედვით). 4. გააფორმოს ხელშეკრულებები. 5. განახორციელოს სამეურნეო საქმიანობა ბალანსზე რიცხული ქონების სარგებლობის უფლებით, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში. პასუხისმგებლობა მუხლი 11🔗. სამსახური მასზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების, აგრეთვე დავალებების შეუსრულებლობის, სამეურნეო საქმიანობაში დაშვებული დარღვევების შემთხვევაში პასუხს აგებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. სამსახურის საქმიანობის ორგანიზაცია და სტრუქტურა მუხლი 12🔗. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. მუხლი 13🔗. სამსახურის უფროსი: 1. ანაწილებს მოვალეობებს სამსახურის მუშაკებს შორის, გამოსცემს ბრძანებებს, ამტკიცებს თანამდებობრივ ინსტრუქციებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა სამსახურის მუშაკთათვის. 2. ამტკიცებს სამსახურის სტრუქტურას, სამინისტროსთან შეთანხმების შემდეგ საშტატო განრიგს, კანონის შესაბამისად ნიშნავს და ათავისუფლებს სამსახურის მუშაკებს. საჭიროების შემთხვევაში იყენებს მათ მიმართ დისციპლინარული ზემოქმედებისა და წახალისების ზომებს. 3. იყენებს სამსახურის ქონებას მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. 4. სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია სამსახურის ამოცანებისა და ფუნქციების დროულად და ხარისხიანად შესრულებაზე. 5. სამსახური ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე თავისი საქმიანობის შესახებ. ქონება მუხლი 14🔗. სამსახურის ქონება შედგება იმ ქონებისაგან, რომელიც გადაცემული აქვს მას თავისი ფუნქციების შესასრულებლად. დასკვნითი დებულებანი მუხლი 15🔗. სამსახურის დებულებას, სტრუქტურასა და ხარჯთა ნუსხას ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი. მუხლი 16🔗. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით. დანართი №2 საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ქ. ქუთაისის კვების პროდუქტების ლიცენზირების სამსახურის 1998 წლის ხარჯთანუსხა (ლარებში) NN ხარჯების დასახელება თანხა 1. მუშა-მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება - სულ 5967 მათ შორის: - ხელფასი 4212 - პრემია 1404 - დახმარება 351 2. დამქირავებლიდან ანარიცხები 1790 მათ შორის:- სოცუზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდში 1611 - ჯანმრთელობის დაცვის სახ. ფონდში 179 3. მივლინება 750 მათ შორის: - ქვეყნის შიგნით 750 4. სხვა საქონელი და მომსახურება 1393 მათ შორის: - ოფისის ხარჯები 859 - კომუნალური ხარჯები 534 სულ ხარჯები 9900 საფინანსო სამმართველოს უფროსის მოადგილე   თ. ზურაბაშვილი ქ. ქუთაისის კვების პროდუქტების ლიცენზირების სამსახურის საშტატო განრიგი 1998 წლის 1 იანვრიდან (ლარებში) N სტრუქტურული დანაყოფებისა და თანამდებობრივი დასახელება საშტატო ერთეულის რაოდენობა თანამდე ბობრივი განაკვეთი თვეში სულ ხელფასის ფონდი თვეში შენიშვნა 1. სამსახურის უფროსი 1 82,50 82,50 2. მთავარი ბუღალტერი 1 82,50 82,50 3. მთავარი სპეციალისტი 3 38,00 114,00 4. წამყვანი სპეციალისტი 1 36,00 36,00 315,00 მთ. ბუღალტერი:  (მ. გაბუნია)