ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
მიღების თარიღი 18.03.2020
ძალის დაკარგვა 23.02.2021
გამომცემი ორგანო ვანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.121.016396
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/03/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ივანიაძე | ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 22.02.2021
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 20.02.2019
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
თვითმმართველობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №11
2020 წლის 18 მარტი
ქ. ვანი
ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
ქალაქ ვანის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრისათვის გამოყენებულ იქნეს:
ა) შესაბამისი დასახლების მაკრომდებარეობის ინდექსი – Img;
ბ) ლოკალური ტერიტორიული ინდექსი – ITL;
გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის 1კვმ-ზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი – C;
დ) მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი – K.
მუხლი 2🔗
ლოკალურ ტერიტორიული ინდექსის სიდიდე ქ. ვანის ტერიტორიაზე განისაზღვროს 1,0-ით.
მუხლი 3🔗
მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი ქ. ვანის ტერიტორიაზე განისაზღვროს 100-ით: K=100
მუხლი 4🔗
მიწის ნორმატიული ფასი 1 კვმ მიწის ფართობისათვის ქ. ვანის ტერიტორიაზე განისაზღვროს შემდეგი ფორმულით:
Cn=Img x ITL x C x K, სადაც:
ა) Img – ვანის მუნიციპალიტეტისათვის შეადგენს – 0,37-ს;
ბ) ITL – ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით შეადგენს – 1,0-ს;
გ) C – საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულია – 0,24 ლარით;
დ) K – ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრულია – 100-ით;
ე) Cn=0,37 x 1 x 0,24 x 100=8,88 (ლარი).
მუხლი 5🔗
დადგენილების მეოთხე მუხლის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული 1კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასი განისაზღვროს:
ა) ქალაქ ვანის ტერიტორიაზე – 8,88 ლარით;
ბ) ვანის მუნიციპალიტეტის სოფლების ტერიტორიაზე – 4,00 ლარით;
გ) ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მ-ის რადიუსში – 6,00 ლარით;
დ) დასახლებათა შორის არეალებში – 3,00 ლარით“.
მუხლი 6🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 თებერვლის N 10 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 22.02.2019 წ, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.121.016365).
მუხლი 7🔗
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე განახორციელოს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვის, ეკონომიკური საკითხებისა და ინფრასტრუქტურის კომისიამ.
მუხლი 8🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი ივანიაძე